Home რუბრიკები პოლიტიკა მსოფლიოს საიდუმლო მთავრობა ახალ შეთქმულებას ამზადებს

მსოფლიოს საიდუმლო მთავრობა ახალ შეთქმულებას ამზადებს

1419

მსოფლიოს ჩრდილოვან მთავრობაზე სიტყვა რომ ჩამოვარდება, ბევრი ამ ბურუსით მოცულ ორგანოს რაღაც ზებუნებრივ ძალთა კავშირად წარმოიდგენს, “ზედროულს, დაუსაბამოსა და მარადიულს” “ლუციფერის მეხუთე კოლონადაცმოიხსენიებენ! არადა, ყველაფერი გაცილებით მარტივია და პრაგმატული. მაშ, რა არის ესსაიდუმლო მსოფლიო მთავრობა”? ეს არისბილდერბერგის კლუბი” _ დასავლეთის ელიტების დროდადრო თავშეყრის ადგილი, ერთგვარიარასამთავრობო ორგანიზაციაგანუსაზღვრელი შესაძლებლობებითა და გავლენით. ჟურნალისტი ევგენი ჩერნიხი შეეცადა ამის დამტკიცებას ერთი კონკრეტული მაგალითის გაანალიზებით.

 

მსოფლიოს მომავალს აქ განსაზღვრავენ

11-14 ივნისს ფეშენებელურ ალპურ სასტუმრო Interalpen-ში 63-ე სხდომაზე კვლავ შეიკრიბნენ მსოფლიო ელიტის წარმომადგენლები, გაცილებით გავლენიანი, ვიდრე “დიდი შვიდეულის” ლიდერები: ასეთებად წარუდგინა ისინი გაზეთმა “გარდიანმა” საზოგადოებრიობას. ანალიტიკოსები უფრო კატეგორიულები არიან: ობამები, მერკელები და ა.შ. მოდიან და მიდიან, ხოლო პოლიტიკური მეთოჯინეები (кукловоды) _ დიდი ფინანსისტები და მრეწველები _ რჩებიან.

სტალინის ფორმულა გამოიყენეს: “ჰიტლერები მოდიან და მიდიან, ხოლო გერმანელი ხალხი, გერმანული სახელმწიფო რჩება”.

ბილდერბერგის კლუბიდასავლეთის ელიტის ყველაზე უფრო კარჩაკეტილი სტრუქტურაა. მაქსიმალურად გასაიდუმლოებული: “ბილდერბერგერების” ივნისის შეხვედრის შესახებ დასავლეთის მედიაში სიტყვა არ დაუძრავთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეკრებაზე მიწვეულები იყვნენ BBC-ის, Bloomberg-ის, The Financial Time-ის, The Economist-ისა და სხვა გავლენიანი მედიის ხელმძღვანელები და წამყვანი ჟურნალისტები.

ხმა არ ამოუღიათ! მაშ, რატომ იყვნენ მიწვეულები? უნდა ვივარაუდოთ, დირექტივების მისაღებად, თანამედროვე გლობალურ საკითხებზე საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულების დასადგენად.

ვიდრე ამ სერიოზულ თემებზე ვისაუბრებთ, უთუოდ დაგაინტერესებთ, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ კლუბს კინოგმირ ჯეიმს ბონდთან.

“ბილდერბერგის კლუბის” დამფუძნებელია პრინცი ბერნარდ ლეოპოლდ ფრიდრიხ ებერჰარდ იულიუს კურტ კარლოს გოტფრიდ პეტერ ლიპებისტერფელდი, ნიდერლანდის დედოფლის _ იულიანას ქმარი. პირველი სხდომა 1954 წლის მაისში ჰოლანდიის სასტუმრო “ბილდერბერგში” გაიმართა. სახელწოდებაც აქედანაა.

პრინცი ფრიად საინტერესო პიროვნებაა: ძველი გერმანული გვარის წარმომავალია, ცნობილი ავანტიურისტი და რისკიანი პიროვნება. იყო ესესელი ოფიცერი გერმანული ქიმიური კონცერნის ი.ბ. ფარბენის დაზვერვის სამსახურში, კონცერნისა, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში ნაციზმის გასამარჯვებლად. ცოლად მოიყვანა ნიდერლანდის პრინცესა. ცდილობდა, კავშირი დაემყარებინა მესამე რაიხსა და ბრიტანულ ელიტებს შორის.

ამბობენ, რომ იან ფლემინგმა, ბერნარდის მეგობარმა, თავისი ჯეიმს ბონდი ბერნარდისგან, როგორც პროტოტიპისგან, გადმოიღო.

ესეც _ ბონდი!

გარდაიცვალა 2004 წელს, 93 წლისა. ამჟამად კლუბის სხდომებს ესწრება მისი ქალიშვილი ბეატრიქსი _ ნიდერლანდების დედოფალი.

რუსეთში სერიოზული მღელვარება დაიწყება?

კონფლიქტოლოგები ვარაუდობენ, ივნისში გამართული “საიდუმლო სერობის” ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის საკითხი იყო.

რატომ მაინცდამაინც რუსეთი?

იმიტომ, რომ პლანეტის ჩრდილოვანი პატრონების მამხილებელი, ვილნიუსში დაბადებული, ამჟამად ესპანეთში მცხოვრები მწერალი დენიელ ესტულინი ჯერ კიდევ 2012 წელს წერდა, რომ “ბილდერბერგის” იმ წლის მაისში გამართული კონფერენციის მთავარი თავისტკივილი იყო ვლადიმირ პუტინი, რომელმაც გაილაშქრა ირანსა და სრიაში ომების, აშშ ბაზებით რუსეთის რკალში მოქცევის წინააღმდეგ და მტკიცედ დაიცვა თავისი ქვეყნის სახელმწიფო სუვერენიტეტი, შემდეგ _ ყირიმივარაუდია, მაგრამ არცთუ უსაფუძვლო.

ექსპერტების დაკვირვებით, კლუბის სხდომებს ზოგჯერ რუსი ოპოზიციონერებიც ესწრებოდნენ: ანატოლი ჩუბაისი, გარი კასპაროვი, გრიგორი იავლინსკი და კიდევ _ ერთი-ორი, ნაკლებად ცნობილი პიროვნება. 2013-2014 წლებში რუსთაგან არავინ ჩასულა.

არც იწვევდნენ.

თუმცა ერთი გამონაკლისი მაინც დაუშვეს, როცა მიიპატიჟეს რუსეთის ეკონომიკური სკოლის ყოფილი რექტორი სერგეი გურიევი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში ეკონომიკის პროფესორად მუშაობს.

რატომ მაინცდამაინც გურიევი?

ამ შეკითხვის პასუხი უნდა ვეძებოთ ასეთ ფაქტში: ბილდერბერგისკონფერენციის გახსნის დღესვაშინგტონ პოსტშიდაიბეჭდა მისი საპროგრამო წერილი _ “მზადება რუსეთში სერიოზული მღელვარებისთვის”. გურიევი საყვედურობს დასავლელ ლიდერებს, რომ ისინი არ ემზადებიან რუსეთში ხელისუფლების ცვლილებისთვის, მიაჩნიათ, რომ ეს მალე არ მოხდება. მოუწოდებს, აჩქარდნენ და აქტიურად ჩაებან პროცესში; მიიჩნევს, რომ დასავლეთს სჭირდება ახალიმარშალის გეგმა”, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალ გარდამავალ მთავრობასა და ახალ ხელისუფლებას კრემლში.

პოლიტოლოგი ილია ბელოუსი დარწმუნებულია, რომ გურიევის ერთ-ერთი რჩევის განხორციელება, რომელიც მან “ბილდერბერგერებს” სასტუმროს დახურულ კარს მიღმა მისცა, კონფერენციის დასრულებისთანავე დაიწყეს: იგულისხმება რუსეთის ქონების გახმაურებული დაპატიმრება ბელგიასა და საფრანგეთშიიუკოსისაქციონერების სარჩელის საფუძველზე. იმავეს გაკეთება იგეგმება დიდ ბრიტანეთსა და აშშში.

აქ ახალი შეკითხვა იბადება: რა კავშირი აქვს გურიევს ყოფილი მილიარდერსა და პუტინის შეწყალებულ პატიმარ ხოდორკოვსკის ბიზნესიმპერიაიუკოსთან”?

პასუხი: პირდაპირი და უშუალო კავშირი, რადგან იგი “იუკოსის” ექსპატრონის ახლო თანამებრძოლი და ხოდორკოვსკის “ღია რუსეთის” კაცია. მრავლისმეტყველია ის, რომ გურიევი მოსკოვიდან პარიზში გაიხიზნა მას შემდეგ, რაც მისი ბინა გაჩხრიკეს “იუკოსის” საქმის გამო.

პოლიტოლოგ სერგეი მარკოვის აზრით, გურიევის საფრანგეთში სასწრაფოდ გადახვეწის მიზეზი იყო შიში, ვაითუ გამომძიებლებს არ გაეშიფრათ ის არხები, რომლებითაც ოლიგარქების ფული და ბიუჯეტის სახსრები მიედინებოდა ოპოზიციის სალაროებში. ეტყობა, სწორედ ამ ემიგრანტმა ურჩია ივნისის საიდუმლო სხდომაზე “ბილდერბერგერებს”, აეგორებინათ სკანდალი აღნიშნული საკითხის გამო. ამით კრემლს მტკივნეულად დაარტყამდნენ.

ამ ვარაუდის ლოგიკა ასეთია: ჰააგის სამედიატორო სასამართლომ “იუკოსის” ყოფილ აქციონერებს მიუსაჯა 50 მილიარდი დოლარის გადახდა ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში. თითქმის ერთი წლის განმავლობაში ამ საკითხზე ხმა არავის ამოუღია. და მხოლოდ გურიევის “ბილდერბერგერებთან” შეხვედრის კვალზე დაუყოვნებლივ დაიწყო დაპატიმრება, ჯერ _ ბელგიაში (როგორც ვთქვით), რომლის პრემიერმინისტრი მიშელ შარლი ასევე ესწრებოდა საიდუმლო შეხვედრას.

დღის წესრიგში რუსეთისა და ნატოს საკითხები ერთმანეთის მიყოლებით იყო ჩაწერილი. საინტერესოა! მით უფრო, რომ ფეშენებელურ სასტუმროში გამართულ “საიდუმლო სერობას” ესწრებოდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და რიგი სამხედრო ჩინოსნებისა, დანიის სამხედრო დაზვერვის შეფის _ თომას არენკიელის (მას რუსეთში ჩასვლა აკრძალული აქვს) ჩათვლით.

კიდევ ერთი მრავლისმეტყველი დეტალი: გერმანულმა გაზეთმა Bild-მა 22 ივნისს, ანუ საბჭოთა კავშირზე გერმანიის ვერაგული თავდასხმის 74-ე წლისთავზე გამოაქვეყნა გერმანიის თავდაცვის მინისტრის _ ურსულა ფონ დერ ლიაიენის ინტერვიუ. მან, შვიდი შვილის დედამ, განაცხადა, რომ მოსკოვთან ლაპარაკი უფრო უკეთესად ძალის პოზიციიდან არის შესაძლებელი (!). ეს რომ არ იყო შემთხვევით წამოსროლილი წინადადება, მისი შემდეგი განცხადებიდანაც ჩანს: ნატოს აღმოსავლეთევროპული ქვეყნები ალიანსმა (ჩრდილოატლანტიკურმა) უნდა დაიცვას”. ამ განცხადებაზე ექსპერტები მწარედ ქილიკობენ: ავსტრიის სასტუმროში ბილდერბერგებმაისე გადაუბრუნეს ტვინი საწყალ ქალს, რომ დაავიწყეს, როგორ დაამთავრა რუსეთზე ძალისმიერი ზემოქმედებით გატაცება ადოლფ ჰიტლერმა.

ავიწყდებათ ისტორიის გაკვეთილები! მაგრამ არა მხოლოდ ტრიბუნიდან თავიანთი პოზიციების დეკლარირებისას, არამედ პრაქტიკულ საქმიანობაშიც. გავრცელდა ცნობა ევროპაში ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების გასამმაგების, ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 250 მძიმე ჯავშანტექნიკის გაგზავნის შესახებ, ნატოს შეფს _ იენს სტოლტენბერგს სიტყვაზე თუ ვენდობით, “სწავლების” ჩასატარებლად… რუსეთის საზღვრის მახლობლად.

კიდევ ერთ დამთხვევას მიაქცევენ მკითხველი საზოგადოებრიობის ყურადღებას ექსპერტები: ევროკავშირმა მაინცდამაინც 22 ივნისს გაახანგრძლივა ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

სიმბოლურ დამთხვევებს კი, მოგეხსენებათ, უკუქცევის ეფექტი აქვს.

ერთმა დამთხვევამაც მიგვანიშნა “ბილდერბერგის” კონფერენციის მონაწილეთა საერთო პოზიციაზე, ანუ იმაზე, რა გადაწყვეტილებაც მიიღეს ერთი, ცალკე აღებული სახელმწიფოს მიმართ სამხრეთ კავკასიაში.

უკვე ნახსენებმა ბელგიის პრემიერმინისტრმა მიშელ შარლიმ მოულოდნელად აღიარა სომხების 1915 წლის გენოციდი. არ არის ეს უმნიშვნელო განცხადება, რადგან მიმართულია თურქეთსა და ევროპას შორის ურთიერთობის არევისკენ; თურქეთის სახელმწიფოზე ზემოქმედების მიზნით რუსეთთურქეთის ურთიერთობის გააქტიურების საპასუხოდ (სამხრეთის გაზსადენი, პუტინისა და ერდოღანის გახშირებული შეხვედრები).

მიაქციეთ ყურადღება: კონფერენციის დახურვიდან კვირაც არ იყო გასული, როცა ერევანში დაიწყო მღელვარება კიევის მაიდნის სცენარით. სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, მის ტერიტორიაზე, გიუმრიში განლაგებულია რუსეთის მძლავრი სამხედრო ბაზა. ამ პრობლემას “საქართველო და მსოფლიომ” მიუძღვნა პუბლიკაცია “კიევური მაიდნის” საფრთხე ერევანში” (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #24, გვ. 8-9).

არაბული გაზაფხულისმამისა და სხვათა შესახებ

“ბილდერბერგ-2015”-ის დამთავრების შემდეგ აშშ სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გაავრცელა ახალი განცხადება სირიაში ქიმიური იარაღის არსებობის შესახებ. 16 ივნისს კი “ბოევიკებმა” სამასი რაკეტით დაბომბეს სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოს სახელმწიფო დაწესებულებები. დაიღუპა 43 ადამიანი, 190 დაიჭრა. ათი რაკეტა ესროლეს დამასკოს.

ანალიტიკოსებს, მათ შორის, მესამე ათასწლეულის სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტის დამაარსებელს _ იური ბელიუსს, მიაჩნიათ, რომ ამ თემის სპიკერად გამოდგებოდა რიჩარდ პერლი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პირწავარდნილი “ქორი”. ჯერ კიდევ 1996 წელს მან მოამზადა მოხსენება, რომელშიც წარმოდგენილი ჰქონდა მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რეჟიმების შეცვლის შესახებ ხელისუფლების რესტრუქტურიზაციის მიზნით. მოხსენებას ეწოდებოდა “სუფთა გარღვევა: სამეფოს უშიშროების ახალი სტრატეგია”, რომელშიც აქცენტირებული იყო სახელმწიფო ლიდერების მოცილების, აგრეთვე, რეგიონში ცვლილებების განხორციელების სხვა იდეები.

ეს რიჩარდ პერლი შეიძლება ჩავთვალოთარაბული გაზაფხულისმამად! ალბათ, იმის თქმის უფლებაც გვაქვს, რომ სწორედ აშშ თითქმის 15 წლის განმავლობაში ამზადებდადემოკრატიულამბოხს ახლო აღმოსავლეთში და რომ დემონსტარციები და პუტჩები, რომლებიც, ფაქტობრივად, 2010 წლის 18 დეკემბერს დაიწყო და სახელმწიფო გადატრიალებების, სამოქალაქო ომების, ამბოხების სახით მოედო მთელს ამ რეგიონს, სულაც არ იყო ხალხის ენერგიის აფეთქება, გულის ამოძახილი და გონებით ნაკარნახევი პროტესტი; მით უფრო, არ იყო სოციალური ქსელებით ორგანიზებული აჯანყება, როგორც პირველივე დღეებიდან გვარწმუნებდნენ.

პერლი, რომელიც სადამ ჰუსეინის დამხობის თანმიმდევრული მომხრე იყო, ერაყში ეძებდა ქიმიურ იარაღს. იმხანად ის თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს ხელმძღვანელობდა. ცნობილია მისი ფრთიანი ფრაზა: “ამის დამამტკიცებელი საბუთები უეჭველად იქნება ნაპოვნი. საეჭვო არაფერია. არის ერთადერთი შეკითხვა: სადაა დამალული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი?”

ამ მიზნით შეიჭრნენ ამერიკელები ერაყში (ასე იყო განცხადებული). იარაღი ვერ იპოვეს. ჰუსეინი კი ჩამოახრჩვეს.

გაბითურდნენ ამერიკელები.

მსგავსი სკანდალების შემდეგ, რომლებშიც აშკარად გამოიკვეთა პერლის კომერციული ინტერესები, იგი იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო. ამჟამად იგი მუშაობს ამერიკის მწარმოებლობის ინსტიტუტში, სადაც აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის _ დიკ ჩეინის ცოლთან ერთად ამ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად არის არჩეული.

კლუბის მთავარი საზრუნავი, რა თქმა უნდა, ეკონომიკის პრობლემებია. “ბილდერბერგი-2015”-ის დღის წესრიგში განსახილველ საკითხთაგან ძირითადი, რა თქმა უნდა, ეკონომიკის პრობლემები იყო. ელიტას ეეჭვება, რომ 2008-2009 წლების მსოფლიო კრიზისის შემდგომი აღდგენის პერიოდი მდგრადია.

ვინ ვინ არის

კლუბში წარმოდგენილები არიან უმსხვილესი კლერკები _ მსოფლიო ელიტის ფინანსების გამგებელნი.

“ბილდერბერგის” კონფერენციას თავმჯდომარეობდა სადაზღვევო კონცერნ AXA Group-ის გენერალური დირექტორი ანრი დე კასტრი. კონცერნი მსოფლიოს უდიდესი კონცერნების ათეულში შედის. მისი აქტივები ტრილიონ დოლარამდეა.

უფრო მეტ აქტივებს განკარგავს Black Rock _ 4,77 ტრილიონ დოლარს. კომპანიას წარმოადგენდა ხელმძღვანელის მოადგილე ფილიპ ჰილდებრანდი. უწინ იგი შვეიცარიის ეროვნული ბანკის მმართველობას თავმჯდომარეობდა და ამ სისტემაში დიდი თანამდებობები ეკავა. მაგრამ მის მოღვაწეობას ყოველთვის თან სდევდა სკანდალები და ფინანსური ზარალი.

კონფერენციის მონაწილეთა შორის იყო კენეტ გრიფინი, Citadel Investment Group-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. ამ ჯგუფის ფინანსურ შესაძლებლობებზე მიუთითებს თუნდაც გრიფინის წლიური ხელფასი, რომელიც 1,3 მილიარდი დოლარია(!).

ამ ჩამონათვალში უნდა დასახელდეს მერი ენდრიუსიც, J.P. Morgans Asset  Maragement-ის აღმასრულებელი დირექტორი. ეს კომპანია ითვლება მსოფლიო ლიდერად ინვესტიციების მართვისა და კერძო საბანკო მომსახურების დარგში, განაგებს 1,7 ტრილიონი დოლარის ოდენობის ფინანსებს.

საიდან ჟონავს საიდუმლო ინფორმაცია?

ახლა, როცა ასე თუ ისე აეხადა ფარდა ამ კლუბის ბოლო სხდომაზე განხილულ საკითხებს, შევიტყვეთ კონფერენციის მონაწილეთა (ზოგიერთის) ვინაობა, ჩნდება კითხვა: საიდან? აკი, შეხვედრა გასაიდუმლოებული იყო, მოთხოვნაც _ უმკაცრესი: ყველაფერი, რაც სხდომებზე ითქმებოდა, უმკაცრესად უნდა გასაიდუმლოებულიყო?!

პოლიტოლოგები გვიპასუხებენ, რომ განსაიდუმლოება განსჯის საფუძველზე მოხდა, ოფიციალური პოლიტიკური დღის წესრიგის, კონფერენციის მონაწილეთა სიის ანალიტიკური გაანალიზების გზით.

ვისაც სურს, დაიჯეროს…

ვინც დაეჭვდება, რამდენიმე ფაქტს დავუსახელებ.

კონფერენციის პერსონაჟთა შორის იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ბოსი დევიდ პეტრეუსი, რომელსაც ახლახან დააკისრეს ჯარიმა 100 000 დოლარის ოდენობით და საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვისთვის მიუსაჯეს თავისუფლების პირობითი აღკვეთა ორი წლით. ეს გენერალი საყვარელს სახელმწიფო საიდუმლოებათა შესახებ ემუსაიფებოდა.

ამჟამად პეტრეუსი კერძო საინვესტიციო კომპანიაში მუშაობს, რომლის დამფუძნებელია ამერიკელი მილიარდერი ჰენრი კრავიცი. ისიც “ბილდერბერგერთა” კონფერენციის მონაწილეთა შორის იყო.

შემდეგი _ ავსტრიელი ბარონი რენე ბენკო, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვითაა დაკავებული; მიცემული იყო პასუხისგებაში მექრთამეობისთვის.

გამგები მიხვდება, რაზეც მივანიშნებ.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ჟურნალისტ სკელტონს ეს მინიშნებად კი არ მიაჩნია, არამედ კლუბისსაუკეთესოტრადიციად. კლუბის პირველი თავმჯდომარე ბერნარდი დიდი თაღლითი და გაიძვერა იყო. სამოცდაათიან წლებში ფირმებთანლოკჰიდთანდანორტონთანიარაღის ყიდვაგაყიდვის საქმეში ქრთამის აღება დაუმტკიცდა. პრინცის გარდა ამ უღირს საქმეში იაპონიის პრემიერიცა და იტალიის პრეზიდენტიც ამხილეს. მხოლოდლოკჰიდმადიდმოხელეებს ქრთამად 22 მილიონი დოლარი მისცა. ეს იმ პერიოდში უზარმაზარი თანხა იყო.

კანონის ამ დამრღვევთა სიას ემატება საფრანგეთის ყოფილი პრემიერი ალენ ჟუპე, რომელსაც ბრალი დაედო სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და პარტიის უკანონო დაფინანსებაში. ყოფილ პრემიერს წლინახევრით პირობითი პატიმრობა მიესაჯა.

მათ შორის მოიხსენიებენ ჰენრი კისინჯერსაც, რომელსაც აკრძალული აქვს ჩასვლა რიგ ქვეყნებში. მას ბრალად ედება ჩილესა და არგენტინაში ხუნტების სისხლის სამართლის დანაშაულებში თანამონაწილეობა.

დასასრულ:

პრაქტიკულად ყველა პერიოდში პოლიტიკა ელიტური იყო, ინფორმაცია კი ხალხის მასებისთვის მიუწვდომელი რჩებოდა.

საყოველთაოდ ცნობილია ათობით მასონური ლოჟის არსებობა რუსეთში დეკაბრისტების დროს. არაფერი კარგი მათ ამ ქვეყნისთვის არ მოუტანიათ.

შეიძლება, გავიხსენოთ ელიტური საზოგადოება “თავის ქალა და ძვლები”, იელის უნივერსიტეტის საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის წევრებიც იყვნენ XIX-XX საუკუნეების ბევრი დიდი პოლიტიკოსი, მათ შორის, აშშ-ის ორი პრეზიდენტი ბუშები და აშშ ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი.

იელის უნივერსიტეტი მსოფლიოში აშშ-ის ექსპანსიის გამტარებელი კადრების სამჭედლოდაა მიჩნეული.

უცხოეთის მედიის პუბლიკაციების

მიხედვით მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here