Home რუბრიკები საზოგადოება “რეიგანი რა, იეთიმ გურჯია თუ საიათნოვა?”

“რეიგანი რა, იეთიმ გურჯია თუ საიათნოვა?”

917

რონალდ რეიგანის ქანდაკება მნახველების სიმრავლით არ გამოირჩევა, მაგრამ აშშის პოლიტიკით უკმაყოფილოები მასთან ხშირად მიდიან, მათგან ერთერთია პუბლიცისტი დავით მხეიძე, რომელმაც 2012 წელს ამერიკის მე-40 პრეზიდენტის ძეგლს ცოცხი გაუკეთა, ახლახან, 2015 წლის 22 სექტემბერს კი, საღებავი გადაასხა. დავით მხეიძე პოლიციამ დააკავა, მაგრამ მას ადმინისტრაციული ჯარიმაც კი არ დააკისრეს. “მოსამართლემ მკითხა: _ თქვენს საქციელს ნანობთ? ვუპასუხე, რომ შეგნებით გადავასხი საღებავი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ძეგლს და არაფერს ვნანობ. ამის შედეგ მოსამართლემ ყველანაირი სასჯელისა და ჯარიმისგან გამათავისუფლა”, _ განაცხადა დავით მხეიძემ.

_ რონალდ რეიგანის ძეგლი ჩემთვის და ბევრი ქართველისთვის ამერიკის ადმინისტრაციასთან ასოცირდება, ამიტომაც, როდესაც პროტესტის გამოხატვა მსურს ამა თუ იმ საკითხზე, ამ ძეგლს მივაკითხავ ხოლმე. ამერიკელ ხალხს არაფერს ვერჩი, არც თვითონ რეიგანს.

_ ახლა ასე ძალიან რამ გაგაღიზიანათ?

_ გამაღიზიანა იმან, რომ ამერიკის ადმინისტრაციის უდიდესი დამსახურებაა “ნაციონალების” თავზეხელაღებული ქმედებები. სწორედ ამერიკა უწყობს ხელს საქართველოში მათ არსებობას. ნაციონალებისთავხედობა საშიში გახდა, ისინი უკვე მუქარასაც ბედავენ და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ამერიკა მათი მხარდამჭერია.

გარდა ამისა, ამხელა აურზაური და ჩემი დაკავება რა საჭირო იყო, ვითომ ვინ არის რეიგანი ჩვენთვის? დედაქალაქის ცენტრიდან დავით აღმაშენებელიგააძევეს”, სტალინის ძეგლს, პოლონელებისა და ლატვიელების შიშით, პატარა ქალაქ გორშიც ვერ დგამენ და თბილისის ერთერთ უძველეს უბანში, მაინდამაინც რიყეზე, რეიგანის ძეგლია წამოჭიმული, რეიგანი რა, იეთიმ გურჯია თუ საიათნოვა?

_ რამდენიმე დღეში პრეზიდენტი და პრემიერი ამერიკაში მიემგზავრებიან. თქვენი საქციელი ქვეყნის პრესტიჟზე ცუდად არ იმოქმედებს?

_ რა პრესტიჟი, ჩვენ სახელმწიფო ვართ? ამერიკამ ძალიან კარგად იცის ხალხის განწყობა. იციან, რომ სახელმწიფო არ ვართ. ამერიკის ელჩის ბრძანების გარეშე ჩვენი ქვეყნის თავკაცები იმასაც ვერ წყვეტენ, ჩაის ჭიქაში შაქარი რამდენი ჩაიყარონ.

ჩემი ამ საქციელით საზოგადოების გამოფხიზლება მინდა, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ამერიკა ბოროტების სათავეა და ყველა უბედურება, რომელიც კი დღეს ქართველებს გვჭირს, სწორედ მათი მიზეზითაა.

აგრეთვე, ვესაუბრეთ დავით მხეიძესთან საგულშემატკივროდ მისულ ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორს _ გულბაათ რცხილაძეს:

_ რეიგანი ქართველ ნეოლიბერალებს უყვართ, რადგან თვლიან, რომ საბჭოთა კავშირი მან დაანგრია, თუმცა ეს ასე არ არის. მათ მცდარი წარმოდგენა აქვთ იმდროინდელ ეპოქაზე.

რეიგანმაბოროტების იმპერიაუწოდა საბჭოთა კავშირს, მაშინ, როდესაც თვითონ ამერიკაა ბოროტების იმპერია და დღეს უკვე ამ საკითხზე არავინ დავობს. ამიტომ ძალიან კარგად მესმის დავით მხეიძის, რომელმაც პროტესტი რეიგანის ძეგლის შეღებვით გამოხატა.

 თბილისში რეიგანის ქანდაკება ქართველი ხალხის გაღიზიანებას იწვევს. ამერიკამ მოგვახვია თავს “ნაცების” ხელისუფლება სააკაშვილთან ერთად, ჩვენც მიგვიძღვის ბრალი, მაგრამ ქართველების სისუსტით ამერიკამ ყველაზე მეტად ისარგებლა.

_ ქვეყნის პრესტიჟისთვის ეს ცუდი არ არის?

_ ქვეყნის პრესტიჟისთვის ასეთი ძეგლების არსებობა უფრო ცუდია. კაჩინსკის, პოლიტკოვსკაიას, ბუშის ქუჩები და ძეგლები არცხვენს და აკნინებს ჩვენს ქვეყანას. სტალინის ძეგლის დადგმას ნახევარი საქართველო ითხოვს, თანაც მის მშობლიურ ქალაქში და იმის გამო, რომ პოლონელებისა და ლატვიელების ეშინიათ, ვერ დგამენ. ყველას მონები ვართ. ის, რაც დავით მხეიძემ ჩაიდინა, ხაზს უსვამს იმას, რომ ქართველი ხალხი არ ფიქრობს ისე, როგორც ჩვენი პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი.

რეიგანის ძეგლის შეღებვისთვის დავით მხეიძე დააკავეს, მაგრამ არ აკავებენ ადამიანებს, იმ ნაძირალებს, რომლებიც რუს ტურისტებს ერჩიან და გეორგიევსკის ბაფთას ხევენ და წვავენ.                                               

ცნობისათვის:

 რონალდ უილსონ რეიგანი (აშშის მე-40 პრეზიდენტი 1981–1989.. და კალიფორნიის 33- გუბერნატორი 1967–1975 წლებში) ილინოისის შტატის სოფელ ტამპიკოში დაიბადა, ჯონ და ნელი რეიგანების ოჯახში. 30-იანი წლებიდან ლოსანჯელესში ცხოვრობდა, სადაც მსახიობი გახდა. ოცი წლის განმავლობაში რეიგანმა 53 ფილმში ითამაშა. შემდგომ ფირმაჯენერალ ელექტრიკისსპიკერი გახდა და პოლიტიკაში ჩაება. თავდაპირველად დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, 1962 წლიდან კი რესპუბლიკელი გახდა. ამის შემდეგ იგი ორი ვადით (1966 და 1970) კალიფორნიის გუბერნატორად აირჩიეს.

1981 წელს რეიგანმა აშშის პრეზიდენტის პოსტზე ჯიმი კარტერი შეცვალა.

რეიგანმა საბჭოთა კავშირს საჯაროდ უწოდაბოროტების იმპერია”, უარი თქვა დაძაბულობის შენელების პოლიტიკაზე, აშშის სამხედრო პოტენციალი გააძლიერა და მსოფლიოში ანტიკომუნისტურ მოძრაობებს დაუჭირა მხარი.

1984 წლის არჩევნებში მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა ძირითადად საგარეო მოვლენებით აღინიშნა: ცივი ომის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი, ლიბიის დაბომბვა დაირანკონტრას”-ის სკანდალი. რეიგანის პოლიტიკის შედეგად ნავთობის ფასი სამჯერ დაეცა, რამაც სსრკ ეკონომიკა ძალიან დააზარალა. მან საბჭოთა კავშირის ლიდერ მიხეილ გორბაჩოვთან მოლაპარაკებების სერია გამართა, რომლის კულმინაციაც საშუალო და მოკლე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება და ორივე ქვეყნის ბირთვული არსენალის შემცირება იყო.

რეიგანმა პრეზიდენტის პოსტი 1989 წელს დატოვა. 1994 წელს მას ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. რონალდ რეიგანი 2004 წელს, 93 წლისა გარდაიცვალა. რეიგანი აშშის ერთერთ წარმატებულ პრეზიდენტად მიიჩნევა. მას მიაწერენ საბჭოთა კავშირის დაშლას, რის გამოც საქართველოს ხელისუფლების სათავში მყოფმანაციონალრმა მოძრაობამ” 2011 წლის 23 ნოემბერს ძეგლი დაუდგა. “რუსებმა აღადგინეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი, ჩვენ ვდგამთ აქ რონალდ რეიგანის ძეგლს, როგორც განსხვავებას ჩვენსა და მათ ფასეულობებს შორის”, – განაცხადა სააკაშვილმა ძეგლის გახსნის ცერემონიაზე.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. ვენაცვალე იმ მოსამარტლეს რომელმაც არავითარი სასჯელი და ჯარიმა არ დაგაკისრა თურმე კიდევ გვყანან ასეთი პატრიოტები, სასიხარულოა აბა ბიძინიია კაცი ისე მაგის დედაც მოდის ტყიბულიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here