Home რუბრიკები პოლიტიკა აბა, ოდესაში მნახე, ვინა ვარ!

აბა, ოდესაში მნახე, ვინა ვარ!

712

ბედნიერმა სააკაშვილმა მორიგი თავხედობით გაახარა “რუსთავი 2”-ის პატრონები და ის “წვერგაუპარსავი გაუგებრობა”, რომელიც მისთვის ინტერვიუს ჩამოსართმევად სასწრაფოდ გადააფრინეს მრავალჭირგადანახად ოდესაში. სხვა რა “არჩევანი” ჰქონდათ.

 

უტვინო თავი ფეხებს მოსვენებას არ აძლევსო. გვყავდა ამ ანდაზაზე ზედგამოჭრილი “მიდი-მოდი, ხასაია!” ქვეყნის პირველ კაცად _ ჩვენ მიერ არჩეული პრეზიდენტი სააკაშვილი; მიხეილი, რომელიც პეტრო პოროშენკოს მიერ წოდებულია მიკოლად.

ოდესის ოლქის გუბერნატორად გაამწესეს საქართველოს ყოფილი მოქალაქე, ყოფილი პრეზიდენტი. “სექონდ ჰენდ” _ მეორადი საქონელი. ნახმარი მოირგო ზალეჟნაია უკრაინის ხელისუფლებამ.

მშვიდობაში!

ერნესტო ჩე გევარა, ფიდელ კასტროსთან ერთად კუბის რევოლუციის ბელადი, აღიარებდა, რომ იყო ავანტიურისტი, “მაგრამ ისეთი ავანტიურისტი, რომელიც საკუთარი სიცოცხლით რისკავდა და არა სხვისით”.

მიშაც “მაგარი” ავანტიურისტია (“დარშიც და ავდარშიც”), ოღონდ სხვისი სიცოცხლის ხარჯზე და ფასად. ოდესა საკუთარ თავზე გამოცდის ამას. ზალეჟნაია. თანავუგრძნოთ უკრაინას და ჩვენ ჩვენი ვთქვათ.

თავღიასარკოფაგი

ჩერნობილის რომელი ატომური ელსადგური იყო თელავის სახელმწიფო თეატრის შენობა, სარკოფაგში მისი მოთავსება რომ მოინდომა სააკაშვილმა?!

“სარკოფაგი” დაარქვეს დამცავ ნაგებობას, რომლითაც დაფარეს IV ენერგობლოკი, აფეთქების კერა, რადიაციის ინტენსიური გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

მოასწრო და ჩაასო, ჩაადუღაბა, ჩააბეტონა 3 ოვალი _ 82 ზემაგარი მილი, მილი-სვეტი თეატრის გარშემო, მომავალი ვერტოდრომის საყრდენი, ორი შვეულმფრენის დასაშვები პლატფორმა: ერთი _ პრეზიდენტის ღრუბელ-ღრუბელ გადასაადგილებელი საშუალებისთვის; მეორე _ მისი დაცვისთვის, რომელიც მიხეილს (ახლა მიკოლა რომ ჰქვია) უნდა გადაფარებოდა რუსების ÑÓ-ების შემოტევის შემთხვევაში.

თეატრის სახურავიდან დაგეგმილი იყო ხიდის გადება ბატონის, ერეკლე მეორის, სასახლის ეზოში ჩასასვლელად. თავზე გადაუვლიდა, გადაალაჯებდა, გადააბოტებდა, ფეხქვეშ გაიდებდა შადრევან მეფე კახეთის გულს, მობრძანებით პატივს რომ დასდებდა, მაშინ.

და საერთოდაც.

ახლა ახალგაზრდა არქიტექტორები გულმოდგინედ ამუშავებდნენ პროექტს, ეს იდიოტური სვეტთა ჩარიგება გალაკტიონისეულ ნიკორწმინდად რომ აქციონ:

აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი ნიკორწმინდა!

და შეუთავსონ ამ სილაღეს მაჩაბლის თეატრის ისტორია, ფერწერაში გაცოცხლებული; თანაც ააცილონ ქალაქს ის უზარმაზარი ხარჯი, რომელიც ამ სვეტებისა თუ მილების ამოსათხრელად და ამოსაძირკვად უნდა გაიღოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

საყურადღებო იდეაა.

მანამდე კი, ამ ციკლოპურ მესერს იქით თეატრია, ნადიკვარია თუ ბალღოჯიანი, არაფერი ჩანს…

მარტო ეგ შემთხვევა რომ იყოს, ერთჯერად ბოდვით აფეთქებას მიაწერდა კაცი.

აგერ მეორეც: აქედან არცთუ შორს, სიღნაღის თავზე მითიური ამირანის, ძლიერი საქართველოს ბრწყინვალე ქანდაკება რომ დაანგრევინა, რომელი სტალინის ძეგლი ეგ იყო, ძირფესვიანად რომ მოთხარა და დაანაწევრა?!

ამას გორში გააკეთებს კარგა ხნის შემდეგ.

ადვილი წარმოსადგენია, რა გეენის ცეცხლს დაატრიალებდა სააკაშვილი საქართველოში, ტროცკისტ ხრუშჩოვის დროს ჩვენი რესპუბლიკის სათავეში რომ მდგარიყო, როცა სტალინის ძეგლების მსხვრევამტვრევა საბჭოთა სამშობლოსადმი ერთგულების საზომად იყო დადგენილი! გორის შუაგულში სტალინის მონუმენტური ქანდაკების დემონტაჟით კი არ შემოიფარგლებოდა, “ქართლის შუაგულსდამეთაურს ქართლისასმიწასთან გაასწორებდა საერთოდ.

ამირანის ძეგლი რატომ იავარქმნა?

იმიტომ, რომ მის ვერტმფრენს მოუსუფთავა დასაფრენი ადგილი.

და ეს, შვეულმფრენების პლატფორმისტი მოყვასი სხვას რომ საყვედურობს ვერტოდრომის მოწყობის მცდელობას, მამაძაღლობაა და თავხედობა.

“რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა გაილაშქრა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის _ იანუკოვიჩის წინააღმდეგ და გვაუწყა, რომ ის მამაძაღლი და კორუმპირებული (იანუკოვიჩი) თავისი შვილისთვის აშენებდა ისეთ სახლს, რომლის სახურავზე ვერტმფრენის დაშვება იქნებოდა შესაძლებელი(!)

პარადოქსული ცინიზმია!

უარესი კი ისაა, რომ მიკოლა სააკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ იყო მიშა სააკაშვილი, რომლის პრეზიდენტობის ვადაც დე იურე 2013 წლის 17 ნოემბრამდე გრძელდებოდა, თავისი ბოლო, 2013 წლის 29 ოქტომბრის ბრძანებულებით (როცა კიევისმაიდნისდაწყებამდე 3 კვირა და 2 დღე იყო დარჩენილი), უკრაინის იმჟამინდელ პრეზიდენტს _ ვიქტორ იანუკოვიჩს აჯილდოებს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით _ “ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის”.

ცნობილი ფაქტია.

მარადმწვანე ჯეჯილი

დემოკრატიულობის დემონსტრირება მიშამ (ახლა უკვე _ მიკოლამ) “ხალხში გასვლით” დაიწყო. და ენამწარე ჟურნალისტებმაც არ დააყოვნეს: სააკაშვილმა გაიარაო ოდესის ქუჩაში, “სადაც გამვლელებზე მეტი მისი დაცვის თანამშრომლები იყვნენ”.

სააკაშვილმა წაიტრაბახა, რომ დაცვა კიევშიც დასდევდა, მაგრამ ოდესაში მთელი რაზმი მიცავსო.

დამშვიდდა ეს მარადმწვანე ჯეჯილი, რომელიც (ალბათ, გახსოვთ) ბაკურიანის სითეთრეში ხასხასა მოლისფერ სპორტულ შარვალში გამოწყობილი რომ გამოგვეცხადა. თხილამურებზე ისე იდგა, როგორც მენჯ-ბარძაყის უხეიროდ გაკეთებული ოპერაციის შემდეგ რიგითი პაციენტი, რა თქმა უნდა, დაცვის მჭიდრო რკალით გარშემორტყმული. ზამთარი იყო და ლორთქო ბალახს მონატრებულ “დედალ ძროხებს”, შეიძლება, არასანქცირებული აგრესიული აქცია მოეწყოთ პრეზიდენტზე იერიშის მისატანად.

ის დრო სააკაშვილთან ერთად წავიდა, მაგრამ დაცვის აუცილებლობა გაძლიერდა, უკრაინაში _ განსაკუთრებით. და, ვისაც დაცვა სჭირდებოდა, პოროშენკომ ყველა უზრუნველყო კბილებამდე შეიარაღებული ბიჭების მიმაგრებით: ოდესის გუბერნატორ სააკაშვილს სპეცდანიშნულების მთელი რაზმი იცავს.

ჟურნალისტი ქსენია პოლჩინა კიევიდან გადმოსცემს: “ახალ გუბერნატორს სურს, უფრო დაუახლოვდეს ხალხს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, _ გაძლიერებული დაცვით”. და ციტირებს სააკაშვილის მორიგ ბოდვით რეფორმას: “ჩემი აზრით, უნდა დავითხოვოთ უმაღლესი სასამართლო და მთლიანად შევცვალოთ იგი ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეებით. ისინი უნდა მოვიწვიოთ თუნდაც ათი წლის ვადით და მივცეთ მათ მაღალი ხელფასები”.

ავოეეე!

რომ დაუჯერონ მიკოლა სააკაშვილს და მართლა მოიწვიონ ანგლოსაქსები მოსამართლეებად, უკრაინული სასამართლო ხომ გადაიქცევა ავქსენტი ცაგარელის “ძველი ვოდევილების” მსგავს “რეალურ შოუდ”?

ხომ გახსოვთ სცენა “ძველ სასამართლოში” მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლიდან, სადაც თარჯიმანის ამპლუაში განუმეორებელი ვასო გოძიაშვილი გამოდიოდა.

მოსამართლეს მომჩივნისა არაფერი ესმის, მომჩივანს _ მოსამართლისა და ძალად თარჯიმანს ის რუსულიც ამოეწურება, რომელიც “მოია-ტვოიასაც” ვერ გასწვდებოდა ისედაც.

ჰოდა, დამტვრეული რუსულ-ქართულით შეჰყავს საქმის კურსში მომჩივანი სოსიკა ექვსშაურაშვილი თარჯიმანს:

_ შენ ახლა სუდიას უნდა ურასკაზო, რისთვის მოშავებულხარ, რა საჩივარი გაქვსო, რა გინდაო ვითომაო?

ექვსშაურაშვილი (გვარი, რომელიც თარჯიმანმა მოსამართლეს ტრიცატიკაპეიჩნად უთარგმნა):

_ ჩემი ღორი გადასულიყო წიწაკაანთ ბოსტანში. ჭარხალი ეჭამა, შენი ჭირიმე, დაენახა იმ უღმერთო მაგდანასა და ტაბიკი ურტყა და ურტყა შიგ თავში. მომიკლა ღორი. ხორციც არ გამომადგა, ძაღლებს შევაჭამეთ. ვჩივი ღორის ფასსა ექვს მანათსა.

მოსამართლე: _ ჩტო ონ გოვორიტ? პერევოდიტე!

თარჯიმანი: _ ონ ღოვორიტ, ადინ ბალშოი სვინია ზაბრალსა ბოსტან წიწაკა.

მოსამართლე: _ ჩტო ტაკოე წიწაკა?

თარჯიმანი: _ ეტა პერეც, ეტა ფამილია ემუ სასედ მაგდანა. ი კუშილ ოჩენ მნოგო, ოჩენ მნოგო ჭარხალ, ზნაჩიტ.

მოსამართლე: _ ჭარხალ ჩტო ტაკოე?

თარჯიმანი: _ ჭარხალ, გასპადინ სუდია, ოჩენ ლუბიტ კუშიტ სვინია. ჭარხალ კრასნი ეტა, კრასნი, სლადკი ჭარხალ. ჭარხალ ეტა დვაიურუნდი ბრატ სტაფილო…”

და ასე შემდეგ.

ფაიშენელ ტაიმსისმიმომხილველი ტონი ბარბარა კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დანიშვნა დიდი პრობლემების სათავეა პეტრო პოროშენკოსთვის. “გადამთიელი მიჩვეულია თავხედურ მოქმედებას, ხოლო თავისუფლების მოყვარული ოდესელები ამას ვერ აიტანენ”. სააკაშვილის ადგილზე, მიმომხილველის აზრით, უნდა იყოს კვალიფიციური უკრაინელი. “ეს დანიშვნა კი ოდესის შეურაცხყოფაა და საფუძველს გვაძლევს, დავეჭვდეთ პოროშენკოს საღ აზროვნებაში”.

ყველას თავისი გასჭირვებია…

არმაზ სანებლიძე

P.S. უშოვნეთ მიშას ერთი პროპელერი…

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here