მთავარი ბლოგი ჩემი ტუტუცი შენსას სჯობია! არა, შენი სჯობს ჩემს

ჩემი ტუტუცი შენსას სჯობია! არა, შენი სჯობს ჩემს

615
გააზიარეთ

ცხონებული ოთარ რამიშვილის სიმღერის პერიფრაზი გამახსენდა უკვე მერამდენედ, როცა კოალიციაქართული ოცნებისწიაღში ატეხილჭიქის ქარიშხლებსვადევნებდი თვალყურს.

ასეთი ქარიშხლების წარმოქმნის მიზეზს დიდი მეცნიერული კვლევა-ძიება არ სჭირდება. ერთი ტუტუცი იტყვის რამე ტუტუცურს, მეორე ტუტუცი უპასუხებს და ატყდება ტუტუცური ერთი ამბავი _ არა, იმან რომ თქვა, ის სჯობდა; არა, ამან რომ თქვა, ეს სჯობდაო…

რა თქმა უნდა, მოსახლეობის უმეტესობას ყელში ამოსდის ყოველივე ეს და ორივე მოჩხუბარ ტუტუცს ზუსტად იმავეს უპირებს, რასაც ბატონი ოთარ რამიშვილი უპირებდა ერთ სახალისო სიმღერაში თავის სიდედრსაც და სხვის სიდედრსაც…

ხალხის გაღიზიანება კი, უნდა ვთქვათ, რომ ამ კონკრეტულ შემთხევვაში სრულიად ადეკვატური და ლეგიტიმურია. არ შეიძლება, ქვეყანას მართავდეს ჯგუფი, რომელსაცკოალიციაკი ჰქვია, მაგრამ მისი წევრები ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ.

კოალიციის მილიარდერი ლიდერის იხტიბარგაუტეხელი გამონათქვამიგუნდში აზრთა სხვადასხვაობაა სწორედ დემოკრატიულობის მანიშნებელიოაქ გამამართლებელ არგუმენტად ვერ გამოდგება, რადგან, რაცოცნებისკოალიციის შიგნით ხდება, ამას უკვეაზრთა სხვადასხვაობასვერ დავარქმევთ. ეს არის ზიზღი, მიუღებლობა, ფუნდამენტური მსოფლმხედვლობრივი განსხვავება და, არცთუ იშვიათად, ცინიზმამდე დასული დამოკიდებულება.

საუკეთესო მაგალითად შეიძლება გამოგვადგეს სწორედ გასულ კვირაში პარლამენტარ თამაზ მეჭიაურის დაპირისპირება პრეზიდენტ მარგველაშვილთან და შემდგომ რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილისა _ თამაზ მეჭიაურთან.

ამ “სასიყვარულო სამკუთხედის” ამოსავალი წერტილი წინდის ქსოვა გახდა, რის გამოც მეჭიაურმა პრეზიდენტს დასცინა და, “ოცნებაში” მიღებული რიტუალის შესაბამისად, ბიძინას მიერ პრეზიდენტად “დადება” წამოაძახა.

რესპუბლიკელთა ყველაზე “ოხუნჯი” წევრი დავით ზურაბიშვილი კი პირდაპირ ეკვეთა თანაკოალიციელს და სოციალურ ქსელში ეს ფრაზა გამოაქვეყნა:

ამ უკუღმართ დროებას რა ვუთხარი, თორემ მე და ეს კაცი რანაირად უნდა ვითვლებოდეთ ერთ გუნდში”?

გეგონება, ზურაბიშვილს ან ნებისმიერ სხვა რესპუბლიკელს ვინმემ დააძალა ივანიშვილის გუნდში და კოალიციაში ყოფნაან ვინმე ახლა ეღობებოდეს წინ და არ აძლევდეს კოალიციის დატოვების საშუალებას

რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, მეჭიაურის ხისტი და ზოგჯერ საღი აზრისგან შორს მდგარი ფრაზები გავამართლო და დავიცვა, მაგრამ მისი და ზურაბიშვილის ფრაზებს თუ უკეთ ჩავუღრმავდებით და გავშიფრავთ, დავრწმუნდებით, რომ “რესპუბლიკელ ოხუნჯს” გაცილებით მიუღებელი აზრები აწუხებს, ვიდრე “როყიო მეოცნებეს”.

თამაზ მეჭიაურის მიერ პრეზიდენტ მარგველაშვილის დაცინვა წინდების ქსოვის გამო, უბრალოდ, გაუაზრებელი, როყიო და თუნდაც გაბოროტებული გამონაქვამია მხოლოდ

აი, დავით ზურაბიშვილის ეს საოცარი გულახდილობა კი, მისი და მისნაირების მსოფლმხედველობაზე, შინაგან სამყაროზე, მორალსა და ზნეობაზე გვიქმნის წარმოდგენას.

ბატონი რესპუბლიკელი, ფაქტობრივად, პირდაპირ ამბობს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი კოალიციას მხოლოდ და მხოლოდ ანგარების მიზნით არის მიკედლებული. ისე კი, ზურაბიშვილს მის გვერდით მდგომნი და მისი “თანაკოალიციელები” სამარცხვინო, ამაზრზენ, მოუღებელ ადამიანებად მიაჩნია.

კითხვა მარტივი და გადამწყვეტია _ რა ჰქვია ადამიანს, რომელსაც ეზიზღება, ერცხვინება ის გარემოცვა, რომელშიც არის, და, მიუხედავად ამისა, მაინც არის იქ, რადგან გარკვეული პრაგმატული მიზნები ამოძრავებს?

ეს პრაგმატული მიზნები, რესპუბლიკელებისა და, პირადად, ზურაბიშვილისთვის, რა თქმა უნდა, არის პარლამენტში, საკრებულოებში, ქვეყნის მთავრობასა და სახელისუფლო ორგანოებში მოხვედრა

კი, გვინახავს სხვა შემთხვევებიც, როდესაც რომელიმე კონკრეტული პერსონა თუ ადამიანთა ჯგუფი მიკედლებულა რაიმე ორგანიზაციას გარკვეული პრაგმატული მიზნით, მაგრამ მათ იმდენი ნამუსი მაინც შერჩათ, რომ ჩუმად არიან და ხამამღლა მაინც არ უწევენ აფიშირებას თავიანთ ბინძურ აზროვნებასა უზნეობას.

აი, რესპუბლიკელები კი უკვე, ფაქტობრივად, დაუფარავად ამბობენ, რომ კოალიციის ლამის ყველა სხვა სუბიექტი (გავიხსენოთ, რომ ალასანიას ჯგუფი აღარ არის კოალიციაში) მათთვის სამარცხვინო, დასაცინი, საშინელება და მიუღებელია.

მკითხველს ვთავაზობ თვითონ გასცეს პასუხი კითხვას: რომელი ადამიანი უფრო უზნეოა _ რომელიც თუნდაც უსამართლოდ და უტაქტოდ გამოთქვამს თავის აზრს მასთან დაპირისპირებულ მეორე პერსონაზე (ამ შემთხვევაში მეჭიაური _ საქართველოს პრეზიდენტზე), თუ ადამიანი, რომელიც გაიძახის, ჩემ გვერდით მყოფები მაგრადარ მევასებიან”, მრცხვენია, მათ გვერდით რომ ვდგავარ, ისინი სრულიად მიუღებლები არიან ჩემთვის, მაგრამ რა ვქნა, მათ გვერდით რომ არ ვიდგე, ვეღარ მოვხვდები ვერც საკრებულოში, ვერც პარლამენტში, ვერც მთავრობაშიო?

კითხვა, რა თქმა უნდა, რიტორიკულია და მასზე პასუხის გაცემას დიდი დროც არ დასჭირდება.

უფრო რთული პასუხგასაცემი მეჩვენება კითხვები იმის თაობაზე, რატომ იჩერებს გვერდით მილიარდერის კოალიცია იმ ადამიანებს, რომლებიც მათ გამუდმებით ლანძღავენ, “სამარცხვინოებსეძახიან და უკვე აშკარად დასცინიან და მასხრად იგდებენ?

აქ, საყურადღებოდ მეჩვენება იმავე მეჭიაურის ფრაზაზე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადება: ღმერთო, რა სირცხვილია! დიდი სირცხვილია ასეთი ადამიანების გვერდით ყოფნა. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მასწავლიდნენ _ პარლამენტი ქვეყნის სარკეაო. როგორც საზოგადოება შედგება ყველანაირი ხალხისგან, ისე პარლამენტიც ყველანაირი ხალხისგან შედგება”.

ნეტავ, სად “ასწავლიდნენ”?!

ალბათ, ყვარყვარე თუთაბერის თანამშრომელი გადამწერის მსგავსად, ესენიც “წმინდა მიხეილის ჯგუფში ირიცხებოდნენ”, არა?

და, ნეტავ, რას ასწავლიდნენ ამნაირს იმ “წმინდა მიხეილის ჯგუფში”?

განა რა სწავლა უნდა ასეთი იმას, რომ საზოგადოებაც, პარლამენტიც, ბაზარიც, ქარხანაც, ფაბრიკაც, აბანოც და დედამიწაზე ყოველნაირი დაწესებულება და ორგანიზაცია სხვადასხვანაირი ადამიანებისგან, სხვადასხვა ფენის, აზროვნების, მსოფლმხედველობის ხალხისგან შედგება?!

დავიჯერო, თინა ხიდაშელი და “წმინდა მიხეილის ჯგუფის” სხვა “მოსწავლეები” ასეთ აქსიომებს თავისით ვერ ხვდებოდნენ და ამისთვის მათ სპეციალური ტრენინგების, სემინარებისა და ლექციების კურსის გავლა სჭირდებათ?!

როგორც ჩანს, ასეა და, ფაქტობრივად, თვალნათლივ ვხედავთ კიდეც, რომ “წმინდა მიხეილის ჯგუფის” წევრები, რომლებსაც დღეს ჩვენი ქვეყნის მართვა აქვთ მინდობილი, ასე ვთქვათ, “განსაკუთრებით ნიჭიერთა” კონტიგენტიდან შეარჩიეს თავის დროზე და სპეციალურად გამოზარდეს საიმისოდ, რომ უცხოური სპეცსამსახურების ნების უსიტყვო და ბრმა შემსრულებლები ყოფილიყვნენ.

მე, მაგალითად, სულაც არ გამიკვირდება, თინა ხიდაშელმა და მისნაირებმა მომავალში რომ განაცხადონ: “მასწავლიდნენ, რომ მზე დილით ამოდის, ხოლო მთვარე ღამით ანათებს” ან რამე მსგავსი. თუმცა ყველაზე საინტერესოა, ასწავლიდნენ თუ არა მათ “წმინდა მიხეილის ჯგუფში” სამშობლოს პატივისცემას, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების, საკუთარი ხალხის გაფრთხილებას და სხვა ადამიანურ ღრებულებებს.

მოდი, აქ გავჩერდეთ, თორემ, მგონი, ისევ ოთარ რამიშვილისა და მისი “სიდედრების” თემასთან დავბრუნდებით და ჩემს მკითხველსაც მორიგ რიტორიკულ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა…

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here