Home რუბრიკები საზოგადოება არ გათეთრდება ყორანი!

არ გათეთრდება ყორანი!

1075

ქართველებს, რაც დრო გადის, “ქართული ოცნების” გახსენებაზე სინანულით შენელებული გულისტკივილი რჩება. რას დაემსგავსა “ქართული ოცნება”? ალბათ, ამგვარი უსახური არსება მრავალჭირნახულ წარსულშიც ძნელად მოიძებნება. ან რაღა მაინცდამაინც “ქართული ოცნება” დაირქვეს?! ნუთუ, ასეთი უნდილი, უმარილო და უღიმღამო ოცნებები აქვთ ქართველებს?! განა ქართველთა ოცნება ლგბტ თემის მხარდამჭერი კანონების შემოღება, პედერასტების, სქესობრივად გარყვნილთა და უზნეოთა “აგულავებაა”?!

 

დღევანდელი ჩვენი სავალალო ყოფა იმ დიდი იმედების მსხვრევაა, ხელისუფლებიდან “ნაციონალთა” გადაცურებას რომ ახლდა.

“დაუსჯელობა დანაშაულის უდიდესი წახალისებაა!” _ უთქვამს ციცერონს და ვერ შეედავები. გვეგონა, მოვიდა ძალა, რომელიც შეუპოვრად შეუტევდა ყველა ავსა და ბოროტს, დაუსჯელს არ დატოვებდა იმ პარაზიტს, რომელმაც ესოდენი ტკივილი მიაყენა ერთიან ქართულ ორგანიზმს. ზეიმობდა საზარელი უსამართლობის მსხვერპლი ხალხი, თითქოს შვებით ამოსუნთქვას აპირებდა მრავალი უბედურებისგან ძაძით შემოსილი. იდგა დრო ავისა და ბოროტისთვის სათანადო პასუხის მიგების. ბიძინა ივანიშვილს ტრიბუნაზე გათეთრებული შავი ყვავებივით გვერდით ედგნენ მისი ნდობით “შემოსილი”, ოღონდ ხალხში ნდობადაკარგული პარტიების თავკაცები, ბიძინას ავტორიტეტს მაშველი რგოლივით რომ ჩაბღაუჭებოდნენ და პირმოთნე ღიმილით ერთგულების შაქრად დნებოდნენ.

საქართველოს გაუმარჯოს! _ გაიძახოდა ბიძინა, მას ღრიალით სდევდა პირმოთნეთა ანგარებიანი ერთგულება და გუგუნებდა იმედით აღვსილი გულუბრყვილო ხალხი _ შეჰყურებდა ბიძინას ამალაში შეგროვილ გათეთრებულ ყვავებს და ავიწყდებოდა მამაპაპური სიბრძნე: არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა! ნაწამებთა, გაძარცვულთა და დამცირებულთა იმედად ცეცხლს აფრქვევდა თემიდას მახვილი. დამფრთხალი ნაცხროვა ვირთხის სოროში შესაძრომად ბარგს კრავდა; უამრავი ბრალდება მუშტად იკვრებოდა; ბიძინას გამარჯვებული კოალიცია ხალხისთვის თავდადებით მებრძოლ ავანგარდად ინათლებოდა…

სამართლიანობის ზეიმის იმედად გამოჩნდა პროკურორი კბილაშვილი. მას შეეძლო, ერისკაცობას ზიარებოდა, მაგრამ იწვალა, ივაგლახა, ბევრის მოლოდინი გაახუნა, თემიდას მახვილსაც დაუბლაგვა ფხა და ლოკოკინის კვალის დატოვებით იმ ნაჭუჭში შეძვრა, რომელშიც კუჭის დემონთა მბრძანებელი.

ანტიეროვნული, მოღალატეობრივი, ქვეყნის დამაქცევარი მოქმედებისთვის ხალხი “ნაციონალთა” გასამართლებას ელოდებოდა, მაგრამ გაირკვა, რომ ყორანი არ გათეთრებულა და ამოიღეს კიდეც ხმა, _ “ნაციონალები” უნდა შევინარჩუნოთო! და მოგონილი კოჰაბიტაციით ჩაეხუტნენ მათ. გაწბილებულ ხალხს კი უკვე მერამდენედ შემოაბნელდა სამართლიანობის აღდგენის ნათელი იმედი.

რა ძალა ჰქონია კოჰაბიტაციას, რომ “ქართული ოცნება” სარეველამორეულ ნაკვეთში დაკნინებული კულტურულ მცენარესავით ჩაიკარგა და ვეღარ გვიპოვია.

რადგან ასე თავდავიწყებით ვროკავთ ევროატლანტიკური დუდუკის ანტიეროვნულ ჭყვიტინზე და ერთსქესიანთა ქორწინების აღვირახსნილობა კარზე გვიკაკუნებს, მივიღეთ რესპუბლიკელებისა დაოცნებისერთსქესიანთა კავშირი.

კალიების ერთერთი სახეობა მტაცებელია _ სხვა მწერებით იკვებება. სქესობრივი აქტის დროს დედალი იწყებს მამლის ჭამას და აქტის დამთავრებისას უკვე შეჭმული ჰყავს. სწორედ ასე, ნელნელა მიირთმევს რესპუბლიკელთა გაუმაძღრობაქართული ოცნებისარსებობას. ალბათ, შორს აღარ არის დრო, “მეოცნებენიკოჰაბიტაციის ნაჭუჭიდანრესპუბლიკურადრომ შემოგვძახებენ: არავითარი საქართველოს გაერთიანება, გაუმარჯოს გადაგვარებაგარყვნილებას!”

ე.წ. ევროატლანტიკურ მისწრაფებას კი უზნეობის დამამცირებელი შემოთავაზება და მისი აბების ძალით გადაყლაპვის მცდელობა ახლავს. ევროპის სასამართლომ საქართველო 30 ათასი ევროთი დააჯარიმა პედერასტების სასარგებლოდ, _ როგორ გაბედეთ გარყვნილთა აღლუმის გაპროტესტებაო. ჯერ სად არის, _ ევროპას მათხოვარივით რომ მიდგომიხარ და ყელის გამოწევით ეხვეწები, ევროპელად მიმიღეთო, და დღეს პარლამენტში ლგბტ თემის მფარველები სხედან, ხვალ იქ პედერასტების ყოფნას მოგვთხოვენ. თუ უკმაყოფილებას გაბედავ, ისეთ ჯარიმას გამოგიწერენ, რომ ისედაც გამოხრულ ბიუჯეტს თავზე დაგამსხვრევენ. ჰოდა, იმანო, ევროპელობას ასე უცერემონიოდ რომ ეტენები, _ მეც ევროპელი გამხადეო, პედერასტებიც უნდა ჩაიხუტო, ერთსქესიანთა ქორწინებაც ამრავლო და თვითონაც გაპედერასტდე.

კოჰაბიტაციამ ისე დააბეჩავამეოცნებეთაკოალიცია, რომნაცებსეჯიბრებიან ნატოსა და ევროატლანტიკელებთან ლაქუცში. დანაღმულ ველზე ხომ არ დადიხართ, ასე ზუსტად რომ ადგამთ ფეხსნაციონალთანაფეხურებზე?! ისინი უცხოეთის ჯინჯილიანი ძაღლიშვილები არიან, როგორც უნდა იბეჯითოთ, ლიქნში მაინც ვერ აჯობებთ. მაგრამ იმას კი მიაღწევთ, ევროატლანტიკურმა ლაქუცმა ეგ მისწრაფება ნამდვილ დანაღმულ ველად გიქციოთ.

ხალხი მოითხოვს ცხინვალის ავანტიურის, რუსეთ-საქართველოს ომად რომ ნათლავენ, გამოძიებას და ქვეყნის დამაქცევართა სათანადოდ დასჯას. რატომ მიჩუმათდა ერის ამ ღია ჭრილობის მკურნალობის საქმე?

ვის აქვს უფლება, ქართველ ხალხს აუკრძალოს ჭეშმარიტების სააშკარაოზე გამოტანა და დამნაშავეთათვის სათანადოდ მიზღვა?! განა ამან ამერიკის სახე არ გააშიშვლა?

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ მაიკლ ტერნერმა ინტერპოლს თითი რომ დაუქნია, _ არ გაბედოთ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადებაო, ამით საერთაშორისო კანონმდებლობას სცა პატივი თუ აღმართის მხვნელ ძალადობას? რატომ ვერ ხვდებით, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის ისტერიკული მოთხოვნით სულ დაკარგეთ ავტორიტეტი და საქართველო გაპარსულ ზღარბს დაამსგავსეთ, რომელზეც შიშველი ადგილით დაჯდომა ყველა ბილწს და ოხერს შეუძლია?!

დღემდე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მიხვდა, რომ მისი სიძლიერე ხალხის ინტერესების დაცვაშია. უცხოეთის ცურზე მოჭიდებული მარიონეტის ბოლო კი ისეთი რისხვა და პანღურია, რომლისგან ვერავითარი ძლიერი მფარველი ვერ დაიცავს.

ამერიკელები მართლმსაჯულებისთვის არ იმეტებენ თავიანთ ძაღლიშვილს, რომლის ღალატითაც შეძლეს საქართველოს გაერთიანების მცდელობის მოუსავლეთში გადატანა და რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივის გახუნება; შედეგად, ქვეყანა აღვირით სამართავ არსებად გაიხადეს. ამერიკის ელჩად წოდებული, ფაქტობრივად, 51- შტატის გუბერნატორი, გაყოყოჩებული დაგვცინის და, საითაც უნდა, იქით მიგვაგრიხინებს; თუ კისერს მოვიტეხთ, ჩვენსავე თავქარიანობას დააბრალებენ.

განა მასხარად აგდებაზე უარესი არ არის, როცა თავდაცვის მინისტრად მოულოდნელად დაგვინიშნეს თავის დროზე ამერიკული გრანტებით ნაკვები დედაკაცი და გაათავისუფლეს სამხედრო საქმის მცოდნე, პრინციპული მინისტრი, რომელმაც განაცხადა, _ უკრაინაში ქართველი სამხედროების წასვლა არ შეიძლებაო.

აშშ-ის ელჩად წოდებულმა საქართველოს გუბერნატორმა მოხსნა პრინციპული მინისტრი და მის ადგილზე დედაკაცი დანიშნა, _ როგორებიც ხართ, ისეთივე მინისტრს იმსახურებთო. ეს ამბავი ახალგაღვიძებულმა პრემიერმინისტრმა თვალების ფშვნეტისას შეიტყო. მაგარი ბიჭი ხარ და შეედავე, დინების საწინააღმდეგოდ მოცურავის ბრალდება არ აგცდება.

პოზიციასა თუ ოპოზიციაში კაცი არ გამოჩნდა, თამამად ეთქვა, რომ კიტრი არ არის შემოთავაზებული ბადრიჯანი, რომელზეც გვეუბნებიან, დაღეჭეთ, რადგან ჩვენ ასე გვეხუშტურებაო. თუ იაპონიაში ახალ თაობას თავში უტენიან, რომ მათი ქვეყანა ატომით რუსეთმა დაბომბა, საქართველოში ნორლანდის ქვეშევრდომები გვაბოლებენ, ევროპაში შევდივართ კი არა, თურმე იქ ვბრუნდებით!

თქვენ თუნდაც ასჯერ დაბრუნდით ევროპაში, ოღონდ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქართველი ერი კავკასიური წმინდათაწმინდა ტრადიციების მქონეა. მის მეზობლადაც წინაპართა ხსოვნის, უფროსი თაობის, ოჯახის სიმტკიცის, მორალის, ზნეობის სქესობრივი სისპეტაკის თაყვანისმცემელი ხალხები ცხოვრობენ. გარყვნილებაგადაგვარებისა და უზნეობის დამკვიდრებით, გინდათ, საქართველოს გაერთიანება?!

აზერბაიჯანის ლგბტ-არასამთავრობო ორგანიზაციამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. ისა შამილმა (მათმა ვაჭარაძემ) თავი ჩამოიხრჩო. ევროსასამართლომ კი აზერბაიჯანს, რომელიც ევროკავშირს არ ელაქუცება, სიტყვა ვერ შეჰბედა, არათუ დააჯარიმა. ჩვენთან კი ლგბტ ვაჭარაძე პატრიარქს ლანძღავს და პრეზიდენტის “რაიხსტაგში” დიდი პატივით სარგებლობს.

აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის პრობლემა აქვს და, თანამოძმე თურქეთის დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, ესმის, რომ რუსეთის გარეშე ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ჩვენსავით ლანძღვაგინებით კი არ იკლებენ რუსეთს, _ ნორმალური ურთიერთობით ინარჩუნებენ სტაბილურობას, სიმშვიდესა და წარმატებას. მათ ჰყოფნით ჭკუა, რომ რუსეთი არ ლანძღონ, ჩვენ კი რუსეთის ლანძღვითა და ევროატლანტიკურ კარზე მათხოვარივით კაკუნით უბედურებას ვიმკით. აზერბაიჯანელები არც ევროპის ლაქიაობას კადრულობენ, ამიტომაც მათ უფრო მეტი პატივით ეპყრობიან, ვიდრე ევროპელობის ბაცილაშეყრილ საქართველოს.

ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ისტერიკას თითქმის მთელი “ოცნება” მიახარჯეს. იფიქრებდი, ამის შემდეგ საოცნებო აღარაფერი იქნებოდა. არადა, რამხელა “შეღავათია”, დავრდომილი მოხუცების მოსავლელად ქართველი მანდილოსნები უვიზოდ რომ წავლენ უცხოეთში?! ევროპელობის შეპირებას იმ გიჟის მოლოდინით ვხვდებით, აღფრთოვანებული რომ იყო, _ მშრალ აუზში თავდაყირა ვხტებით და ფსიქიატრიულის უფროსი შეგვპირდა, თუ კარგად მოიქცევით, წყალს ჩაგისხამთო.

არადა, ამაზე კარგად როგორღა უნდა მოვიქცეთ, როცა ევროპელობის ფსიქოზს აყოლილები, მზად ვართ, წინაპართა სისხლით მორწყული მიწები უცხოელებს გადავულოცოთ; პედერასტებს, ლესბოსელებსა და ათასი ჯურის სქესობრივ მანიაკებს მამაპაპური ზნეობა, მორალი და ეროვნული სიამაყე ვანაცვალოთ?!

მსოფლიოში საამაყო ქართული მწერლობა ქვიშაზე ამოგდებულ კალმახს დავამსგავსეთ; გარყვნილ, უზნეო, მყრალი ტუალეტის მწერლებს წიგნების გამოქვეყნებას ვუფინანსებთ, პრემიებს ვაძლევთ და საზღვარგარეთ ვგზავნით თავიანთი ნაცოდვილარით უცხოელთა “გასაოცებლად”. ნამდვილ მწერლებს კი კერძო მეწარმეობას ვთხოვთ და, თუ რამეს გამოქვეყნება მოახერხეს, წილში ვუდგებით.

რეცეპტების გარეშე წამლების გაცემა ავკრძალეთ, რათა ისედაც დამშეული პენსიონერები როგორმე მოვიცილოთ. მათი პენსია ხომ ვირთხის მიერ გამოსრუტულ კვერცხის ნაჭუჭს დავამსგავსეთ. ახლა დამშეულებს ან პენსიის მიღების, ან რეცეპტის აღების რიგში ამოსძვრებათ სული.

ახლა ერთსქესიანთა ქორწინებასაც დავაკანონებთ და იმ მოთხოვნებსაც შეგისრულებთ, დამშეულ-დაბეჩავებული ხალხისთვის ბოლომდე რომ ვერ გაგვიმჟღავნებია.

საგარეო საქმეთა მინისტრად ბერძენიშვილს დავსვამთ და ამ ანტიეროვნულ სამთავრობო ბუკეტს კაბინეტში მივართმევთ მაკკეინს, მაიკლ ტერნერს, გუბერნატორ ელჩს, რათა ყოველდღე მისი სურნელით დატკბნენ.

სხვა რაღა ვიღონოთ, მოგეცათ ეგ არასავიზო რეჟიმი და ისედაც განახევრებული ქვეყანა ქართველთაგან სულ დაიცლებოდა. აი, მერე კი სრულიად თავისუფლად “იგულავებდით” აღმა-დაღმა. ოღონდ სიფრთხილეა საჭირო, ღვთისმშობლის კუთვნილის მითვისება ღვთის რისხვად რომ არ გექცეთ!

ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიერ ყველა მრუდისა და უკუღმართის მიმართ რისხვაჩამდგარი მუქარის მოსმენისას გული გაგინათდება, იფიქრებ, ეს გვიშველისო. მაგრამ ბოლოს ამბობენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტერიტორიების დაბრუნებასა და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ამერიკელთა შუამდგომლობით მივაღწევთო. ამაზეა ნათქვამი, ფონი კარგია, მაგრამ ერთგან ახრჩობსო. თუ ტერიტორიების დაბრუნება და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ამერიკელთა შუამდგომლობით შეიძლება, დღეს ისინი საქართველოს ფაქტობრივი გამგებლები არიან და რატომ არ სურთ ჩვენი ტკივილის მოშუშება?! რატომ ვერ ვხვდებით, რომ ამერიკას დასუსტებული, დაჩეხილი, გაძვალტყავებული და გამათხოვრებული საქართველო სჭირდება?! ცხოვრების ჩარხი კი ბრუნავს და განუკითხაობის ჭაობში უფრო ღრმად ვეფლობით. დამოუკიდებლობის ღრიალით ისეთი მტაცებლის ხახაში მოვხვდით, ერი ჩვენ თვალწინ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დადგა. ხელისუფლებაში ხალხზე მზრუნველი მამულიშვილების მოყვანა ვერ შევძელით. სამაგიეროდ, მომრავლდნენ ქვეყნის მაცოცხლებელ არტერიაზე მოჭიდებული სტომაქის მონა, ცრუპატრიოტი, ყბედი და დემაგოგი ადამიანები.

ცხინვალის მხრიდან ქართველთა რეგულარული გატაცებისა და მერე მათ დაბრუნებაზე ევროპაში ჩივილის ფონზე, როგორ უნდა გვაბითურებდნენ დასავლელი “მეგობრები”, რომ თურმე ავღანეთში, აფრიკაში თუ სადღაც, ცხრა მთას იქით უცხოტომელებთან ბრძოლით საქართველოს ვიცავთ. ირგვლივ მიმოვიხედოთ, რომელიმე დამოუკიდებელ ქვეყანას ჰყავს უცხოეთის ლაქუცზე მორგებული ამგვარი ხელისუფლება?!

სრულიად ერი თქვენი კუჭის ბორგვას უნდა გადააყოლოთ? თქვენს პრემიებსა და ხელფასის დანამატს ბიუჯეტი ვეღარ აუდის. როგორ არ უნდა იკმაროთ ის, რაც რიგითი ქართველის შემოსავალზე ასჯერ მეტია?! საკუთარ თავზე მზრუნველ პარლამენტში დეპუტატს, 18 წლისაა თუ 118-ის, ისეთ მუდმივ პენსიას უნიშნავენ, რომ პენსიონერი ვერც კი იოცნებებს. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერები შიმშილით იხოცებიან. ამას დავუმატოთ ყველა ყოფილი მაღალჩინოსნისთვის დაცვის დანიშვნა და, თუ კვლავ ასე გაგრძელდა, ბიუჯეტი მათ ძირგავარდნილ მადას არ ეყოფა.

ასეა, ევროატლანტიკური ზომბირების შხამის შეშხაპუნება ადამიანში ერისა და ბერის სიყვარულს ბოლოს უღებს.

არც პარლამენტარები და არც პრეზიდენტი ხალხისგან დავალებული არ არიან, რადგან ხალხმა ხმა ბიძინას მისცა კეთილდღეობის მოპოვების იმედით. მის მიერ ხალხისთვის შემოსაღებულ ურეიტინგო პარტიებს კი დღეს ბაირამობა აქვთ და ჰგონიათ, სამყარო მათ ირგვლივ ტრიალებს. ერთი კი ცხადია _ ისინი, ვისი ავტორიტეტიც ხალხში ნულთან ახლოსაა, ევროატლანტიკურ “თანამეგობრობაში” ჩახუტებული ჰყავთ. უშფოთველად სხედან “ნაციონალთა” ნამუხთლარ პარლამენტში, აფრიალებენ “ნაციონალთა” მიერ მითვისებულ ჯვაროსნების ხუთჯვრიან და ევროკავშირის დროშებს და ელაქუცებიან ევროატლანტიკელ მფარველებს. ევროპელები კი, ალბათ, გაკვირვებული კითხულობენ, _ ნეტა, ესენი ვინღა არიან, ასე რომ გვეგლისებიანო.

უკრაინასთან ურთიერთობა ხომ მწარე ღიმილის მომგვრელი უთავმოყვარეობის მაგალითია. საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არაფრად აგდებენ და “ნაციონალებს” საქართველოში სარევანშოდ ასათბურებენ. შენ რაღას ეტმასნები, მის ევროამერიკულ როკვას უნდა გადააყოლო თავმოყვარეობა?! საქართველოს ხელისუფლება ვარო, მაინც ნუღა იბრალებ, აღიარე ამერიკელთა მარიონეტობა და ყველა ანტიეროვნული ცოდვის ბრალდება მოგეხსნება. რუსეთთან კონფრონტაციის უცხოეთის დავალებას თუ ასრულებ, რა შუაშია ფაშისტური ჭირის განადგურებაში საქართველოს უდიდესი ღვაწლის უსირცხვილოდ გახუნების მცდელობა, რასაც დორბლის ნთხევით ესწრაფვიან ქართველი ნეოფაშისტები.

თვითონ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გადაუხადა მადლობა საბჭოთა მეომრებს ფაშისტური უბედურებისგან გერმანიის დახსნისთვის, ჩვენთან კი ნაცისტები სამამულო ომში დაღუპულთა ობელისკებს ანგრევენ და პასუხს არავინ სთხოვთ.

რაც უნდა ეცადოს ისტორიის გაყალბების ჭაკზე ამხედრებული დასავლეთი, წაღმას უკუღმა ვერ დაატრიალებს. ფაშიზმი კაცობრიობის უდიდესმა გენიოსმა, სტალინმა, დაასამარა. ქართველმა ქანთარიამ რუს ეგოროვთან ერთად ააფრიალა რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა; ქართველი მხატვრის _ თოიძის გენიალური პლაკატი აღაფრთოვანებდა მებრძოლებს ომის განმავლობაში; ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ ამერიკის ოდენი მსხვერპლი გაიღო და არ ეკუთვნოდა, გამარჯვების 70 წლისთავი დამსახურებისამებრ ეზეიმა?!

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ გერმანიის ფაშიზმი ევროამერიკელებმა გამოკვებეს რუსეთის დასაკბენად. ახლა კი უკრაინაში ნეოფაშისტებს ანებივრებენ და ქართველ ნაცისტებს აყეფებენ.

არადა, დაღუპვის გზაზე შემდგარი ქართველი ერის გადარჩენა ისევ ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრობას შეუძლია. ერთხელ ხომ უკვე გადაგვარჩინა?!

გამოფხიზლებას იწყებს ქართველთა თვითგადარჩენის მძლავრი გენი, რომელიც ევროატლანტიკური უბედურების ჯადოს მალე მოისვრის მოუსავლეთში და საქართველო ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრობით კვლავ გამთლიანდება, აღორძინდება, აყვავდება და გამარჯვებას მასთან ერთად იზეიმებს!

გივი სომხიშვილი,

მწერალი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here