უკრაინის ტელეარხმა, «112», პორტალ YouTube-ზე, განათავსა ოდესის მხარის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უცნაური ქცევის ამსახველი ვიდეო, რომელზეც ეს უკანასკნელი უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის აჟღერებისთანავე, იბნევა, გაუფრთხილებლად, ნახევარ სიტყვაზე, წყვეტს საუბარს ჟურნალისტებთან და პომპეზურად „შეშდება“, არაადეკვატური გამომეტყველებით სახეზე. სააკაშვილის ამ საქციელმა ძალიან გაახალისა ჟურნალისტები და უკვე მერამდენედ, მათ, და არა მხოლოდ მათ, დაცინვის ობიექტად იქცა.
აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა პარტია „პეტრე პოროშენკოს ბლოკი“-ს ყრილობაზე.
შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გაჩნდა პეტიცია, მოთხოვნით- გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილი. მიმართვის ავტორი, ვიქტორ სტეპანენკო, ამტკიცებს, რომ გუბერნატორის პოსტზე დანიშვნიდან 3 თვის განმავლობაში, სააკაშვილმა არ შეასრულა არც ერთი თავისი დაპირება და მისი რეფორმები მხოლოდ „ფარატინა ქაღალდად“ რჩება.
ვიდეო იხილეთ აქ: