Home რუბრიკები პოლიტიკა აზერბაიჯანის გეოპოლიტიკა: წარსულის გაკვეთილების ათვისების აუცილებლობა და დღევანდელი სიტუაციის გაგება

აზერბაიჯანის გეოპოლიტიკა: წარსულის გაკვეთილების ათვისების აუცილებლობა და დღევანდელი სიტუაციის გაგება

811

თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის ფასეულობა მრავალგზის იმატებს. რეალურად სრულიად სუვერენული სახელმწიფო მსოფლიოში არც ისე ბევრია. 

ზოგიერთმა ქვეყანამ ახლახან ჯერ კიდევ სუვერენიტეტის მქონემ, უფრო იოლი გზის ამორჩევა გადაწყვიტა და დე ფაქტო ეროვნულ სუვერენიტეტზე საერთოდ უარი თქვა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების სასარგებლოდ. სხვა ქვეყნები სუბიექტობის დაკარგვის პროცესში არიან, ან ზეწოლის წყალობით, ან ილუზიების გავლენით, რომ დამოკიდებული მდგომარეობა, შესაძლოა, უფრო  მომგებიანი იყოს. მესამენი კი, სამწუხაროდ, შიდა დაპირისპირებაში და სამოქალაქო ომში ჩათრეულნი არიან, ხშირად გარედან ინსპირებული.

აზერბაიჯანი, ამ თვალსაზრისით, მსოფლიო ისტორიის თანამედროვე ეტაპზე უნიკალური ქვეყანა გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის შედარებით პატარა სახელმწიფო, მან სუვერენიტეტი და სუბიექტობა სრულად შეინარჩუნა. შედეგად, დღესდღეობით აზერბაიჯანს  გეოპოლიტიკურ პროცესებში და მასშტაბურ ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობის მიღება ძალუძს, პირველყოვლისა მისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე – რასაც ვერ აძლევენ თავს უფლებას უფრო დიდი სახელმწიფოები, რომლებსაც გარკვეული ვალდებულებები აქვთ ძირითადი გეოპოლიტიკური პარტნიორების მიმართ.

უფრო მეტიც, აზერბაიჯანი კვლავაც აპირებს, მისი ინტერესებიდან გამომდინარე,  ასეთი პოლიტიკის გატარებას და არ აქვს მიზნად ნებისმიერი ფასით ნებისმიერ გეოპოლიტიკურ გაერთიანებებში ევროკავშირი იქნება, თუ ევრაზიული კავშირი  გაწევრიანებას, მისი სუვერენიტეტის საზიანოდ. თანასწორუფლებიანი საპარტნიორო ურთიერთობების შენარჩუნება ყველა მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშესთან აზერბაიჯანს განზრახული აქვს.

გარდა ამისა აზერბაიჯანი, მეზობელი სომხეთის აგრესიის და მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის მიუხედავად, პოულობს ძალებს დინამიური ეკონომიკური განვითარებისთვის. ცხადია, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ასეთი მაგალითი ყველას არ მოსწონს, ამიტომაც ანტიაზერბაიჯანული ინფორმაციული კამპანიები  პირდაპირი ზეწოლის მიზნით,  გასაკვირი არაა.

ასევე, აუცილებელია იმის გააზრება, რომ სუვერენულ ქვეყნისთვის დღევანდელ მსოფლიოში  „შეცდომის ფასი“ ძალიან მაღალია. ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი სუვერენიტეტის დათმობა არ სურს, მოუწევს მისი დაკარგვის წინაშე მაინც დადგომა, თუნდაც იმით, რომ მას ან არასრულუფლებიან წევრად სხვადასხვა გეოპოლიტიკურ  კავშირებში „ექაჩებიან“, ან კიდე ქვეყანაში კონფლიქტის და ქაოსის გაჩაღებას ლამობენ, რათა ის უფრო „დამყოლი“ გახადონ. ამიტომაც ასე აუცილიბელია მსოფლიოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური პროცესების გააზრება.

იმისთვის, რომ გაიაზრო საერთაშორისო არენაზე  სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა, გეოპოლიტიკურ  პროცესებზე, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, წარმოდგენა უნდა გქონდეს,  მათ შორის იმ ფაქტორებზეც, რის აფიშირებასაც  თანამედროვე მედია არ ახდენს. ასეთ „გეოპოლიტიკის სახელმძღვანელოდ“ გახლავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში, გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალი გასანოვის  ფუნდამენტური კვლევითი ნაშრომი „აზერბაიჯანის გეოპოლიტიკა“.

ამ ნაშრომის პირველ ნაწილში წარმოდგენილია აზერბაიჯანული სახელმწიფოებრიობის ისტორიის  მიუკერძოებელი ანალიზი, მისი როლის მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. განსაკუთრებული როლი ისტორიულ გამოკვლევაში  მიუძღვის სეფევიდების სახელმწიფოს – აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული სახელმწიფოს- ჩამოყალიბებას, რომელიც საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს ერთ-ერთ ძლიერ,  მსოფლიო ისტორიის განმსაზღვრავ  სახელმწიფოდ ითვლებოდა. მითითებულია და გამოკვლეულია სეფევიდების სახელმწიფოს დაცემის მიზეზები, აზერბაიჯანის გაყოფის, აზერბაიჯანის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის ანალიზია მოცემული.

ფუნდამენტალური კვლევის „აზერბაიჯანის გეოპოლიტიკა“ ისტორიულ ნაწილში თანამედროვე გეოპოლიტიკურ პროცესებთან უამრავი ანალოგია, მკითხველს შეუძლია მონახოს. ავტორი თითქოს მოუწოდებს თანამედროვეებს  წარსულის შეცდომებზე სწავლას, მათი განმეორების არ დაშვებას და იმ შესაძლებლობების გამოყენებას, რასაც ხალხს და სახელმწიფოს ისტორია სთავაზობს.

კვლევის ავტორის აზრით, საოკუპაციო ომების შედეგად აზერბაიჯანის გაყოფა და სომხების შემდგომი განსახლება XIX საუკუნეში, გეოპოლიტიკური სიტუაციის აზერბაიჯანისთვის ყველაზე ნეგატიურ ცვლილებად იქცა. რუსეთის იმპერიის მართვამ პრინციპით „გათიშე და იბატონე“  გამოიწვია გეოპოლიტიკური რყევები მთელ სამხრეთ კავკასიაში, რასაც შემდგოში სისხლიანი ომები მოყვა.

განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პროფესორი ალი გასანოვი აზერბაიჯანელი ერის ფორმირებას და აზერბაიჯანული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას XX საუკუნეში. ხაზგასმულია ურთიერთკავშირი დამოუკიდებელი აზერბაიჯანული სახელმწიფოს შექმნისა და აზერბაიჯანელი ერის ფორმირებისა: თუ XIX საუკუნეში რუსეთის მიერ აზერბაიჯანის ჩრდილოეთი ოკუპირებული იყო ცალკეული სახანოების სახით, 1918 წელს აზერბაიჯანი გამოვიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან, როგორც ერთიანი სახელმწიფო, აზერბაიჯანელები კი -როგორც ერთიანი ერი.

1918 წელს ხანგრძლივი დროის შემდეგ აზერბაიჯანელი ხალხის  ერთიანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციების აღდგენით, კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩამოყალიბდა. აზერბაიჯანი სერიოზულ ფაქტორად იქცა, რომელიც არამხოლოდ კავკასიაზე, არამედ ახლო აღმოსავლეთსა და შუა აღმოსავლეთზე გავლენას ახდენდა. აზერბაიჯანულმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, როგორც პირველმა მუსლიმურმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ, მუსლიმურ ხალხებს კოლონიალური უღელისგან თავის დაღწევის და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის  მაგალითი აჩვენა.

ნაშრომში ასევე ყურადღება გამახვილებულია აზერბაიჯანულ ძირძველ მიწებზე სომხეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა. აღინიშნება, რომ სამხრეთ კავკასიაში არასდროს არ ყოფილა არა თუ სახელმწიფო, არამედ, ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეულიც კი რასაც „სომხეთი“ ერქვა. პირველად, სახელმწიფო ასეთი სახელწოდებით 1918 წელს აზერბაიჯანულ ძირძველ ისტორიულ მიწებზე შეიქმნა აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს თანხმობით, რომელმაც ასევე ძველი აზერბაიჯანული ქალაქი ირევანი დაუთმო ახალშექმნილი სომხეთის სახელმწიფოს დედაქალაქისთვის.

მაშინ, 1918 წელს, აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო ფაქტიურად „ჩუქნიდა“ სომხებს სახელმწიფოებრიობას და იმედს იქონიებდა, რომ ამით, აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხები შერიგდებოდნენ და ამიერიდან სომხებს ტერიტორიული პრეტენზიები არ ექნებოდათ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოლოდინები არ გამართლდა. ახლადშექმნილი სომხეთის სახელმწიფომ მეზობლების მიმართ თითქმის მაშინვე აგრესიული ქმედებები დაიწყო, ახალი ტერიტორიების დაპყრობის მიზნით, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე კი ეთნოწმენდების რამოდენიმე ტალღა მოაწყო და მკვიდრი აზერბაიჯანული მოსახლეობა სრულიად განდევნა იქიდან. შემდგომში სომხეთი სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური არასტაბილურობის მთავარ ფაქტორად იქცა და დღემდე ასეთად რჩება.

აზერბაიჯანული დემოკრატიული რესპუბლიკის ნაცვლად შექმნილი აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა 70 წელი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა და აზერბაიჯანელი ხალხის ისტორია საკმაოდ ვრცელი პერიოდი ამ სახელმწიფოსთან იყო გადაჯაჭვული. ამ პერიოდის შეფასებისას, ავტორი ხაზს უსვამს, რომ ტელი ეს წლები აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის აღდგენის მოლოდინში იმყოფებოდა და ამის შანსი 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, მიეცა. თავის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა აზერბაიჯანს უმძიმესი პირობების ფონზე -აგრესიის სომხეთის მხრიდან- უხდებოდა, რომელსაც მხარს უჭერდა დაშლის პროცესში მყოფი საბჭოთა იმპერიის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ზესახელმწიფოს სამხედრო მანქანა პრაქტიკულად  სომხებს  გადასცა, რამაც ყარაბაღის აზერბაიჯანელ მოსახლეობას ტრაგიკული შედეგები მოუტანა.

დამოუკიდებელმა აზერბაიჯანის რესპუბლიკამ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრედ თავი გამოაცხადა. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის და მისი, როგორც სტაბილური, დემოკრატიულად განვითარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში განსაკუთრებული როლი აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს ჰეიდარ ალიევს ეკუთვნის.

ისტორიაში პიროვნების როლი უზარმაზარია. ისტორიული გამოცდილება, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სხვა ქვეყნების გვიჩვენებს, რომ გეოპოლიტიკური პირობები, შესაძლოა, ხელსაყრელი და იდეალური იყოს, მაგრამ ხალხმა და სახელმწიფომ ვერ გამოიყენონ ისტორიის მიერ მიცემული შანსი, თუ სახელმწიფოს და ხალხს ეროვნული ლიდერი არ გააჩნიათ.

პროფესორი ალი გასანოვი, მსოფლიო პრაქტიკისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის  ისტორიის საფუძველზე აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობისთვის და მისი სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია ლიდერი, ერთიანი ეროვნული იდეის მატარებელი, რომელსაც ხალხის მობილიზაციის და მისი გაძღვების ძალა და უნარი გააჩნია. ასეთ  ეროვნულ ლიდერად გახდა ჰეიდარ ალიევი, რომელმაც პირველ რიგში აზერბაიჯანის დაკარგული დამოუკიდებლობა აღადგინა, ქვეყანა პერმანენტული ქაოსის მდგომარეობიდან გამოიყვანა, აირიდა სამოქალაქო ომი, ქვეყანაში ეროვნული თანხმობის მიღწევა შეძლო, ყველა სფეროში დინამიური განვითარების საფუძვლები ჩადო.

საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის წყალობით, აზერბაიჯანში პოლიტიკური სტაბილურობის და განვითარების პერიოდი დაიწყო, რომელიც დღესაც გრძელდება. თვით პროფესორი ალი გასანოვი ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის მმართველი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აღმზრდელი იყო. ის დღესაც რჩება დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სახელმწიფო მშენებლობის პროცესის აქტიურ მონაწილედ.

\"\"

ამასთან ერთად, პროფესორ ალი გასანოვის ნაშრომში განსაკუთრებული ადგილი აზერბაიჯანის წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევებს უკავიათ, რომელიც გეოპოლიტიკური ინტერესების გადაჯვარედინების თვალსაზრისით მსოფლიოს ურთულეს რეგიონში იმყოფება.

ენერგეტიკული რესურსებით რეგიონის, სადაც აზერბაიჯანი მდებარეობს,  სიმდიდრე, და ძირითადი გეოპოლიტიკური მოთამაშეების სურვილი სრული კონტროლის როგორც საბადოებზე, ასევე ამ რესურსების ტრანსპორტირების მარშრუტებზე მსოფლიო ბაზარზე, ბრძოლის სიმწვავეს განსაზღვრავს გავლენაზე ცენტრალური აზიის რეგიონებში და სამხრეთ კავკასიის კასპიისა და შავი ზღვის აუზებში. როგორც ცნობილია, ენერგეტიკული უსაფრთხოება – მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების გადამწყვეტი ელემენტია. არ არის შემთხვევითი, რომ  მრავალი ავტორიტეტული ექსპერტები გამოთქვავენ მოსაზრებას იმაზე, რომ თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური სურათი არა სამხედრო ბლოკებთან კუთვნილებით, არამედ ენერგეტიკული რესურსების კონტროლით განისაზღვრება.

პროფესორ ალი გასანოვის ნაშრომში ძირეულად განხილულია   ისეთი ქვეყნების ინტერესები, როგორიცაა, რუსეთი, ირანი, თურქეთი, სამხრეთ კავკასიის რეგიონი: ასევე სხვა დიდი სახელმწიფოების და სახელმწიფოთა შორის გაერთიანებების ინტერესები, აშშ-ს, ევროკავშირის და ზოგიერთი მისი წევრის ჩათვლით, ასევე ჩინეთისა და იაპონიის. ცალკე  სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზების – აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, საქართველოს, თურქმენისტანის და სხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესებია განხილული.\"\\"\\\\"\\\\"\\"\"

განსაკუთრებული ადგილი ნაშრომში უკავია გეოპოლიტიკურ წინააღმდეგობას, ერთის მხვრივ რუსეთის, მეორეს მხვრივ აშშ-სა და ევროკავშირის, რომლის არენად პოსტსაბჭოური ქვეყნები იქცნენ. რუსეთი წარმოდგენილია, როგორც ევრაზიის წამყვანი ქვეყანა, და როგორც პროფესორი ალი გასანოვი აღნიშნავს, რუსეთის სტრატეგიულ მიზნად პოსტსაბჭოურ რეგიონში „ახალი ერთპოლუსიანი მსოფლიოს“, რომლის არქიტექტორი აშშ გახლავთ, არ დაშვებაა.

ამავდროულად, ევროკავშირი და აშშ, რუსეთის, როგორც მთავარი გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და სამხედრო-გეოსტრატეგიული  მეტოქეები ევრაზიაში გამოდიან და რეგიონში აქტიური ექსპანსიისკენ მიილტვიან, საბჭოთა კავშირის მერე დამოუკიდებლობის მიღებული ქვეყნების ხარჯზე, რომელიც თავის გავლენის ქვეშ მოაქციეს. ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოებს შორის უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ ვინ ვის გავლენის სფეროში აღმოჩნდება და ვისთან შევლენ კოალიციაში უკრაინა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და სომხეთი. ამასთან პროფესორი ალი გასანოვი ასკვნის, რომ აშშ თავის მოკავშირეებთან ნატოში, ევრაზიის რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ჯერ მეორე ადგილზე არიან, განსაკუთრებით, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზებში და სამხრეთ კავკასიაში.

სულ უფრო გააფთრეუბული გეოპოლიტიკური წინააღმდეგობის პირობებში ეროვნული სუვერენიტეტის და საკუთარი ინტერესების დაცვა სულ უფრო რთულდება. თუმცა „გეოპოლიტიკური სიმტკიცის მარაგი“ რომელიც ჯერ კიდევ ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა ჩადო, შველის აზერბაიჯანს, რომელსაც რეგიონში საკვანძო მდგომარეობა აქვს. აზერბაიჯანი, რომელიც მისი პრინციპების ერთგულია, არა მხოლოდ ინარჩუნებს საკუთარ სუვერენიტეტს, არამედ, ზეწოლას უმკვლავდება და თავის გავლენას ზრდის.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის ეკონომიკური პოტენციალი და აზერბაიჯანული ჯარის სამხედრო სიმძლავრე იზრდება. ჯერ ერთი, გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს აზერბაიჯანისთვის ანგარიშის გაწევა, მეორე კი, აზერბაიჯანის მიმართ მეგობრულ ქვეყნებს, რომელნიც მასთან ერთად საერთაშორისო ეკონომიკურ და სატრანსპორტო პროეტებში ჩართულნი არიან, სიმტკიცეს მატებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო სუვერენიტეტი და გეოპოლიტიკური დამოუკიდებლობა – ამ შემთხვევაში უდავო პლიუსია – პარტნიორებმა იციან, რომ შეთანხმებები აზერბაიჯანთან საიმედოა და ქვეყანა გარედან ზეწოლებისგან გამო პოზიციებს არ იცვლის.

გასაგებია, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი აზერბაიჯანი ყველას არ აწყობს, ამიტომ იყო და იქნება ქვეყნის დასუსტების, მისი გეოპოლიტიკური გავლენის მინიმიზაციის მცდელობები. მისი გეოპოლიტიკის სუბიექტიდან გეოპოლიტიკის ობიექტში გადაყვანისა. მცდელობები აზერბაიჯანის სხვის გავლენის ქვეშ მოქცევისა, რაც უცხოა ეროვნული ინტერესებისთვის, სხვადასხვა  ბერკეტების გამოყენებით უკვე იყო, და, ალბათ, კიდევ არაერთხელ იქნება. მაგრამ აზერბაიჯანელი ხალხი ისტორიის მანძილზე არა პირველად უმკვლავდება გეოპოლიტიკურ გამოწვევებს და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე არამარტივ კითხვებზე აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და მმართველებს პასუხს გასცემს პროფესორ ალი გასანოვის ფუნდამენტური ნაშრომი „აზერბაიჯანის გეოპოლიტიკა“.

სევილ იუსიფოვა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here