Home რუბრიკები ბლოგი გასა-გიგი-ჟებელი დემოკრატია და გრიგოლიას გრიგალი

გასა-გიგი-ჟებელი დემოკრატია და გრიგოლიას გრიგალი

1174

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით და დავინახეთ, რომ ჩვენს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ საზოგადოებაზე ყველაფერი ლაკმუსივით მოქმედებს. თბილისის ყოფილი მერის გარშემო მომხდარმაიურიდიულმა ცირკაჩობამაცკი სწორედ ერთგვარი ლაკმუსის როლი შეასრულა დადალაკმუსებულთამორიგი წყება დაანახვა საზოგადოებას.

ალბათ, კარგა ხანს არ ამოვა ქართველი ტელემაყურებლის ყურიდან გამაოგნებელი შებღავლება: “გიგი, გმირი ხარ გიიიიგიიი!”, რომელმაც, სხვა ყველაფერთან ერთად, უკვე ცნება “გმირიც” დააკნინა და დაასამარა დღევანდელი ქართველი საზოგადოების ცნობიერებაში.

ვაღიარებ: ვცდილობ, ერთობ ფრთხილად ვწერო… საზოგადოდ, არ მიყვარს წერა ადამიანზე, რომელიც, მართალია, თავხედობისა და უტიფრობის გაკვეთილებს უტარებს ერს, მაგრამ მაინც პატიმარია… რთულია, ბოლომდე გადაუარო ადამიანს, რომელსაც თავისუფლება აქვს შეზღუდული, თუმცა ფაქტია, ამას იმსახურებს!

სამწუხაროდ, გიგი უგულავას საწინააღმდეგოდ კიდევ უფრო განაწყობს და აქეზებს საზოგადოებას მისი მეხოტბეების უაზრო გამოხდომები და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომგამომხდომთარიგებში, გარდა კარგად ცნობილინაცჟურნალისტებისა”, უკვე აშკარად გაერია ის ჟურნალისტი, რომელიც აქამდე მეტნაკლებად ინარჩუნებდა სიმშვიდეს და იმდენი ჭკუა მაინც ჰყოფნიდა, რომელიმენაცბელადისმიმართ ხოტბადიდება არასოდეს აღევლინა

როგორც ჩანს, “იმედის” ეთერიდან მოხსნამ ინგა გრიგოლიას საბოლოოდ დააკარგვინა კონტროლი და მისი გამოხმაურება გიგი უგულავას ციხეში ხელახლა შებრუნებაზე თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ბელადით “ხბოს აღფრთვანების” კლასიკურ ნიმუშად.

“დაპატიმრებაც ასეთი უნდა! პირდაპირ ეთერში! საკუთარი ფეხით… 4 წელი და 6 თვე… მარტო გიგის შეეძლო ასე დაეპატიმრებინათ! ვინც იცნობს, მხოლოდ ის მიხვდება, რასაც ვგულისხმობ… სხვა ვერა… ტყუილად ნუ მოძებნით პოლიტიკურ ქვეტექსტებს ჩემს პოსტში. ამ სტატუსს მხოლოდ ისინი გაიგებენ, ვინც უგულავას პირადად იცნობს”, _ წერს ინგა გრიგოლია თავის ფეისბუქკედელზე და რატომღაც აზრად არ მოსდის, რომ ამ პოსტში პოლიტიკური ქვეტექსტი ნამდვილად არ არის საძებნელი, რადგან ეს, ყოველგვარი “ძებნისა” და “ქვე”-ს გარეშე, პირდაპირი პოლიტიკური ტექსტია!

ამასთანავე, ინგა რატომღაც იმასაც ვერ ხვდება, რომ გიგის, ვიდრე თვითონ გაიცნობდა, მანამდე მართლაც ვიცნობდით ბევრი და ჩვენთვის თბილისის მომავალ მერთან პირად ნაცნობობას არაფერი აღსაფრთოვანებელი და აღსატაცებელი არ მოუტანია.

5 წელიწადი ვისწავლე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიგი უგულავასთან ერთად ერთ კურსზე და, რაც მახსოვს, ეს არის ლექციებს შორის შესვენებებზე დერეფანში რომელიმე ლექტორთანგადავაზელინებულისახით მოსაუბრე უგულავა, რომელიც, მთელი სტუდენტობის განმავლობაში, მგონი, ერთხელაც არ გამოსულა უნივერსიტეტის ბაღში და ლაღად, სტუდენტურად არ უცხოვრია, მუდამ ლექტორებთან შეტენვით იყო დაკავებული. სხვათა შორის, უგულავას ასეთივე თვისებებზე საუბრობენ მისი სკოლელები და კლასელებიც. სამაგიეროდ, როდესაც ხელისუფლებაშინაციონალებიმოვიდნენ, სწორედ ის ლექტორები, რომლებსაც გიგი და მისნაირები ხუთი წელიწადი ერთ ადგილას უძვრებოდნენ, უაპელაციოდ ჩაყარეს ერთ ქვაბში და კორუფციაში აშკარად არადემოკრატიული კოლექტიური ბრალდებით მოისროლეს უნივერსიტეტიდან.

აი, გიგისგან მსგავსი საქციელი ნამდვილად არ გაგვიკვირდებოდა, ინგა, იმ ხალხს, რომელიც პირადად ვიცნობთ გიგის!

ჯარში რომ წაგვიყვანეს მთელი კურსი და უგულავამპატრიოტულადაარიდა თავი ორიოდე თვით ეროვნულ არმიაში, ყაზარმებში ყოფნას, ეგეც, ალბათ, “მხოლოდ გიგის შეეძლო”, არა?

ჩემთვის ორმაგად ძნელია ახლა ამის წერა, რადგან ერთი, როგორც ვთქვი, პატიმარზე ვწერ და მეხამუშება, მეორეც _ ინგა გრიგოლია პირადად მყავს ისეთ სიტუაციებში ნანახი, რის გამოც პატივისცემას იმსახურებდა…

მაგრამ უგულავას მიმართ ასე სასაცილოდაღფრთოვანებულიდა, პირდაპირ ვიტყვი, სულელური პოსტით გრიგოლია წყალში ყრის მეტნაკლებად შენარჩუნებულ იმიჯს და უკვე საბოლოოდ იკრავსნაცჟურნალისტისიარლიყს თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია და, თუკი ასე განაგრძობს, ის “გრიგალი”, რომელიც მუდამ თან დაჰყვებოდა ხოლმე გრიგოლიას შოუებს სხვადასხვა ტელეარხზე, საბოლოოდ ჩადგება. დაკარგული და საკუთარი ხელით უშნოდ ნათრევი იმიჯის აღდგენა შეუძლებელია! ეს ინგამ, მგონი, კარგად უნდა იცოდს!

ვინმე იქნებ შემედავოს, რა ნახე გრიგოლიას ამ ფრაზაში ისეთიო?!

კარგი, მივყვეთ ლოგიკურად: ტელეწამყვანი აღფრთოვანებულია იმით, რომ გიგი უგულავა თავისი ფეხით შევიდა საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ, როცა განაჩენის შესახებ შეიტყო, დაჯდა, ბადრაგს დაელოდა და პირდაპირ ეთერში, კამერების წინ გაჰყვა მათ

კი მაგრამ, დედას გაფიცებ, ინგა, რა არის აქ ასეთი უჩვეულო და გასა-გიგი-ჟებელი, რასაც “მხოლოდ უგულავა” იზამდა?! ამიხსენით, რისი გაკეთება შეეძლო ნებისმიერ სხვა ადამიანს გიგის ადგილზე?

მოდი ჩამოვწეროთ ვარიანტები:

1. როგორც კი შეიტყო განაჩენის შესახებ, უცებ მოტრიალებულიყო და გაქცეულიყო გაურკვეველი მიმართულებით დაღლამდე და დავარდნამდე?

2. შევარდნილიყო ახლომდებარე მაღაზიაში, გამყიდველი მძევლად აეყვანა და თვითმფრინავი მოეთხოვა უკრაინაში გადასაფრენად?

3. გოკა გაბაშვილის ზურგს ამოფარებულიყო, ემანდ, ეგებ ვერ დამინახონო?

4. წინ თამარ ჩერგოლეიშვილი გაემძღვარებინა და წივილკივილით აეკლოთ იქაურობა?

5. შეკრებილი ხალხისთვის მოეწოდებინა, შევარდნილიყვნენ საქალაქო სასამართლოში და გაეპუტათ მოსამართლე?

6. უცებ ეშოვა წვერულვაში, პარიკი და ეცადა, ბრბოში შერეულიყო?

7. ბადრაგი რომ მოვიდოდა, ეთქვა, _ არა, კაცო, მე არ ვარ გიგი უგულავა, მე სხვა ვარ, უგულავა იქით წავიდაო და მერე უცებ მოტეხილიყო?

8. დაეგინებინა ბადრაგისთვის, _ ვინც დამიჭიროს, მე იმის დედას ასე და ისეო?

რა ვიცი, რა ვარიანტს გვთავაზობ, ინგა? მგონია, რომ გიგი უგულავას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და, მოსამართლემ განაჩენი რომ გამოაცხადა, ის ჩვეულებრივად უნდა შესულიყო სასამართლოს შენობაში და დალოდებოდა ბადრაგს! სხვას ვერც ვერაფერს იზამდა და არც არაფერი უნდა ექნა.

 დამხოლოდ გიგიკი არა, ნებისმიერი სხვა ზუსტად ასევე მოიქცეოდა გიგის ადგილას. სხვათა შორის, 1996 წლიდან კორესპონდენტის რანგში ვაშუქებდი სხვადასხვა სასამართლო პროცესებს პრესაში და ის, რაც შენ გგონია “ამას მხოლოდ გიგი იზამდაო”, ანუ წინასწარი ძიებიდან განთავისუფლებული განსასჯელისთვის პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, სრულიად უპანიკოდ რომ ელოდება ბადრაგს, რათა უკან, ციხეში შებრუნდეს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და გასაკვირი არ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სასამართლო სხდომა ცხოვრებაში პირველად არ უნახავს…

რაც შეეხება “პირდაპირ ეთერს”, ყველა ჩვეულებრივი პატიმარი ტელევიზიებს ფეხებზე ჰკიდიათ და მხოლოდ “პატივცემული გვამებით” ინტერესდებიან, თორემ მერწმუნე, არაერთი ადამიანი გეყოლებოდა ნანახი ასე, ბადრაგის მომლოდინე, პირდაპირ ეთერში ჩართული კამერების წინ… უგულავას, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ჩაუდენია.

ასე რომ, ინგა, ვიდრე ამ სასაცილოაღშფრთოვანებებსგამოაქვეყნებდე და საზოგადოებას საბოლოოდ აფიქრებინებდე, რომნაცებისადა უგულავას მეხოტბე ხარ, მგონი, გმართებს, ცოტა დაფიქრდე!

მაპატიე და, ასეთი სასაცილო სისულელეების დაპოსტვას, სჯობს, მართლა გამონახო რომელიმე ეთერში დრო და მართლაც გააკეთო შენი თოქშოუ, რომელსაც, ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რეიტინგი “თან დაჰყვება” და დარწმუნებული ვარ, ყველაზე “ჩავარდნილ” არხზეც კი შენი მაყურებელი აუცილებლად გეყოლება, თუკი, აი, ზემოთ მოყვანილის მსგავს სისულელეებს აღარ დააბრეხვებ ხოლმე და “გრიგოლიას გრიგალს” შენივე დაუფიქრებელი გამოხდომებით არ ჩააცხრობ და არ ჩააყენებ…

სხვა მხრივ კი, როგორც ჩანს, ბიძინამ მართლაც გვაჩუქა გამა-გიგი-ჟებელი დემოკრატია…

ვერ გეტყვით, ევროპა რას შვრებოდა გიგის შედიგამოდის შემხედვარე, მაგრამ 2 დღის განმავლობაში ქართველი ერი გაგიგიჟებული, გადარეული და ჭკუიდან გადასული რომ იყო, ფაქტია.

არც იმის თქმა შემიძლია დალაგებით, რას ემსახურებოდა მთელი ეს ცირკი, ვის აძლევდა ხელს უგულავას ან გამოშვება, ან უკან შეშვება, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწმუნდით: სპეციალურად აკეთებს ვინმე ამას თუ ბუნებრივად ხდება, ფაქტია _ ყოველი ასეთი “საგანგებო მდგომარეობა” გარკვეულ ლაკმუსად “ჩაურბენს” ხოლმე ჯერაც ბოლომდე ჩამოუყალიბებელ ქართველ საზოგადოებას…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. თითებზე ჩამოსათვლელია საქართველოში თქვენისთანა პატიოსანი და სიმართლის მთქმელი ჟურნალისტები,ბაკურ.კარგი პიროვნება ხართ

  2. ბაკურ ძალიან დიდ პატივ გცემ და მიყვარხარ. კაკალგულში არტყამ თითოეულ სიტყვას. გისურვებ წარმატებას

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: თიკო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here