Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკავშირის ეზოში “შემოიხედე, გენაცვალე” გაიხსნება

ევროკავშირის ეზოში “შემოიხედე, გენაცვალე” გაიხსნება

1320

რიგის სამიტის ექო, მთელი კვირაა, ვერ მიწყნარდა და, სავარაუდოდ, კიდევ კაი ხანს იქნება ამ სამიტის შედეგები მიამიტ ქართველთა იმედგაცრუება და მწარე მოგონება.  

ნურავინ იტყვის, რომ რაღაცნაირისაყოფაცხოვრებოენით ვსაუბრობ და არა ჟურნალისტური სტანდარტით. აკი, თავად გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც სწორედ ერთგვარიჟიზნენნიჟანრის კინოფილმის სცენარის მსგავსად განაცხადა: “მესმის, რომ საქართველო ახლა ერთგვარ ემოციურ გაუგებრობაშია”.

სიმართლე გითხრათ, მთლად კარგად ვერ ვხვდებით, რა არის “ემოციური გაუგებრობა”, რადგან ვერაფრით წარმოვიდგინეთ, როგორი შეიძლება იყოს “უემოციო გაუგებრობა”, მაგრამ კანცლერის მიერ ვიზების ლიბერალიზაციაზე უარის თქმის ამ სიტყვებით შეფასებამ აშკარად ასეთი “ჟიზნენნი” სიუჟეტი მოგვაგონა:

ქალი, რომელსაც ძლიერი ლტოლვა აქვს სიმპათიური მამაკაცის მიმართ… მეორე მხრივ, ღირსეული მამაკაცი, რომელიც ბოროტად არ იყენებს ქალის ასეთ აცანცარებას და ცდილობს, დააბალანსოს ურთიერთობა, კარგად გაიცნოს, გააანალიზოს ყველაფერი და შემდეგ და შემდეგ ძალიან დაფიქრებული და ფრთხილი ნაბიჯი გადადგას… მას ესმის, რომ ემოციური ცანცარის დროს მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილება ვნებს ადამიანებს… როგორ დასრულდება ეს მელოდრამა? გიჟური ვნებით, რომელიც ქალის გულს საბოლოოდ დაანგრევს, თუ სწორი და გაზომილ-აწონილი ბედნიერი ნაბიჯით? ამას შაბათ საღამოს ჩვენს ეთერში იხილავთ! _ აი, ასეთი ანონსი ნებისმიერი ტელეკომპანიის ეთერში ტრანსლირებულ ტელესერიალს დაამშვენებდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს, ტელესერიალის ანონსი კი არა, საქართველო-ევროპის ურთიერთობის, ფაქტობრივად, რეალური ანალიზია!

თუმცა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ იმით ვიმშვიდებთ თავს, რომ, მიუხედავად ასეთიმძაფრსიუჟეტიანიურთიერთობისა, ევროპის კარი ჩვენთვის მაინც და ისევ ღია ყოფილა!

“ეს საქართველოსთვის ევროპის კარის მიკეტვას არ ნიშნავს”, _ დაგვამშვიდა ანგელა მერკელმა და, რა თქმა უნდა, გაგვიხარდა. ეგ კი არა, ჩვენმა არც ისე სპეციალურმა კორესპონდენტმა სხვა, უფრო დამაიმედებელი ინფორმაციაც მოიპოვა _ ხვალ თუ არა ზეგ, ზეგ თუ არა მაზეგ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი!

ანგელა მერკელს პირდაპირ ასე განუცხადებია: “მე კარგად გავეცანი ქართველებს და განსაკუთრებით მომეწონა მათი ანდაზასჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”.  ჰოდა, სწორედ ამ ანდაზის თანახმად გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი. მანამდე კი ჯერ ვიზალიბერალიზაციის პროცესია წინ!”

ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი დაინტერესდა, თუკი კარი ღიაა, მაშინ ეს “ლიბერალიზაცია” რაღას ნიშნავს? ბარემ პირდაპირ შევიდეთ და ეგაა!

მაგრამ, როგორც გითხარით, ევროპა ღორსეულად, ჯენტლმენურად იქცევა და ჩვენი ქალურ-ტუტუცური აცანცარებით ბოროტად არ სარგებლობს.

“ამ ღია კარში ჯერ ხომ უნდა შემოიხედოთ? ასე პირდაპირ რომ შემოვარდეთ, ეს, ჯერ ერთი, არც კულტურაა და მეორეც, იქნებ და რამე არ მოგეწონოთ? მერე უკან გავარდნა მოგერიდებათ და გამოვა, რომ იძულებით ხართ იქ, სადაც არ გსურთ. ამიტომ, მოდით, ჯერ კარგად შემოიხედეთ და ისე შემოდით”, _ განაცხადა ანგელა მერკელმა.

ასეთი კომენტარების მოსმენის შემდეგ ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი ძალიან შეეჭვდა, რომ კანცლერის ეს სიტყვები რაღაც კონკრეტულ ინფორმაციას ფარავდა. მან მოინდომა და დაადგინა კიდეც, რომ თურმე ანგელა მერკელს ჩუმად დაუზვერავს თბილისი და აქ უნახავს რესტორნების ქსელი “შემოიხედე, გენაცვალე”. სწორედ აქედან დაბადებულა მისი ეს იდეაც, რომ ქართველებმა ჯერ ევროპის ღია კარში უნდა შევიხედოთ, ამიტომ სულ მალე ევროკავშირი დაიწყებს უახლეს პროგრამას საქართველოსთვის, რომლის სახელწოდებაა  “შემოიხედე, გენაცვალე”. ეს იქნება ვიზების ლიბერალიზაციის წინა ეტაპი და ქართველების ევროპაში კარგად შეხედვას დაისახავს მიზნად.

არც არის, ალბათ, ცუდი. მოდით, ჯერ მართლაც კარგად შევიხედოთ და, თუ გაგვისწორდა, ვინ დაგვიშლის? აააააეეეე! თავს მოვაჭრით რუმბივით გასიებულ ევროპას, ჩვენს საკადრის სუფრას თუ არ გაშლის!

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here