Home რუბრიკები პოლიტიკა თინა ხიდაშელი: “ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების ერთ-ერთ ამოცანა იქნება, რამდენად სწრაფად ჩამოვა ამერიკული...

თინა ხიდაშელი: “ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების ერთ-ერთ ამოცანა იქნება, რამდენად სწრაფად ჩამოვა ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში”

524

სქრინზე” დანახული ამ ფრაზის შემდეგ, სიმართლე გითხართ, კარგა ხანს ხმა ვერ ამოივიღე და ორიოდე ახლობელსაც ვუხმე, _ ერთი წამიკითხეთ, გადაღლილობისგან რამე ხომ არ მეჩვენება-მეთქი…

სამწუხაროდ, არა! სამწუხაროდ-მეთქი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რეალურად ამ დონის სულელია.

არა, ჯანდაბას ის, რომ ძალიან სასაცილოა, ამერიკის შეერთებული შტაბების გენშტაბმა დღემდე არ იცოდეს, რა დრო დასჭირდება მისი შეიარაღებული ძალების ამა თუ იმ ნაწილის გადაადგილებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ამიტომ ვფიქრობთ, განცხადებას, რომ თურმე ამის დასადგენად ამერიკის გენერალიტეტს სპეციალური “წვრთნების” გამართვა სჭირდება, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მძიმე შეურაცხყოფაც არის ყველაფერთან ერთად.

თუმცა. მთავარი მაინც ის არის, რატომ არავინ აკონკრეტებს, რა უნდა ქნას საქართველოში თუნდაც უსწრაფესად ჩამოსულმა ამერიკულმა სამხედრო ტექნიკამ. რუსეთს უნდა ეკვეთოს ვითომ?

კი, მაგრამ, თუ “ჯორჯიაში” ამერიკელთა პულსის აჩქარებით ჩამორბენის მიზეზი რუსეთის აგრესიისგან ჩვენი დაცვა და რუსულ არმიასთან შეიარაღებული შეტაკებაა, ბარემ პირდაპირ მოსკოვში გადასხან უსწრაფესად თავიანთი სამხედრო ტექნიკა, მით უფრო, რომ ალასკის მხრიდან ეს გაცილებით სწრაფად გამოუვათ, ვიდრე “ჩერეზ თბილისი”.

ჰა, რას იტყვით, ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა შტაბმა ეს რომ წაიკითხოს დაუჯდება ჭკუაში?

აი, რაც შეეხება თინას, მისი ჭკუა რამდენს “ქაჩავს”, ეგ უკვე ნათელია და, მას რომ ასეთი “იდეები” ძალიან მოეწონება, მაგაში ეჭვიც აღარ გვეპარება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here