Home რუბრიკები პოლიტიკა წითელჰალსტუხიანი თხა და ოდესის გუბერნატორის ფინანსური ვნებანი

წითელჰალსტუხიანი თხა და ოდესის გუბერნატორის ფინანსური ვნებანი

536

სააკაშვილს ხელფასს აშშ გადაუხდის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის მეთაური მიხეილ სააკაშვილი 6 ივნისს შეხვდა უკრაინაში აშშის ელჩს _ ჯეფრი ჰაიეტს და მოელაპარაკა, რომ გუბერნატორის გუნდს ხელფასს აშშის მთავრობა გადაუხდის, გარდა ამისა, მიღწეულია შეთანხმება ოდესის ახალი პოლიციის შექმნაში კალიფორნიელი პოლიციელების დახმარების შესახებ.

 

“მოვილაპარაკეთ, რომ კალიფორნიელი პოლიციელები გაწვრთნიან ოდესის ახალ პოლიციას. ოდესის ანტიკორუფციული მიმართულებებისთვის კი ამერიკის მთავრობა დათანხმდა, გამოყოს სახსრები სააკაშვილის ახალი გუნდის ხელფასების ასანაზღაურებლად”, _ დაწერა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

ოდესის, კიევის, ხარკოვის, ლვოვისა და უკრაინის სხვა ქალაქებში საპატრულო პოლიციის შესაქმნელად აშშ-ის დახმარება 15 მლნ დოლარს შეადგენს.

როგორც ჩანს, აშშ მეთოდებს არ ცვლის _ ის, რაც წლების წინათ საქართველოში ხდებოდა, ახლა უკრაინაში მეორდება: გახსოვთ, ალბათ, საქართველოს ხელისუფლებასაც აშშის დავალებით უხდიდა ხელფასს ჯორჯ სოროსი და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბიძინა ივანიშვილიც; საპატრულო პოლიცია კი ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დახმარებით შეიქმნა.

ფინანსური დახმარებითა და დაუსჯელობის სინდრომით გაყოყოჩებულმა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა რა უბედურებებიც დაატრიალეს ქვეყანაში, ყველას კარგად მოეხსენება, ისიც ყველამ იცის, რატომ გაიქცნენ საქართველოდან “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე წევრები და ვისი პროტექციით შეიფარა ისინი ასევე დამნაშავე უკრაინის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყნის სათავეში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოექცა, შემდეგ კი რუსეთთან ძმათამკვლელი ომი გააჩაღა და ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაკარგა. ახლა უკრაინაში მოვლენები ზუსტად ისე ვითარდება, როგორც წლების წინათ საქართველოში, და რას მოუტანს ეს უკრაინელ ხალხს, ძნელი გამოსაცნობი არ არის.

ამ ყველაფრის ფონზე ოდესის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს გუბერნატორის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებმა გაიდარის ქუჩაზე გამოიყვანეს თხა, რომელსაც წითელი ჰალსტუხი ჰქონდა გაკეთებული _ ეს იყო შეხსენება ბიბისის მიერ გავრცელებული კადრებისა, რომლებზეც სააკაშვილი ჰალსტუხს ღეჭავს.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: “სააკაშვილი Go Home” და “სააკაშვილი _ სამხედრო დამნაშავე”.

“ოდესას უნდა ჰყავდეს ადგილობრივი ნორმალური გუბერნატორი, რომელიც დაიცავს ოდესელთა ინტერესებს, და არა _ გიჟი სამხედრო დამნაშავე. ოდესელებს ახსოვთ, რომ სააკაშვილს ხელები სისხლში აქვს გასვრილი. სწორედ მან გასცა ბრძანება სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი კვარტლების დაბომბვის შესახებ, იქ ასობით მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. სწორედ სააკაშვილმა მოაწყო სასაკლაო სამხრეთ ოსეთში, ახლა კი ოდესაში ჩამოვიდა იმისათვის, რომ ანალოგიური რამ დნეპრისპირეთშიც მოაწყოს”, _ განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიხეილ კოშელევმა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here