Home რუბრიკები საზოგადოება მამა ათანასე (ხაბეიშვილი): ამერიკაა მათი სამშობლო და მიბრძანდნენ, იქნებ ხელიც სთხოვონ თავიანთ...

მამა ათანასე (ხაბეიშვილი): ამერიკაა მათი სამშობლო და მიბრძანდნენ, იქნებ ხელიც სთხოვონ თავიანთ მამობილ ობამას…

695

მიმდინარე მოვლენებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება წმინდა თეოდორე ტირონის ტაძრის წინამძღვარი მამა ათანასე (ხაბეიშვილი).

 

_ მამაო, აშშის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის ძალითაც .. ერთსქესიანთა ქორწინება ქვეყნის 50-ვე შტატში ოფიციალურად დაკანონდა, მსოფლიოში მითქმამოთქმა გამოიწვია. რიგმა სახელმწიფოებმა თეთრი სახლი მკაცრად გააკრიტიკეს, ბევრმაც ეს ნაბიჯი მოიწონა და გადაწყვეტილებას მისაბაძი უწოდა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კი განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რათა ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილებები სხვა ქვეყნებშიც განხორციელდეს. როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს?

_ იმ დღეს, როცა ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ეს შემზარავი გადაწყვეტილება მიიღო, პრეზიდენტმა ობამამ სოციალურ ქსელში დაწერა: “სიყვარული იმარჯვებს!”. როგორც ჩანს, მას არ ესმის, სიყვარული რა არის ან გაუკუღმართებულად ესმის.

ამერიკა დასცილდა დემოკრატიის საფუძვლებს და ახლა სულ სხვა გზით მიდის, ანუ, რასაც დღეს ვხედავთ, არის არა დემოკრატია, არამედ დემონოკრატია, რომელიც მსოფლიოში ელვის სისწრაფით ვრცელდება და კაცობრიობას ხრწნის. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ სახელმწიფოში შეიქმნა და ჩამოყალიბდა ყველანაირი გარყვნილების, აღვირახსნილობის ბუკეტი, ეს ქვეყანა არის ანტიქრისტეს მედროშე. ავიღოთ ჯონ კერის განცხადება, რომელიც თქვენ ახსენეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, ერთსქესიანთა ქორწინება სხვა ქვეყნებშიც დაკანონდესო, ეს არის დემოკრატია, ამას ჰქვია ხალხის მმართველობა?! დემოკრატია ხომ ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს, რანაირად იქნება ხალხი თავისუფალი იმ ქვეყანაში, რომლის მმართველი გუნდი დაკვეთას არა საზოგადოებისგან, არამედ გარე ძალისგან იღებს? ეს ხომ აშკარაა. რომელ სიყვარულსა და თავისუფლებაზე გველაპარაკებიან! ეს არის დიქტატურა, ეს არის მსოფლიოში გეიფაშიზმის დასაწყისი

_ მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი გამოცხადებულია საქართველოს ისტორიულ არჩევანად.

_ ჩვენი ისტორიული არჩევანი არასდროს ყოფილა უზნეობაზე დამყარებული კავშირები, ჩვენი არჩევანი არასოდეს იქნება ანტიქრისტეს გზა.

კონკრეტულად დასავლეთს რაც შეეხება, გამუდმებით გვესმის, რომ ნატო _ ეს არის საქართველოს ხსნა და მომავალი, რომ მხოლოდ იქ შესვლა გადაგვარჩენს, თორემ დაღუპულები ვართ. რეალურად რას ვხედავთ _ თავის დროზე, როცა ნატო აწ უკვე ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიას ბომბავდა (ოპერაციას ერქვაგულმოწყალე ანგელოზი” _ . .), და ეს ხდებოდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ჭურვებზე ეწერა: “გილოცავთ აღდგომას!”. აი, ასე ცინიკურად ანგრევდნენ ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ ტაძრებს და ამ უბედურებას შეეწირა ათეულათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ახლა ვეკითხები იმ .. მედასავლეთე ლიბერალებს, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შეგვიყვანონ: ეს არის დემოკრატია? ეს არის ჰუმანიზმი და სიყვარული?

_ თქვით, რომ გარყვნილება და აღვირახსნილობა ვერ იქნება საქართველოს არჩევანი. რას გულისხმობთ, სახელმწიფომ კურსი უნდა შეიცვალოს?

_ მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც პოლიტიკური მიმომხილველი, რომ ეს საკითხები გავაანალიზო, მაგრამ ერთი რამ ცხადია _ ეს არ არის საქართველოს ისტორიული გზა, ეს არ არის ქრისტეს გზა. გავიხსენოთ საქართველოს ოქროს ხანა: დავით აღმაშენებელმა ჯარში მკაცრი დისციპლინა დაამყარა, აკრძალა საეშმაკო სიმღერები, გინება, ბილწსიტყვაობადა რა მივიღეთ შედეგად? მივიღეთ ის, რომ 50-ათასიანი ლაშქრით სამჯერ, ოთხჯერ მრავალრიცხოვან მტერზე ვიმარჯვებდით, ანუ ღმერთი ეწეოდა ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფო მყარად იდგა ფეხზე; იმის თქმა მინდა, რომ, თუ საქართველო არ გაწყვეტს კავშირს ქრისტეს მგმობელებთან და ეშმაკის მსახურებთან, ამერიკასა და მის მეთაურებთან ერთად დაიღუპება. ეს გარდაუვალია, რადგან ყოველი ერი და სახელმწიფო, რომელიც ასცდება ჭეშმარიტების გზას, იღუპება. შესცოდა დავითმა (მეფსალმუნემ) ღმერთს და მის სახელმწიფოში სამოცდაათი ათასი ადამიანი დაიღუპა შავი ჭირით; შესცოდა იონა წინასწარმეტყველმა და გემს, რომელშიც სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ, საფრთხე დაემუქრა; გემი, რომლის შესახებაც სახარება მოგვითხრობს, ტალღებმა დაფარა არა ქარიშხლის, არამედ იუდას ცოდვის გამო. ჩვენც რომ არ დავიღუპოთ, სწორედ ამიტომ უნდა გავწყვიტოთ კავშირი. “ვისაც ყურნი ასხე, ისმინონ!”

_ ფაქტია, რომ დღეს საქართველო ფეხდაფეხ მიჰყვება ამერიკასა და ევროპას. ეს კურსი სად მიგვიყვანს?

_ ეს გზა მიგვიყვანს ზუსტად იქ, სადაც არის ახლა ევროპა და ამერიკა, ვგულისხმობ იმ დემონურ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ამას წინათ ამერიკაში განხორციელდა, მანამდე კი _ ევროპის რიგ ქვეყნებში. ახლა ზოგიერთი იტყვის, ამერიკა და ევროპა არაფერს გვაძალებსო, სწორედ რომ გვაძალებს. აბა, რას ჰქვია ამერიკული სტანდარტი, ევროპული სტანდარტი ან იმავე ევროკავშირის დირექტივა, მოთხოვნა, მითითება?! _ ეს სიტყვები ხომ ყოველდღიურად გვესმის. ან იმაზე მეტი დაძალება რა გინდა, როცა კანონს, კონსტიტუციას _ ყველაფერს სხვა გიწერს? ცხადია, ამას იმ მდგომარეობამდე მივყავართ, რომელიც ახლა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ქართველი კაცი არასოდეს შეეგუება გარყვნილებას; ქართველი ხალხი არ მიიღებს იმ სიბინძურეს, რომელიც დასავლეთის რიგ ქვეყნებში უჩუმრად დააკანონეს და, რომ იტყვიან, ხახვივით შერჩათ. ასე რომ, მშვიდად ნუ იქნებიან. ამერიკამ რაღაც კანონი რომ მიიღო, არ ნიშნავს, რომ რიგში საქართველო დგას. ბევრი, შეიძლება, ამას ელოდება, მაგრამ ეს არ მოხდება, ისინი ამას ვერ ეღირსებიან!

_ მსგავსი სიტყვები არაერთი სასულიერო პირისგან მომისმენია, მაგრამ ფაქტია, საზოგადოება არ არის საკმარისად აქტიური. მაგალითად, თავის დროზე ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მიიღეს, მოსახლეობას არ გაუპროტესტებია, არადა, სულ ცოტა, 80 პროცენტი ამ კანონის წინააღმდეგი იყო.

_ გასაგებია თქვენი შეკითხვის პათოსი, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არაფერს ნიშნავს, ქართველი ხალხი მაინც თავისი რწმენის, ტრადიციების ერთგულია და ეს მომავალში გამოჩნდება. გაიხსენეთ თუნდაც ბახტრიონის აჯანყება, როცა სრულიად ერი და ბერი ფეხზე დადგა მტრის წინააღმდეგ. 80 ათასი თურქმენი იყო იმხანად აღმოსავლეთ საქართველოს შემოსეული და ხალხი მთებში იმალებოდა; ანუ პრაქტიკულად არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მაგრამ, როგორც კი მტერმა შეურაცხყო ყველაზე ძვირფასი _ სარწმუნოება, რომელზეც ქვეყანა იდგა (მოგეხსენებათ, მომხდურებმა სასულიერო პირი გააუპატიურეს), მოხდა ის, რაც არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, _ აკვანშიც კი ხოცავდნენ ურჯულოებს ქართველები. ამით რის თქმა მინდა: როგორც ჩანს, ჯერ არ დამდგარა ის მომენტი, როცა საზოგადოება ჩათვლის, რომ ყველაფერს წერტილი უნდა დაუსვას. დარწმუნებული ვარ, ეს დრო მოვა და ეს იქნება იმ გარყვნილების დასასრული; ეს იქნება სწორედ ის აჯანყება, რომელიც აღგვის ეშმაკეულსა და ანტიქრისტიანულს, მათ შორის, იმ ე.წ. ლიბერალებსაც, რომლებიც 24 საათი პატრიარქს ლანძღავენ და აქილიკებენ…

_ მართლაც, ეს დღეებია, სოციალური ქსელები აჭრელებულია მისი უწმინდესობის შეურაცხმყოფელი განცხადებებით. “უფლებადამცველმათეა თუთბერიძემ ერთგვარი კამპანიაც წამოიწყო: “მე მიყვარს ჩემი გეიპატრიარქი”. რას ემსახურება ეს ყველაფერი? მათ ხომ იციან, რომ ამით ვერც პატრიარქისა და ვერც ეკლესიის დისკრედიტებას ვერ შეძლებენ?

_ მათი გონება ისეა დაბინდული, შეიძლება, ვერც კი ხვდებიან, რომ მსგავსი სიბინძურეებით პატრიარქს კი არ აკლებენ რამეს, ეკლესიას კი არ აკლებენ, არამედ თვითონვე იღუპებიან. ისინი არიან გარედან მართული მარიონეტები, რომლებიც ერთ სიტყვასაც ვერ ამბობენ ხმამაღლა ისე, რომ თავიანთ დასავლელ მამა-მარჩენლებს არ შეუთანხმონ. ვგულისხმობ იმ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც თავგადაკლული იცავენ სოდომური ცოდვით შეპყრობილ ადამიანებს, ერთსქესიანთა ქორწინებებს და იბრძვიან იმისთვის, რომ ერთსქესიან ოჯახებს შვილის აყვანის უფლება მისცენ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა: ისინი არ არიან ქართველები და ამიტომ უნდა წავიდნენ იქ, სადაც მათი სამშობლოა _ შეერთებულ შტატებში. ამერიკაა მათი სამშობლო და მიბრძანდნენ, იქნებ ხელიც სთხოვონ თავიანთ მამობილ ობამას

_ უკვე სთხოვეს კიდეც

_ ჰოდა, ქვეყნის პირველმა პირმა თავი ისე არ უნდა დაიმციროს, რომ ზიმბამბვეს პრეზიდენტმა ხუმრობით ხელი სთხოვოს და მსოფლიოს დასაცინი გახდეს…

_ ალბათ, ხელისუფლებაშიც ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებსაც ამერიკის ვიზა უნდა ავუღოთ.

_ ხელისუფლება, რასაც ჰქვია, საქართველოს არ ჰყავს, ეს არის შემსრულებელი, ოღონდ არა ქართველი ხალხის ნების, არამედ ამერიკისა და ევროპის. რბილად რომ ვთქვათ, ამას ჰქვია საკუთარი ხალხის ინტერესების უგულებელყოფა, რაც შეეხება ევროკავშირისკენ სწრაფვას, ამას წინათ რომში, ცენტრალურ მოედანზე, უამრავი ადამიანი გამოვიდა ერთსქესიანთა ქორწინების გასაპროტესტებლად და მათ რუსეთის დროშები ეჭირათ. მე იქ არ დამინახავს ევროკავშირის დროშა, ანუ რა ხდება: ამ გაერთიანების იდეოლოგია უკვე თვითონ მის წევრ სახელმწიფოებს, მათ მოსახლეობას არ მოსწონს და აპროტესტებენ. ჩვენ სად მივდივართ? მარტივი რამეა, _ როცა შენობა ინგრევა, თავი არ უნდა შეუშვირო _ ევროკავშირი ინგრევა და ჩვენ რა გვინდა იქ, რა გველოდება?!

_ 500-მილიონიანი ბაზარი და ეკონომიკური აღმასვლაო, _ გვეუბნებიან ქვეყნის პოლიტიკური საჭეთმპყრობელნი.

_ ჩემი, როგორც სასულიერო პირის, თხოვნა იქნება, რომ არანაირი გარყვნილება არ მიიღონ არც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და არც ინტელიგენციამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება დასაბამი ქვეყნის დაქცევისა და განადგურებისა; და შემდეგ, თუ რატომ ხდება წყალდიდობები, მიწისძვრები და სხვა კატაკლიზმები, ჩვენ ნუ შეგვეკითხებიან…

_ და მაინც, როგორ ფიქრობთ, თუკი ქართველი ხალხი დასავლურ ყაიდაზე გარდაიქმნება, რა ცვლილებები მოხდება და რა ტიპის სამოქალაქო საზოგადოება გვეყოლება?

_ რა საზოგადოება გვეყოლება და როგორიც არის ამერიკაში, _ მივიღებთ ე.წ. კოსმოპოლიტებს, რომლებსაც არც ეროვნება აქვთ, არც უფლისა და სამშობლოს სიყვარული. დასავლეთს აქ სხვა მიზანი არ აქვს, ამიტომ დროა, ქართველებმა თავით ვიაზროვნოთ და არა მუცლით, გრანტებით. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალ თაობებზე, სამშობლოზე და მის განვითარებაზე, მაგრამ, ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი, თუ არ დგას ჭეშმარიტ მაღალზნეობრივ ღირებულებებზე; სახელმწიფო ვერ იქნება წელში გამართული, თუ დაივიწყა წარსული და მოსწყდა თავის ისტორიულ ფესვებს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here