Home რუბრიკები პოლიტიკა აკრძალული სიმართლე და “სიძულვილის ენა”

აკრძალული სიმართლე და “სიძულვილის ენა”

644

საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც მხოლოდ ქართველი მართლმადიდებლების სიძულვილია დაშვებული, სხვა _ ნებისმიერი უმცირესობით დაწყებული და თვით მრავალმილიონიანი თურქეთით დასრულებული, მზრუნველობისა და დაცვის ობიექტად არის გამოცხადებული.

 

ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უმცირესობების უფლებებზე გაერთიანებული ერების უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის “ჩრდილოვანი” ანგარიში წარადგინა. მხოლოდ ერთი კვირის – 16-22 მარტის _ განმავლობაში ამ ხუთმა დამაშვრალმა უფლებადამცველმა არასამთავრობომ ათეულობით დარღვევა აღმოუჩინა ქართულ მედიას: “სიძულვილის ენა _ 2; ინდივიდუალური შუღლის გაღვივება _ 3; ძალადობის წახალისება _ 3; ქსენოფობია _ 4; თურქოფობია _ 1; ეთნიკური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება _ 1; რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია _ 1; ჰომოფობია _ 5; სექსიზმი, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია _ 3; ანტიდასავლური განწყობები – 27.

ასე განსაჯეთ, სიძულვილის ენის გამოვლენა ყოფილა: სირცხვილია, სასამართლო სისტემას ჰყავდეს ურთმელიძის მსგავსი გონებაშეზღუდული და მონა მოსამართლეანამ ავად სახსენებელმა კოჰაბიტაციამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ავადმყოფინაციონალებიაქციას აანონსებენ”.

ახლა ჩემს ადგილზე ვინმე ჩასაფრებული ანტინაცი რომ იყოს, ხომ ჰკითხავდა ამ “ანგარიშის” ავტორებს _ რატომ არ უთქვამთ არასოდეს, რომ სიძულვილის ენაა მართლმადიდებლებისბნელებადგამოცხადება და პატრიარქზე სოციალურ ქსელშიმე მიყვარს ჩემი გეი პატრიარქისგვერდის დაანონსება ან _ “ყველანი ციხეში”, ანსულს ამოგხდით!” და სხვა მრავალი, რითაც 9 წლის განმავლობაშიგვანებივრებდნენ” “ნაციონალთაბელადები? ის ბელადები, რომელთა მიმართაც “იდივიდუალური შუღლის გაღვივების” გამო დღეს ასე ჭმუნავენ “უფლებადამცველები”. აი, ამის ორი მაგალითიც: დღეს ქართველ ხალხში მისადმი (მიხეილ სააკაშვილი) და მისი თანამზრახველებისადმი საყოველთაო ზიზღი და სიძულვილია”. “დიახ, უგულავა, რომელსაც ბლოგების წერა კი არა, უკანალში მეტრანახევრიანი ცოცხის ტარი უნდა ჰქონდეს გარჭობილი, დღეს თავისუფალია”!

ეს ინდივიდუალური შუღლის გაღვივებაა თუ შეფასება? ვინც სხვას ცოცხებს ურჭობდა ან თუნდაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წამახალისებელი იყო, იმას სიტყვითაც არ უნდა აკადრო, რასაც იმსახურებს? თუმცა ამ ყველაფერს საკმაოდ მარტივი ახსნა აქვს და იქამდეც მივალთ, ახლა კი ისევ “ანგარიშს” მივუბრუნდეთ.

ძალადობის წახალისება ყოფილა: საკუთრებაში ვინმე შემოვა და შეურაცხყოფას მიაყენებს ჩემს საკუთრებას, იქვე დავმარხავ!”

არასამთავრობოებო, ნაცისტების ზეობისას საკუთრება დაცული იყო, ძალადობა სულ არ იყო წახალისებული და საპროცესო გარიგების ხარჯზე წართმეული მილიონებით არგულაობდნენთქვენი დაცვის დღევანდელი ობიექტები?

ძალადობის წახალისება ყოფილა: “მე ნამდვილად არ შემეცოდება, თუ რომელიმე ნასყიდ ნაცაცქვიტიას 21 მარტს, თავად “ნაცები” გააგორებენ… როცა საქართველოს უჭირდა, ქართველი კაცი თოხს და ნამგალს გვერდზე დებდა და ხელში ხმალს იღებდა! თუ ხელისუფლება “ნაცებს” არ გაასამართლებს, მაშინ ამას ქართველი ხალხი გააკეთებს სახალხო სასამართლოთი”. მაშ, სასამართლო ძალადობის წახალისებაა? დიახ, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა გასამართლების პერსპექტივა ნაცლიდერებს ემუქრებათ და არა მაშინ, როცა მათი ჯიბის სასამართლო მკვლელებს სიმბოლურ სასჯელს აკმარებდა, ხოლო არასრულწლოვანს სამაგალითოდ სჯიდა 10-წლიანი პატიმრობით!

ახლა _ ქსენოფობიაშიმხილება”: “სულ მინდოდა, მეკითხა, რომ, ქალბატონო ეკა [გიგაური], როგორ მოგიბრუნდათ ხელი ასეთი საჩივრის [საკონსტიტუციო სარჩელი მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის ანტიკონსტიტუციურად ცნობის შესახებ] დასაწერად, ჩვენ ხომ ცოტა ხანში, ქართველები, მიწის გარეშე დავრჩებით”. როდის აქეთ არის ფაქტის კონსტატაცია ქსენოფობია?

აი, კიდევ ერთი “ქსენოფობიური” განცხადება: “რაც შეეხება ფაქტს, არაბი, რომელიც ქართულ მიწას ოდითგანვე დახარბებული იყო, დღეს მზადაა, ქართველებზე ორჯერ მეტი თანხა ჩაუცუროს ხელისუფლებას და საბოლოოდ გაბატონდეს, დომინანტი გახდეს ამ მიწაზე. ეს მისი ისტორიული ოცნებაა… უბედურება ისაა, რომ სათავეში გვიზის ტიპური მეხუთე კოლონა.. თორემ ქვეყანას, რომელიც თავის დროზე მურვან ყრუმ და ბუღა თურქმა ვერ გატეხეს, ძუნძგლიანი “ინვესტორი” რას დააკლებდა”. ტყუილია ეს? თუ სიმართლეა, ამ სიმართლის თქმა აკრძალულია?

“ქსენოფობების” რიგში საპატიო ადგილი თქვენს მონა-მორჩილსაც ერგო ამ ციტატისთვის: საქართველოს ყველა კუთხეში ნახავ ნაირნაირი ჯურის ადამიანებს. ქართველები კი უცხოეთში გარბიან და იქ ეძებენ საარსებო წყაროს. მიწები უცხოელების ხელში გადადის და ისედაც გაზარმაცებული გლეხობა მოჯამაგირეობისთვის არის განწირული”, _ ეს თუ ქსენოფობიაა, მაშინ სიმართლეს რაღა ჰქვია?

თურქოფობია საგანგებოდ არის ცალკე გამოყოფილი: “რადგანაც აქეთ პირდაღებული თურქეთია, რომელსაც ნახევარი საქართველო ჰყავს გადაყლაპული და დღესაც პირდაფჩენილი შემოგვყურებს, ნამდვილად საჭიროა ურთიერთობა რუსეთთან, რადგანაც გარდაუვალია ომი, გარდაუვალი”. თითქოს ამხელა ქვეყანას და მის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას საქართველოში ამ ციტატამ შეიძლება ზღვარი დაუწესოს! ალბათ, ამის შიში აქვთანგარიშისავტორებს”, თორემ თურქებისთვის ბათუმისა და თბილისის აეროპორტების გადაცემა (თავის აჭარიანაღმაშენებლის გამზირიანადსაფლავში ამობრუნდა დიდი დავითი!) მათ არასდროს უჩენდაგონივრულ ეჭვს”! თურქეთი დაიცავით, უფლებადამცველებო, “დიდი ოსმალეთისფაქტობრივ აღდგენას საფრთხე რომ არ შეექმნას! და კიდევ: დარღვევები თურქულ პრესას დაუთვალეთ, რომელიც თურქეთის ლიდერების დაუფარავ პანთურქულ განცხადებებს ყოველდღიურად ავრცელებს!

ეთნიკური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითების მაგალითი “ანგარიშში” ასე გამოიყურებს: “მას შემდეგ, რაც ბაქოელი სომხების ორმა ნაშიერმა _ სააკოვმა და კასპაროვმა _ აშშ-ს უკრაინისთვის იარაღი ვერ გამოსძალეს, სააკაშვილის ყოფნამ უკრაინაში პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე ყოველგვარი აზრი დაკარგა”.

მამაცხონებულებო, ის მაინც გეთქვათ, სააკაშვილისა და კასპაროვის მითითებულიეთნიკური იდენტობატყუილიაო, “დაუსაბუთებელ მითითებასრომ ედავებით ციტატის ავტორს! სააკაშვილზე თვითონ გაარკვიეთ, აი, კასპაროვი კი ებრაელია და არა _ სომეხი, თუმცა, ალბათ, არც ამის დაწერის უფლება გვაქვს თქვენი “სტანდარტების” თანახმად!

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის მაგალითად ვკითხულობთ: “ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, ბათუმში დაიდგას მეცხრამეტე საუკუნის დამპყრობელი ოსმალეთის იმპერიის სულთან აბდულა აზიზიეს სახელობის მეჩეთი”. სად არის აქ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია? მუსლიმანებს ერჩის ვინმე თუ, საზოგადოდ, მეჩეთებს? ან იქნებ ოსმალეთის იმპერია დამპყრობელი არ იყო? მეტსაც გეტყვით: ის ახლაც დამპყრობელია, ოღონდ, წარსულისგან განსხვავებით, მახვილით აღარ მოქმედებს _ თანამედროვე, ეკონომიკური მეთოდებით განაგრძობს ექსპანსიას!

ამ ეგრეთ წოდებულ ანგარიშში ყველაფერი ყირაზეა დაყენებული. როცა მის ავტორებს ფაქტები არ მოსწონთ, სხვადასხვა ტერმინს უსადაგებენ დაფობიებსარქმევენ, სიმართლისთვის ტაბუს დადებას ცდილობენ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ამ ანგარიშებს ისინიამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობითამზადებენ. ეს ფრაზაც შეუძლიათ “ანტიდასავლური განწყობების” ქვეთავში მოათავსონ სამომავლოდ, რომელიც ყველაზე ვრცელია. ამ “გულუხვ დახმარებას” კიდევ მივუბრუნდებით, ახლა კი ანგარიშში მოტანილ “ანტიდასავლური განწყობების” მარგალიტს გავეცნოთ:

ბრაიან ფიშერი, ამერიკელი კონსერვატორი: “ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ევროატლანტიკური ქვეყანა, ფაქტობრივად, თავისი ფესვების უგულებელყოფის გზას დაადგა, მათ შორის, ქრისტიანული ღირებულებებისაცტარდება პოლიტიკა, რომელიც მრავალშვილიან ოჯახსა და ერთნაირსქესიან პარტნიორობას, ღვთისა და სატანის რწმენას ერთ დონეზე აყენებს. მიმიდინარეობს პედოფილიის პროპაგანდაეს პირდაპირი გზაა დეგრადაციისა და პრიმიტივიზაციისკენ, ღრმა დემოგრაფიული და ზნეობრივი კრიზისკენ”.

საქართველოში მოქმედი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ მედიას საყვედურობს, რატომ ავრცელებს ამერიკელი კონსერვატორის თვალსაზრისს! თვითონ ბრაიან ფიშერს რომ მიუთითოთანტიდასავლურობისგამო, არ გიცდიათ? თუ ამერიკაში ამის თქმამოსულა”, მაგრამ მთავარია, საქართველოში არავინ არაფერი გაიგოს?

შემდეგი ციტატაც ანტიდასავლურობის მაგალითად არის მოტანილი “ანგარიშში”: “…საერთოდ, დიდი ხანია, ნატო ჩვენთან, ერთგვარ რელიგიად იქცა. ეკლესიის ლანძღვა შეიძლება, პატრიარქისაც, მაგრამ ნატოზე ცუდის თქმა ერეტიკოსობას ნიშნავს. ამ იდეოლოგიის აპოლოგეტებს რომ შეეძლოთ, ალბათ, ინკვიზიციასაც შემოიღებდნენ და ცეცხლში დაწვავდნენ ადამიანებს, რომლებიც ალიანსზე რამე კრიტიკულს იტყოდნენ”.

განა ეს სიმართლე არ არის? მაგრამ ამ ხუთ არასამთავრობოს სწორედ სიმართლე სტკენს თვალებს. ისინი პირდაპირ აბეზღებენამერიკელ ხალხთანქართულ მედიას, ქართველ პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას. “ნაციონალური მოძრაობისეს ადვოკატები სრულიად საქართველოს ებრძვიან, პატრიოტიზმი მათთვის საქილიკო თემაა. უსამშობლო არსებები (სიძულვილის ენა არ გეგონოთ, ჩემი შეფასებაა, თუ არა _ გამოვიდნენ და სამშობლო დაიფიცონ!) ამ დაბეზღებაში კარგა გვარიან ფულსაც შოულობენამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით”. გადაჭარბებაში რომ არ ჩამითვალოთ, ჯერ ამ ხუთი არასამთავრობოს შემადგენლობას გადავხედოთ და შემდეგ მათი დაფინანსების არასრულ, მაგრამ ერთობ ანგარიშგასაწევ რაოდენობას.

მედიის განვითარების ფონდის გამგეობის წევრები არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი თამარ კინწურაშვილი (თავმჯდომარე), გიგა ზედანია, ბექა მინდიაშვილი (“ნაციონალი” სახალხო დამცველისგან მემკვიდრეობით მიღებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი). რაკი სიტყვამ მოიტანა, იმჟამინდელი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, რომლის დაცული ადამიანი არავის უნახავს, დღეს თავგამოდებით იცავს ნაცლიდერებს “პოლიტიკური ნიშნით” დევნისგან და ამ “ანგარიშის” ერთ-ერთი ხელმომწერია.

ბოლო წლების განმავლობაში მედიის განვითარების ფონდს სხვადასხვა დასავლური დონორი ორგანიზაციისგან უამრავი გრანტი აქვს მიღებული. მაგალითად, მედიის კვლევის, უმცირესობათა დაცვისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროპაგანდისთვის ამერიკულ დოლარებში: 78 870; 26 865; 34 558; 63 620; 31 285; 18 561; ლარებში: 54 430; 43 570.

ეს არასრული ჩამონათვალია ხუთიდან მხოლოდ ერთი ორგანიზაციის დაფინანსებისა. მთლიანობაში ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური პროპაგანდისთვის ესგულუხვი დახმარებაათეულობით მილიონზე ადის და აღარც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ საკუთარი მიწაწყლის უცხოელებისთვის მიყიდვის უფლების დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლოშიც დარბიან და სააკაშვილის ჯიბის ეს ორგანო უკმაყოფილებს კიდეც სარჩელს.

ამ “ანგარიშიდან” თვალნათლივ ჩანს, რომ მისი ავტორები ჰომოფობიასა და ანტიდასავლურობას აიგივებენ, ანუ, თუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგი ხარ, ავტომატურად ანტიდასავლურ განწყობებში გედება ბრალი და პირიქით. ახლა წარმოვიდგინოთ, ამგვარ პროპაგანდას, მაგალითად, რომელიმე რუსული ფონდი რომ აფინანსებდეს ასეგულუხვად”, რა ამბავი ატყდებოდადემოკრატიის ქომაგებისმხრიდან! აკი, დაიწყო კიდეც საუბარირუსულ პროპაგანდაზე”. მერე რა, რომ არც რუსული ფული ჩანს და საზოგადოების განწყობებიც, დიდწილად, სწორედ ამგვარი დასავლური პროპაგანდის გამო იცვლება. მთავარი ხომ ის არ არის, სინამდვილეში ხალხი როგორ ფიქრობს; მთავარია, აგვიკრძალონ ამაზე ლაპარაკი, ხოლო მედიას დაემუქრონ, რომ დასავლეთში დააბეზღებენ!

დასავლეთი თვითონ უწყობს ხელს ანტიდასავლური განწყობების შექმნასა და გაძლიერებას. ამის მაგალითად მხოლოდ ერთნაირსქესიანთა ქორწინების “მთელ მსოფლიოში გავრცელების” მანიაკური იდეაც გამოდგებოდა. თუმცა არის კიდევ ერთი მიზეზიც: როცა დასავლეთის პროპაგანდას ისეთი არსებები ეწევიან, როგორიც არიან მიხეილ სააკაშვილი, თეა თუთბერიძე, ბექა მინდიაშვილი, ქეთა გაბიანი, მიხეილ თავხელიძე და სხვები, ასეთი დასავლეთი უფასოდაც აღარავის უნდა!

ნაცების” “გამპრავებლებო”! როცა შემდეგანგარიშსმოამზადებთ, ეს ფრაგმენტი არ გამოგრჩეთ, როგორცინდივიდუალური შუღლის”, ქსენოფობიისა და ძალადობისკენ მოწოდების მაგალითი! თქვენს დასავლელ პატრონებს კი გადაეცით, რომ თქვენი წყალობით დიდი მონაპოვარი მიიღეს: ამდენი ფული იმაში დახარჯეს, რომ დასავლეთის მიმართ ლოიალურად განწყობილ საქართველოს საბოლოოდ შეაძულეს თავი!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here