Home რუბრიკები საზოგადოება დამაბრალეთ რუსეთუმეობა, ამით მხოლოდ ვიამაყებ, რომ დემოტრაკი არ ვარ!

დამაბრალეთ რუსეთუმეობა, ამით მხოლოდ ვიამაყებ, რომ დემოტრაკი არ ვარ!

739

ვინც საქართველოში ფეხს მოიკიდებდა,

იგი დიდს ზემოქმედებას იქონიებდა მთელს დასავლეთსა და მცირე აზიაში და

სვებედი აზიის შესახებ პოლიტიკის ხელთ ჩაუვარდებოდა სხვათა შესახუთავად.

ბევრჯერ ააოხრეს საქართველო,

ხოლო გული კი ვერ შეუნგრიეს.

ამ ტანჯვაწამებით შეინარჩუნა რჯული,

ენა, თავისი ეროვნული ვინაობა და ქვეყანა”.

ილია

 

საუკუნეების განმავლობაში მუსლიმანური ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საქართველოს დაპყრობაში, მაგრამ კეთილგონიერებამ გაიმარჯვა ქართველ მეფეებში, ერთმორწმუნე რუსეთს მივანიჭეთ უპირატესობა. საქართველოს მოსახლეობა, რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, 1814 წელს 400 000-მდე იყო, 1991 წლის ბოლოს 5 467 000 გახდა. დღეს რუსეთში დიდი ქართული დიასპორაა, გვაქვს ისტორიული სარწმუნოებრივი კავშირები.

ევრაზიული კავშირი იქნება ის ეკონომიური სივრცე, რომელიც მომავალში ქვეყნის წინსვლას განაპირობებს. მიუხედავად ასეთი პერსპექტივისა, ევროპა-ამერიკის იმპერიალისტურმა პოლიტიკამ ჩვენი სამშობლო იმ გზაგასაყარზე დააბრუნა, რომელზეც მე-18 საუკუნის ბოლოს იდგა. საქართველომ რეგრესი განიცადა და სააკაშვილის ნატერფალზე სიკვდილის აჩრდილი რომ დაძრწის ქვეყანაში ცოტა ხნის წინათ მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამაც ცხადყო.

მაშ, რატომ მიუყვება ჩვენი ხელისუფლება ამ ნაკვალევს? პასუხი ერთმნიშვნელოვანია _ მხოლოდ პოლიტიკური დღეგრძელობის, დასავლეთიდან მიღებული გრანტებისა თუ სხვა დაფინანსების გახანგრძლივების მიზნით. ამიტომაც არ ინება, საბერძნეთის ხელისუფლების მსგავსად, ეთქვა დასავლეთისთვის _ არა! საბერძნეთის მაგალითიც საკმარისია გავაცნობიეროთ, რომ დასავლეთი ქვეყნის ეკონომიურ ანექსიას ახდენს და ხალხის ბედიღბალი უხერხულ ცისფერ ადგილზე ჰკიდია. სხვა ქვეყნები უარეს მდგომარეობაში არიან, მაგალითად, ესპანეთის საგარეო ვალი ტრილიონ ევროზე მეტია.

მსოფლიო ბატონობისკენ მიმართული ამერიკის პოლიტიკა ერთ მიზანს ემსახურება _ ყველა ხელისუფლება მის ინტერესებს ატარებდეს თავის ქვეყანაში. რუსმა მწერალმა და ანალიტიკოსმა გრიგორი კლიმოვმა გონივრული ახსნა მოუძებნა იმ ძალებს, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ლობირებენ: “ამა თუ იმ ქვეყნის დასანგრევად დეგენერატი, გადაგვარებული ლიდერი გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ბირთვული ომი”.

 დასავლეთის ყალბ იდეოლოგიას კარგად აუბა მხარი “მეოცნებეთა” პარტიამ, რომელიც იმიტომ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, რომ საზოგადოებამ ფუფუნებაში აცხოვროს, ჩვენივე გადახდილი თანხებით მსუყედ დავაფინანსოთ და ჩვენზე აღმატებულად მივიჩნიოთ ის ადამიანები, რომელთათვისაც სამშობლოს სიყვარული პირად კეთილდღეობასთან ასოცირდება.

მეოცნებენი”, რომლებიც ბიძინას ზურგს არიან ამოფარებულნი, დღეს საზოგადოებისთვის გაცილებით საშიშნი არიან, ვიდრენაცები”.

გავიხსენოთ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების წინა პერიოდი: ხელისუფლებამ ხალხის გულის მოსაგებად მიიღო კანონი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ამას სრულიად მოულოდნელად მოჰყვა ანტიდისკრიმინაციული კანონის ერთხმად მიღება პარლამენტში. ამჟამად ობამას განცხადების (ერთნაირსქესიანთა ქორწინების ყველა შტატში დაკანონებაზე) საპასუხოდ პრემიერმა ღარიბაშვილმა ხალხის გული კვლავ მოინადირა განცხადებით, რომ კონსტიტუციით გაამყარებდა საქართველოს პოზიციას; მეტიც, საზოგადოების საამებლად აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანაც დააანონსა ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 წლის შემდეგ (?!). რაც შეეხება სტალინის ძეგლს, რომლის დადგმასაც დაჰპირდა გორელებს, როგორც ჩანს, ივანიშვილთან კონსულტაციის შემდგომ გადაიფიქრა და უარი მივიღეთ, რადგან, ივანიშვილის ცნობიერებით, სააკაშვილი პატარა სტალინია (?!). სამწუხაროა, რომ სტალინთან მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი გაუზრდია საქართველოს. ფაშიზმისგან მსოფლიოს გამათავისუფლებელი სტალინი იყო გულანთებული პატრიოტი, სამართლიანი ადამიანი, რომელსაც ანალოგი არ ჰყოლია მსოფლიოში თავისი რანგის სახელმწიფო მოღვაწეთა შორის. სტალინს ივანიშვილივით მილიონები არ უგროვებია და ქვეყანა უცხო ქვეყნის მონად არ უქცევია. მსოფლიოს გენიოსი ლიდერი, რომელსაც ჩერჩილი და რუზველტი ფეხზე უდგებოდნენ, ივანიშვილმა ფსიქოპათი, ნაძირალა სააკაშვილის სწორფერად მოიხსენია; სტალინი კიტელსა და ფეხსაცმელს არ იცვლიდა, ქვეყანას ტვირთად არ დააწვესო. მას, ივანიშვილის ხელისუფლების მსგავსად, კერძო შპს არ უქცევია ქვეყანა და ქართველი ხალხის ხარჯზე მილიონები არ ჩაუჯიბავს. როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, “საოცნებოხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაცემულია 3.400 000 ლარი პრემიებად, დანამატების სახით _ 400 000 ლარი და ეს მაშინ, როცა მინისტრის ხელფასი მინიმუმზე 33-ჯერ მეტია.

დროა, ქართველმა საზოგადოებამ თავი დაანებოს სირაქლემის პოზაში ჩადგომას და ხელისუფლების გამართლებას, რომ თავის გადაწყვეტილებებში არ არის თავისუფალი. სად გაქრა ქართული, კაცური ღირსება?! რატომ დარჩა უპასუხოდ გორის მუნიციპალიტეტზე ზემოქმედება და თითის ქნევა პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და ამერიკის ელჩისგან? რატომ არის დღემდე სტალინის ძეგლი მიგდებული კარალეთის გზაზე? ძეგლებთან მებრძოლ სააკაშვილს ივანიშვილმაც მიჰბაძა, მაგრამ სტალინის გენიას, რომელმაც მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნა, ვერასოდეს გადაფარავს. ივანიშვილ-ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის სტალინის ძეგლის დადგმის საკითხი, რომელსაც სრულიად საქართველოს მოსახლეობის უმრავლეობა უჭერს მხარს. ვერც ფიროსმანის სურათის საქართველოსთვის დაბრუნებით, ვერც ახალი ზოოპარკის მოწყობით, ვერც “პანორამა თბილისის” მშენებლობით, რომელიც ძველი თბილისის იერ-სახეს შლის, და ვერც სხვა ქველმოქმედებით ივანიშვილი ვერასდროს გადაფარავს:

*ბარბაროსობასა და ვანდალიზმს, რომლებიც საყდრისის მიმართ ჩაიდინეს! _ რა არის ეს: ქართველების გულის მოგების წილ სულში ჩაფურთხება?

*ხუდონჰესის მშენებლობის გამო სვანეთის წყალში ჩაძირვის მცდელობას. ეს პროექტი მჟავანაძის პერიოდში სსრკის ენერგეტიკის მინისტრმა პეტრე ნეპოროჟნიმ შეაჩერა და ხელისუფლებას მიმართა: ნუთუ არ გრცხვენიათ, საქართველოს მარგალიტისვანეთი წყალში ჩაძიროთ?

*ფსიქოპათი, მანიაკი, მკვლელი და ქართველთმოძულე სააკაშვილის გადარჩენას თავის კრიმინალურ ბანდასთან ერთად, რომელსაც რეაბილიტაციის საშუალებაც მისცა და სხვადასხვა ინფორმაციით, ქვეყნიდან გატანილი 19 მილიარდიც გაუთეთრა (ივანიშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, სტალინი ხალხის მტრებს სასათბურე პირობებს არ უქმნიდა).

*ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, რითაც ქართველ ერს ღირსება შეულახა.

*ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვას.

მართალია, ივანიშვილის მოსვლა პოლიტიკაში წინა ხელისუფლებასთან შედარებით დადებითი მოვლენა იყო, მაგრამ მისი რჩეული პოლიტიკოსების პოლიტიკა შორს არის ქართველთა რეალური ოცნებისგან. “ნეტარ არიან მორწმუნენი”, მაგრამ საინტერესოა, რას ელიან ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის მეორედ მოსვლაზე ოცნებობენ? ერთხელ მოსვლით ხომ პოლიტიკური ფუნა შეიტანა პარლამენტში, “ყველაფერი გაწერილია, ყველაფერი კარგად იქნება”-ს პრინციპით; მეორედ, დიდი ალბათობით, ჩვენი ცნობიერების შეცვლას შეეცდება, რათა დაგვარწმუნოს, რომ ეს მართლაც ასეა. მართალია, ივანიშვილმა ქართული ოცნება ვერ აგვისრულა, მაგრამ დაინტერესდა ჰომოსექსუალი ფროიდის მოდერნიზმით ფსიქიატრიაში, რომელიც თვითმკვლელობის ფორმებს სხვადასხვა სურვილის ასრულებად განიხილავს.

მაგალითად, დახრჩობა ორსულობას ნიშნავს, სიმაღლიდან გადმოვარდნა – ბავშვის გაჩენას და ა.შ. ეს კი ნიშნავს, რომ, თუ ვინმემ “ოცნებისტების” მმართველობის პირობებში თავი მოიკლა, თავისი დიდი ხნის ოცნება აუსრულებია. თუმცა, თუ ოცნება სრულდება, რა მნიშვნელობა აქვს, ის ქართული იქნება თუ ამერიკული?! მსგავს მოსაზრებებს სრულიად ემიჯნება ბიბლია და ნათლად განმარტავს: “თუ ერთ ბრმას მეორე ბრმა მიჰყავს, ორივე ორმოში ჩავარდება”. სიბრმავეა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანას, ქართველ ხალხს უფსკრულისკენ მიაქანებენ და მისგან წარსულის დავიწყებას მოითხოვენ. წარსული კი თავს არ გვავიწყებს: საქართველო იფურჩქნებოდა და ყვაოდა. გვქონდა მეცნიერებათა აკადემია, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ქიმიური მრეწველობა, ელმავალმშენებელი და ჩარხმშენებელი ქარხნები და 75 დასახელების მძიმე მრეწველობის პროდუქცია გადიოდა ქვეყნიდან. საქართველო 95%-ით აკმაყოფილებდა სსრკის მოთხოვნას ჩაიზე, ეს ყოველივე კი ნიშნავს, რომ ქვეყნის წინსვლით თავად რუსეთი იყო დაინტერესებული და მასთან თანაცხოვრების პერიოდში საქართველომ დემოგრაფიული, კულტურული და ეკონომიკური განვითარების არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

დღეს ხელისუფლებას ქვეყნის პოლიტიკა საკუთარ კეთილდღეობაზე აქვს მორგებული და ივანიშვილი გვმოძღვრავს: “ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული პრემიერი და მთავრობა”(?!). დავუჯეროთ და ჩვენი სამშობლო გადავაყოლოთ უკანალებს დეგრადირებული, გახრწნილი ადამიანებისა, რომლებმაც ლგბტ თემი ახალ ფასეულობად აქციეს?!

მოკლედ შევეხები თანამდებობრივ სავარძლებს და მსუყე დაფინანსებას ჩაბღაუჭებული “პატრიოტების” _ კახი კალაძისა და ელისო ჩაფიძის განცხადებებს. როცა პირველი წარსულის შეცდომებზე აპირებს ლგბტ-ს მიმართულებით განათლდეს და ცნობიერება შეიცვალოს, მეორე გვმოძღვრავს, _ გაგებით მოვეკიდოთო. მანანა კობახიძე კი “ლიბერასტებს” თხოვნით მიმართავს: ოღონდ პრორუსულობას ნუ დამაბრალებთ, რაც გინდათ, დამაბრალეთო. საინტერესოა, ლგბტ თემის წევრობა რომ დავაბრალოთ, ღირსება არ შეელახება? ყველაზე მძიმე წონის “ეროვნული” გუბაზ სანიკიძე საგარეო პოლიტიკის ცვლილებას შეუძლებლად მიიჩნევს. ამ “პატრიოტებმა” არც საკანონმდებლო ბაზა შეცვალეს და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენასაც ეწინააღმდეგებიან.

ქვეყანაში შექმნილია ამერიკის მიერ ზურგგამაგრებული მეხუთე კოლონა, რომელმაც უკვე მოახერხა საზოგადოების გარკვეული ნაწილის ცნობიერების დეფორმირება მათ კონტროლს დაქვემდებარებული მედიასაშუალებებით და ცდილობს, ჭეშმარიტად ეროვნული ადამიანები ქართული სახელმწიფოს მტრებად წარმოაჩინოს. მათ ცნობიერებაში ყველაფერი ქართული რუსეთთან ასოცირდება. ვერავინ მცემს პასუხს _ მივიღეთ ის ნანატრი თავისუფლება, რომელიც რუსეთთან თანაცხოვრებისას გვაკლდა?

 დღეს ქვეყნის ღალატი და რუსეთის ლანძღვა კარგად იყიდება საერთაშორისო ბაზარზე. ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერიდან (“კავკასია”) ვისმენთ: “რუსეთი ყველაზე თავხედი ქვეყანაა მსოფლიოში”. სხვა სატელევიზიო ეთერიდან (“ობიექტივი”) გვესმის რიტორიკა, რომ სსრკ-ის პერიოდში უამრავი ადამიანი დახოცეს. ეს ცალმხრივი გაშუქებაა თემისა. მაშინ პარალელი გავავლოთ დასავლეთის ქვეყნებიდან წამოსულ აგრესიასთან, როცა სამამულო ომში მილიონობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. განა ფაშიზმთან გამკლავებას ქართველები რუსების გარეშე შეძლებდნენ ან 1878 წელს აჭარის გათავისუფლებას, რომელიც საქართველოს დაუბრუნეს? რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა 1821 წელს, როცა რუსეთმა თურქეთს საქართველოს მონაწილეობით ახალციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია წაართვა?! ოპონენტი მეტყვის, თუ დაუბრუნა საქართველოს, თავის იმპერიას შეუერთაო (?!) _ უმადურებო, ვის ინტერესებში იყო და ვინ სარგებლობდა ამ ტერიტორიით?

 აღარავის ახსოვს, რამდენი ადამიანი დაიღუპა ამერიკის მიერ ყალბი მოტივაციით ინსპირირებული ინტერვენციების შედეგად, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში მე-20 საუკუნიდან დღემდე 45-ია? რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 1945 წელს ჰიროსიმანაგასაკიში აშშის მიერ ატომური ბომბის ჩამოგდების შედეგად? თვითონ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი რეი მაკჰოვენი ადანაშაულებს დასავლეთს კიევის პუტჩის ორგანიზებაში და აღნიშნავს, რომ სპეცსამსახურების ვეტერანებმა წერილით მიმართეს ანგელა მერკელს და აცნობეს, რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილაო. ფაქტია, რომ რუსეთს კიევის პუტჩამდე ყირიმის მიერთება არც უცდია. მიუხედავად ამ რეალობისა, ყველაზეეროვნულიტელეეთერიდან (“ობიექტივი”) ყველაზეეროვნულიქართველი (თარხან მოურავი) გვაფრთხილებს: “ნახეთ, რუსეთმა რა უქნა უკრაინას!”; შემდეგ კი უკვემაესტროდანგვაიმედებს: ჩვენ ყველა ქვეყანასთან გვექნება კარგი ურთიერთობა, რუსეთთან _ მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” (?!). როგორც ჩანს, შეშინებულია, პრორუსულობა არ დამაბრალონო.

დასავლეთისკენ 25-წლიანი სწრაფვის შედეგია, რომ საქართველო დღეს 3 ნაწილად არის დაშლილი და, ეს პროცესი რომ არ გაგრძელდეს, სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან და გავაფორმოთ სამოკავშირეო ხელშეკრულება. ჩვენი დაცვა “ისლამური სახელმწიფოს” შესაძლო აგრესიისგან, და არამხოლოდ მისგან, რუსეთს შეუძლია. მოდი, უფრო გარკვევით და თამამად ვთქვათ: სასწორის ერთ მხარეს დევს ამერიკის ინტერესებისადმი ერთგულება და პოლიტიკური დივიდენდები, მეორე მხარეს – დედასამშობლოს გადარჩენა და მადლიერი ქართველი ერი. ჩვენმა გენმოდელირებულმა პოლიტიკურმა ელიტამ პირველი აირჩია. შედეგად მივიღეთ უცხოელებისთვის მიყიდული მიწა-წყალი, შეტევა ზნეობაზე, დაცლილი საქართველოს სოფლები (აღწერის მონაცემებით, ნახევარი მილიონი ადამიანია გასული სოფლებიდან) და უცხო თესლის ზეობა საქართველოში – დავრჩებით კი ერად? ქვეყნისთვის დამანგრეველი პოლიტიკის გატარება სადამდე მიიყვანს საქართველოს? _ ამაზე შეშფოთებას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოთქვამდა ქართველი პოეტი:

რა ძნელია რუსთაველო, მეტეხო და დიღმის ველო,

მიდიოდე და ფიქრობდე, ეს არ არის საქართველო!”

იზა თამაზაშვილი

P.S. ოპონენტო ლიბერასტებო, დამაბრალეთ რუსეთუმეობა, ამით მხოლოდ ვიამაყებ, რომ დემოტრაკი არ ვარ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here