Home რუბრიკები საზოგადოება წინ ვერავინ უდგება უკრაინელ ბიზნესმენებს, რომლებიც ახლახან ჩამოვიდნენ და მიწებს დიდი რაოდენობით...

წინ ვერავინ უდგება უკრაინელ ბიზნესმენებს, რომლებიც ახლახან ჩამოვიდნენ და მიწებს დიდი რაოდენობით ყიდულობენ

622

საქართველოში მიწების უცხოელებზე გასხვისება სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში დაიწყო. ალბათ, ყველას ახსოვს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის _ კახა ბენდუქიძის გამონათქვამი: “იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა!” და ქართული მიწა იყიდებოდა და იყიდება თურქზე, აზერბაიჯანელზე, არაბზე, ჩინელსა თუ აფრიკელზე, მაგრამ იშვიათად _ ქართველზე, რადგან, თუ უცხოელისთვის მიწის ფასი ხელმისაწვდომი და მისაღებია, ქართველი გლეხისთვის ეს უზარმაზარი თანხაა.

 

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 30 ათასი ჰექტარი სასოფლოსამეურნეო მიწა გაიყიდა და, როგორც ჩანს, ეს პროცესი დღესაც გრძელდება, თუმცა ახლა ოდესის გუბერნატორადწოდებული მიშიკო თავისდესპანებსუკრაინიდან გზავნის. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ამერიკელთა წაქეზებით რუსებთან ძმათამკვლელი ომი გააჩაღეს, თავიანთი ქვეყნის ტერიტორიის თითქმის ნახევარი _ ყირიმის ნახევარკუნძული, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები _ დაკარგეს და ახლა ეს ამერიკელთა ვასალები ქართული მიწების ხელში ჩაგდებას ლამობენ. ესენი არიან იმ სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლის ხელისუფლებამაც ამერიკელთა მარიონეტ პოროშენკოს მეთაურობით წარმოუდგენელი უპატივცემულობა და მტრობა გამოიჩინა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, როცა ქართველთა სისხლში ხელგასვრილინაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები, არათუ შეიფარა, ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებზეც კი დანიშნა.

როგორც ჩანს, საქართველო არა მხოლოდ აშშის, არამედ მისი ვასალის (უკრაინის) ვასალი ქვეყანაა, რადგან იმას, რასაც ამერიკელთაძაღლიშვილისააკაშვილისგან წაქეზებული უკრაინელი მილიონერები ჩვენთან სჩადიან, თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში არავინ მოითმენდა _ გაყოყოჩებული უკრაინელები უძველესი ქართული სოფლების მიწებს ყიდულობენ, ხანდახან _ ძალითა და კანონდარღვევით, თანაც ადგილობრივ ქართველებს ემუქრებიან, თუ წინააღმდეგობას გაგვიწევთ და ჩვენს ნებას არ დაჰყვებით, საერთოდ გაგანადგურებთო. ასეა, აშშის ვასალის ვასალ ქვეყანაში მკვიდრ მოსახლეობას უფლებები აყრილი აქვს და ხელისუფლებასაც ფეხზე ჰკიდია.

ამაზე მიუთითებს ის, რაც ქვემო ქართლში, დმანისის რაიონის სოფელ გომარეთში მოხდა.

გომარეთი ქვემო ქართლის ერთერთი ძველი მთიანი სოფელია, რომელიც 15 საუკუნეს ითვლის და ქართველებით არის დასახლებული. სოფელში 110 წლის წინათ აშენებული სკოლაა, რომელიც ახლაც ფუნქციონირებს და წარმატებულ ახალგაზრდებსაც ზრდის.

საქართველო და მსოფლიოსდმანისის რაიონის სოფელ გომარეთის მცხოვრები მერაბ სამადაშვილი ესაუბრა.

_ ბატონო მერაბ, რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდით, როდესაც მიწის შესყიდვა გადაწყვიტეთ?

_ პრობლემანაციონალებისმმართველობის პერიოდში შეგვექმნა, იჯარის გაუქმებაზე კანონის მიღების შემდეგ. ეს 2007 წელს მოხდა. კანონის მიღების შედეგ სოფელ გომარეთის მოსახლეობამ გადაწყვიტა, მიწა თვითონ შეესყიდა. ხელისუფლებამ 1 ჰექტარი თავდაპირველად 300 ლარად შეაფასა. მოსახლეობამ მაშინვე ნახაზები გააკეთა და, მიუხედავად იმისა, რომ ძვირი იყო, მიწის შესყიდვა მაინც გადაწყვიტა. ხელისუფლებამ პროცესი შეაჩერა და 300 ლარის ნაცვლად 500 ლარი დაადო ფასი, თუმცა გლეხები და ფერმერები მაინც თანახმა იყვნენ მიწის შესყიდვაზე. ეს რომ გაიგეს, ისევ შეჩერდა ყველაფერი. ზოგიერთმა მოასწრო იჯარით აღებული მიწის შეძენა, მაგრამ, ვინც ვერ მოასწრო, იჯარა გააუქმეს და გაუყიდეს კიდეც.

პროფესორ პეტრე ნასყიდაშვილს ჩვენს სოფელში ორგანიზაცია ჰქონდა _ “სელექციური მიღწევის ჯიშთა გამოცდის სადგური”. ეს ორგანიზაცია დიდი რაოდენობით მიწას ფლობდა, რომელიც უკანონოდ წაართვეს და გაყიდეს. მიწა დმანისის “ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელმა ალექსი მუჯირიშვილმა შეისყიდა. ყველა საბუთი ხელთ გვქონდა, ყველაფერი კანონიერად იყო გაფორმებული, მაგრამ ვერაფერს გავხდით, ხომ იცით, ძალა აღმართს ხნავს. საქმე სასამართლომდე რომ მივიდა, აქეთ დაგვაჯარიმეს _ მიწას უკანონოდ ფლობდითო.

მოკლედ, გომარეთლებისთვის მიწის შესყიდვა უდიდეს პრობლემად იქცა. პროცესი არ იძვროდა, მაგრამ 2012 წელს, ვიდრე არჩევნები გაიმართებოდა, შევიტყვეთ, რომ სააკაშვილს 740 ჰექტარი მიწა მიუყიდია შპსორმაშენისთვის”. ეს აზერბაიჯანული ფირმაა, ამ ორგანიზაციის უკან აზერბაიჯანის იმჟამინდელი გენერალური პროკურორი იდგა. როგორც კი არჩევნები დასრულდა, მეორე დღიდანვე მიწის მოხვნა დაიწყეს. მიწა ბაქოელ აზრებაიჯანელებზე 409 ლარად გასხვისდა, მაშინ, როდესაც გომარეთის მოსახლეობა მზად იყო, მიწაში 1000 ლარიც კი გადაეხადა. მიწის მოხვნა რომ დაიწყეს, მთელი სოფელი წინ გადავუდექით, მაგრამ ვერაფერს გავხდით.

გლეხებმა გადაწყვიტეს, რომ დარჩენილ მიწებს მაინც დაპატრონებოდნენ და ნახაზები ხელახლა გააკეთეს, მაგრამ ამბობენ, ეკონომიკის სამინისტრო მიწებს გასაყიდად აუქციონზე გამოიტანსო. თუ ეს ასე მოხდა, ვერც ერთი ქართველი გლეხი მიწის შეძენას ვერ შეძლებს, ვერავინ დაუდგება წინ უკრაინელ მილიონერ ბიზნესმენებს, რომლებიც ახლა გომარეთში მიწებს ყიდულობენ.

_ უკრაინელებმა როდის დაიწყეს ჩამოსვლა?

_ ახლახან და მიწებსაც ყიდულობენ, უფრო მეტიც, ძალითაც იჭრებიან, კერძო ნაკვეთებსაც ეპოტინებიან. ჩვენი პატრონი არავინაა…

უძველესი ქართული სოფელი, რომელმაც თავი 15 საუკუნე შეინახა, ქართული სული არ დაკარგა, ნადგურდება. სოფლის ნახევარი ეთნიკური აზარებაიჯანელია. მათ თავიანთი ნაწილი გადაკეტეს, ახლა უკრაინელებიც გადაკეტავენ თავიანთ საკუთრებას. ჩვენ სად წავიდეთ და რით ვიარსებოთ?

_ ვინმეს თუ მიმრთეთ დახმარებისთვის? რას გეუბნებიან ეკონომიკის სამინისტროში?

_ პასუხს არავინ გვცემს. გვეუბნებიან, რომ მიწები აუქციონზე უნდა გაიტანონ გასაყიდადო. არადა, ჩვენ აუქციონზე მიწის ყიდვას ვერ შევძლებთ.

უკრაინელებს ქართველი წარმომადგენელი ჰყავთ, ადვოკატი ქალი. არც სახელი ვიცი, არც _ გვარი. რომ შევკამათდით, მითხრა: რამდენიმე შენნაირ თავკაცს მოვსპობ და ეს სოფელი ჩვენ დაგვრჩებაო.

არავინ ზრუნავს იმაზე, რომ სოფელი ქართველებისგან არ დაიცალოს, მეზობელი სოფლები სულ დაცლილია, ნაომარს ჰგავს. მხოლოდ გომარეთელებმა შევძელით გადარჩენა და ახლა ძალით ანადგურებენ ყველაფერს.

_ ვიცი, რომ ფერმერი ხართ. ამ საქმეში მაინც თუ გაქვთ ხელშეწყობა?

_ ამა წლის 19 მაისს ტელევიზიით გამოვიდა ლილოს ყველის ქარხნის დირექტორი და თქვა, საქართველოში რძე არ არის და ფხვნილზე ვმუშაობთო. საინტერესოა, სად ვერ იშოვა რძე? დმანისი, კერძოდ კი _ გომარეთი, რძეს მიაქვს. ერთადერთი ქარხანა, რომელიც ჩვენგან რძეს ყიდულობს არისსანტე”, ყოველთვიურად 4 ტონა რძე მიაქვს, მასაც ლიმიტი აქვს.

ეს, რაც შეეხება რძეს. პრობლემაა ხორცის ჩაბარებაც. მოსახლეობას უამრავი ბუღა ჰყავს, მაგრამ რეალიზაციას ვერ ახერხებს. წინათ საქართველოს გარეთ გაჰქონდათ, მაგრამ ახლა ვეღარ გააქვთ. კოოპერატივები გააკეთეთო, რომ გვეუბნებიან, გვაქვს კოოპერატივები, მაგრამ ვერაფრის რეალიზებას ვერ ვახერხებთ, ერთი სული გვაქვს, როგორმე თავიდან მოვიშოროთ საქონელი, ახლა მიწებსაც გვიყიდიან და რა უნდა ვქნათ?

მოსახლეობაზე არავინ ფიქრობს, გლეხის ბედით არავინ ინტერესდება. გლეხს მიწას რომ გაუყიდი, მოყვანილ მოსავალს რომ არ გაასაღებინებ, როგორ იარსებოს?! თანაც გაიძახიან, სოფლებში დაბრუნდით და მეურნეობები ააღორძინეთო…

ჰამლეტ ჭიპაშვილი: საქართველოს პატრონი არ ჰყავს, სწორედ ამიტომ, ვისაც გაუხარდება, შეუძლია, ჩვენი მიწა იყიდოს!

სოფელ გომარეთში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს ვთხოვეთ:

_ საქართველოს როგორი ხელისუფლებაც ჰყავს, ისე გვექცევა ყველა. უკრაინელებს რა უნდა მოსთხოვო? ჩვენმა ხელისუფლებამ რა ღონისძიებები გაატარა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო და თუ მოხდა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა?

საქართველოს ხელისუფლებამ ხალხს არ მოგვცა საშუალება, გვეთქვა, _ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, სააკაშვილი და მისი ბანდა უკრაინიდან გამოეყარათო. ეს ასე არ მომხდარა და იმ ხალხს რას ვერჩით?

როდესაც ქვეყანა ხიდაშელწულუკიანის _ ამ ორი გოიმის იმედად არის დარჩენილი და თავლაფდასხმული მამაკაცები ამ ქალებს აბაირამებენ, გასაკვირი რა არის? იმის ძახილი, რომ უკრაინასთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, ბლეფია. საქართველოს სერიოზული ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ არ გადაუდგამს, ელჩისთვის დროებით უფლებამოსილება უნდა შეეწყვიტათ. ქვეყანას ჰყავს მესამე გოიმი ქალიბერუჩაშვილი, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების აზრზე არ არის.

ამ ყველაფერიდან გამომდინარე, სულაც არ გამიკვირდება, რომ უკრაინელმა ბანდიტებმა საქართველოში მიწები იყიდონ. დიახ, ურაინაში არიან ბანდიტები, ყაჩაღები და ომის გამჩაღებლები.

საქართველოს პატრონი არ ჰყავს, სწორედ ამიტომ, ვისაც გაუხარდება, შეუძლია, ჩვენი მიწის იყიდოს. გარდა ამისა, ვინმემ იცის, ხიდაშელუსუფაშვილი რისთვის შეხვდნენ სააკაშვილს? აუდიოჩანაწერებიდან ჩანს, რომ მათ საქართველოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ჟურნალისტებმა დაიწყეს ამაზე საუბარი, მაგრამ ბოლომდე საქმეს ბოლომდე არ მიიყვანეს. ცოლქმარს პასუხი არავინ მოსთხოვა. არავინ იცის, რა გარიგებები მოხდა? დღეს კი, თურმე ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ საუკეთესო ქართულ მიწებს უკრაინელი ბანდიტები ყიდულობენ.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here