Home რუბრიკები ბლოგი სტივენ კოენი: ”ვაშინგტონი ოდესას საკუთარ კოლონიად აღიქვამს და მართავს სააკაშვილის მეშვეობით”

სტივენ კოენი: \”ვაშინგტონი ოდესას საკუთარ კოლონიად აღიქვამს და მართავს სააკაშვილის მეშვეობით\”

656

 \\\”ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო მეტად ერევა უკრაინის შიდა საქმეებში,  მათმა გეგმამ:  გააგზავნონ მაქსიმალურად ბევრი სამხედრო ინსტუქტორი ამ ქვეყანაში და მართონ უკრაინის ნაწილი, ოდესის მხარის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით, შესაძლოა ქვეყანაში კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს\\\”,- თვლის ისტორიკოსი სტივენ კოენი.

 
 

ის, რაც დღეს ოდესაში ხდება, წარმოადგენს ამერიკელების \\\”მინი-შეჭრას\\\” უკრაინაში, განაცხადა ამერიკელმა ისტორიკოსმა, პროფესორმა სტივენ კოენმა, ჯონ ბატჩელორის გადაცემაში.

კოენი აღნიშნავს, რომ რეალურად, სიტუაცია ოდესაში, ბევრად მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინულ კრიზისში, ვიდრე ეს აქამდე ეგონა. როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ოდესის მხარის გუბერნატორად დაინიშნა, კოენმა ჩათვალა, რომ პეტრე პოროშენკო ამ გზით, ცდილობდა უსიამოვნება მიეყენებინა რუსეთისთვის. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამ დანიშვნის ინიციატივა  ვაშინგტონიდან მოდიოდა, შესაძლოა პირადად, რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინისგან.

 კოენი მხოლოდ ახლა მიხვდა: ოდესა, სინამდვილეში, ბევრად უფრო მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს თამაშობს: ვაშინგტონი ოდესას საკუთარ კოლონიად აღიქვამს და მართავს სააკაშვილის მეშვეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით ისტორიკოსი გვახსენებს, რომ დანიშვნის შემდგომ სააკაშვილმა უკრაინაში დიდი რაოდენობით ამერიკელი მრჩევლები მიიწვია. 

 ანალიტიკოსის აზრით, სააკაშვილის მთელმა წინა კარიერამ, საქართველოში, ერთგვარი \\\”რეტუშირება\\\” განიცადა: ამჟამად, უკვე აღარავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ  საქართველოს პრეზიდენტის რანგში, სააკაშვილი,  პატიმრების წამების ნებას რთავდა ციხეებში, რომ სწორედ სააკაშვილმა მოაწყო, 2008 წელს, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება  და არც იმას აღარავინ აქცევს ყურადღებას, რომ სააკაშვილზე მშობლიურ საქართველოში ძებნაა გამოცხადებული.

ამის ნაცვლად, საქართველოს ყოფილი ლიდერი \\\”თეთრ რაშზე  ამხედრებულ რაინდად\\\” გამოჰყავთ, რომელიც ოდესაში წესრიგის დასამყარებლადაა მოვლენილი.

კოენის აზრით, ვაშინგტონი ამ თავისი ქმედებებით, არა მხოლოდ იწვევს მოსკოვს, არამედ თავად იქმნის პრობლემებს:  არც ერთი ბრძენი ადამიანი, რომელსაც უკრაინაში ომის დასრულება სურს, არ ჩამოიყვანდა რეგიონში- არც, ასეთი რაოდენობით ამერიკელ სამხედრო მრჩევლებს, მით უმეტეს- სააკაშვილს!

აგრეთვე, კოენმა, დონბასში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა, სადაც ამჟამად კონფლიქტის ესკალაცია მიმდინარეობს,

\\\” ამჟამად, კიევი მოვლენების შესაძლო განვითარების ორ შესაძლო ვარიანტს განიხილავს: ან, დაიბრუნოს ტერიტორიები სამხედრო გზით, ანაც საერთოდ უარი თქვას მათზე, რადგანაც \\\”ოპოლჩენცები\\\”-ს დამარცხების იმედი მას არა აქვს. ორივე ეს სცენარი ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს, რადგან  ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკების უკრაინის შემადგენლობაში ყოფნაზე უარის თქმით, ის თავად აქცევს \\\”ოპოლჩენცებს\\\” სეპარატისტებად. გარდა ამისა, მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, უკრაინის დასავლეთი ნაწილი მთლიანად ხდება დამოკიდებული აშშ-ზე, რადგანაც ისტორიკოსის აზრით, ევროკავშირმა ყოველგვარი ინტერესი დაკარგა უკრაინის მიმართ და არ სურს მასში თანხის ჩადება.

პროფესორი შეშფოთებულია აგრეთვე, ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, გააგზავნოს უკრაინაში დიდი რაოდენობით სამხედრო მრჩევლები, რომლებიც რეგულარულ ჯარებს, ნაციონალურ გვარდიას და მოხალისეებს სამხედრო საქმეს შეასწავლიან.

კოენის თქმით, ეს სიტუაცია მას ვიეტნამის ომს აგონებს, რომელიც სწორედ ასე- დანაწევრებული ქვეყნის ტერიტორიაზე, ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნით იწყებოდა.

  კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here