Home რუბრიკები პოლიტიკა Washington Post-ი: რუსეთი გაბატონებას გააგრძელებს, თუ დასავლური კლუბების კარს საქართველოს დაუხურავენ

Washington Post-ი: რუსეთი გაბატონებას გააგრძელებს, თუ დასავლური კლუბების კარს საქართველოს დაუხურავენ

505

მიუხედავად წარსული უთანხმოებისა რუსეთთან, ქართველები თავიანთ ორბიტაზე ბრუნდებიან, _ ამ სათაურით აქვეყნებს Washington Post სტატიას საქართველოს შესახებ

 

ავტორი საქართველოში რუსული განწყობების ზრდაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერების თქმით, რუსეთმა, შესაძლოა, გაბატონება გააგრძელოს, თუ დასავლური კლუბების კარებს საქართველოს დაუხურავენ.

“რუსეთმა საქართველოში გაზარდა წარმომადგენლობა სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს ქართულენოვანი ბიუროს გახსნით, ენერგოსექტორსა და სხვა წამყვან სექტორებში ინვესტიციების გაღრმავებით. მსგავსი ქმედებები შეინიშნება სხვა ყოფილი “სოციალისტური ბანაკის” ქვეყნებშიც, რომლებიც რუსეთსა და დასავლეთს შორისაა მოქცეული”, – აღნიშნულია სტატიაში.

მასალაში ასევე მოყვანილია გიორგი მარგველაშვილის კომენტარიც, საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ “სტაბილურობა და უსაფრთხოება ვერ შენარჩუნდება რუსეთის პარადიგმით, რომელიც სხვა ქვეყნებზე განსაკუთრებული უფლებების ფლობას გულისხმობს. რუსეთი მუშაობს საკმაოდ აქტიურად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში გავლენის გასაფართოებლად”.

სტატიის ავტორი დაახლოებით ერთი თვის წინათ გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებაც საუბრობს და წერს, რომ ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმზე უარი უთხრეს, რამაც საქართველოს ლიდერების იმედგაცრუება გამოიწვია.

სტატიაში მოყვანილია ბარაკ ობამას კომენტარიც: “არც უკრაინა და არც საქართველო არ დგანან ნატოს წევრობის გზაზე. ამ ეტაპზე ნატოს გაფართოების შესახებ გეგმა არ არსებობს”.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here