Home რუბრიკები პოლიტიკა ტრისტან წითელაშვილი: “თავისუფალი ზონა”, ირაკლი წერეთლის დაჯგუფება და ფაშისტური მოძრაობა სააკაშვილის მიერ...

ტრისტან წითელაშვილი: “თავისუფალი ზონა”, ირაკლი წერეთლის დაჯგუფება და ფაშისტური მოძრაობა სააკაშვილის მიერ იმართება

716

რას სთხოვს ხელისუფლებას სამხედრო ექსპერტი, გენერალი ტრისტან წითელაშვილი და რა ინფორმაცია აქვს მას ქვეყანაში მოსალოდნელი საბოტაჟის შესახებ _ ამ და სხვა საკითხებზე ბატონი ტრისტანი “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება.

_ რამდენიმე დღის წინათ საინფორმაციო სააგენტორია ნოვოსტისპრესცენტრში საზოგადოებრივი მოძრაობამრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტურ კოალიციასთანერთად გამართულ პრესკონფერენცია 9 მაისს ვაკის პარკში მომხდარი ინციდენტი გააპროტესტეთ; ამას გარდა, თქვენთავისუფალი ზონისაკრძალვაც მოითხოვეთ. რამ გამოიწვია თქვენი აღშფოთება?

_ 9 მაისს მსოფლიოს ის ქვეყნები აღნიშნავენ, რომლებმაც ფაშიზმის სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადეს. ფაშიზმზე გამარჯვებაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა. ამ ომში საქართველოდან 350 ათასამდე კაცი დაიღუპა და, რაც მთავარია, პირველი პირი, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა, ქართველი იოსებ სტალინი იყო, ამიტომ საქართველო ამ დღეს თავის გამარჯვებას ზეიმობს. ჩვენს მოხუც ვეტერანებს კი, რომლებიც ისედაც ცოტანიღა შემორჩნენ, იმის მაგივრად, ხელის გულზე ატარონ, შეურაცხყოფენ. დავინახე, როგორ გამოეყო ვაკის პარკში შეკრებილი ახალგაზრდების ჯგუფს რამდენიმე ახალგაზრდა და ამ მოხუცებს ორდენები ჩამოჰგლიჯა. საბჭოთა კავშირის პერიოდში რა ჯილდოებიც არსებობდა, ეს ხალხი იმით დააჯილდოვეს და ვის აქვს უფლება, ადამიანს ასე მოექცეს და დამსახურებული ორდენები ჩამოჰგლიჯოს?! მე მივუთითე ახალგაზრდებს, ასე არ მოქცეულიყვნენ, რის შემდეგაც მიყვიროდნენ _ მოღალატე ხარო. სიტყვიერ დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ვაკის პარკში ეს ადამიანები დაყოფილი იყვნენ სამ ჯგუფად: “თავისუფალი ზონა”, ირაკლი წერეთლის დაჯგუფება და ფაშისტური მოძრაობა. სამივე ორგანიზაცია სააკაშვილის მიერ უკრაინიდან იმართება და საკმაოდ კარგად ფინანსდება.

_ საქართველოში ფაშისტური მოძრაობა უკვე არსებობს?

_ დიახ, საქართველოში ფაშისტური მოძრაობა ცოტა ხნის წინათ დაფუძნდა. ეს ორგანიზაცია უკრაინული დროშის ქვეშ მოქმედებს და მას სააკაშვილი და უკრაინელი ოლიგარქები მართავენ.

მხოლოდ ვაკის პარკში მომხდარი ინციდენტი არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც “თავისუფალი ზონის” აკრძალვა მოვითხოვეთ. ამ ორგანიზაციამ საქართველოში არაერთი დანაშაული ჩაიდინა. თავისუფალი ზონისწევრები შეურაცხყოფენ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დღეს საღად აზროვნებენ და აცხადებენ, რომ ჩვენი ტერიტორიები მშვიდობიანი გზით უნდა დავიბრუნოთ და არა ძალადობითა და იარაღის ჟღარუნით. ამ ორგანიზაციის წევრები ძალადობენ ჟურნალისტებზეც, მაგალითად, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ორჯერ დაესხნენ თავს და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში მოხვდა.

_ “თავისუფალი ზონაარის ორგანიზაცია, რომლის აკრძალვამაც, შესაძლოა, საერთაშორისო საზოგადოებრიობის აღშფოთება გამოიწვიოს. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ორგანიზაციის აკრძალვა ისე, რომ ესეც პოლიტიკურ დევნად არ ჩაითვალოს?

_ ორგანიზაცია, რომელიც დაკომპლექტებულია შს სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს 26 მაისისა და 7 ნოემბრის აქციების დარბევაში მონაწილე ყოფილი ზონდერებით, არის კრიმინალური ორგანიზაცია, ამიტომ საჭიროა სამართალდამცველმა ორგანოებმა მისი საქმიანობა შეისწავლონ. პროკურატურას არაერთი ანგარიში მივაწოდე მათი დაფინანსების, სატელეფონო კავშირების ჩანაწერების შესახებ, რომლებშიც კარგად ჩანს, რა დირექტივებს აძლევენ მათ უკრაინიდან, მაგრამ მას ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

უამრავი ფაქტი არსებობს უცხოეთის დასარწმუნებლად, თუნდაც ჟურნალისტის ცემის ფაქტი. იმ ადამიანების ექსპერტიზის დასკვნებიც გვაქვს, რომლებსაც “თავისუფალი ზონის” წევრები ჯგუფურად დაესხნენ თავს და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. საქართველოს პრემიერმინისტრსაც მივმართე, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ “თავისუფალი ზონა” პროვოკაციებისთვის ემზადება და, ვიდრე სერიოზული პროვოკაცია არ მოუწყვიათ, რომელიც შეიძლება დაპირისპირებასა და სისხლისღვრაში გადაიზარდოს, უნდა აიკრძალოს.

_ ამბობთ, რომ არაერთხელ გაახმაურეთ ეს ფაქტები და ხელისუფლებასაც მიმართეთ, რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება?

_ ვიდრე ხელისუფებაში “ნაციონალების” კადრები იქნებიან, არაფერი შეიცვლება. პროკურატურას არაერთხელ მივაწოდე ინფორმაცია, მაგრამ, ვიდრე იქ მილენა მითაიშვილის მსგავსი პროკურორები იმუშავებენ, ასეთი ვითარება იქნება.

 _ ვინ არიან ხელისუფლებაში ჩანერგილები?

_ თავდაცვის სამინისტროში ჩანერგილები არიან კერესელიძე, ურიდია, ფოჩხუა, ჯოხაძე, კბილცეცხლაშვილი. ანალოგიური ვითარებაა შს სამინისტროში, პროკურატურაში, მუცინიპალიტეტებში, მერიასა თუ მთავრობაში. საბოტაჟს ეს ადამიანები უწყობენ ხელს. დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ისევ სააკაშვილი მართავს. თავდაცვის სამინისტრო დემორალიზებულია. ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები, ერთსა და იმავე პირებს აწინაურებენ და პრემიებს ურიცხავენ, ხოლო ახალგაზრდა ოფიცრებს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.

_ რას ფიქრობთ თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნაზე, მოახერხებს ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელებას?

_ არაფერი შეიცვლება. საკითხავია, ნუთუ დღეს ქვეყანაში ისეთი სიტუაცია გაქვს, რომ თავდაცვის მინისტრი ქალი იყოს და, საერთოდ, თავდაცვის სამინისტროში დღეს არის ვინმე პროფესიონალი? ჩვენს სიტუაციაში მყოფ ქვეყანას ჯარი იმ დონეზე მაინც უნდა ჰყავდეს მომზადებული, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის დაცვა შევძლოთ, თორემ აბსურდია, რომ რუსეთს დავამარაცხებთ. რუსეთს დასავლეთი უწევს ანგარიშს და ჩვენ რა შეგვიძლია? ჩვენ სიღრმისეულად უნდა შევცვალოთ ჯარის მომზადების პრინციპები. დღეს ჯარისკაცები საკომენდანტო მომზადებას ავღანეთსა და ერაყში წასასვლელად გადიან, ფართომასშტაბიანი ტაქტიკური სწავლება კი არ ტარდება.

_ ამერიკელებთან ერთობლივი წვრთნებიც ხომ ჩატარდა?

_ ეს ყველაფერი მხოლოდ პიარისთვის იყო გამიზნული. ეს იყო ამერიკელების მცდელობა, ჩვენს ხარჯზე რუსეთი გაეღიზიანებინა. ახლა იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, ნატოს რომელი დანაყოფი შემოვიყვანოთ და ამით მეზობელი ქვეყანა გავაღიზიანოთ, იმ მიმართულებით უნდა ვმუშაობდეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა დავალაგოთ.

მინდა ვთქვა, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრებმა შედეგი გამოიღო. ჩვენი მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქციის რეკლამა უკვე რეგულარულად გადის რუსეთის ტელეარხებზე. 9 მაისს, როდესაც რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა, ქუჩებში გამოტანილი ქართული დროშებიც დავინახე.

ნურავინ დაიჯერებს, რომ ჩვენ ოდესმე ან ნატოს, ან ევროკავშირის წევრი გავხდებით. ეს ზღაპარია, რასაც ამ ორგანიზაციების წევრები უკვე თავადაც გვეუბნებიან.

_ 21 მაისს რიგაში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისადმი საქართველოში დიდი მოლოდინი არსებობდა, თუმცა საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციაზე ევროკავშირისგან თანხმობა ვერ მიიღო. იმ მოტივით, რომ ქვეყანა ჯერ მზად არ არის.

_ არც ერთი ქვეყნის ხელმძღვანელობას არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება. ვფიქრობ, მალე მოვა დრო, როდესაც ეკონომიკურ ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებები პოლიტიკურ ფორმატში გადაინაცვლებს. ჩვენს ხელისუფლებაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეს მიმართულება უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს, თუმცა არიან ძალები, რესპუბლიკელების თამადობით, რომლებიც დივერსიული და შემოვლითი გზებით ხელისშემშლელ პირობებს ქმნიან.

22 წელიწადია, ერთ ადგილს ვტკეპნით. მოლაპარაკების ათასნაირი ფორმატი იყო შექმნილი, უამრავი სადამკვირებლო მისია მუშაობდა, მაგრამ რა გაგვიკეთა დასავლეთმა _ თუნდაც მცირე ტერიტორია მაინც დაგვიბრუნა?

_ “ნაციონალური მოძრაობაოთხმა წევრმა დატოვა და ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის შესახებ განაცხადა. ეს ცვლილებებინაციონალებისგეგმის ნაწილია თუ პარტიაში მართლაც სერიოზული განხეთქილებაა?

_ “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური რუკიდან მალე გაქრება, ამიტომ ახლა ტაქტიკა შეცვალეს _ ვითომ პარტიაში განხეთქილება აქვთ. ეს სააკაშვილის გეგმის ნაწილია. სააკაშვილი არის ბოროტი ჭკვიანი. “ნაციონალური მოძრაობა” არის სექტა, რომელიც სხვადასხვა ჯგუფად დაიშლება. ამას სამხედრო ენაზე ასე ვუწოდებთ _ იქმნება მცირე ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ.

_ ზოგიერთის აზრით, ამ პროცესებში ხელისუფლების ხელიც ურევია

_ კი, ხელისუფლებაც ხელს უწყობს ამ ვითარებას, ოღონდ ის პარტიები, რომლებიც “ნაციონალების” მონათესავედ ითვლებიან, მაგალითად, რესპუბლიკელები, რომლებიც დაუფარავად აცხადებენ, “ნაციონალებში” ვხედავთ ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობა და თანამშრომლობაც მისაღებიაო.

_ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. რისთვის სჭირდება უკრაინას ხელისუფლებას ამდენინაციონალი”?

_ უკრაინას საკმაოდ კარგად ვიცნობ, ვინაიდან უკრაინის გენერალურ შტაბში ხუთი წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი. იქ ბევრი მეგობარი მყავს და დღესაც განვაგრძობ მათთან ურთიერთობას… ეს იყო დასავლეთის სპეცსამსახურების გეგმა, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს უკრაინაშიც ის უნდა გაეკეთებინა, რასაც საქართველოში აკეთებდა. მეტიც, მე გავავრცელე ინფორმაცია, რომ უკრაინაში დაიწყო ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა და დაჭრილ მეომრებს უკვე საავადმყოფოში საოპერაციოდ დაწვენისაც ეშინიათ.

_ ბატონო ტრისტან, ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებააგაქვთ დამადასტურებელი ფაქტები?

_ დიახ, მაქვს. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინაში მიმდინარეობს იარაღის კონტრაბანდა, რომელშიც სააკაშვილი ვამხილე.

სააკაშვილს როგორც მშვიდი საქართველო არ აძლევდა ხელს, ასევე არ აძლევს ხელს მშვიდი უკრაინა, ამიტომ უკრაინაში სიტუაციას სპეციალურად ძაბავს.

_ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, “ნაციონალებისსაბოლოო მიზანი საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებაა.

_ რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ეს არის, რადგან ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, განაჩენია გამოტანილი, უკრაინაში თანამდებობებზე დანიშნეს. თუმცა, ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლება ამ საკითხში უძლურია, რადგან სააკაშვილს დასავლური სპეცსამსახურები მფარველობენ. ისინი სააკაშვილის მეშვეობით რუსეთს აღიზიანებენ. მათი მეორე გეგმაა, უკრაინის შემდეგ მიხედონ მოლდოვას და შემდეგ საქართველოში გადმოინაცვლებენ. არსებობს მასიური არეულობების, მასშტაბური შეტაკებების გეგმა. სასტუმრო “უკრაინაში” შტაბი აქვთ, სადაც მსჯელობენ, როგორ იმოქმედონ.

 პირველი ბრიგადის მეთაური დავით მაყიშვილი, რომელიც უკრაინაშია სააკაშვილთან, მითითებებს აძლევდა თავდაცვის სამინისტროში მოქმედ ოფიცერ გორგაძეს, რა პროვიკაციები უნდა მოეწყო ქვეყანაში. გორგაძემ სამხედრო ნაწილის ტერიტორიის ბაზაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ოფიცრების წინ დაიწყო ყვირილი, _ აქ რა გვინდა, როცა ჩვენი ძმები უკრაინაში იღუპებიანო. ეს პირდაპირ მოწოდებაა და დანაშაულია. ჩვენი არაერთგზის აქტიურობის შედეგად, ამ პირს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს.

_ გორგაძე გაათავისუფლეს სამსახურიდან?

_ არა, შვებულებაში გაუშვეს. ყველაფერი ისე შეფუთეს, თითქოს ნასვამ მდგომარეობაში იყო, არადა, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ნასვამი ოფიცრის ყოფნა დანაშაულია, თანაც, ნასვამი იქ ვერ მოხვდებოდა, რადგან შესვლამდე ყველას ამოწმებენ. ეს ფაქტი მოწმობს, რომ სამხედრო პოლიციაში ასეთ ადამიანებს მფარველობენ. ჯარისკაცები რომ მოიწამლნენ, ესეც საბოტაჟი იყო.

სამინისტროში ჩანერგილი 51 თანამდებობის პირის სია თავდაცვის ყოფილ მინისტრ მინდია ჯანელიძეს მივაწოდე, მან რამდენიმე მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლა და გარკვეულ საკითხებზე რაღაც კომუნიკაციაც მოვახერხეთ. ხიდაშელს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ჯერჯერობით არ გამოუთქვამს. მან თქვა, საკადრო პოლიტიკაში არ ვერევიო, მაგრამ, თუ ეს ჩანერგილი ხალხი არ მოაშორეს, როგორც “ნაციონალები” ელოდებიან, თეთრ რაშზე არა, მაგრამ, შესაძლოა, ერთ დღეს, თბილისში ტანკზე ამხედრებული სააკაშვილი გამოგვეცხადოს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here