Home რუბრიკები პოლიტიკა სოდომია – ვაშინგტონის დიადი გამარჯვება

სოდომია – ვაშინგტონის დიადი გამარჯვება

572

აშშ თუ რუსეთი? _ არც აშშ, არც რუსეთი! _ მსგავსი განცხადებები ხშირად გვსმენია პოლიტიკოსთა მხრიდან, რაც, უკეთეს შემთხვევაში, უცოდინარობის ბრალია, ხოლო უარესში _ ურაპატრიოტიზმის, უსინდისო პოპულიზმის. აშშ თუ რუსეთი? _ ამ დილემაზე მოგვიანებით მოგახსენებთ.

 

რაც შეეხება თეზისსარც აშშ და არც რუსეთი!”, უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი ფუფუნების უფლება საქართველოს, სულ რაღაც, 120 წლის განმავლობაში (დავით აღმაშენებლიდან, ვიდრე თამარ მეფემდე) ჰქონდა, როდესაც აქეთ მართლმადიდებელი ბიზანტიის იმპერიის და იქით მუსლიმან ბარბაროსთათვის ჭკუის უკითხავად წარვმართავდით საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. ეს ოქროს ხანა მალე დასრულდა და, თუ თითოოროლა ეპიზოდურ გამონათებას არ ჩავთვლით, ფიზიკური გადარჩენისთვის ვიბრძოდით ხან სპარსეთის, ხან არაბ სარკინოზთა, ხან თურქსელჯუკთა თუ სხვა გადამთიელი ბარბაროსების წინააღმდეგ.

ეს ვრცელი ისტორიული ექსკურსი იმისთვის დამჭირდა, რომ ყველას შევახსენო: დღესაც ბრძოლაა გაჩაღებული აგრესიულ ლიბერალიზმად წოდებულ ნეოტროცკიზმთან, ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, რადგან ამ ბრძოლის შედეგით გადაწყდებავიარსებებთ თუ არა, როგორც ერი, თუ ზნეობამორღვეულთა გლობალურ ნახირში გავერევით.

აგრესიული ნეოლიბერალიზმი დაფუძნებულია ხუთ არაზე: არა _ სამშობლო, არა _ ეროვნება, არა _ ღმერთი, არა _ ოჯახი და არა _ სქესი!..

 ეს თეზისები გასული საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა კავშირშიც ინერგებოდა იმ პერიოდის ლიბერალების მიერ ლევ ტროცკის მეთაურობით და ამიტომ თანამედროვე ლიბერალებს ნეოტროცკისტებადაც მოიხსენიებენ…

20-ანი წლების ტროცკისტების თარეშს სამანი “სისხლისმსმელმა” სტალინის გენიამ დაუდო!

სწორედ სტალინის მმართველობის პერიოდში განახლდა ლენინტროცკის მიერ დახურულ ეკლესიამონასტრებში ღვთისმსახურება, რუსეთის ეკლესიას დაუბრუნდა პატრიარქის ინსტიტუტი, საქართველოს ეკლესიას _ ავტოკეფალია, ღვთითბოძებული შინაარსი დაიბრუნა სამშობლოს ცნებამ, საბჭოთა მოქალაქეთა პასპორტებში გაჩნდა ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა, ოჯახის ინსტიტუტი გამოცხადდა საბჭოთა წყობის (გნებავთ _ რეჟიმის) ქვაკუთხედად, ხოლო მამათმავლობა _ სისხლის სამართლის დანაშაულად.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, განსაკუთრებით ამ ომში გამარჯვების მთავარი შემოქმედის, გენერალისიმუს სტალინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო დასავლეთმა (წაიკითხე _ აშშ) ე.წ. ცივი ომი საბჭოეთის წინააღმდეგ, რაც მათი გავლენის აგენტის _ გორბაჩოვის მეცადინეობით საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა.

ამ ომის იდეოლოგია ე.წ. ადამიანის უფლებების დაცვას ემყარებოდა, რომელიც გულისხმობდა, პირველ რიგში, სიტყვის, პრესის, მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების, საჯარო შეკრებების თავისუფლებას და ა.შ.

დასავლეთის რადიოსადგურების მიერ გადმოყრილი ეს პროპაგანდისტული საკენკი სწორედ ჩემმა თაობამ აკენკა და სწორედ ჩემი თაობის ხელით დაანგრიეს, როგორც დღევანდელი გადასახედიდან გამოჩნდა, სოციალურად ყველაზე სამართლიანი ზესახელმწიფო, რომლის სამართალმემკვიდრე ეკონომიკურად განადგურებული, დემორალიზებული რუსეთი გახდა.

 ბოლო 20 წლის განმავლობაში მრავალი დამცირება, აბუჩად აგდება გადაიტანა ელცინის დროს გაძარცვულ-გაფარჩაკებულმა რუსეთმა და, როდესაც ამერიკას რუსეთის თემა “აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე” დახურული ეგონა, როგორც არა ერთხელ ყოფილა რუსეთის ისტორიაში, რუსეთი სასწაულებრივ, ფენიქსივით აღდგა და ამ სასწაულის შემოქმედი არის ვლადიმერ პუტინი.

დღეს კი ისტორია ჩვენ თვალწინ მეორდება:

ისევ ადამიანის უფლებების კომუფლაჟით ამერიკული “დემოკრტიის ექპორტი” ე.წ. ფერადი რევოლუციების მეშვეობით ჯერ იუგოსლავიაში, შემდეგ _ საქართველოსა და უკრაინაში, მერე _ ე.წ. არაბული გაზაფხული და შედეგად “ისლამური სახელმწიფო”, დაშლილ-დაქუცმაცებული იუგოსლავია, უკრაინა, საქართველო…

ადამიანის იმ უფლებებს შორის, რომელთაც აშშ საბჭოეთშიიცავდადა ამ უფლებებს შორის, რომელთა დაცვასაც აშშ ახლა რუსეთში ცდილობს, განსხვავება არის ის, რომ დღეს .. ადამიანის უფლებებში, უპირველესად, ლგბტ თემის უფლებები, ანუ საჯდომის თავისუფლება _ დემოტრაკია იგულისხმება!

ამის ნათელი დასტურია ის, რაც 26 ივნისს ამერიკაში მოხდა!

 გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, რომლებიც წინ უძღვოდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს “ისტორიულ” ვერდიქტს, რომლის ძალითაც ერთსქესიანი ქორწინებები ყველაზე მძლავრი ზესახელმწიფოს ყველა შტატში დაკანონდა და რომელსაც ობამამ, არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკის დემოკრატიის გამარჯვება უწოდა.

ბარაკ ჰუსეინ ობამას გაპრეზიდენტებისას აშშის მხოლოდ 6 თუ 7 შტატში იყო აღრიცხული მსგავსიგამარჯვება”…

აქედან გამომდინარე განაცხადა აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი მსოფლიოში ლგბტ უფლებების დაცვა იქნებაო და ბარაკმაც კვერი დაუკრა!

ჰოდა, შედეგიც უკვე ჩანს _ მას შემდეგ ბევრი ევროპული სახელმწიფო გაბედნიერდა მსგავსი გამარჯვებით და აგერ, ახლა აშშ-ში მსოფლიო დემოკრატიის სიმბოლო _ თეთრი სახლი _ ლგბტ ფერებში შეღებეს, რომლის ფონზეც ვიხილეთ ახალგაზრდა თუ ბებერი პედერასტების გულის ამრევი მტლაშა-მტლუში, ხოლო აშშ-ის დღევანდელმა სახმდივანმა ჯონ კერიმ პირობა დადო, რომ მოკლე ხანში სრულიად მსოფლიო იზეიმებს კაცობრიობის არნახულ პროგრესს!

“ამერიკული დემოტრაკიის გამარჯვება” რომ არა, წინამდებარე წერილში ვაპირებდი საუბარს დილემაზე _ რუსეთი თუ ამერიკა? და ამ საკითხის განხილვას საქართველოსთვის მისაღებ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჭრილში, მაგრამ…

რადგან ამერიკული დემოტრაკიის გამარჯვების ფონზე ყველა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა არგუმენტმა ფასი დაკარგა და კითხვა _ ამერიკა თუ რუსეთი? _ პირადად ჩემთვის დღეიდან მხოლოდ ზნეობრივ კონტექსტში განიხილება, რადგან მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელსაც ჯონ კერი ტოტალური ლგბტ-ზაციით დაემუქრა, არის ჩემი სამშობლოც _ აშშ-ის მიერ გაფარჩაკებული სატელიტი. და ალბათ, საქართველოსაც (რომლის ხელისუფლებაც თავის მოსახლეობას აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეობის უტოპიით ატყუებს) აიძულებენ “დემოტრაკიის” ამ “დიადი გამარჯვების” გაზიარებას.

დემოტრაკია _ უკეთესად, ალბათ, შეუძლებელია “ამერიკის გამარჯვების” შეფასება…

ჯონ კერის დანაპირების ინტერპრეტაცია ასეც შეიძლება _ ვინც ჩვენთან არ არის (ანუ არ არის დემოტრაკი, არ არის პედერასტი) ჩვენი მტერია!

განსაკუთრებული პოლიტკორექტულობით არ გამოვირჩევი, ამიტომ, სხვა უფრო მძიმე ტერმინი რომ არ წამომცდეს, დღეიდან საქართველოში მოქმედ პროამერიკულ ძალებს დემოტრაკებად მოვიხსენიებ. უფრო მძიმე ტერმინში პედერასტები ვიგულისხმე, თუმცა მას შემდეგ, რაც მათმა ბელადმა ბარაკ ობამამ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაამერიკის გამარჯვებადგამოაცხადა, ხელისბიჭ ალასანიას, რესპუბლიკელებს, “ნაცებს”, ახლებს, პერსონალურად ირაკლი წერეთელს, ისევე, როგორც ქართველ ლგბტ თემს, პედერასტად ან დემოტრაკად მოხსენიება კი არ უნდა ეწყინოთ, პირიქით _ პატივად უნდა ჩათვალონ.

 ვისაც მაინც ეწყინება, სანუგეშოდ 1767 წელს ანტონ კათალიკოსის ეპისტოლეზე მეფე ერეკლეს მინაწერს მოვიყვან, რათა ყველა დემოტრაკმა და პედერასტმა დიად ბარაკ ჰუსეინს ლიტანიით შესწიროს მადლობა, რომ ერეკლეს ზეობის ხანაში არ უცხოვრიათ:

ჩვენ ირაკლი მეფემან, მპყრობელმან ქართლისა და კახეთისამან, ნებაყოფლობითა სრულ ერთიანად ჩვენის ქვეყნების თავადთა, აზნაურთა, დიდვაჭართა და გლეხთა: ღვთის მოწყალებით ამას ზედა დიაღ გულდაჯერებულ ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა და არც არის ამისთანა ავნი და ღვთისგან მარისხებელნი საქმენი, მაგრამ ჩვენ ხალხს ვაბრთხილებთ: თუ ვინმე ამისთანა საქმის მქნელი გამოჩნდეს _ ან მომწამლელნი, ან კაცის შემკრელნი, ან სიყვარულის და სიძულვილის წამლის მიმცემნი, ან ღვთის დიდად განმარისხებლისა და მიუტევებელისა ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა მამათმავლობის მქმნელნი, მამალნი ანუ დედალნი, ესენი უნდა ძალიანი და საანდაზო ჯაჯაებით (ჯაჯა _ დამნაშავე კაცის ტანჯვაწამება _ ..) დაიხოცნენ. ეს განჩინება ყოველმა ეპისკოპოსმა თავის სამწყსოს საყდრებში თავის ხალხს წაუკითხონ და გააფრთხილონ”. წყარო: კორნელი კეკელიძე, “ქართული ლიტერატურის ისტორია”, ტომი 1, თავი _ კანონიკა, გვერდი 522.

ეს ისე, მცირე ლირიკულ-იუმორისტული გადახვევა და ახლა სერიოზულად განვაგრძოთ…

მსოფლიოში შექმნილ ამ ტრაგიკომიკურ ფონზე ერთადერთი სახელმწიფოა რუსეთი, რომელსაც კანონით აქვს აკრძალული საკუთარ ტერიტორიაზე გეიაღლუმები და რუს პედერასტებს ერთსქესიანთა ქორწინებაზე ოცნებაც კი არ შეუძლიათ! თანაც, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო პრაქტიკულად ერთი და იგივეა. მართლმადიდებლობა, რომელიც უპირველესი მოწინააღმდეგეა სოდომის ცოდვის დაკანონებისა!

დღეს მსოფლიოს მართლმადიდებლობის ბურჯი არის რუსეთის ზესახელმწიფო, რომელსაც ბირთვული პოტენციალიც იცავს და, თუ ჯონ კერი შეეცდება დაპირების აღსრულებას, რომლისთვისაც ვატიკანის სიმბოლური წინააღმდეგობის დაძლევას ადვილად შეძლებს, მართლმადიდებლობას ცუდუბრალოდ ბუზსაც ვერავინ აუფრენს!

მაშ, ამერიკა თუ რუსეთი?

არჩევანი მარტივია:

ან დემოტრაკია და შედეგად ქართველი ერის ლგბტ-ზაციის რეალური საფრთხე, ან ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობის ქვეშ მენტალობის შენარჩუნება და, როცა იქნება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი!

დასასრულ, დიდი ქართველი მამულიშვილის, წმინდა ილია მართლის ბრწყინვალე პუბლიცისტური წერილიდან “ასის წლის წინათ” მოვიყვან ფინალურ პასაჟს. წერილიდან, რომელიც ილია ჭავჭავაძემ 1899 წელს დაწერა და რომელიც საქართველოში რუსის ჯარის შემოსვლის 100 წლისთავს მიუძღვნა:

ამ ღირსსახსოვარ დღიდამ საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლშვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამაპაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრადღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცა მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასაგან შორს, მარტოდმარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნეობის სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი მშვიდობისმყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს კვლავ სასოებაგაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული.

დღეს, 26 ნოემბერს 1899 ., სწორედ ასი წელიწადია მას აქეთ”.

ამას წერს კაცი, რომელმაც ჩვენზე უკეთ იცოდა ყოველივე სიავენი, რომელიც რუსეთის იმპერიაში მყოფ საქართველოს შეხვდა, მაგრამ 100 წლის შემდეგ აწონა რა ისტორიის სასწორზე ბოროტება და სიკეთე, ავი და კარგი რუსეთთან ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრებისა, ბოროტება სიკეთემ გადაწონა, ავი _ კარგმა!

მთავარი სიკეთე კი იყო ის, რომ რუსეთის იმპერიაში გვქონდა სამშობლო და ეროვნული თვითმყოფადობა!..

ახლა, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ქართველმა ერმა თვითონ განსაჯოს, რა სჯობს _ გაპედერასტებულ ამერიკელ დემოტრაკებთან ეფემერული სტრატეგიული მოკავშირეობა და უეჭველი გადაგვარება, გახლისტება, საქართველოს კიდევ უფრო დაშლადაქუცმაცება თუ რუსეთის მფარველობის ქვეშ ევრაზიულ სივრცეში სამშობლოს, მართლმადიდებლობის, ღირსების შენარჩუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური პერსპექტივა.

დავით მხეიძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here