Home რუბრიკები პოლიტიკა შევუტიოთ ოდესას _ დავიბრუნოთ სოხუმი!

შევუტიოთ ოდესას _ დავიბრუნოთ სოხუმი!

1078

საბოლოოდ აეხადა ფარდა საიდუმლოს, რატომ იყო გასულ კვირაში ყველაზე აქტიური მარიხუანისა და ოდესის თემები, უფრო ზუსტად, ოდესაში კიდევ არაერთი ქართველის ჩაყვანა და დასაქმება.

 

ყველაზე ხმაურიანი “ოდესელი ქართველი” მიშა სააკაშვილის შემდეგ ზურაბ ადეიშვილი გახდა. იგი ოდესის ოლქის მთავარ პროკურორად დაინიშნა და ბევრს ეგონა, ამით დასრულდა კიდეც ოდესაში ქართველთა მომრავლება-მომძლავრების პროცესი, მაგრამ მოგვიანებით საზოგადოება გააოგნა ინფორმაციამ, რომ ოდესაში მიშას, ადეიშვილის გარდა, გიორგი არველაძე და გიორგი ვაშაძეც ჩაუყვანია. მართალია, ამ ორს ჯერ ოფიციალური პოსტები არ მიუღიათ ოდესის მმართველობაში, მაგრამ მათი იქ ჩასვლა რაღაც კონკრეტულზე უნდა მიანიშნებდეს.

და, რა თქმა უნდა, ყოველივე ნათელი გახადა მიხეილ სააკაშვილის მიერ “რუსთავი 2”-ის ეთერში წამოსროლილმა ფრაზამ: მე რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე გავხდი, ეგ არაფერს ნიშნავს, მე და ჩემი გუნდი მაინც შევუსრულებთ საქართველოსა და ქართველებს იმ ყველაზე მთავარს, რასაც შევპირდით!”

ლოგიკური ჯაჭვი რომ შევკრათ, ყველაზე მარტივია, დავფიქრდეთ და გავიხსენოთ, რა იყოყველაზე მთავარი”, რომელსაც მიშა სააკაშვილი საკუთარი ქვეყნიდან სამარცხვინო გაქცევამდე გვპირდებოდა?

რაღა თქმა უნდა, სოხუმის დაბრუნება!

სწორედ ეს იყო სააკაშვილისყველაზე მთავარიდაპირება, რომლითაც 2008 წელს კიდევ ერთხელ მოატყუა ხალხი და დავით ბაქრაძესთან ერთად ტელეეთერში მჯდომმა პირობა მოგვცა, რომმომავალ წელსსოხუმში შევხვდებოდით….

და რა კავშირშია სოხუმი ოდესასთან? _ პირდაპირ კავშირში! და ეს ორივე, არ გაგიკვირდეთ და, კიდევ უფრო პირდაპირ კავშირშია მარიხუანასთან.

აკი, ყველას კარგად გვახსოვს სააკაშვილის მიდრეკილება გამაბრუებელ-დამაბოლებელი საშუალებების მიმართ.

აბა, ახლა ის გაიხსენეთ, გასულ კვირაში მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციებში როგორ აქტიურობდნენ სწორედნაცებისმხარდამჭერები!

პოეტ-დეფი! კრეატივ-მშვილდაძე და კიდევ სხვა ცნობილი “ნაც-აქტივისტები”…

მოკლედ, ჩვენმა არც ისე სპეციალურმა კორესპონდენტმა იკვლია, იკვლია და დაადგინა:

სააკაშვილი მაგრად დაბოლდა და ოდესა სოხუმად მოეჩვენა! ამას, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო დაბოლილზე დანახულმა ზღვამ, პალმებმა და თოლიებმა.

ეს ფაქტი უპირობოდ დასტურდება იმით, რომ დაბოლილმა სააკაშვილმა ოდესის პროკურორად ადეიშვილი დანიშნა, ხოლო ოდესის მილიციის უფროსად _ ლორთქიფანიძე. როგორც ჩანს, ასევე დაბოლილი ვაშაძე მალე შეეცდება, ოდესელებს საქართველოს მოქალაქეების პასპორტები ნელნელა შეატყუოს, ხოლო გიორგი არველაძე ჩაიბარებს ოდესის ტელევიზიას და იქ მისდროინდელიმედზერომ იყო, დაახლოებით მსგავსმოდელირებულსიუჟეტებს გაუშვებს იმის შესახებ, რომ ოდესა ძირძველი ქართული მიწაა და მას ჩვენს წელთაღრიცხვამდე სოხუმი ერქვა!

ასეთი მეთოდით აპირებენ დიდი ქართველი მოღვაწეები სოხუმის დაბრუნებას, თუმცა არსებობს ერთი დეტალი _ როდესაც ისინი შეატყობინებენ ქართველ ხალხს, რომ საქართველოს სოხუმი დაუბრუნეს, ხალხმა ეს ხომ უნდა დაიჯეროს?

აი, სწორედ ამიტომ, სააკაშვილადეიშვილის ფარული მოწოდებებითა და ხელმძღვანელობით, დაიწყო თბილისში აქციები მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. ამ ამბის საბოლო მიზანი არის ის, რომ ქართველი ხალხი მაგრად დაბოლდეს და მარიხუანის კაიფში მყოფებს, ყველას ერთბაშად მოეჩვენოს, რომ სააკაშვილი კაი ტიპია და მან სოხუმი დაიბრუნა!

როგორც ჩვენს არც ისე სპეციალურ კორესპონდენტს ჩვენმა არასანდო წყარომ შეატყობინა, ამ გზით სოხუმის დაბრუნების საკითხი დაბოლილ სააკაშვილსა და მის გუნდს უკვე გადაწყვეტილად მიაჩნია.

ახლა მიმდინარეობს თათბირი იმის შესახებ, რა მოუხერხონ დასაბრუნებელ ცხინვალს, რადგან უკრაინის ზღვიანი რეგიონები რომ ხალხს ცხინვალად მოაჩვენო, ყოვლად შეუძლებელია!

ამიტომ, სავარაუდოდ, ბობოლანაცებიცხინვალის ნაცვლად მალე დაიწყებენ კიევის ათვისებას და მას დაბოლილ ქართველ ხალხსდაუბრუნებენ”, როგორც ცხინვალს!

ამის იმედს იძლევა უკრაინის პრეზიდენტის _ პეტრო პოროშენკოს ბოლო განცხადება, რომ “სააკაშვილი უკრაინაში მალე უფრო დიდ და საპასუხისმგებლო პოსტს დაიკავებს”.

საინფორმაციო საშუალებები, რომლებმაც გაავრცელეს ეს ინფორმაცია, დიდ გაკვირვებას გამოთქვამდნენ, რამ აიძულა პოროშენკო, ასეთი სისულელეები ილაპარაკოს.

მაგრამ ჩვენთვის და ჩვენი მკითხველისთვის ხომ ყველაფერი უკვე ნათელზე ნათელია!

როგორც ჩანს, სააკაშვილს მართლა მაგარი მოსაწევი აუგდია!..

რაჯანდაბა მოწია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here