Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მოსახლეობის 50%, ჩვენდა სამარცხვინოდ, სიღარიბეში ცხოვრობს

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მოსახლეობის 50%, ჩვენდა სამარცხვინოდ, სიღარიბეში ცხოვრობს

658

ჩვენი მოსახლეობის 50%, სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, სიღარიბეში ცხოვრობს, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი.

 

“ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება და იმის საშუალება არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს, რომ არ გამოვიყენოთ თითოეული რესურსი… ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ, ამ მდგომარეობას ჰქვია სიღარიბე. 50% ჩვენი მოსახლეობისა, სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, ცხოვრობს სიღარიბეში. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ამ პროგრამის მნიშვნელობა და ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დავხვეწთ ამ პროგრამას და მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა მის განხორციელებაში”, _ განაცხადა პრემიერმინისტრმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში”, პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here