Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ეგუებიან აფხაზეთის დაკარგვას

თამარ კიკნაძე: საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ეგუებიან აფხაზეთის დაკარგვას

504

გასული კვირის ერთერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დოკუმენტის გამოქვეყნება ტერორიზმის საფრთხეზე: “კვლავ შემაშფოთებელია, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ და ტრანზიტულ ქვეყნად. მედიაში გავრცელებული ცნობით, დეკემბრის მონაცემებით, სირიასა და ერაყშიალ ქაიდასადაისლამური სახელმწიფოსმხარეს, ძირითადად, მუსლიმებით დასახლებული რეგიონებიდან _ აჭარიდან და პანკისის ხეობიდან _ წასული 50-დან 100-მდე ქართველი იბრძოდა, მათ შორის არისისლამური სახელმწიფოსლიდერი თარხან ბათირაშვილი (ომარ ალშიშანი). საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ისლამისტი ექსტრემისტები განაგრძობენ ქვეყნის გავლით რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან სირიასა და ერაყში გადასვლას”, _ აღნიშნულია აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ხმაურიანი აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროსკაბელების საქმეზედაკავებულ თანამშრომელთა გათავისუფლებაც, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილი პროკურატურაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. მნიშვნელოვან თემად რჩება დოკუმენტი, რომელსაც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი საფრანგეთში მოაწერა.

მედიის ყურადღება, აგრეთვე, მიიქცია რუსეთაფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენამდასასრულ, კვლავ აქტუალურია ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

 

_ “საქართველო რჩება საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ და ტრანზიტულ ქვეყნად”, _ ნათქვამია აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ 2014 წლის ანგარიშში. ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე, ჩვენი მოქალაქეებიისლამური სახელწიფოსმხარეს რომ არ გადავიდნენ და მათ რიგებში არ იბრძოლონ, მაგრამ საკმარისია კი ეს ღონისძიებები?

_ რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის! საზოგადოდ, ძალიან საინტერესოა “ისლამური სახელმწიფოს” ფენომენი. თავდაპირველად იგი “ალ ქაიდას” ნაწილი იყო, შემდეგ გამოეყო მას. ამ ე. წ. სახელმწიფოს ლიდერი არის აბუ ბაქრ ალ ბაღდადი, რომელიც თავის სახელს უმატებს “ჰუსეინს”, ანუ იგი მუჰამედ წინასწარმეტყველის შვილიშვილის _ ჰუსეინის შთამომავალია. აბუ ბაქრ ალ ბაღდადი არის ხაშიმების გვარიდან, რომლის წარმომადგენლებიც მუსლიმურ სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. საიდან იღებს ეს ორგანიზაცია ძირითად შემოსავალს? _ ნავთობითა და მონებით ვაჭრობიდან; მას, აგრეთვე, ეხმარება ყატარი. არ უნდა გამოვრიცხოთ ნარკოტიკებით ვაჭრობაც. “ისლამური სახელმწიფოს” შემოსავალი დღეში 4-5 მილიონ დოლარს შეადგენს, ანუ ამ ორგანიზაციის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე შუა საუკუნეების ვითარებაა, როცა მონებით ვაჭრობა ჩვეულებრივი საქმიანობა იყო, მაგრამ დაპყრობილ ტერიტორიებზე ისინი ქმნიან სოციალურ პირობებს _ აშენებენ პოლიკლინიკებს, საავადმყოფოებს, ეხმარებიან გაჭირვებულებს _ აი, ამით არის განპირობებული ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა, ანუ ეს არის კარგად დაგეგმილი და გათვლილი ქმედებები. ამასთანავე, ისინი ანადგურებენ კულტურულ ძეგლებს, შუამდინარეთის უძველეს ცივილიზაციას. შემოსავლის ერთ-ერთი წყარო უნიკალური ნივთების გაყიდვააცა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომისლამურ სახელმწიფოსგარკვეული ფუნქცია ეკისრება და გარკვეული ძალების ინტერესების წისქვილზე ასხამს წყალს. მაგალითად, იაფი ნავთობის გაყიდვით იწვევს ნავთობზე ფასის დაცემას, ამ ორგანიზაციის პოზოციების დაბომბვის საბაბით, ამერიკელებს შეუძლიათ სირიის დაბომბვა და სხვ. ჩემი აზრით, “ისლამურ სახელმწიფოსახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკის გადაკეთების ფუნქციაც აქვს.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი თანამემამულენიც იბრძვიან ამ ე.წ. სახელმწიფოს რიგებში. პანკისელი თარხან ბათირაშვილი ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანია. არიან დაღუპულებიც. ახლახან ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა პანკისის ხეობაში და დააკავეს პირები, რომლებიც ახალგაზრდების გადაბირებაში არიან ეჭვმიტანილნი, ანუ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ ქმედებებს ახორციელებს, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის.

საქართველოში ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარებაა, ახალგაზრდების უმრავლესობას არ აქვს სამსახური და, შესაბამისად, შემოსავალი. მიმზიდველია თარხან ბათირაშვილის ფიგურაც _ პატარა ქვეყნიდან წასული ადამიანი წარმატებას აღწევსეს ყველაფერი კი ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის პროპაგანდისთვისისლამურ სახელმწიფოშისაბრძოლველად წასასვლელად.

_ ქალბატონო თამარ, ვერეს ხეობაში მოხდარი მოვლენების შემდეგ ბევრს საუბრობენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები კოორდინირებულად ვერ მოქმედებდნენო

_ სტიქიური უბედურებისას არათუ საქართველოში, არამედ უფრო დიდ და დალაგებულ ქვეყნებშიც ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, მაგრამ ერთი, რაც დავინახე, იყო ის, რომ ჩვენი ხელისუფლების წამომადგენლები გულწრფელად განიცდიდნენ მომხდარს. ისინი სტიქიის ღამეს მოსახლეობის გვერდით იდგნენ.

თუმცა პროფესიონალიზმის დეფიციტი ნამდვილად არის. ამაზე ჩვენ გაზეთის წინა ნომერშიც ვისაუბრეთ, მაგრამ ახალი ხელისუფალნი წინა ხელისუფლებისნაირი კაცთმოძულეები ნამდვილად არ არიან. მისასალმებელია ისიც, რომ პროცესებში გამოცდილი სპეციალისტები ჩართეს…

ძალიან მნიშვნელოვანია, ჩატარდეს გამოძიება და ვერეს ხეობაში ტრაგედიის მიზეზები დადგინდეს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

_ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილკაბელების საქმეზედაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები სასამართლომ გაათავისუფლა. მართალია, საქმე ძიებაშია, მაგრამ მათი მომხრეების მთავარი მოთხოვნა სწორედ ის იყო, რომ ისინი საპატიმროში არ ყოფილიყვნენ. თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა პროცესი მოიგეს, გათავისუფლდნენ და ახლა ბრალს ივანიშვილს სდებენ, _ პროკუატურაზე ზემოქმედებდაო. ესეთი ბრალდება პირველი არ არის, ჩვენ გვახსოვსტრაქტორების საქმეცდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის _ ირაკლი ქადაგიძისშეწყალებაცპირველი მოქალაქის მიერ

_ “კაბელების საქმე” ხლისუფლების წისქვილზე წყალს არ ასხამს. თუ შეიძლებოდა, ეს ადამიანები არ დაეჭირათ, რატომ დაიჭირეს ან რატომ გამოუშვეს?! თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო… საერთოდ, ჩვენთან არაჯანსაღი პოლიტიკური კლიმატია. იმის მაგივრად, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგომარობის გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ, ჩვენი სასიცოცხლო ენერგია მეათეხარისხოვან პრობლემებზე იხარჯება.

პოლიტიკაში ყოფნა კი ინდულგენციაა. შესაძლოა, ადამიანმა ფუნთუშა მოიპაროს და ნახევარი ცხოვრება ციხეში გამოამწყვდიონ, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც საქართველო დააქციეს, ჭკუას გვასწავლიან _ ეს მოსახლეობაში ნიჰილიზმს იწვევს. დღეს საზოგადოება ახალი ხელისუფლების სისუსტეზე და იმაზე საუბრობს, რომ უცხო ძალების ზეგავლენა უფრო მეტია, ვიდრე მოსახლეობის. არ ხდება ხალხის დაკვეთის შესრულება, ეს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და არ დაივიწყოს, რომ წინ არჩევნებია.

_ ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. როგორ ფიქრობთ, საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს წარმატებული სვლა იყო?

_ სააკაშვილს მაკკეინთან სულ აქვს კონტაქტი. სოციალურ ქსელებში მათი საუბარის ჩანაწერიც გამოქვეყნდა. გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას მაკკეინთან კი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ნეგატიური შეფასება მოჰყვა და აღქმული იქნა, როგორც ერთგვარი ანგარიშის ჩაბარება მაკკეინისთვის, რაც მარგველაშვილის ისედაც შელახულ ავტორიტეტს არაფერში სჭირდებოდა.

_ რას მოაწერა ხელი საფრანგეთში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა? ამბობენ, ალასანიას დაწყებული საქმე დაასრულაო. თვითონ განმარტავს, რომ ეს იყოგანზრახულებათა დოკუმენტიდა ჩვენმა ქვეყანამკეთილი ნებაგამოიჩინა. რა არის ეს დოკუმენტი?

_ “განზრახულებათა დოკუმენტები” არ ნიშნავს იმ დოკუმენტს, რომლის იმპლემენტაციაც (ფაქტობრივი რეალიზაცია _ ე.ნ.) უნდა მოხდეს. სასურველია, მოსახლეობამ იცოდეს, რას მოეწერა ხელი, მოხდეს დოკუმენტის გასაჯაროება, ყოველ შემთხვევაში, იმ ნაწილისა მაინც, რომელიც საიდუმლო არ არის. როგორც ჩემთვის ცნობილია, საუბარია ანტისარაკეტო სისტემების შეძენაგანთავსებაზე. ხშირად ასეთი ქმედებები, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ნაცვლად, საფრთხეს ზრდის. ჩვენ არ ვიცით, გათვლილია თუ არა ყველა მოსალოდნელი საფრთხე, რადგან არაერთხელ ვნახეთ, რომ გაუთვლელად გაკეთებული საქმეების შედეგები მძიმეა

_ როგორ შეაფასებთ რუსეთაფხაზეთს შორის ყოველდღიური სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, უფრო დავშორდებით აფხაზეთს?

_ აფხაზეთის მეტი ინტეგრაცია მოხდება რუსეთთან.

მე იმ ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებიც მომხრე არიან აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის. ეს ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, თუმცა ამის წინააღმდეგნი არიან აფხაზი ნაციონალისტები და საქართველოს დესტრუქციული ოპოზიციური ძალები, რაც საეჭვო დამთხვევაა. საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ეგუებიან აფხაზეთის დაკარგვას.

ერთერთი ქართველი პოლიტოლოგი (ახლახან გარდაიცვალა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) ამბობდა, _ როგორც ფინეთი გახდა დამოუკიდებელი, დემოკრატიული და აყვავებული ქვეყანა კარელიის გარეშე, ისე შეიძლება აყვავდეს საქართველო აფხაზეთისა და ოსეთის გარეშეო.

ეს ხაზი გარკვეული ძალებისთვის მისაღებია და ტარდება კიდეც.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here