Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: ნორლანდს აეროპორტში პანღური უნდა მივაყოლო; ვინც ჩამოვა მის შემცვლელად, იმას...

ელიზბარ ჯაველიძე: ნორლანდს აეროპორტში პანღური უნდა მივაყოლო; ვინც ჩამოვა მის შემცვლელად, იმას კვერცხს ვესვრი!

702

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევითა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩევლად ადამიანის უფლებებში და კანონის უზენაესობის საკითხებში მაიკლ ო’ბოილი დაინიშნა.

 

მაიკლ ბოილს აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება (1990-2015) და სასამართლოს რეგისტრატორის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. კარგი და კეთილისმყოფელი მრჩეველი ქვეყანას ნამდვილად სჭირდება, თუ გავითვალისწინებთ, რომისლამურმა სახელმწიფომჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთის ტერიტორიაზე, პროვინციის დაარსების შესახებ განაცხადარა საფრთხის წინაშე დგას საქართველო და დაჩქარდება თუ არა ნატოს საწვრთნელი ცენტრების მშენებლობა, თანაც მაშინ, როდესაც კავკასიაშიისლამურმა სახელმწიფომვილაიეთი დააარსა; როგორ მოიქცევა რუსეთი და რომელი ქვეყანაა საქართველოსთვის უსაფრთხოების ქოლგა _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს ვესაუბრეთ.

_ ბატონო ელიზბარ, თითქოს ამერიკის ელჩი არ გვყოფნიდა ჭკუის დამრიგებლად, ახლა პრემიერმა ღარიბაშვილმა, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩევლად ადამიანის უფლებებში და კანონის უზენაესობის საკითხებში მაიკლ ბოილი რომ დანიშნა

_ თუ ღარიბაშვილი ამ მრჩეველს დაუჯერებს, მისი საქმე დამთავრდება. შესაძლოა, ასეც უნდათ, რადგან პრემიერი კახელი კაცია და კეთილი თვალით არ უყურებენ…

არის პრობლემა, რომელიც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ხალხმა უნდა გააგდოს ყველა, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი უნდა. ასე აკეთებდნენ სომხები და აზრბაიჯანელებიც.

საქართველოს ამერიკა განაგებს, პროვინციაზე დაბალ დონეზე ვდგავართ, ამიტომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი, ამერიკას მხოლოდ ხალხის ეშინია. ხალხმა უნდა გააგდოს ყველა, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი უნდა. ასე აკეთებდნენ სომხები და აზრბაიჯანელებიც.

_ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული მეგობარია. ამერიკა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა და ამას ქვეყნის ყველაზე დიდ მიღწევად თვლის.

_ ამერიკელების პრინციპია, _ მოისპოს წესიერი არჩევნები, ანუ სამართლიანად ჩატარებული არჩევნები, თუ ეს ასე არ მოხდება, გამოჩნდებიან რაღაც ძალები, როგორიც ახლა სომხეთში გამოჩდნენ, და დაიწყება არეულობა.

2003 წლის მარტში სენატორებმა _ ჯონ მაკკეინმა და ჯოზეფ ლიბერმანმა შეიმუშავეს კანონი დემოკრატიის ფასეულობების შესახებ, რომელიც ამერიკელებმა დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს. ეს არის კანონი, რომელიც სამყაროს ანგრევს. ამ ნგრევაში მონაწილოებს პრესა, არასამთავრობოები, პოლიტიკოსები, რომლებიც ეროვნულ ძალებს მარგინალებად აქცევენ. სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკის საელჩოები პატარა კუნძულებია, რომლებიც ბინძურ პოლიტიკას ატარებენ.

მსოფლიოში ანტიამერიკული განწყობაა, მაგრამ ყველგან, ყველა ქვეყანაში არის ხელისუფლება, რომელიც ამერიკის პოლიტიკას დიდი სიამოვნებით ატარებს.

არ მინდა, საქართველოში მრჩევლები ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოვიდნენ, რადგან ისინი ამ ქვეყნის დაღუპვაზე ფიქრობენ.

არ გაბედონ დეპუტატებმა აქაც შემოიღონ ის კანონი, რომელიც ამერიკაში მიიღეს, თორემ მათ ხალხი ცოცხებით გამოყრის პარლამენტიდან. იმ ამერიკას როგორ უნდა მიბაძო, რომლის პრეზიდენტი იმაზე ლაპარაკობს, რომ კაცებთან ჰქონდა ურთიერთობა და ყველაზე დიდ გამარჯვებად ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას თვლის?! ზესახელმწიფოს მთავარი სასახლე ლგბტ ფერებში გაანათეს. მე იმ მსოფლიოს რა ვუთხრა, ამას რომ უწონებს ამერიკას.

_ ჩვენც მოგვიწევს ამ კანონის დამტკიცება

_ მოგვიწევს და ეს ქვეყანაც დამთავრდება.

_ საქართველო საფრთხის წინაშეა. კავკასიაში “ისალამური სახელმწიფო” პროვინციას _ ვილაიეთს ქმნის. სასწრაფოდ უნდა მოვძებნოთ თავშესაფარი… ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი თვლის, რომ თავშესაფარი რუსეთია, ბევრი კი ამბობს, რომ რუსეთი თვითონ არის საფრთხე. ეს ყოფილმა კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ თქვა.

_ ქვეყნის ყველაზე დიდი საფრთხე თვითონ რურუაა. მხედრიონელი რურუა პატრიოტი ნამდვილად არ არის. რურუები და რატიანები ქვეყნის ყველაზე დიდ საფრთხედ მიმაჩნია. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც განათლების სისტემის დანგრევას შეუწყვეს ხელი; ცდილობენ, მეცნიერებათა აკადემია დაამცირონ და შეურაცხყონ. თავის დროზე “ზავხოზად” ნამუშევრები ახლა როინ მეტრეველს დაეტაკნენ.

დღეს ჟურნალისტები ყველაზე დიდი დაპირისპირების წყაროები არიან. გადავირიე კაცი, რას ვუყურებ, რა მესმის?! სტუდიაში ვინ მიჰყავთ სტუმრად, ვინ არის ირაკლი მანაგაძე? _ ლევან ღვინჯილიას კომენტარზე განაცხადა, _ ფაშიზმს ტაშს არ ვუკრავო.

შეუძლებელია, არ ვთქვა ის, რაც ლადო პაპავამ _ უნივერსიტეტის რექტორმა, ჩემთვის პატივსაცემმა კაცმა, გააკეთა. ალექსანდრე რონდელი უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან გამოასვენა, იმ შენობიდან, რომლიდანაც თავის დროზე, უდიდესი კორიფეები გამოვასვენეთ. ვინ იყო ალექსანდრე რონდელი? “მოსადისთუ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი. ახლა დამიწყებენ, მკვდარზე ცუდს არ ამბობენო. ვეკითხები ლადო პაპავას _ რა დამსახურებისთვის გამოასვენა ალექსანდრე რონდელი უნივერსიტეტიდან, უნივერსიტეტი მასონურ დაწესებულებად იქცა?

აი, ასეთი რაღაცებია საშიში, თორემ გარეშე მტერი ძლიერ ქვეყანასა და ხალხს ვერაფერს დააკლებს. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა.

ახლა “ისლამურ სახელმწიფოზეც” ვისაუბროთ. ეს “სახელმწიფო” ამერიკელების შექმნილია, იმისთვის, რომ ვითომ ტერორიზმს ებრძოლონ.

“ისლამურ სახელმწიფოს” დიდი რეკლმა უკეთდება, აქვს ფული. ძალიან, ძალიან საშიშია. საქართველოდანაც ბევრი ადამიანი წავიდა მათ მხარდამხარ საბრძოლველად, საზღვრები დაცული არ არის, თურქეთში ისე გადადიხარ, პასპორტიც არ გჭირდება.

კავკასიის ვილაიეთის შექმნა რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ყველაზე მეტი ტერაქტიც რუსეთში მოხდა, ტერაქტები არ ხდება ამერიკაში, რუსეთს ებრძვიან, რადგან იქ ჯერ ეროვნული თვითმყოფადობა ვერ გაანადგურეს.

ამერიკასთან ერთად ვერ გადავრჩებით, ამერიკის შექმნილ არც ერთ ორგანიზაციაში არ უნდა გავერთიანდეთ, რადგან ის ჩვენი კეთილისმსურველი არ არის.

გაიხსენეთ, რას ამბობდნენ, თბილისში წყალდიდობა რომ მოხდა _ 20 ადამიანი დაიღუპა და ამერიკელები ცხოველებს მისტიროდნენ. ამერიკელებისთვის ქართველები ცხოველებზე დაბლა დგანან.

_ საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრების განთავსების პროცესი დაჩქარდა, “ისლამური სახელმწიფოკავკასიაში პროვინციას ქმნის. შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთი აგრესიული გახდეს და დაგვარტყას?

_ რა თქმა უნდა, აგრესიული გახდება. რუსეთმა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა იმიტომ გამოაცხადა, რომ იქ ჯარის დაყენების უფლება ჰქონოდა და იქ ნატოს თავისი ბაზები არ განეთავსებინა.

რუსეთი დაგვარტყამს, შესაძლოა, ეს უკეთესიც იყოს. ნელა, წამებით სიკვდილს უცბად სიკვდილი სჯობია. ჩვენ განადგურებას ყველა ხელს უწყობს, არადა, სულ სამი ტანკია საჭირო რომ აღარ ვიარსებოთ. ხალხი მეცოდება, თორემ ყველა პოლიტიკოსს აქვს გასაქცევი.

ხმა უნდა ავიმაღლოთ, ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში. აუცილებლად უნდა გავაგებინოთ მთავრობას, რა გვსურს. თუ არ მოგვისმენენ, ძალით მოვასმენინოთ.

არავინ მითხრას, რომ თინა ხიდაშელი მამულზე შეყვარებული სარდალია და გიორგი სააკაძესავით გაუძღვება ჯარს. თინა ხიდაშელში არის განფენილი ეშმაკისეული პატივმოყვარეობა, ის ქალი არ არის.

_ ბატონო ელიზბარ, ასე საუბარი არ შეიძლება. ჟურნალისტური ეთიკის კომისია ენას გიწუნებთ. ამას წინათ თქვენი ყველა ფრაზა გააკრიტიკეს.

_ ჩემი ნათქვამი გააკრიტიკეს? ვინ _ ტუღუშმა? მისი გაზეთი ერთხელაც არ წამიკითხავს, რადგან ყოველთვის მთავრობის საჯდომზე იყო მორგებული. სადმე არ შემხვდნენ ეგ და ის, პედარასტების დამცველი ზვიად ქორიძე, თორემ თავ-ყბას დავამტვრევ.

მინდა, ჩვენი საუბარი გურამიშვილის ერთი, ნაკლებად ცნობილი ლექსით დავასრულო: “სარკით მზის შუქით ციალსა, უწოდენ ქართველ ერია,

ვერას ხორციელ სულდგმულსა ჭაში ვერ დაუჭერია”.

ეს არის საქართველო, შეუძლებელია ჩვენი მოხელთება ასე ადვილად. მათი ბრჭყალები სულიერი არ არის. ვიდრე სული გვაქვს, ვერავინ მოგვერევა.

ნორლანდს აეროპორტში პანღური უნდა მივაყოლო; ვინც ჩამოვა მის შეცვლელად, იმას კვერცხს ვესვრი.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here