Home რუბრიკები საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ეტაპზე რუსეთთან დიალოგის ფორმატის გადახედვა ან გაფართოება არ იგეგმება

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ეტაპზე რუსეთთან დიალოგის ფორმატის გადახედვა ან გაფართოება არ იგეგმება

495

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა:

 

“ამ ეტაპზე არ იგეგმება არავითარი ფორმატის გაფართოება. ის ფორმატი, რომელიც ჩვენ გვაქვს, დარჩება. მეორე ფორმატი არის ჟენევის დისკუსიები. ასე რომ, არ ვაპირებთ ამ ეტაპზე რაიმე ფორმატის გადახედვას ან გაფართოებას!”

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან მძიმე ურთიერთობა გვაქვს და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მისი თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამ მიმართულებით სამუშაოდ შეიძლება არ გამოდგეს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მოვიფიქროთ სხვა ფორმატი,  ურთიერთობების დალაგება რომ მოვახერხოთ. კალაძის განცხადების თანახმად, სახელისუფლო გუნდში აუცილებლად იქნება ახალი ფორმატის შექმნაზე საუბარი.

საქართველოდან რუსეთში წამსვლელთათვის წელიწადში, საშუალოდ, 25 ათასი ვიზა ფორმდება, უფრო მეტიც გაიცემოდა, მაგრამ ამას ხელს უშლის საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, ამერიკელების შიშით. რას მოუტანს საქართველოს დასავლეთის დაკრულზე თამაში და ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა, ძნელი მისახვედრი არ არის, თანაც იმ ფონზე, როდესაც რუსეთის პირველმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის დაწყების წინააღმდეგნი არ არიან.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here