Home რუბრიკები საზოგადოება ახტალა _ უნიკალური კურორტი საქართველოში

ახტალა _ უნიკალური კურორტი საქართველოში

1324

საქართველო განთქმულია ზღვისა და მთის კურორტებით, მათ შორის არის ახტალა, რომელიც გამორჩეულია უნიკალური სამკურნალო თვისებებით.

ახტალა _ ტალახით სამკურნალო კურორტი ქალაქ გურჯაანში, თბილისიდან 122 კმ-ის დაშორებით, ცივ გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირში, ახტალის ქვაბულში მდებარეობს. ტალახი 250 მეტრი სიღრმიდან ამოდის. აქ ჰავა ზომიერია, კონტინენტური: ზაფხული _ ცხელი, ზამთარი _ თბილი. სამკურნალოდ იყენებენ ფსევდოვულკანურ ტალახს. ახტალა მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილისა (XVIII ს) და ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ნაშრომებში.

ახტალაში არის მოზრდილთა და ბავშვთა სანატორიუმი, პოლიკლინიკა, სააბაზანო (ტალახით სამკურნალო).

ახტალის ფსევდოვულკანურ ტალახს წარმატებით იყენებენ შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

* ძვალსახსართა სისტემის დაავადებები: ართრიტები და პოლიართრიტები: რევმატიული, სპეციფიკური და არასპეციფიკური ხასიათის მარილოვანი წანაზარდები სასახსრე ზედაპირზე, ხერხემლის სვეტის დაავადებები _ სპონდილოზი, ამოვარდნილობების და მოტეხილობების შემდგომ პერიოდში.

* პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები:

რადიკულიტი, ფლექსიტი, საჯდომი ნერვის ანთება _ იშიაზი. პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენები, ცერებრული დამბლით გამოწვეული პარეზები _ ბ.ც.დ.

* მუცლის ღრუს შეხორცებითი დაავადებები.

* ქალის სასქესო ორგანოთა დაავადებები, რომლებიც ხშირად უშვილობის მიზეზია. დანამატების და საშვილოსნოს ქრონიკული ანთებები, განუვითარებლობა, ფუნქციის დაქვეითება, შეხორცებები მცირე მენჯის ღრუში. ფალოპის მილების გაუვალობა ან დაქვეითება.

* მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ქრონიკული ანთება, ფუნქციის დაქვეითება.

* კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა და სხვ.

ტალახის პროცედურებთან ერთად გამოიყენება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპიული მკურნალობა თანამედროვე აპარატურით.

“ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული აქვთ მკურნალობა, სწორედ ჩვენთან მკურნალობის შემდეგ იწყებენ პირველი ნაბიჯების გადადგმას. ხშირია შემთხვევა, როდესაც გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სრული კურსის გავლის შემდეგ პაციენტებს უბრუნდებათ შვილოსნობის უნარი”, _ აღნიშნავს “სანატორიუმ ახტალის” დირექტორი გიორგი უტიაშვილი.

სანატორიუმის დირექტორი, გამოცდილი ექიმები _ თინა ლაღიძე და ანა ქადაგიშვილი, მთავარი ექთანი სესილი გორგაშვილი, აგრეთვე, პროფესიონალი თანამშრომლები _ ნორა ყალაბეგაშვილი, ნინო მინაშვილი, ციცო უტიაშვილი, ნინო ბადურაშვილი, მზია ათაბეგაშვილი, ნინო ხაჩიშვილი, თამარ კობახიძე, ლალი მეტრეველი, მარიკა ახალბედაშვილი და აიკუშა ვართანიანი დამსვენებლებს საუკეთესო მომსახურებასა და მაღალხარისხიან, ეფექტიან მკურნალობას ჰპირდებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here