Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 7 გამოგონება, რომლებიც შეცვლის მსოფლიოს

7 გამოგონება, რომლებიც შეცვლის მსოფლიოს

3235
7 გამოგონება, რომლებიც შეცვლის მსოფლიოს

მსოფლიო სწრაფად იცვლება. ამ ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი განპირობებულია ტექნოლოგიური სიახლეებით. შესაძლოა, უკვე რამდენიმე წლის შემდეგ ნებისმიერი მონოტონური სამუშაო რობოტებმა შეასრულონ. უნდა ვუფრთხოდეთ ამას თუ პირიქით _ გვიხაროდეს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაგეხმარებათ სია ქვემოთ მოყვანილი გამოგონებებისა, რომლებიც ახლო მომავალში შეცვლის მსოფლიოს.

ვირტუალური რეალობა

  1. ვირტუალური რეალობა

წლეულს საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს ვირტუალური და დამატებითი რეალობის სამყარო. ახლა ფართოდ ვრცელდება ტერმინი Extended realiti (XR), რაც ნიშნავს “გაფართოებულ რეალობას”. ამ ტექნოლოგიით გაჩნდება ახალი შესაძლებლობები: მაგალითად, ვიზუალიზაციის მეშვეობით გაუმჯობესდება დაპროექტება, უფრო ეფექტიანი იქნება მოდელირება და სწავლება, აგრეთვე, ტექნიკური მომსახურება.

მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში ყოველთვის არის ადგილი გართობისთვის, ამიტომ ვირტუალური რეალობის განსაკუთრებული მოწყობილობების მქონეთ შეუძლიათ დატკბნენ თამაშებიდან მიღებული შთაბეჭდილებებით.

3D-ბეჭდვა

  1. 3D-ბეჭდვა

3D-ბეჭდვა _ ეს არ არის უახლესი გამოგონება, მაგრამ ძალიან სასარგებლოა. მისი დახმარებით შეიძლება არა მხოლოდ ჭურჭლის დაბეჭდვა, არამედ სახლის აშენება და მაღალხარისხიანი და ზუსტი პროთეზის დამზადება. ტექნოლოგიები ვითარდება, ამიტომ უკვე კარგად ათვისებული გამოგონებისთვისაც კი გამოინახება გამოყენების ახალი ადგილი. 3D-ბეჭდვას ახლა ბიოინჟინერიაში იყენებენ.

მეცნიერთა პროგნოზით, ათწლეულის ბოლოს მოცულობითი ბეჭდვის დახმარებით შეიძლება შეიქმნას ადამიანის არა მხოლოდ ცალკეული ორგანოები, არამედ მთლიანად სხეული.

ახალი ფიზიკური შესაძლებლობები

  1. ახალი ფიზიკური შესაძლებლობები

ტექნოლოგიების სფეროში კიდევ ერთი ტრენდი ადამიანის შესაძლებლობების გაფართოებაა ტექნიკური გამოგონებების მეშვეობით. ადამიანის სხეულში ჩანერგავენ სპეციალურ იმპლანტანტებს ან მოწყობილობებს, რომელთა მეშვეობითაც ფიზიკური შესაძლებლობები გაუმჯობესდება. ამ სფეროში ყველაზე შთამბეჭდავი გამოგონებაა ე.წ. კოგნიტური აუგმენტაცია, რომლის საშუალებითაც მნიშვნელოვნად მატულობს ადამიანის ტვინის შესაძლებლობების გამოყენების დიაპაზონი.

ხელოვნური ინტელექტი

  1. ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მომავლის საკმაოდ უსიამოვნო ტენდენცია იქნება. მეცნიერთა აზრით, უახლოეს ხანში შეიძლება ძალიან მოიმატოს ინტერნეტსივრცეში დაპირისპირების მასშტაბმა. ჰაკერები, დიდი ხანია, ატარებენ ექსპერიმენტებს ავტომატური ალგორითმების შესაქმნელად, რათა შემდეგ გატეხონ სამთავრობო და კორპორატიული ქსელები. ასეთი ოპერაციების შედეგად გამოწვეული ზარალი ყოველწლიურად სულ უფრო მეტი იქნება.

ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს ყალბი ცნობების გავრცელებაც, მათ შორის, ვიდეო და აუდიომასალების, ამიტომ ინტერნეტში გავრცელებულ ნებისმიერ სენსაციას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

ავტონომიური რობოტები

  1. ავტონომიური რობოტები

უახლოეს წლებში ელოდებიან, რომ დაიხვეწება ავტონომიური რობოტების ტექნოლოგიები და ეს რობოტები სულ უფრო მეტ როლს ითამაშებენ ადამიანის ცხოვრებაში. ამჟამად ასეთი რობოტები მუშაობენ იმ გარემოში, რომელსაც ადამიანი აკონტროლებს, მაგრამ ეს ტენდენცია მალე შეიცვლება და საზოგადოებრივ სივრცეში გამოჩნდება რობოავტომობილები, აგრეთვე, დიდი ჯგუფი რობოტებისა, რომლებიც ერთობლივად იმოქმედებენ. ექსპერტთა პროგნოზით, ასეთ რობოტებს, უწინარესად, გამოიყენებენ სოფლის მეურნეობასა და მედიცინის სერვისის სფეროებში. ამიტომ შიში იმის შესახებ, რომ რობოტები მალე შეასრულებენ ადამიანის შრომის გარკვეულ ნაწილს, მითი კი არა, რეალობაა.

მწვანე ინოვაციები

  1. მწვანე ინოვაციები

გარემოზე ზრუნვა ყოველწლიურად პრიორიტეტულია. მეცნიერები გამუდმებით მუშაობენ ადამიანის მოღვაწეობის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად და სიცოცხლისთვის აუცილებელი ალტერნატიული რესურსების მოსაძებნად. ნეიროქსელები, ინტერნეტი და მონაცემთა გლობალური ბაზები ადამიანებს დაეხმარება, შეაფასონ მოხმარება, მოთხოვნის დონე, მიმართულებები და მნიშვნელოვნად შეამცირონ ნახშირორჟანგის გამოყოფა ატმოსფეროში, ამასთანავე, შეამცირონ რესურსების ხარჯვა. ელექტრობა, რომელიც განახლებას ექვემდებარება, ახალი მოწყობილობები სახლების სამართავად, სასარგებლო “მწვანე” ჩვეულებების შეძენა უახლოეს ხანში ჩვეულებრივ ამბად იქცევა.

ჩვენი სხეულების ინტერნეტი

  1. ჩვენი სხეულების ინტერნეტი

უახლოეს ხანში გამოჩნდება განსაკუთრებული მოწყობილობები, რომლებიც თვალყურს მიადევნებს ჩვენი სხეულისა და ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამას გარდა, ეს მოწყობილობები ჩაერევა მონაცემების კორექციაში. მაგალითად, შეუკვეთავს წამალს თუ აღმოაჩენს, რომ ორგანიზმი გაცივების პირასაა, ან ინსულინის ინიექციას გაუკეთებს ადამიანს, თუ მის სისხლში მოიმატებს შაქრის დონე.

ხელოვნური ინტელექტიც მალე დაიწყებს ადამიანის გონების კორექციას.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here