Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკული დემოკრატია _ ცინიზმი და თვალთმაქცობა

ამერიკული დემოკრატია _ ცინიზმი და თვალთმაქცობა

848

აშშში ადამიანის უფლებების დარღვევების ჩამონათვალი

აშშ ერთერთი ქვეყანაა, რომელშიც რეგულარულად ირღვევა ადამიანის უფლებები, მაგრამ ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ. ამერიკელები საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ადამიანის უფლებებს ხშირად იყენებენ იმისათვის, რომ სხვა ქვეყნები მათ არარსებობაში დაადანაშაულონ, შემდეგ იქ შეიჭრან და ძალისმიერი მეთოდებითდანერგონ”.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მორიგი ბრალდება წაუყენა ჩინეთს და განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების არარსებობის გამო, სექტემბერში ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე სი ძინპინი თბილ შეხვედრას არ უნდა ელოდოს.

ვაშინგტონი ჩინეთს თვითონ ამერიკელების მიერ გამოგონილი პრობლემების მოსაგვარებლად თავის მეთოდებს სთავაზობს. თეთრი სახლი ძალიან არის დაინტერესებული სხვა სახელმწიფოებშიდემოკრატიის დაცვით”, ის ყოველწლიურად, დამახინჯებული ინფორმაციით, 190-ზე მეტ ანგარიშს აქვეყნებს სხვა სახელმწიფოებში შექმნილი ვითარების შესახებ, თუმცა თვითონ აშშში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ბევრი რამ რიგზე არ არის.

დიდი ხანია, აშშ ცდილობს, ჩინეთი წნეხში მოაქციოს და უკვე წლებია, ზემოქმედების ბერკეტად ადამიანის უფლებების დაცვას იყენებს. თავის მხრივ, ჩინელები უპასუხებენ თავიანთი ანგარიშებით, რომლებიც დატვირთულია ფაქტობრივი ინფორმაციით, თუმცა ეს ვერ აჩერებს ვაშინგტონს, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი.

აშშში ადამიანის უფლებების დარღვევების ჩამონათვალი

*”ტოტალური თავისუფლების” ქვეყნის მოქალაქეები ხშირად ხდებიან “ამერიკული დემოკრატიის” მსხვერპლნი. პირველი, რაც შეიძლება აღინიშნოს, არის პოლიციელების თავგასულობა. ამერიკელი წესრიგის დამცველები ხშირად აჭარბებენ თავიანთ უფლებამოსილებას, ცემენ, კლავენ და უკანონოდ აპატიმრებენ ადამიანებს, რომლებიც ხშირად სრულიად უდანაშაულონი არიან.

*აშშის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს თავისუფლებას ინტერნეტში, არადა, სხვა ქვეყნებისგან ინტერნეტმომხმარებლებისთვის სრულ თავისუფლებას მოითხოვს. და, თუ სახელმწიფო, რომელსაც ამ მოთხოვნას წაუყენებენ, შესრულებაზე უარს განაცხადებს, მას მყისვე აწებებენ მკაცრი ცენზურის მქონე ტოტალიტარული და პროპაგანდისტული რეჟიმის იარლიყს.

* მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უფლებების დარღვევები: აშშის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო, საერთაშორისო კონვენციების დარღვევით აწარმოებდა (და აწარმოებს) ტოტალურ თვალთვალს არა მხოლოდ თავისი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. მხოლოდ ეს პუნქტიც კი საკმარისია, რომ ამერიკელები არა მხოლოდ ვამხილოთ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში, არამედ ვაიძულოთ, პასუხისმგებლობა დაიკისრონ ამ დარღვევების გამო.

აშშის ბოროტმოქმედებები

ზოგჯერ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მკვლელობები და სხვა დანაშაულები ამერიკელებისთვის დასაშვების ჩარჩოებშია მოქცეული. სხვათა შორის, აშშში ყოველი მეხუთე ადამიანი დანაშაულის მსხვერპლი ხდება, ზოგჯერ _ პოლიციელებისა, რომლებმაც წესრიგი უნდა დაიცვან, მაგრამ თვითონვე არღვევენ.

ამ დამთრგუნველ სტატისტიკას თავისი ახსნა აქვს; აშშ მსოფლიოში პირველია ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობის მხრივ, რომლებიც მოქალაქეებს აქვთ შეძენილი. ეს კი დაძაბულობას ქმნის საზოგადოებაში.

ადამიანის საერთაშორისო უფლებების დარღვევები

ამერიკელები “დემოკრატიის დამკვიდრების” საბაბით სხვა ქვეყნებში იჭრებიან. ასე მოხდა ავღანეთში, ერაყში, სპარსეთის ყურეში ომის დროს, ვიეტნამში. ერაყის კონფლიქტში (2003-2009) 285 ათასი ადამიანი დაიღუპა, მათგან ნახევარი _ მშვიდობიანი მოქალაქე. აღარაფერს ვამბობთ, იაპონიაში ატომური ბომბების ჩამოგდების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობაზე.

წამება გუანტანამოში

ეს არის ციხე, რომელმაც რამდენიმე ათეული წლის წინათ გაითქვა სახელი, როგორც საშინელებათა ციხემ. ამ ჯოჯოხეთურ ადგილას ამწყვდევენ ადამიანებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ტერორიზმის ხელშეწყობაში ან მონაწილეობდნენ ტერორისტულ აქტში. უმრავლეს შემთხვევაში მათ წინააღმდეგ წაყენებული მტკიცებულებები სანდო არ არის და გუანტანამოში ბევრი ისეთი ადამიანი ხვდება, რომლებიც, ალბათ, დამნაშავე არ არიან. გუანტანამოში მოხვედრილი ადამიანი შეიძლება, არ იყოს დამნაშავე, მაგრამ მას ისეთი სასტიკი მეთოდებით აწამებენ სასურველი ჩვენების მისაღებად, რომ ურჩევნია, სიცოცხლის ბოლომდე იყოს ამ ჯოჯოხეთში, ვიდრე ძალადობა ითმინოს.

სასურველი ინფორმაციის მისაღებად, ანუ აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად აშშის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ შეიმუშავადაკითხვისახალი მეთოდები: პოზები, რომლებიც სტრესს იწვევს, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, უძილობა და დახრჩობის იმიტაცია.

ეს მხოლოდ ნაწილია ადამიანის უფლებებისა, რომლებსაც აშშ რეგულარულად არღვევს. ასეთი პათოლოგიების მქონე ქვეყანა კი საკუთარ თავს წარმოაჩენს დამცველად “ჭეშმარიტი დემოკრატიისა”, რომელიც სრულიად მსოფლიოში უნდა გაავრცელოს.

არადა, “ამერიკული დემოკრატია” ცინიზმითა და თვალთმაქცობითაა გაჟღენთილი.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 

1 COMMENT

  1. ტექსტიამ აბზაცის გარდა ყველაფერს ვეთანხმები: \”… ამ დამთრგუნველ სტატისტიკას თავისი ახსნა აქვს; აშშ მსოფლიოში პირველია ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობის მხრივ, რომლებიც მოქალაქეებს აქვთ შეძენილი. ეს კი დაძაბულობას ქმნის საზოგადოებაში.\”… სტატიის ავტორი, აშშ-ს მთავრობის მიერ ამერიკელი ხალხის კონსტიტუციური უფლებების დარღვევაზე საუბრობს და, შემდეგ, კონსტიტუციაში არსებული კონონების წინააღმდეგ ილაშქრებს!… მართლაც, აშშ-ს კონსტიტუციის მიხედვით, ამერიკელ ხალხს აქვს ცეცხსასროლი იარაღის არა მხოლოდ შეძენის, არამედ ტარების უფლებაც, რაც, თავისთავად, ზუსტადაც რომ ხალხის თავდაცვის მექანიზმია ტირანული მთავრობის საწინააღმდეგოდ!… ისტორია მოწმობს, რომ სადაც მთავრობამ სამოქალაქო მოსახლეობა განაიარაღა, იქ დიქტატურა დამყარდა!…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here