Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): თუ ასე გაგრძელდა, აჭარასაც საბოლოოდ დავკარგავთ

მამა გიორგი (რაზმაძე): თუ ასე გაგრძელდა, აჭარასაც საბოლოოდ დავკარგავთ

494

მიმდინარე მოვლენებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

 

_ მამაო, ყოველთვის, როცა .. ნეოლიბერალები ქართული ცნობიერებისა და მენტალობისმანკიერებებზესაუბრობენ, აღნიშნავენ, რომ პრობლემა არის განათლების დეფიციტი. იმავეს გაიძახიან ჩვენი დასავლელიმეგობრებიცდა ხელისუფლებაც მისხალმისხალ ასრულებს მათ ყველა დირექტივას. რას გულისხმობენ ისინი განათლებაში და რა იდეოლოგია დგას რეალურად ამ ყველაფრის უკან?

_ ყველა ვხედავთ, რომ ის, რაც თანამედროვე ადამიანს გადმოეცა წინაპრებისგან, ვგულისხმობ ტრადიციებსა და ადათ-წესებს, მათთვის მიუღებელია. ისინი ამბობენ, რომ საჭიროა ახლებური აზროვნება, ანუ ცნობიერების ფუნდამენტური შეცვლა და ამას ხედავენ “განათლებაში”. სინამდვილეში არანაირი განათლება ეს არ არის, ეს არის სულის დამახინჯება და გარყვნა. ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა “ნაციონალურ მოძრაობას” და ამისთვის საკმაოდ დიდი პოლიტიკური გასამრჯელოც მიიღო _ ცხრა წელი ხელისუფლების სათავეში. ქვეყანა თავზე დაიმხეს, მაგრამ პასუხს დღემდე ვერავინ სთხოვს…

_ დავაკონკრეტოთ, რა გზითა და საშუალებებით ცდილობდა წინა ხელისუფლება საზოგადოების ცნობიერების შეცვლას? რა ნაბიჯები გადადგა ამისთვის “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავის დროზე?

_ გავიხსენოთ თუნდაც “ჩაშვების ინსტიტუტი”. ვითომ კრიმინალს ებრძოდნენ და გაიძახოდნენ, მოქალაქეებმა პოლიციასთან უნდა ითანამშრომლონო, სინამდვილეში კი იყო მასობრივი დასმენები, ფარული ჩაწერები და კაცი კაცს არ ინდობდა. რამდენი ადამიანი აღმოჩნდა ამის გამო ციხეში, რამდენი დაღუპეს და გაანადგურეს?! შედეგად რა მივიღეთ? _ ქართველებს ამიერკავკასიაში თავი მოგვეჭრა _ ყველაზე ამაზრზენი, ჩამშვები და მამაძაღლი ხალხის სახელი დავიმკვიდრეთ. აი, ამ განათლებას გულისხმობდნენ ისინი და ამას უწოდებდნენ მენტალურ რევოლუციას. ეგ იყო და დღესაც არის ამათი საფიქრალი _ ვის მახე დაუგონ, ვის საფლავი გაუთხარონ, ვის ხელი ჰკრან და უფსკრულში გადაჩეხონ…

_ “ლიბერალებისპროპაგანდისტული მანქანა განსაკუთრებით დიდ დროს უთმობს .. ქალიშვილობის ინსტიტუტს. რიგ სატელევიზიო შოუებში უკვე დაუფარავად აცხადებენ, რომ ეს არის მავნე ტრადიცია და საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს მსგავსი მორალური კოდექსებისგან. რა დგას რეალურად ამ პროპაგანდის მიღმა?

_ ამ პროპაგანდას ეწევიან ისევ და ისევ მრუში, ზნეობრივად გახრწნილი, დეგრადირებული ადამიანები. მათ სურთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავარდეს ამ ცოდვაში, რაც შეიძლება მეტი მოიწამლოს მათი იდეოლოგიით და დაავადდეს. ამით ისინი უპირისპირდებიან ღმერთს და ცდილობენ, კაცი დააშორონ უფალს, რადგან ღმერთი, მოგეხსენებათ, პირდაპირ ეუბნება ადამიანს _ არ იმრუშო! ცხადია, ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული პროპაგანდა და ვინც ამ პროპაგანდას ეწევა, ის კაცობრიობის მტერია…

რაც შეეხება სატელევიზიო შოუებს და, საზოგადოდ, მედიას _ ეს არის დასავლეთის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც შეგნებულად, მიზანმიმართულად ემსახურება ამერიკისა და ევროპის, ანუ .. ნეოლიბერალების იდეოლოგიის გაბატონებას. ნახეთ, რა ხდება: დილით იწყება რაღაც უმსგავსო გადაცემები, შუა დღეს _ ვითომ შემეცნებითი შოუები, სადაც ჭამა-სმას გვასწავლიან; შემდეგ იწყება სერიალები _ ხან თურქული, ხან ინდური, ხან სინგაპურული და ხან რომელ ღმერთს ეძახიან ჭეშმარიტს, ხან _ რომელს. ეს ყველაფერი დღის ბოლოს მთავრდება მთავარი შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვებით და აი, ამ სიბინძურეებით წამლავენ საზოგადოებას. თუნდაც ჯაჯანიძის გადაცემა რას ჰგავს, რა თემებზე საუბრობენეს ხომ თავიდან ბოლომდე გულის ამრევია. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თვითონ ამ ადამიანის ორიენტაციაც გაურკვეველია

_ ფაქტია, რომ ამგვარი გადაცემებით მაღლდება ტელეკომპანიის რეიტინგი, საზოგადოებას აინტერესებსეპატაჟურიშოუები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გადაცემები ვერ იარსებებდა.

_ ძველ რომში ამბობდნენ: მიეცი ხალხს პური და სანახაობაო. ეს იყო საზოგადოების დამონებისა და დამორჩილების უებარი საშუალება. ან ნაპოლეონის სიტყვები გავიხსენოთ: ორ გაზეთს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე 100 ათას კბილებამდე შეიარაღებულ ჯარისკაცსო. ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც საუკუნეების შემდეგაც უტყუარ ჭეშმარიტებად რჩება, პროპაგანდის საშუალებები კი ვის ხელშია, ყველა ვხედავთ.

ხალხს, უბრალოდ, სხვა სანახაობა არ აქვს და, რაც არის, იმას უყურებს. ეს არის ერთგვარი იძულება, თორემ გაჭირვებულ ადამიანს სულაც არ აინტერესებს გრიგოლიასა და ჯაჯანიძის უნიჭო შოუები.

_ როგორ ფიქრობთ, ეკლესიამ ან რომელიმე სხვა ინსტიტუტმა რა შეიძლება დაუპირისპიროს ამ ყველაფერს?

_ ეკლესია ყოველთვის ამხელს და უპირისპირდება ყველანაირ გარყვნილებას, ცოდვასა და უბედურებას. რაც შეეხება საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან დიდი პროპაგანდისტული წნეხი, მოქალაქეების დიდი ნაწილი კარგად ხედავს, რა სიბინძურესა და გარყვნილებასთან გვაქვს საქმე. ან რა მიხვედრა უნდა, ახლახან ამერიკაში, კერძოდ, დენვერში, დადგეს სატანის უზარმაზარი ქანდაკება. თან დადგეს იქ, სადაც მანამდე ბიბლიის ათი მცნება იყო გამოქანდაკებული. ამაზე მეტი მხილება რა გინდა! ისინი უკვე აღარც მალავენ, რომ სატანის მსახურები არიან. მეტიც, სატანიზმი არის წახალისებული და ერთგვარ მასკულტურად ქცეული, ღვთის მოშიშობას კიდევ სიბნელედ და გაუნათლებლობად რაცხავენ.

_ როგორ ფიქრობთ, ახლოს არის ის დრო, როცა საქართველოშიც დადგამენ ანტიქრისტეს ქანდაკებას?

_ დღესაც სიამოვნებით დადგამდნენ ხელისუფლებაში მოკალათებული გარკვეული ძალები, მაგრამ იციან, რომ ამას მოჰყვება მათი პოლიტიკური აღსასრული; იციან, რომ ქართველი საზოგადოება არ დაუშვებს ანტიქრისტეს გაბატონებას, და ეშინიათ. ამიტომაა, რომ ეს .. არასამთავრობო ორგანიზაციები კვლევებს კვლევებზე ატარებენ, აინტერესებთ, როგორ იცვლება საზოგადოების განწყობა. საკმარისია, იგრძნონ, რომ ნიადაგი შემზადებულია, უბედურებები მერე ნახეთ, სატანის ქანდაკებებსაც დაგიდგამენ და პირდაპირ მოგთხოვენ ღმერთის უარყოფას. ზუსტად ამას ემსახურება პროპაგანდა, რომ თურმე ჩვენ მეტად ტოლერანტულები უნდა ვიყოთ, თურმე განსხვავებულისადმი პატივისცემა უნდა ვისწავლოთ და უფრო შემწყნარებლები გავხდეთ სხვა რელიგიური კონფესიებისადმი. ეს არის ის იდეოლოგია, რომლითაც ხდება ადამიანის ცნობიერების თავდაყირა დაყენება. სინამდვილეში ესენი სხვა რამეს გულისხმობენ ტოლერანტობაშიც, პატივისცემაშიც და ლიბერალობაშიც…

_ რელიგიური კონფესიები ახსენეთ და აჭარაში უკვე ისლამიზაციის პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს ხელისუფლება კი სამარისებურად დუმს, თითქოს არანაირი საფრთხე არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, ესეც მიზანმიმართული პოლიტიკაა თუ, უბრალოდ, მმართველ გუნდს ძალა არ შესწევს?

_ ერთიც არის და მეორეც, მაგრამ მთავარია ის, რომ ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული არ არის ეროვნული ინტერესების დაცვა. მას არ აინტერესებს არც აჭარა და არც სხვა რეგიონები, მისთვის მთავარია იმ დირექტივების შესრულება, რომლებსაც ამერიკა და ევროპა აძლევს. ცხადია, მერე ამით სარგებლობენ გარე ძალები და ლოგიკურია ის, რასაც დღეს თურქეთი და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა პირდაპირ თუ ირიბად აკეთებს აჭარაში. თუმცა ჯერ კიდევ სად ვართ, თუ ასე გაგრძელდა, დარწმუნებული ვარ, მალე აჭარასაც საერთოდ დავკარგავთ. მერე დასავლეთის შეშფოთება და ოკუპანტის ძახილი ვერ გვიშველის

_ ამერიკაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებამ ქართველ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწობა მნიშვნელოვნად გაზარდა დაპროდასავლელი ლიბერალებიმეტისმეტად შეშფოთებულები არიან. ყველა ერთხმად გაიძახის, ევროპა და ამერიკა არაფერს გვაძალებსო. თქვენ რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე?

_ იმ დღეს, როცა ეს უბედურება დააკანონეს და თეთრი სახლი ე.წ. ლგბტ ფერებით გაანათეს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილებები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში განხორციელდესო. როცა ოფიციალური პირი ასე აშკარად და დაუფარავად მეუბნება ყველაფერს, ვინ რაში უნდა დამარწმუნოს?!

რა თქმა უნდა, გვაძალებენ; რა თქმა უნდა, გვიყენებენ პირობებს _ ან ამას მიიღებთ, ან ჩვენგან დახმარებას არ ელოდოთო. მეტიც, ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზებიც ამაზე გადის. ამას ჩვენი ხელისუფლება გვიმალავს, თორემ ისინი გარკვევით გვეუბნებიან…

_ ანტიდასავლური განწყობის გაძლიერებაში ზოგი რუსული პროპაგანდის კვალს ხედავს. საუბრობენ რუსული არხების აკრძალვაზეც.

_ ეს აბსურდია და თვითონაც კარგად იციან. ანტიდასავლური, განსაკუთრებით ანტიამერიკული, განწყობა იმიტომ ძლიერდება, რომ ეს სახელმწიფო სჩადის უამრავ ბოროტებას. სხვათა შორის ამას წინათ ბარაკ ობამა გამოვიდა და განაცხადა: ჩვენზე მაგარი ერი მსოფლიოში არ არსებობს, იმიტომ, რომ ყველა კუთხეში, სადაც კი ომია, ჩვენ ვცდილობთ, მშვიდობის დასამყარებლად სისხლი დავღვაროთო. გასაკვირია პირდაპირ, რომელ ერს დამისახლებთ, ამერიკელების გარდა, რომელმაც საომარ მოქმედებებში ატომი გამოიყენა და ასიათასობით ადამიანი დახოცა, რომელ ერს დამისახელებთ, რომელმაც ყველანაირად გაძარცვა მსოფლიო? მათ მიერ წამოწყებული ყველა ომი ხომ ნავთობისა და სხვა სიმდიდრეებისთვის იყო? და ესენი გველაპარაკებიან დღეს ჩვენ შემწყნარებლობაზე? ეს ქვეყანა მოწადინებულია, მსოფლიოზე იბატონოს და, თუ ვიღაცას უნდა ამ ბოროტებაში მონაწილეობა, მე მათ შორის არ ვარ.

რაც შეეხება ისევ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ვისაც მიაჩნია, რომ სოდომია ნორმალური მოვლენაა, ვეკითხები: თუ ეს ავადმყოფობა არ არის, რატომაა, რომ მსგავსი გადახრის მქონე ადამიანის სისხლს არ უსხამენ ავადმყოფს?

_ ისინი, ალბათ, გიპასუხებდნენ, რომ თქვენი შეკითხვა აბსურდია.

_ თუ აბსურდია, მაშინ გადაისხან თვითონ ან სააკაშვილს გადაუსხან (რად უნდა, უარესი აქვს, მაგრამ მაინც); გადაუსხან ბიძინა გუჯაბიძეს, ზვიად ძიძიგურს, მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას, იქ რომ პარპაშობდნენ და ანტიდისკრიმინაციულ კანონს ხმას აძლევდნენ. საქმე ის არის, რომ მათ უკვე ტვინში აქვთ ეს სისხლი გადასხმული. მე ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, გული მტკივა და იმიტომ. ეს ადამიანები სამუდამო სასჯელისთვის იმზადებენ თავს, ეს თვითონაც კარგად იციან, მაგრამ ეშინიათ; იციან, რომ, თუ ხმას ამოიღებენ, ხელფასს დაკარგავენ, პანღურს ამოჰკრავენ და გამოაგდებენ სამსახურიდან.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here