Home რუბრიკები საზოგადოება დაიწყოს რეაბილიტაცია

დაიწყოს რეაბილიტაცია

612

საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებზე უამრავი გამოკვლევა ჩატარდა, უფრო მეტი მასალა გამოქვეყნდა _ ტენდენციური, მიკერძოებული, არის ობიექტური პუბლიკაციებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად იბეჭდება პერიოდული გამოცემების ფურცლებზე. პუბლიცისტ ვადიმ ბონდარის წერილიდაიწყოს რეაბილიტაციასსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მოღვაწეობის ლაკონურად, დამაჯერებლად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბების მცდელობაა.

 

1934 წლის 10 ივლისს საბჭოთა კავშირის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება “შინაგან საქმეთა საკავშირო სახალხო კომისარიატის შექმნის შესახებ”. ამ ორგანიზაციაზე ბოლო 25 წლის განმავლობაში უამრავი ყალბი მითი გამოქვეყნდა. რეჟისორები თავიანთ მოვალეობად თვლიან, ნებისმიერ რეტროფილმში ჩააკვეხონ შინსახკომის თანამშრომელი და ჩატენონ ამ პერსონაჟში მაქსიმალური რაოდენობის უარყოფითი თვისება. არადა, ამ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებმაც უზრუნველყვეს ეკონომიკური მშენებლობის არნახული ტემპები, ჰიტლერული გერმანიის განადგურება, ქვეყნის უშიშროება. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ხალხმა წარმატებებს ხელისუფლების მხარდაჭერის წყალობით მიაღწია, გადახრებს მიღმა შეძლო დიადი სახელმწიფოს აშენების ურყევი ნების დანახვა.

ახლა კი ყველაზე უფრო გავრცელებული მითების შესახებ.

პირველი მითი _ 1937 წლისდიდი ტერორი”. ეს ტერმინი “თავისუფალ ცურვაში” გაუშვა დიდბრიტანელმა სოვეტოლოგმა რობერტ კონკვესტმა, რომელიც მუშაობდა ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის კვლევის განყოფილებაში. ეს სტრუქტურა შეიქმნა საბჭოთა პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მაგრამ ისტორიული რეალობა ადასტურებს, რომ საბჭოთა სინამდვილეში არავითარი ტერორი, მით უფრო _ “დიდი”, არ იგრძნობოდა. ისტორიკოსი, მიხეილ შოლოხოვის პრემიის ლაურეატი იური ემელიანოვი წერს: “1936, 1937 და 1938 წლებში სსრკში აღინიშნებოდა შობადობის არნახული ზრდა, ამიტომ იყო, რომ სკოლებში იქმნებოდა უამრავი პარალელური კლასი ამ წლებში დაბადებული ბავშვებისთვის. როგორ ავხსნათ ასეთი შეუთავსებლობა: ქვეყანაში მძვინვარებს შინსახკომი, შობადობა კი არნახულად იზრდება და ხალხს სჯერა ნათელი და ბედნიერი მომავლის?! ოქსფორდში დაწერილი “XX საუკუნის სრული ქრონოლოგიისავტორებმა დასაბუთებულად ვერ მიიჩნიესარნახული რეპრესიებისპერიოდად 1937 წლის გამოცხადება.

მითი მეორე _ ქვეყნის ანტიგმირია ლავრენტი ბერია, რომლის პიროვნება აუცილებლად ასოცირდება შინსახკომთან. აქაც მორიგი ისტორიული სიყალბე: შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად ბერია 1938 წლის 25 ნოემბერს დაინიშნა. ასე რომ, წინა წლისტერორთანმას არაფერი აკავშირებს. პირიქით, თავისი პირველი ბრძანებით, რომელიც 1938 წლის 26 ნოემბრით არის დათარიღებული (#00762), მან გასცა განკარგულება, უმკაცრესად დაეცვათ სოციალისტური კანონიერება. ამ ბრძანებით, წარმოებაში არსებული საქმეებისთვის ხელახლა უნდა გადაეხედათ, უდანაშაულოები გაეთავისუფლებინათ, უსამართლოდ გადასახლებულები დაებრუნებინათ. ყველა დაკავებული კანონიერების სრული დაცვით 48 საათის განმავლობაში ან უნდა გაეთავისუფლებინათ, ან უნდა დაეკავებინათ. შინსახკომის ყველა თანამშრომელს დაურიგდა იმ პერიოდში მოქმედი კოდექსები, რათა ესარგებლათ მხოლოდ ამ საკანონმდებლო აქტების დებულებებითა და მუხლებით.

კიდევ ერთი მითი: შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომელი წარმოდგენილია სისხლისმსმელ მონსტრად, რომელიც მარჯვნივ და მარცხნივ დაუნდობლად ხვრეტს ყველას.

სიმართლე კი ასეთია: დიდი სამამულო ომის ყველა გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობდნენ შინსახკომის ნაწილების მებრძოლები. მოსკოვის დაცვაში _ 7 დივიზია, 3 ბრიგადა და 3 ჯავშნოსანი მატარებელი. ლენინგრადის მისადგომებს თავდადებით იცავდნენ შინსახკომის შინაგანი ჯარების პირველი, მე-20, 21-ე, 22-ე და 23-ე დივიზიების მებრძოლები და მეთაურები. 1942 წლის აგვისტოში შინსახკომის მე-10 დივიზიამ გერმანიის მე-6 არმიას საშუალება არ მისცა, პირველივე შეტევით აეღო სტალინგრადი. 1942-43 წლების ზამთარში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა ჩამოაყალიბა ცალკე არმია, რომელსაც შემდგომ 70-ე არმია ეწოდა. ცენტრალური ფრონტის სხვა ნაწილებთან ერთად მან შეაჩერა ჰიტლერელთა დამრტყმელი დაჯგუფება, რომელიც კურსკისკენ გაჭრას ცდილობდა. შინსახკომის თანამშრომლებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს პარტიზანული მოძრაობის გაშლაში. ამ ყველაფრის გარდა იყო დაზვერვა, კონტრდაზვერვა, დასავლეთ უკრაინაში ბანდერას ბანდების ლიკვიდაცია, დეზერტირობის, ბანდიტიზმისა და დანაშაულობათა წინააღმდეგ ბრძოლა. ომის წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომლებმა გააუვნებლეს 147 183 დამნაშავე. 100 000 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; 200-ზე მეტი საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

დასასრულ, ბოლო მითი: სტალინისა და ბერიას დროს ქვეყნის ნახევარი სასჯელს იხდიდა, მეორე ნახევარი _ ყარაულობდა. 1935-53 წლებში საბჭოთა კავშირის ყველა საპყრობილეში (ციხეები, ბანაკები, კოლონიები და ..) ერთდროულად წელიწადში საშუალოდ 2 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა. და ესდიდი ტერორიაომის, მასობრივი ღალატის, დეზერტირობის და .. პირობებში. შეადარეთ: 2013 წელს კეთლიდღეობით გამორჩეულ აშშში პატიმართა რაოდენობა 2,2 მილიონი იყო.

ცნობისთვის: ამერიკაზე მოდის მსოფლიოს პატიმართა საერთო რაოდენობის 25 პროცენტი, რაც ნორმალურად ითვლება. მარშალის ამერიკული უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი გორდონ კრუზი ამტკიცებს, რომ ამერიკელებს უყვართ ადამიანების უმკაცრესად დასჯა, . . მათთვის დაჰსაშვებია, სხვებისთვის _ არა.

ყველაფერი ის, რასაც მიაწერენ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს, ორმაგი სტანდარტების გამოვლენის გავრცელებული პრაქტიკაა.

ვადიმ ბონდარი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here