Home რუბრიკები პოლიტიკა ანზორ მაისურაძე: საქართველო სუვერენული ქვეყანაა თუ აშშ-ის “ნახევარშტატი”?

ანზორ მაისურაძე: საქართველო სუვერენული ქვეყანაა თუ აშშ-ის “ნახევარშტატი”?

727

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არ დაიზარა და თავის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ტრადიციულად განსაკუთრებული თავი მიუძღვნა. ვერ მოიშალა ამ ყოვლად პატივცემულმა სახელმწიფო სტრუქტურამ სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის, გარჩევა-განხილვისა და შეფასების აკვიატებული ჩვეულება.

 

_ რას ფიქრობთ ამ საკითხზე, ბატონო ანზორ? _ ამ შეკითხვით მიმართასაქართველო და მსოფლიომსახელმწიფო უშიშროების გენერალმაიორ ანზორ მაისურაძეს.

_ ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისე ღრმად გაიდგა ფესვები საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ფინანსურ-ეკონომიკურ ნიადაგში, რომ პრაქტიკულად (ცხადია, არა ოფიციალურად) თითქოს ნახევარი შტატის სტატუსი გვაქვს მონიჭებული.

ადრე ასეთი სტატუსი აშშ-მა პუერტო-რიკოს მიანიჭა.

_ ასეთი?!

_ ოფიციალურად სხვანაირად ისმის _ არაინკორპორაციული ორგანიზებული ტერიტორია, რომელიც იმართება აშშ-ის მიერ და სადაც აშშ-ის კონსტიტუცია შეზღუდულად მოქმედებს. პუერტო-რიკოს უმაღლესი ხელისუფლება შეერთებული შტატების კონგრესის ხელშია, ხოლო ამ ტერიტორიას (და არა ქვეყანას) თვითმმართველობის სისტემა აქვს. შედეგად _ თუ მანამდე ეს ქვეყანა პრობლემებს უქმნიდა შტატებს, ამის შემდეგ თავად მათ შეექმნათ პრობლემები იმით, რომ პუერტო-რიკოს სუვერენიტეტის ყველა ნიშანი ფორმალობად იქცა.

ასეთი სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა დაკარგავს სახელმწიფოებრიობას, ხოლო სახელმწიფოებრიობის დამადასტურებელი ცარიელი ატრიბუტიკა რა თავში უნდა ვიხალოთ?! სამაგიეროდ მატერიალურად, ასე თუ ისე, ვიქნებით უზრუნველყოფილი. აშშ კი იმოქმედებს საქართველოში ისე, როგორც მოესურვება.

_ ახლა რა, სხვანაირად იქცევა?!

_ გასული საუკუნის 90-იან წლებში ყველას გვახსოვს, რა გაჭირვება იყო: არა _ პური, არა _ წყალი, არა _ ელექტროენერგია და გაზი, არაფერი გაგვაჩნდა. და ამ პერიოდში ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაგვეხმარა, უპირველეს ყოვლისა, ხორბლით, ამერიკის შეერთებული შტატები იყო.

უმადურები არ უნდა ვიყოთ, მაგრამ მადლიერებასაც აქვს საზღვარი, მას არ უნდა შევწიროთ სახელმწიფოს სუვერენული უფლებები: სხვას არ უნდა გადავაწყვეტინოთ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებად მხოლოდ იმ პირების დანიშვნა, რომლებიც ამერიკაში სწავლობდნენ, იქ გაიარეს საეჭვო რეპუტაციის მქონე რაღაც კურსები და დილასაღამოს მხოლოდლიბერალურდემოკრატიაზე ლოცულობენ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ტრადიციებისა და ეროვნული იდენტურობის დათმობის ხარჯზე.

არა მგონია, ასეთი დამოკიდებულება ჩვენს საქმეს წაადგეს.

ის, რასაც ჩვენ მიმართ კადრულობენ, შეურაცხმყოფელია: გვეუბნებიან, ნატოში მიგიღებთო და არ გვიღებენ; გვეუბნებიან, ევროკავშირის კარი თქვენთვის ღიაო და ზღურბლზე გადაბიჯების უფლებას არ გვაძლევენ

ხალხს მობეზრდა ასეთი კატათაგვობანას თამაში. მობეზრდა!

სიკეთე თუ გამიკეთე, ბარემ მარილიც მოაყარე, შე მამაცხონებულო! არ გინდა? შენ _ შენთვის, მე _ ჩემთვის… ინტერესები, აშშ-ის გარდა, სხვა ქვეყნებსაც აქვთ საქართველოში. განსაკუთრებით იკვეთება ამერიკის, რუსეთის, თურქეთის, გერმანიისა და ირანის ინტერესები, ოპერატიულ ინტერესებს ვგულისხმობ, უწინარეს ყოვლისა. ამ ინტერესებით განსაზღვრული ამოცანების გადაწყვეტა კი შეუძლებელია, თუ არ ეყოლებათ თავიანთი აგენტურა. ჰყავთ კიდეც და აკეთებენ თავიანთ საქმეს.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი, რაც ამ აგენტურის მიერ ჩვენს ქვეყანაში ხდება, ცნობილია ჩვენი სპეცსამსახურებისთვის. არადა, ყველაფერი მისხალ-მისხალ უნდა გვქონდეს აწონილი, შეფასებული, გაანალიზებული. წესით, ასე უნდა იყოს…

_ ბატონო ანზორ, ზემოთ ნახსენები ანგარიშიდან ჩანს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არცთუ დელიკატურად გვეუბნება, დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებში პოლიტიკური საფანელი იკვეთებაო. ამას როგორ აფასებთ?

_ ძალიან ცუდად. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახალგაზრდა რეფორმატორები”, რომლებიც .. ვარდების რევოლუციის ტალღაზე მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამერიკის სპეცსამსახურებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ხელდასმული არიან. მათი დახმარებით მოვიდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ამ პროექტის ფიგურანტების როლი ამაღლებულიყო მსოფლიოში.

მაგრამ ყოფილმა ხელისუფლებამ ისე წაიყვანა ქვეყნის მართვის საქმე, რომ არაადამიანური, არაკაცური მოქმედებით ხალხს შეაძულა რეფორმებიც და მათი ავტორებიც.

გაკოტრდნენ ყოფილები და მოვიცილეთ კიდეც, მაგრამ დარჩნენ მათი პროტექტორები და, ისინიც რომ არ გაბითურებულიყვნენ მსოფლიოს თვალში, ჯერ კოაბიტაცია შემოგვთავაზეს, ახლა კი სახელმწიფო დამნაშავეების გათეთრებაზე მუშაობენ. გვითხრეს: ხელი არ ახლოთ, ჩვენი გაზრდილები არიან, წარსული დაივიწყეთ, მომავალზე, მათთან თანამშრომლობაზე იფიქრეთო!

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოდან ყველა წამყვანი მინისტრი გაიქცა. ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთი რამ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, რა ამბავი ატყდებოდა მსოფლიოში და, უპირველეს ყოვლისა, თვით აშშ-ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში! ახლა _ ვითომც არაფერი!

საქართველოშიც რაღაც გაუბედავი ნაბიჯების მოწმენი ვართ. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფრით _ პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფინანსურად დამოკიდებული ვართ შტატებზე. იძულებულნი ვართ, ბევრი რამ გადავყლაპოთბოდიშს ვუხდი თქვენს მკითხველს ამ გამოთქმისთვის.

_ ხომ არ გეჩვენებათ, რომ ზოგიერთი შემფასებლური ფორმულირებით, რომლებიც სახდეპის ანგარიშშია, ცდილობენ, შეარყიონ ჩვენი ხელისუფლების ავტორიტეტი?

_ აშკარად ჩანს! პირდაპირ ეუბნებიან ჩვენს ხელისუფლებას, არ იქცევით ისე, რომ ყველა პუნქტში აშშის სახდეპის მოწონებას იმსახურებდეთ, შეცდომებს უშვებთო. არ მოსწონთ… ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, დღევანდელი ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო… მაგრამ არ ვიცი, ვის მოიყვანენ სანაცვლოდ.

_ ალასანიას ხომ არა? “კაბელების საქმისაქცენტირება სახდეპის ანგარიშში ამაზე ხომ არ მიგვითითებს?

_ ძნელი სათქმელია… მაგრამ ამ საქმის ფიგურანტების ციხიდან გამოშვება აშკარად რაღაცის მიმანიშნებელია. იქნებ, მთავარი პროკურატურის დიდი ლაფსუსია? იქნებ, მართლაც ალასანიას დისკრედიტაციისთვის გაკეთდა? არ ვიცი. თუ საფუძველი არ გაქვს, არავინ უნდა დააპატიმრო. ჩვენ დროს, იცით, როგორ იყო? კაცს რომ დააპატიმრებდნენ, მისი დანაშაული უკვე დამტკიცებული იყო ყველა სამართლებრივი პროცედურის შესრულების საფუძველზე, მაგრამ, ჯერ რომ დააპატიმრებ და შემდეგ შეეცდები დანაშაულის დამტკიცებას, ეს სამართლის ლოგიკაში არ “ჯდება”.

_ გასულ კავირაში ევროპასა და არაბულ სამყაროში ერთდროულად სამი ტერაქტი მოხდა, ათობით ადამიანი დაიღუპა, ჩრდილოეთ კავკასიაში კი დაჯგუფებაისლამურმა სახელმწიფომთავისი პროვინციის შექმნაზე განაცხადა. რას უნდა ველოდოთ?

_ ლოდინის დრო არ არის, არც აღშფოთებისა და შეშფოთების. ასეთი რეაქცია უკვე სასაცილო ხდება. ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა ვერაფერს გახდება. ის კი არა, კოალიციამაც ვერ შეძლო შესამჩნევი შედეგების მიღწევა, არ ეყო ძალისხევა და სურვილი. არც მარტო აშშ-მა და მის ირგვლივ დარაზმულმა ქვეყნებმა, არც მარტო რუსეთმა და მასთან ერთად მოქმედმა კოალიციამ, არამედ ყველამ ერთად, ყველა იმ სახელმწიფომ, რომლებიც კაცობრიობის უპირველეს მტრად ტერორიზმს მიიჩნევს, საერთო ძალით უნდა შეუტიოს მსოფლიოს წინააღმდეგ ამხედრებულ ამ შავბნელ ძალას.

_ ერთერთმა ექსპერტმა ჩრდილოეთ კავკასიის ხალიფატზე საუბრისას თქვა, რომ აქ გადაიკვეთება რუსეთისა და საქართველოს ინტერესები.

_ ჯერ ერთი, კი არ გადაიკვეთება, დაემთხვევა რუსეთ-საქართველოს ინტერესები, მაგრამ სხვა პრობლემები, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს, დარჩება; მეორეც, აღნიშნულ რეგიონში არა მხოლოდ ამ ქვეყნების, არამედ შეერთებული შტატების ინტერესებიც დაემთხვევა ერთმანეთს, თუმცა _ დროებით.

მოდით, საკითხის ისტორია გავიხსენოთ.

თქვენს მკითხველს მოეხსენება, რომ “ალ ქაიდა” ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა, “ისლამური სახელმწიფოც” იმ არეულობიდან იშვა, რომელიც ამერიკის მიერ განხორციელებულ “არაბულ გაზაფხულს” მოჰყვა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ყველაფერი ეს კეთდებოდა ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ არეული მსოფლიო _ “ისლამური სახელმწიფო” და დაუსრულებული ომები რადიკალური ისლამის დროშის ქვეშ.

_ უმდიდრესი დაჯგუფებაა ტერორისტების ესსახელმწიფო”, “ბოევიკებიუფართოეს ექსპანსიას განახორციელებენ ყველა მიმართულებით

_ და მაინც, ყველაზე საშიშია არა ფინანსური წყაროების გაფართოება, არამედ ცოცხალი ძალის ის ნაკადი, რომელიც “ისლამური სახელმწიფოსკენ” მიედინება. დღევანდელი მონაცემებით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან 1500-ზე მეტი ახალგაზრდა იბრძვის ტერორისტების რიგებში, მაგრამ კიდევ უფრო საშიშნი არიან ისინი, ვინც მოხალისედ წავიდა და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ჩემი აზრით, სწორედ ისინი ჩაუდგებიან სათავეში რეგიონულ ტერორისტულ ორგანიზაციებს, გაააქტიურებენ მუშაობას ახალგაზრდების გადასაბირებლად და ა.შ. საქართველოს უშიშროების შესაბამისმა სამსახურებმა სწორედ ამ მიმართულებით უნდა გააძლიერონ თავიანთი დანაყოფების საქმიანობა.

დღევანდელი მდგომარეობა უშუალო შედეგია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკისა. უფრო კონკრეტულად _ გაზისა და ნავთობსაბადოების დაპატრონებისთვის დაწყებული საომარი მოქმედების.

_ მხოლოდ ეს რომ იყოს, კიდევ ჰოორიოდე დღის წინათ თეთრი სახლის ფასადი ვაშინგტონში ლგბტთა დროშის ფერებით გაანათეს. ვაშინგტონი მამათმავლობის დედაქალაქად იქცა _ თუ აქამდე აშშის 38 შტატში იყო დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება, ამიერიდან ამბედნიერებასთანზიარება ამერიკის მთელ ტერიტორიაზე გახდა შესაძლებელიპრეზიდენტმა ობამამ ეს თავისი მოღვაწეობის უთვალსაჩინოეს მიღწევად გამოაცხადა.

_ ძალიან უარყოფითად ვუყურებ ასეთ “ლიბერალიზმს”. სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი და ამ პოზიციაზე ვრჩები. ანტიადამიანური, ანტიქრისტიანული ყოვლად მიუღებელია ჩემთვის. არ ვიცი, რა დაემართა ამ ხალხს, როგორ და რატომ შეერყა ტვინი, ასეთ უბედურებამდე რომ მივიდა.

მე მხარს ვუჭერ იმ პოზიციას, რომელზეც დგას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი: “მე, როგორც პრემიერმინისტრი და საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა”.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here