Home რუბრიკები პოლიტიკა ზონდერები, ვეტო და შუბლისძარღვი, ანუ ვინ გახდება ვახტანგ გომელაურის პრესმდივანი?

ზონდერები, ვეტო და შუბლისძარღვი, ანუ ვინ გახდება ვახტანგ გომელაურის პრესმდივანი?

702

ამ თემაზე, რა თქმა უნდა, პირველად არ ვწერ, ალბათ, არც უკანასკნელად. საქართველოს ხელისუფლებისთვის უკვე ყოველდღიურ ნორმად იქცა მიდგომა _ წერე და იკითხე! ეგ კი არა, ზოგიერთი დღემდე ჯიუტად იყენებს ფრაზას _ “საქართველოს ახალი ხელისუფლება”, მაშინ, როდესაც უკვე დაწყებულია მეოთხე (ყველაზე კარგი და გადასარევი რომ უნდა ყოფილიყო) წელიწადი ამათი ხელისუფლებაში მოსვლიდან.

 

ცივილიზებული სამყაროს დიდი ნაწილი ხელისუფლებებს ოთხი წლის ვადით სწორედ იმიტომ ირჩევს ხოლმე, რომ დაკვირვებითა და გამოცდილებით დადგენილია _ ოთხ წელიწადში ხელისუფლება ძველდება, ბერდება, დუნდება და გამოცვლასა და განახლებას საჭიროებს. აი, ჩვენში კი გუნდი, რომელიც მეოთხე წელიწადია, ქვეყანას მართავს, რატომღაც ისევ “ახალ” ხელისუფლებად ითვლება მავანთა თვალში.

საზოგადოდ, ამ, თუ გნებავთ, “ახალ” და რეალურად კი უკვე კარგად მოძველებულ და დამყაყებულ ხელისუფლებას სიჯიუტე ნამდვილად ახასიათებს.

რამდენჯერაც უნდა მიუთითოთ ერთსა და იმავეზე, როგორი არგუმენტირებული შენიშვნაც უნდა მისცეთ, მათი მილიარდერი ლიდერი და მისი წამხედურობით სხვებიც მაინც იმეორებენ და იმეორებენ ერთხელ ამოჩემებულს და შუბლზე ძარღვიც არ შეუტოკდებათ, თუკი დღეს იტყვიან იმის აბსოლუტურად გამომრიცხავ თვალსაზრისს, რასაც გუშინ დაბეჯითებით ამტკიცებდნენ.

მაგალითად, უკვე ძალიან სასაცილოა ბიძინა ივანიშვილის “ექსკლუზიური” ინტერვიუები, სადაც ის წინა ხელისუფლების “ზონდერებს” ეხება და ამბობს, “ნაზონდერალ” ადამიანებს უფლება არ აქვთ, სხვას მორალი უკითხონო!

ასევე, კომიკურია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის შიგადაშიგ აღშფოთება, როდესაც რომელიმე მათთვის მიუღებელი “ნაცი” რაიმე არასასურველს იტყვის ან ჩაიდენს.

ყურადღება მიაქციეთ _ მათთვის მიუღებელი “ნაცი”-მეთქი!

დიახ! ფაქტია: განდევნილი რეჟიმის მანიაკები, ადამიანთა წამების თანამონაწილეები და “გამპრავებლები” განა ერთიანად დაგმობილ იქნენ ან განა ერთიანად ეპატიათ ჩადენილი დანაშაული და დანაშაულთა მხარდაჭერა? არა _ ისინი დაიყვნენ “მისაღებ” და “მიუღებელ” ბანაკებად და “ოცნების” ბოსები, ხასიათის მიხედვით, ხან აგინებენ და ხან აქებენ მათ.

ასეთი კომიკური სიტუაცია, სიმართლე უნდა ითქვას, ხელისუფლების სათავეში “ოცნების” მოსვლის პირველივე დღეებში დაიწყო, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ იმხანად არც მე მიმიცია ამისთვის ამხელა მნიშვნელობა და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ეს პროცესი ასეთ მასშტაბს შეიძენდა.

“პირველი მერცხალი” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი გახლდათ.

სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სულ ცოტა, მოულოდნელი იყო, რომ მაშინ, როდესაცოცნებისხელისუფლებაში მოსვლას უამრავმა პროფესიონალმა ჟურნალისტმა შეუწყო ხელი და სიცოცხლის რისკის ფასად ეომანაციონალებისდაუნდობელ რეჟიმს, ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი პრესმდივანი ამ ნაომარი და ბეწვზე გადარჩენილი ჟურნალისტთა კორპუსიდან კი არ შეარჩია, არამედ კოდუებისაირზენადანგადმოიყვანა ყოფილიპირველარხელინინო გიორგობიანი.

საგულისხმოა, რომ გიორგობიანი მანამდე მიშა სააკაშვილის ფავორიტი ჟურნალისტი იყო. გათვითცნობიერებული მკითხველი იოლად გაიხსენებს, როგორ დახვდა მინსკიდან დაბრუნებულ ნინო გიორგობიანს პირადად სააკაშვილი ტრაპთან ყვავილებით, რის შემდეგაც ის მალევერუსთავი 2”-ის საინფორმაციო პროგრამაკურიერისჟურნალისტად მოგვევლინა.

მოდი, ნუ მივაქცევთ ყურადღებას ერთ-ერთი ქართველი “ნაცჟურნალისტის” ამ “ბანალურ” წარსულს, მაგრამ ისეც და ასეც მაინც საინტერესოა, რატომ არ ისურვა ღარიბაშვილმა, ჯერ კიდევ 2012 წელს პრესმდივანი შეერჩია იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც მართლა სიცოცხლის რისკის ფასად დაუდგნენ გვერდითქართულ ოცნებას”?!

რატომ და საიდან მოიფიქრეს, რომ შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსად დაენიშნათ ჟურნალისტი, რომელიც არხეინად ადევნებდა თვალს ქვეყანაში მიმდინარე ჯოჯოხეთს და, მიშა მოიგებდა არჩევნებს თუ უშანგი, მაინც უსაფრთხოდ და უზრუნველყოფილად იქნებოდა?

სულ ცოტა, უმადურობასთან ნამდვილად გვაქვს საქმე…

იმხანად ეს ამბავი მეც გაუთვითცნობიერებლობასა და სიბეცეს მივაწერე, მაგრამ ახლა ნამდვილად მახსენდება რამდენიმე ჟურნალისტის მიერ ჩემთვისპრივატშიმოწერილი:

ეს პროცესინაციონალებისდაგეგმილია. გიორგობიანი პირველი მერცხალია და მას გამოიყენებენ, რომ ყველა სამინისტროსა და სახელმწიფო სტრუქტურის პრესსამსახური მათ ჩაიგდონ ხელში. როგორც მინიმუმ, ისეთ ჟურნალისტებს შეტენიან პრესცენტრებში, რომლებიც გამოჭერილი ჰყავთ და რომლებსაც, როცა სურთ და როგორც სურთ, ისე გამოიყენებენ. გიორგობიანი ეცდება, რომ ღარიბაშვილის ივანიშვილზე გავლენა გამოიყენოს და ყველა სტრუქტურაში თავისი დაქალოჩკა ჟურნალისტები დაანიშნინოს”.

სიმართლეს ვიტყვი: იმხანად ეს მოჭორილ-მოგონილ ფანტაზიად მივიჩნიე!

არც ახლა მსურს ჭორაობა!

ვერც იმას ვამტკიცებ, რომ ის, რაც შემდეგ მოხდა, მართლაც “გიორგობიანის მაფიამ” განაპირობა-მეთქი, მაგრამ ფაქტია: შედეგი მართლაც ის არის და იქით მიდის, საითაც ის ჩემი ნაცნობი ჟურნალისტები მიანიშნებდნენ!

ყველა რაიონის შსს სამმართველოებშიალისტრახოებირომ არიან დანიშნული და გამგეობების პრესსამსახურები რომ მიაქვსნაციონალებისფავორიტებს, ამაზე ლამის ყოველდღიურად მწერენ საქართველოს 64-ვე რაიონიდან!

მაგრამ ამ ყველაფრის ფონზეც კი საკონტროლო გასროლაიყორუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მოადგილის, “კურიერისშეფის _ ნინო შუბლაძის დანიშვნა ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად.

ამ თემაზე გაზეთის წინა ნომერშიც დავწერე და ახლა მხოლოდ ერთს დავამატებ – მინდა, ერთადერთი კითხვით მივმართო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მრჩეველს მედიასთან ურთიერთობის საკითხებში _ ნინო შუბლაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს _ ნინო გიორგობიანს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მრჩეველს მედიასთან ურთიერთობის საკითხებში _ ირაკლი მაისურაძეს და რეჟიმისა და მანიაკიზმის სხვა მათნაირგამპრავებლებს”:

არ მაინტერესებს თქვენი წარსული! არაფერს ვამბობ წარსულზე. ახლა და ამ ვითარებაში მიპასუხეთ ოფიციალურად, გამოთქვით თქვენი აზრი:

იყო თუ არა და ახლაც არის თუ არა ტელეკომპანიარუსთავი 2” სიცრუის მანქანა? არის თუ არა ეს ტელეკომპანიანაციონალური მოძრაობისდაკვეთების შემსრულებელი?

აი, ამ კითხვებზე გამეცით ოფიციალური პასუხი და ხმას აღარ ამოვიღებ თქვენს წარსულზე!

დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი და არც სხვა მათნაირი არ გაიფუჭებენ ურთიერთობას ნიკა გვარამიასა და სხვა “კოლეგებთან”. იქნებიან “გაწონასწორებულნი” და ჩემნაირ “გადარეულს” ყურადღებისა და პასუხის “ღირსად” არ ჩათვლიან!

აი, ასეთი “ღირსეული” ადამიანების დამფასებლად ევლინება საქართველოს ბიძინა ივანიშვილი და ასეთ “ღირსეულ” ზნეობას ამკვიდრებს იგი ჩვენს ქვეყანაში!

ანუ უნდა გავიტრუნოთ, არავის ვაწყენინოთ, არც მწვადი დავწვათ, არც _ შამფური, რეჟიმთან და მანიაკებთან თანამშრომლობაზეც უნდა დავთანხმდეთ, არ უნდა გავაპროტესტოთ და, როცა მილიარდერი მოგვაქცევს ყურადღებას, მხოლოდ მაშინ უნდა გადავიდეთ ერთი ნაპირიდან მეორე, უფრო მომგებიან ნაპირზე! _ აიბიძინას მორალი”!

სწორედ ამ ფონზე სასაცილოა პრეზიდენტ მარგველაშვილის დადანაშაულება იმაში, რომ მან “ნაცების შეკვეთით” რამეს ვეტო დაადო ან რომელიღაც “ნაცის” ოჯახის წევრი შეიწყალა.

აი, ამას ჰქვია სწორედ შუბლზე ძარღვის გაწყვეტა!

მართლა მაინტერესებს პასუხი კითხვაზე _ რაიმე საკითხზე ვეტოს დადება უფროანაციონალებთან შეკრულობისმაჩვენებელი თუ იმავენაცებისბობოლა იდეოლოგების დანიშვნა მინისტრების მრჩევლებად და კიდევ სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობაზე?

“ოცნებავ” და ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერებო, ჯერაც არ დადგა დრო, რომ გაერკვეთ და ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბდეთ?

რომელ პოზიციასაწვებით”:

1. “ნაციონალობადა მათიგამპრავებლობამიუტევებელი დანაშაულია და მათ უფლება არ აქვთ, “მორალს გვიკითხავდნენ”?

2. მერე რა მოხდა, რომნაციონალიიყო ანაპრავებდამათ. ისიც ხომ ჩვენი თანამოქალაქეა და აქვს თანამდებობაზე ყოფნის უფლება?

იქნებ ჩამოყალიბდეთ, ამ ორ ურთიერთგამომრიცხავ პოზიციას შორის რომელია სწორი?

თორემ ეგრე, ხან ისე და ხან ასერომ მიედმოედებით, დამიჯერეთ, ძალიან არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებთ პოტენციურ ამომრჩეველზე.

ერთიც _ ნინო შუბლაძისა და მისნაირების დანიშვნაზე ზოგიერთ უღირს ადამიანს ისევ და ისევ აქვს “არგუმენტები”, რომლებითაც ასეთ დანიშვნებს “ამართლებს”

*არგუმენტი 1-ელი:

აბა, რა ვუყოთ, ვინც დასაქმებული იყონაციონალებისდროს, დავხოცოთ?”

ამაზე, მინდა, ასე ვუპასუხო: რომელ ლოგიკას იყენებთ მსჯელობისას? ყველაზე უნამუსო სოფისტიც კი არ იკადრებდა ასეთი “არგუმენტებით” კამათს!

როგორ? ადამიანების სახელისუფლო თანამდებობებზე არდანიშვნა მათ დახოცვას ნიშნავს?

ანუ ალტერნატივა ეგაა, რომ, თუკი არ დავნიშნავთ სახელისუფლო თანამდებობებზე, ესე იგი, უნდა დავხოცოთ?

აქ, რა თქმა უნდა, ან სრულ სიჩლუნგესთან გვაქვს საქმე, ან მიზანმიმართულ დემაგოგიასთან, მაგრამ ორივე შემთხევვაში მარტივად გიპასუხებთ:

არავინ არავის დახოცვას არ მოითხოვს! უბრალოდ, ასეთი ადამიანები არ უნდა ინიშნებოდნენ სახელმწიფო თანამდებობებზე!

*არგუმენტი მე-2:

“რას ერჩით შუბლაძეს? ის ყოველთვის გაწონასწორებული იყო! რა შუაშია ნინო შუბლაძე “რუსთავი 2”-ის მავნებლურ პოლიტიკასთან?”

აი, ეს უკვე დემაგოგიის ნიმუშადაც ვერ გამოდგება და პირდაპირ მძიმე გონებრივ სიჩლუნგეზე მიუთითებს.

ამიტომ ასეთი “არგუმენტებით” მოლაპარაკე ადამიანებს აქვე ვთავაზობ:

გვითხარით, აბა, თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომრუსთავი 2” წლების განმავლობაში დეზინფორმაციას ავრცელებდა და მავნებლურ საინფორმაციო პოლიტიკას აწარმოებდა?

ამ ორგანიზაციის საინფორმაციო სამსახურის უფროსსა და გენერალური დირექტორის მოადგილეს რომ პასუხისმგებლობას არ აკისრებთ, ეს გავიგეთ უკვე!

მაშ, ვინ არის პასუხისმგებელი?

მხოლოდ ვანო ჯავახიშვილი? ან მხოლოდ ვანიკო თარხნიშვილი? ან იქნებ ბუფეტის რომელიმე თანამშრომელი? აააა, დაცვის ბიჭები?

რა ვიცი, თქვენნაირ “ჭკვიანებს”, შესაძლაო, ძალიან ბევრი ვერსია ჰქონდეთ!

ისე, ერთი ასეთი ფიქრიც მიტრიალებს თავში:

მოგეხსენებათ, ახლა შეიქმნა უშიშროების სამინისტრო, რომლის მინისტრად ვახტანგ გომელაური დაინიშნა…

და, ნეტავ, რომელ ყოფილ ან მოქმედრუსთავი 2”-ელს, ანუ რომელპროფესსიონალ ნაციონალსდანიშნავენ ამ უწყების პრესსამსახურის უფროსად?

სავარაუდო პასუხისთვის ნუ აჩქარდებით, ყურადღებით გადახედეთ “კურიერის” არქივს!

აკი, ოცნება”, როგორც ჩანს, სწორედ იქიდან აწარმოებს კადრებისსანთლით ძებნისპროცედურას

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here