Home რუბრიკები საზოგადოება ვინ უშლის ხელს სტალინის ძეგლის თავის ადგილას დაბრუნებას გორში

ვინ უშლის ხელს სტალინის ძეგლის თავის ადგილას დაბრუნებას გორში

1733

ფაშიზმზე გამარჯვების ავტორის _ იოსებ სტალინის ძეგლი გორში 2010 წლის 24 ივნისს, ღამით, სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა აიღეს. მას შემდეგ გორელები და საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სტალინის მადლიერია, ძეგლის ხელახლა დადგმას ამაოდ ელის.

 

9 მაისს გორში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70- წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ გორის მერსა და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებს ულტიმატუმი წაუყენა _ თუ 24 ივნისს გორში სტალინის ძეგლი არ დაიდგმება, საპროტესტო აქციებს დავიწყებთო.

24 ივნისი გავიდა, მაგრამ ბელადის ძეგლი კვლავ არ დგას.

გორელები იხსენებენ 2012 წლის წინაასაარჩევნო კამპანიისას ბიძინა ივანიშვილის დაპირებას, სტალინის ძეგლი აუცილებლად დაუბრუნდებაო თავის ადგილს, თუმცა მათ ასევე ახსენდებათ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებაც: “არავითარი სტალინის ძეგლი გორში არ დაიდგმება”.

გორელებმა ივანიშვილისქართული ოცნებასწორედ ამ დაპირების გამო აირჩიეს, ასევე, ამ დაპირების გამო აირჩიეს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილიც _ სტალინის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის შვილი და დიდი ბელადის თაყვანისმცემელი, მაგრამ 9 მაისს არც კი მივიდა ფაშიზმზე გამარჯვების ღონისძიებაზე და, რაც მთავარია, გორელები ვერ ახერხებენ მასთან შეხვედრას.

გვესაუბრებასტალინის იდეურ მემკვიდრეთასაზოგადოების წევრი ალექსანდრე ლურსმანაშვილი:

_ ბატონო ალექსანდრე, 9 მაისს გორის მერსა და თვითმმართველობის წევრებს ულტიმატუმი წაუყენეთ, რომ, თუ სტალინის ძეგლი 24 ივნისს მუზეუმის ეზოში არ იდგებოდა, საპროტესტო აქციებს დაიწყებდით

_ დიახ, ჩვენ ულტიმატუმიც წავუყენეთ და ქალაქის ხელმძღვანელობასთან ინტენსიური მიმოწერაც გვაქვს.

გორში ორი მოწვევის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება სტალინის ძეგლის ჯერ აღების და შემდეგ დადგმის თაობაზე. ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ძეგლი უნდა დაიდგას და ამისთვის თანხაც გამოიყო, ამიტომ ჩვენი მოთხოვნა კანონიერია.

9 მაისის ღონისძიებისა და ულტიმატუმის შემდეგ შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილს შევხვდით და ამ თემაზე ვესაუბრეთ. ჩვენთან ერთად იყვნენ საზოგადოება “გორელების” წევრებიც.

ზურაბ რუსიშვილმა გვითხრა, რომ სტალინის სახლმუზეუმი კულტურის სამინისტრომ გორის თვითმმართველობას უნდა გადასცეს და, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, იქვე, სკვერში სტალინის ძეგლიც დაიდგმება. ამ დაპირებით დავშორდით გუბერნატორს. ჩვენ დავთმეთ, რომ სტალინის ძეგლს თავის ადგილას აღარ დააბრუნებენ და სკვერში განათავსებენ, რადგან ვშიშობთ, იგივე არ განმეორდეს და ცენტრიდან, ღამით, ქურდულად, სპეცნაზის დახმარებით ისევ არ გააქრონ. იმ ადგილას ქალაქის მუნიციპალიტეტია და შეიძლება, ვიღაცას სტალინის ძეგლი აღიზიანებს.

24 ივნისამდე გუბერნატორს კვლავ ველაპარაკეთ. რუსიშვილმა იგივე გაიმეორა, ოღონდ გვითხრა, პროცესი ჭიანურდება და ძეგლი 1 ივლისს დაიდგმებაო, მაგრამ ძეგლი არც 1 ივლისს დადგეს. რამდენიმე დღეის ველოდეთ, მერე სტალინის სახლ-მუზეუმის დირექტორს ლია ოქროპირიძე შევხვდი და ვკითხე, რა ხდება-მეთქი. მიპასუხა,_ არაფერივიციო.

8 ივლისს გუბერნატორთან შეხვედრას ვითხოვთ და მას ბევრ რამეზე მოუწევს პასუხის გაცემა.

_ რას ამბობს ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, ის ხომ იმიტომ აირჩიეთ, სტალინის ძეგლის ძველ ადგილას დაბრუნებას რომ დაგპირდათ?

_ ჩვენი საზოგადოების წევრი მიღებაზე იყო ზურაბთან. მერმა მას განუცხადა, რომ სტალინის ძეგლის დადგმაზე პრობლემებია.

როგორც ჩანს, დიდი ბელადის ძეგლი არ დაიდგმება. ჩვენ ჯერ დაველოდებით გუბერნატორთან შეხვედრას და შედეგებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. თუ რუსიშვილისგან უარყოფითი პასუხით გამოვედით, საპროტესტო აქციებს დავიწყებთ. ყოველდღე მოვაწყობთ ქალაქის საკრებულოსთან და გამგეობასთან აქციებს. გამოვალთ რუპორებით და ჩვენს ხმას ქალაქის მმართველებს გავაგონებთ. სტალინი ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა და მისი უგულებელყოფის უფლებას არავის მივცემთ.

მოვითხოვთ რეფერენდუმის ჩატარებას და ძეგლს მაინც დავდგმათ. ყველაფერს გავაკეთებს იმისთვის, რომ სტალინის ძეგლი მისივე სახლმუზეუმის ეზოში დაიდგას.

სტალინის ძეგლის შეურაცხყოფისთვის ყველა პასუხს აგებს, ჩვენ ვალდებულები ვართ ეს სირცხვილი ერს ჩამოვაშოროთ.

დავუკავშირდით გორის საკრებულოს წევრ ზურაბ როსებაშვილს და შევეცადეთ, მისგან შეგვეტყო, აქამდე რატომ არ დაიდგა სტალინის ძეგლი.

_ ზურაბ, სტალინის ძეგლის დადგმა იმიტომ ჭიანურდება, რომ სახლმუზეუმი კულტურის სამინისტრომ გორის მუნიციპალიტეტს უნდა გადასცეს?

_ რა სისულელეა. ეს არაფერ შუაშია. სახლ-მუზეუმთან მიწა გაყოფილია: ნაწილი კულტურის სამინისტროს ეკუთვნის, ნაწილი _ მუნიციპალიტეტს. ახლა ამბობენ, რომ კვარცხლბეკი, რომელიც ხალხის ფულით აშენდა, მუზეუმის ტერიტორიაზე მოყვა და არ შეიძლებაო. არადა, კვარცხლბეკი არ არის კულტურის სამინისტროს ტერიტორიაზე.

2013 წელს სტალინის ძეგლის დასადგმელად საკრებულომ თანხა გამოყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მოსახლეობამ თვითონ გადაწყვიტა ფულის შეგროვება და დამატება. საკმაო თანხა შეგროვდა. სწორედ ამ თანხით მოხდა კვარცხლბეკის აგება, მაგრამ, როდესაც თბილისში შეიტყვეს, რომ სტალინის ძეგლი იდგმებოდა, ერთი ამბავი ატყდა და პროცესი შეჩერდა. არადა, 2012 წლის არჩევნების წინ ხელისუფალი თუ ოპოზიციონერი გორში სტალინის ძეგლის დადგმის დაპირებას იძლეოდა, მაგრამ, როგორც ბევრი სხვა რამ, დაპირება დაპირებად დარჩა.

_ ქალაქის მერსსტალინელებისთვისუთქვამს, რომ ძეგლის დადგმა პრობლემაა

_ ჯერ ერთი, როცა ირჩევდნენ, მაშინ არ იცოდა, პრობლემა თუ იყო? რატომ იძლეოდა ამ დაპირებას? მერის მამა ერთერთი პირველი ითხოვდა სტალინის ძეგლის დადგმას.

რაც შეეხება იმას, თუ რა პრობლებაა, არაფერი პრობლემა არ არის. მეც ასე მეუბნებოდნენ, _ რა დროს სტალინის ძეგლიაო. ახლა გვაჩუქებენ ზურაბ წერეთლის გაკეთებულ ძეგლს, სადაც რუზველტი, ჩერჩილი და სტალინი არიან და იმას დავდგამთო. სტალინის ძეგლი დიდია და არ დაიდგმებაო.

მოკლედ, შეიძლება, სურვილი ყველას აქვს, მაგრამ ძალა არ შესწევთ _ ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ვერ მიდიან. გორში ხომ თვითმმართველობა არ გვაქვს, თბილისიდან წამოსულ ბრძანებას ელოდებიან. ასე რომ, სტალინის ძეგლს არ დადგამენ. ის, რასაც “სტალინელებსა” და “გორელებს” ეუბნებიან, ტყუილია. დროს აჭიანურებენ. ძეგლს ამ ხელისუფლების პირობებში არავინ დადგამს.

სტალინი ხალხის მეხსიერებაში ფესვგადგმულია, როგორც ფაშიზმის უღლისგან კაცობრიობის გადამრჩენი. “მხნედ და იმედიანად დავაბიჯებ ქვეყანაზე იმ ადამიანთან მეგობრობითა და ახლო ურთიერთობით გაამაყებული, რომლის დიდებამაც, მხოლოდ რუსეთს კი არა, მსოფლიოს გადაუარა”, _ ამბობდა უინსტონ ჩერჩილი სტალინზე მეორე მსოფლიო ომის დროს.

* * *

დავუკავშიდით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის თანამშრომელს _ მანანა თოქმაჯიშვილს და შევეცადეთ, მისგან გაგვეგო პრემიერის პოზიცია სტალინის ძეგლის დადგმაზე.

_ ქალბატონო მანანა, პრემიერმა დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანაზე ისაუბრა და, ალბათ, მისი ეს ინიციატივა სისრულეში ძალიან მალე მოვა. ხომ არ იცით, რა პოზიცია აქვს მას სტალინის ძეგლის დადგმაზე?

_ დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაკავშირებით რა ხდება, ნამდვილად არ ვიცი, ეს კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა.

_ სტალინის ძეგლის დადგმაზე თუ არის რაიმე სიახლე?

_ ვისი? და რა სიახლე უნდა იყოს, რა ხდება?

_ გორში აქციების დაწყებას გეგმავენ, ითხოვენ, რომ ძეგლი სასწრაფოდ დაიდგას.

_ სტალინის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით პრემიერის პოზიცია არ შეცვლილა.

_ ანუ, სტალინის ძეგლი არ დაიდგმება

_ არა.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here