Home რუბრიკები საზოგადოება წარმატებული ვიზიტი ჩინეთში

წარმატებული ვიზიტი ჩინეთში

496

“ანაკლია პორტი და ეკო პარკის” კონსორციუმის ხელმძღვანელი თეიმურაზ ქარჩავა 25 მაისს სამუშაო ვიზიტით გაემართა ჩინეთში, პეკინში, სადაც ის შეხვდა სტრატეგიულ პარტნიორს “ფაუერჩაინას”.

პარტნიორებმა საგანგებო შეხვედრა გამართესაბრეშუმის გზის ფონდთანდა ისაუბრეს დაფინანსების საკითხებზე ანაკლია პორტისა და ინდუსტრიული ეკო პარკის, აეროპორტისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის, ასევე სარკინიგზო და საავტომობილო გზების ინფრაქსტუქტურასთან დაკავშირებითშეხვედრამ საკმაოდ პროდუქტიულად ჩაიარა

კონსორციუმის წევრები ასევე შეხვდენ “Tianjin Port” და “P&O PORTS” წარმომადგენლებს, რომლებიც ერთობლივად გაუწევენ ანაკლია პორტს ოპერირებასა და მენეჯმენტს.  

კომპანია “ანაკლია ეკო პარკი და პორტი” აქტიურად თანამშრომლობს კომპანიებთან Ocean Shipping Consultant (OSC) , Royal Haskoning DHV და ასევე წამყვან ჩინურ დიზაინის კომპანიასთან CCCC Second Harbour Consultants Co., Ltd, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის ჩაბარების საბოლოო ეტაპისათვის (BAFO) მისაღები დიზაინისა და კონცეფციის შემუშავებას.  

კონსორციუმი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას ანაკლია პორტის მშენებლობის დაწყებისათვის.

თეიმურაზ ქარჩავა : «დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია უნიკალური შანსი, “ანაკლია პორტისა და ეკო პარკის” კონსორციუმის მეშვეობით განახორციელოს აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის საქართველოში უმუშევრობის პრობლემას. 

არსებობს მეორე, ალტერნატიული გზა ჩინეთი-ყაზახეთი-უკრაინის გავლით ევროპისკენ, და თუ ეს ალტერნატიული გზა ამუშავდა, ჩვენ დავკარგავთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას. 

ამიტომ, თუ საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნება იქნება, კონსორციუმი “ანაკლია პორტი და ეკო პარკი” მზადაა მთელი თავისი რესურსებით ჩაებას ზემოაღნიშნულ სამუშაოებში და პორტის მშენებლობა მომავალი წლის 1 მაისიდან დაიწყოს».

სურათზე: კომპანია “ანაკლია ეკო პარკი და პორტის” თავმჯდომარე ბატონი თეიმურაზ ქარჩავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here