Home რუბრიკები პოლიტიკა ტეხასმა ვაშინგტონის გეიშეტევა მოიგერია

ტეხასმა ვაშინგტონის გეიშეტევა მოიგერია

486

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქვეყნის ტერიტორიაზე გეიქორწინების ლეგალიზების შესახებ ტეხასელები კატეგორიული უარით შეხვდნენ. ტეხასის შტატის გუბერნატორი გრეგ ებოტი საჯაროდ გამოვიდა თეთრი სახლის გეიშეტევის წინააღმდეგ და ვაშინგტონის გადაწყვეტილება საღი აზრის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადა.

 

ებოტმა თავისი განცხადება დაასაბუთა იმით, რომ ლგბტ თემის ამგვარი მცდელობა, თანაც ასეთ მაღალ, სახელმწიფოებრივ დონეზე გამოუსწორებლად აზიანებს ტრადიციულ ოჯახებს, ამერიკელთა რელიგიურ თავისუფლებას და, უბრალოდ, საღ აზრს. ერთსქესიანთა ქორწინების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ლეგალიზების შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ ბრძანებულების გამოცემისთანავე, ტეხასის გუბერნატორმა შტატის მოსახლეობას აცნობა, რომ შტატის ყველა დაწესებულება ვალდებულია, დაიცვას აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება, ტეხასის კონსტიტუციის I მუხლი და ტეხასის კანონი რელიგიის თავისუფლების შესახებ. ამრიგად, ებოტმა “ჟანგბადი გადაუკეტა” ფედერალურ კანონს სახელმწიფო მოხელეების უფლებების შესახებ, რომლის თანახმადაც, ყველას უნდა ეღიარებინა ერთსქესიანთა ქორწინება, მიუხედავად თავისი მსოფლმხედველობისა.  ებოტმა ისიც განაცხადა, რომ მისთვის ტეხასელთა უფლებები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნაბოდვარი, რომლებსაც მას ვაშინგტონელი მაღალჩინოსნები უგზავნიან.

გრეგ ებოტმა თავისი განკარგულება ასე დაიწყო:

“ეს ქვეყანა დააარსეს ადამიანებმა, რომლებიც ეძებდნენ ადგილს ღმერთის თაყვანსაცემად თავიანთი სინდისის კარნახითა და სახელმწიფოს იძულების გარეშე, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ რწმენის თავისუფლება უპირველესი თავისუფლებაა, რომელიც გარანტირებულია აშშ-ის კონსტიტუციით. როგორც ამ შტატის ხელმძღვანელები, ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ ტეხასელთა უფლება, იცხოვრონ თავიანთი რელიგიური რწმენის პრინციპებით. ტეხასის კონსტიტუცია რელიგიური თავისუფლების დაცვას საიმედოდ უზრუნველყოფს. მე მჯერა ტრადიციული ქორწინების. ეს არის ის, რასაც ტეხასელთა 75% დაეთანხმა წლების წინათ, როდესაც ტეხასის შტატის კონსტიტუციაში შევიტანეთ შესწორება, რომლის თანახმადაც, ქორწინება არის ერთ მამაკაცსა და ერთ ქალს შორის კავშირი!”

გეიინტერვენცია ობამას მმართველობის მთავარი შტრიხია. ჯერ კიდევ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, კერძო ბიზნესი და რელიგიური ინსტიტუტები არაერთხელ ყოფილა ჰომოსექსუალების თავდასხმის მსხვერპლი. ჰომოსექსუალებს სასამართლოში შეჰქონდათ სარჩელი ე.წ. სქესობრივი დისკრიმინაციის ნიშნით და ეს იყო საფუძველი ნორმალური ადამიანების სისხლისსამართლებრივი დევნისა, რომელთა რელიგიური თვალსაზრისითაც დაუშვებელია გეების ქორწინება და ქორწილში ტორტითა და ცისფერი ღიღილოების თაიგულითაც კი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here