Home რუბრიკები სამართალი პროკურატურის საყურადღებოდ!

პროკურატურის საყურადღებოდ!

640

2014 წლის 29 იანვარს ქართული ტელეარხების მიერ გადაცემულ სიუჟეტებში 2009 წლის 5 მაისს დაბა მუხროვანში მომხდარ მოვლენებზე, ალბათ, ყველა მაყურებლისთვის გამაოგნებელი იყო შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის სიტყვები: “ორი გვამი მჭირდება. მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო. პრემია დიდია!”. რას გულისხმობდა ივანე მერაბიშვილი ამ სიტყვებში, შემდგომ გავერკვევით, ჯერ კი დავადგინოთ, რა მოხდა მუხროვანში იმ დღეს.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუხროვანში განლაგებული სამხედრო ნაწილის მოსამსახურეებმა სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მოაწყვეს ამბოხება და დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.

ბრალდება ძალიან მძიმეა და ამიტომ საჭიროა, ბრალდების ყოველი სიტყვა ზუსტად განისაზღვროს, კონსტიტუციასა და კანონებთან შესაბამისად. პირველ რიგში, დავაზუსტოთ მნიშვნელობა სიტყვებისა _ “ამბოხება” და “დაუმორჩილებლობა”:

*”ამბოხება(იგივე “აჯანყება”) _ რეაქციული სამხედრო წრეების შეიარაღებული გამოსვლა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მიზნით.

*”დაუმორჩილებლობა _ მეთაურის (უფროსის) ბრძანების შესრულებაზე დაუფარავი უარი ან შეგნებულად მისი შეუსრულებლობა.

პროკურატურის მიერ სამხედროებისადმი წაყენებულ ბრალდებაში “ამბოხება” აღნიშნულია, როგორც მომხდარი ფაქტი და ამიტომაც საჭიროა, ჩავიხედოთ და დავადგინოთ, რა ქმედებას მოითხოვს ამ შემთხვევაში კონსტიტუცია.

ძირითადი კანონის 73-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად:

) ომიანობის თუ მასობრივი არეულობის… სამხედრო გადატრიალების და შეიარაღებული ამბოხების… შემთხვევაში აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებებს არა უგვიანეს 48 საათისა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად”.

და, რადგანაც 5 მაისს ქვეყანაში არ გამოცხადებულა პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობა და ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ არ იყო დამტკიცებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიარაღებულ აჯანყებას ადგილი არ ჰქონია.

ე.ი. გამოდის, რომ პროკურატურამ ცილი დასწამა სამხედროებს.

ახლა დავუშვათ, რომ “შეიარაღებული ამბოხება” ნამდვილად მოხდა.

მაშინ საგანგებო მდგომარეობის გამოუცხადებლობით სახელმწიფოს მეთაურმა დაარღვია კონსტიტუცია.

ამბოხების შემთხვევაში როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას?

სასწრაფოდ უნდა მოეწვია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, ყოველმხრივ შეეფასებინა შექმნილი ვითარება, შეემუშავებინა ამბოხების ჩახშობის კონკრეტული გეგმა, დაენიშნა პასუხისმგებელი პირები მიმართულებების მიხედვით და საერთო ხელმძღვანელი, მიეღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და სხვ.

აქედან გამომდინარე, შეიძლება დაისვას შემდეგი კითხვები:

_ შეიკრიბა თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭო, რა შემადგენლობით და რა გადაწყვეტილებები მიიღეს?

_ ვინ დაინიშნა შეიარაღებულიამბოხების ჩახშობისსაერთო ხელმძღვანელად, პასუხისმგებელი პირები თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში?

_ რა ძალები და საშუალებები გამოიყენეს აჯანყებულებისწინააღმდეგდა თუ იქნა გაცემული სამხედრო მოსამსახურეებზე სრული საბრძოლო კომპლექტი?

_ თუ გაძლიერდა სამთავრობო შენობებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვა?

_ რა ძალები და საშუალებები გააჩნდათ ამბოხებულებს და თუ გაიცა სამხედრო მოსამსახურეებზე სრული საბრძოლო კომპლექტი?

_ ამბოხებულებმა თუ გამოიყვანეს ბოქსებიდან (თავშესაფრიდან) მძიმე ტექნიკა და თუ მოხდა მათი მხრიდან თუნდაც გამაფრთხილებელი გასროლა?

_ რის საფუძველზე მოუყარეს თავი მუხროვანში სამთავრობო ჯარების საბრძოლო ტექნიკას?

ვინაიდან:

კონსტიტუციის მე-100 მუხლის თანახმად:

“1. სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად”,

დაბა მუხროვანში ბევრი სამხედრო მოსამსახურე, ტანკი და საბრძოლო მანქანა იყო განლაგებული, რაც მოწმობს იმას, რომ სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გაიცა, მაგრამ საკითხავია, რატომ არ იყო ეს გადაწყვეტილება პარლამენტში შეტანილი დასამტკიცებლად?

ე.ი. აქაც ჩანს კონსტიტუციის დარღვევის კიდევ ერთი შემთხვევა.

მუხროვანთან სამთავრობო ჯარების განლაგებით ჩანს, რომ ტანკებსა და ჯავშანმანქანებს შენარჩუნებული ჰქონდათ სალაშქრო (სამგზავრო) მწყობრი და არ ჰქონდათ დაკავებული საბრძოლო პოზიციები.

არც იქ მყოფ პიროვნებებს შორის შეიმჩნეოდა რაიმე დაძაბულობა ან შიში.

პირიქით _ მათ ქმედებაში აშკარად შეიმჩნეოდა აგრესიულობა და დაუოკებელი წყურვილი, სწრაფად გასწორებოდნენ “მეამბოხეებს”, რისთვისაც იქ ჩაიყვანეს სისასტიკით განთქმული პიროვნებები.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამთავრობო სტრუქტურები “აჯანყებულების” მხრიდან თავდასხმას არ ელოდებოდნენ.

მაშინ რომელ შეიარაღებულ აჯანყებაზეა საუბარი?

ახლა განვიხილოთ ივანე მერაბიშვილის მიერ 2014 წლის 30 იანვარს თავის მართლების მიზნით წარმოთქმული წინადადება.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ფრაზაში _ “ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი” _ იგულისხმაორი რუსი ინსტრუქტორის გვამები”, რომლებიც, მისი ინფორმაციით, იმყოფებოდნენ “ამბოხებულებთან” და კვალის დაფარვის მიზნით “აჯანყებულებმა ისინი მოკლეს”.

ჯერ ერთი, დარბაისელი და ინტელიგენტი ადამიანი მოერიდება ახალგარდაცვლილზე თქვას “გვამი”, რადგან ეს სიტყვა ხანდახან ასოცირდება სიტყვებთან _ “ლეში”, “მძორი” და საჭიროების შემთხვევაში წარმოთქვამს სიტყვა “ცხედარს”.

და მეორე, რაც ძალიან შემზარავია: წარბიც კი არ შეუხრია, ისე დააბრალა ჭეშმარიტად ღირსეულ ოფიცრებს, კადრის სამხედროებს, ვერაგული მკვლელობა და მერე ვისი? “მათთან დასახმარებლად მისული რუსი ინსტრუქტორების”, .. სტუმრების.

როგორ უნდა გაბოროტდეს ქართველი ადამიანი, რომ სრულიად დაავიწყდეს ქართული ადათ-წესები და ზნე-ჩვეულებანი?!

ნუთუ არ წაუკითხავს ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი”?!

ნუთუ შეიძლებოდა მის უწყებაში, ასეთი რამ მომხდარიყო?

როგორც ჩანს, ისე გადაიღალა სასამართლო პროცესებით, რომ დაკარგა განსჯის უნარი და ზნეობრივად კიდევ უფრო დაეცა.

რაც შეეხება თავის მართლების მიზნით წარმოთქმული წინადადების კიდევ 2 სიტყვას _ “ჩემი ინფორმაციით”, მან აქ საზოგადოების მოტყუება ძალიან უსუსური არგუმენტით სცადა.

საინტერესოა, ვინ იყო ამ ინფორმაციის მიმწოდებელი _ უშიშროების ოფიცერი, რომელიც ოპერატიულად ემსახურებოდა ამ ნაწილს, და რომელიც ვალდებული იყო, მოეხსენებინა ხელმძღვანელობისთვის ნაწილში არსებული ვითარება თუ სხვა?

და, თუ შს სამინისტროში ასეთიინფორმატორებისინფორმაციის საფუძველზე დგინდებოდაჯაშუშების”, “მოღალატეების”, “შეიარაღებული ამბოხების მონაწილეებისდა სხვადამნაშავეებისვინაობა, ამიტომ ხომ არ გაჩნდა ქვეყანაში ათიათასობით უდანაშაულო პატიმარი და პრობაციონერი?!

თუ მუხროვანის სატანკო ნაწილს ჩავთვლით ინფორმაციის წყაროდ, “ცნობების მომპოვებელ” პიროვნებად ერთადერთ “ინფორმატორს”, ხოლო ამ ინფორმაციის მომხმარებლად შს იმჟამინდელ მინისტრს, მაშინ, დაზვერვის დებულების თანახმად, ინფორმაციის საიმედოობის ხარისხი უნდა შეფასდეს არასარწმუნოდ, ვინაიდან “ინფორმატორი” ერთადერთი პიროვნებაა, რომელიც ადასტურებს “ამბოხებას”, ხოლო თვით “მომხმარებელმა” თავისი თავი, უკვე დიდი ხანია, შეაფასებინა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს, როგორც სადაზვერვო საქმეში სრულიად არაკომპეტენტური.

გავიხსენოთ თუნდაცკოჭოიასდაენვერისსაქმეები, აეროპორტის ოპერატორის მიერ ყალბი პირადობის მოწმობის მქონე ყოფილი შს მინისტრის ამოცნობა და სხვ.

აი, ასეთი “შემოქმედებითი აზროვნების” მქონე პიროვნებებს ეკავათ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები 2008 წლის აგვისტოში და 2009 წლის 5 მაისს.

ცნობისათვის:

1. თუ სადაზვერვო წყაროს, მომპოვებელი და მომხმარებელი ორგანოების საიმედოობა ფასდება სხვადასხვანაირად, ინფორმაციას ენიჭება ყველაზე დაბალი საიმედოობის ხარისხი;

2. საიმედოდ ითვლება ისეთი ცნობები, რომლებიც დასტურდება რამდენიმე წყაროს მიერ ან რამდენიმეჯერ ერთი სარწმუნო წყაროს მიერ დამამტკიცებელი მასალებით და სრულიად შეესაბამება შექმნილ ვითარებას;

3. თუ გავითვალისწინებთ, რომ “აჯანყებულების” მხრიდან ტაქტიკური მოქმედების ხერხად მიღებული იქნებოდა თავდასხმა და ვიხელმძღვანელებთ დადგენილი ნორმატივებით, რომლებიც მოითხოვს დაცვის თითოეული გუშაგის მოხსნისთვის 5-10 მეომარს (თავდამსხმელები + მეთვალთვალეები + საცეცხლე უზრუნველყოფის მეომრები), თანაც გააჩნია, სად იმყოფება ეს გუშაგი, მაშინ 500-კაციანი სატანკო ბატალიონი (ქვეითების გარეშე) ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ნამდვილად ვერ შეძლებდა.

ალექსანდრე ტოლსტოი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here