Home რუბრიკები პოლიტიკა ჯუმბერ პატიაშვილი: თუ ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ევრაზიული კავშირი აღადგენს, მე მინდა...

ჯუმბერ პატიაშვილი: თუ ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ევრაზიული კავშირი აღადგენს, მე მინდა ევრაზიულ კავშირში შესვლა!

6474

საქართველოში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი თუ რიგითი მოქალაქეა შეშფოთებული: დიდი სამამულო ომის გამარჯვებიდან 70-ე წლისთავზე 9 მაისს უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მისული ვეტერანები შეურაცხყვეს; ენ-დი-აიმ კვლევა ჩაგვიტარა და 31% ევრაზიული კავშირის მომხრე აღმოჩნდა, რამაც ადამიანები ერთმანეთთან დააპირისპირა.

იმის თქმაც კი გაბედეს, ეს 31% ქვეყნიდან წავიდესოამ დავაკამათში რიგაშიაღმოსავლეთ პარტნიორობისსამიტმაც მოგვისწრო და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები იქიდანსვისტოკებითხელში დაგვიბრუნდნენ… “ქართველი ერი ასეთი შეურაცხყოფის ღირსი არ არის”, _ განაცხადა ძალიან გულნატკენმა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ:

_ საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ რატომღაც ამაზე არც ექსპერტები ლაპარაკობენ, არც პოლიტიკოსები და არც პარტიების ლიდერებიარ მინდა, იფიქროთ, თითქოს რომელიმე მათგანის ნათქვამი რამეს შეცვლის, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას და გამოსავალიც ერთად უნდა ვეძებოთ. წესია ასეთი _ ჯერ უნდა აღიარო, თქვა, რაც გჭირს, და მერე გამოსავალი მოძებნო.

_ რას გულისხმობთ, ბატონო ჯუმბერ, სად და რა სფეროში გვიჭირს?

_ ყველა სფეროში და ყველა დარგში გვიჭირს. გვინდა, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც დასავლეთშია. არადა, იქ ხალხი უამრავი პრობლემის წინაშე დგას, მე კი არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის მოსახლეობაც მსგავსი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს. მე არც ევროპული თავისუფლება მინდა! თავისუფლება არ ნიშნავს იმას, აკეთო ის, რაც მოგესურვება. ადამიანებს ყველაფრის კეთების უფლება არ აქვთ. არ შეიძლება, უარი თქვა ოჯახზე, ტრადიციაზე, წესჩვეულებაზე. სახელმწიფო არ შენდება ოჯახის გარეშე. სახელმწიფო ოჯახია. თუ ქვეყანა ოჯახურ ტრადიციაზე უარს იტყვის და ერის გამრავლებაზე არ იზრუნებს, უფროსუმცროსობას არ დაიცავს, სახელმწიფოდ ვერ შედგება.

ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ დავინახოთ, რა მძიმეა ჩვენი მდგომარეობა. ვიღაცის უხილავი ხელი ზუსტად იქ გვირტყამს, სადაც ჩვენი წელში გადატეხა მარტივია.

შეხედეთ იმ კვლევების შედეგებს, რომლებსაც საქართველოში ამერიკული ინსტიტუტები ატარებენ. შეიძლება, ჩემი ცხოვრება ავაგო იმაზე, რას გამომიცხადებს უცხოელი? და შემდეგ _ მთელი დღე ყველა სატელევიზიო არხზე ვისმენდე ამ კვლევის არაფრისმომცემ ანალიზს?

რა იცის გადამთიელმა ქართველის ბუნება, რა შეკითხვებს უსვამენ ხალხს? ჩადიან საქართველოს ყველა კუთხეში და ეკითხებიან, რა უნდათ და რა არის უმთავრესი ქართველი კაცისთვის?

საქართველოში ყველა კუთხეს თავისი ტრადიცია აქვს და ყველა ოჯახის სიწმინდეზეა დამყარებული.

რამდენიმე წელიწადია, არც ერთ კვლევაში აღარ ჩანს, რას ფიქრობს ხალხი დაკარგული ტერიტორიების თაობაზე. აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიწყებას ეძლევა. ამ ყველაფერს კი აფხაზებიც და ოსებიც ხედავენ და, როგორ ფიქრობთ, ასეთ ვითარებაში ენდომებათ ჩვენთან ცხოვრება? არადა, აფხაზებთან ლაპარაკი დღესაც შეიძლება, ჩვენ ერთნი ვართ.

ვის ენდომება ჩვენთან ურთიერთობა?! შეხედეთ, რა ხდება ქვეყანაში: სოფლის მეურნეობის დასახმარებლად ფული გამოიყო; გლეხმა გარკვეული თანხა კი აიღო, მაგრამ მანქანა იყიდა, თბილისში რომ ჩამოვიდეს და “იტაქსაოს”. სოფლის მეურნეობისადმი აგდებული დამოკიდებულება ქვეყანას მძიმედ დააწვა.

კარგია, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები საზღვარგარეთ რომ დადიან, მაგრამ ვურჩევ, ქართული სოფლები შემოიარონ, მათ პრობლემებს გაეცნონ. ისე კი არა, აქტივს რომ შეყრიან და ელაპარაკებიან, არა, კარდაკარ იარონ.

ფაბრიკა-ქარხნები გაიყიდა, სამაგიერო კი არაფერი გაკეთებულა. საწარმოებს ვაშენებთო,_ ამბობენ. ას კაცს რომ დაასაქმებ, ის საწარმო არ არის. ჩვენს პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ კაპიტალიზმი ნგრევაა, კაპიტალიზმი შენებაც არის, ჩვენ კი მხოლოდ ვანგრევთ. საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველო კი დაინგრა.

_ რას ფიქრობთ, რიგის სამიტის შედეგებზე? ვიზების ლიბერალიზაციაზე უარი გვითხრეს

_ ამ თემაზე როდესაც ვსაუბრობ, აუცილებლად უნდა შევეხო ქართულ დიასპორას. საბჭოთა პერიოდში მოსკოვში 20 ათასი ქართველი ცხოვრობდა. ძალიან მცირერიცხოვანი დიასპორა გვყავდა საფრანგეთში და სულ ეს იყო. ახლა ნახეთ, რამდენია და სად აღარ არიან ქართველები. ზოგიერთს ეს უხარია, არადა, სასიხარულო არაფერია _ ის ქართველები აქ დამბრუნებლები აღარ არიან; ქვეყანაში, სადაც ცხოვრების არანაირი პირობა არ არის, არავინ დაბრუნდება.

ჩვენი პოლიტიკოსები ამ დღეებში რიგაში იდგნენ და ვიზების ლიბერალიზაციას ელოდნენმინდა, მათ ვუთხრა _ ქართველი ერი ამის ღირსი არ არის, ერს ასეთი შეურაცხყოფა არ დაუმსახურებია. თავხედობასაც აქვს საზღვარი! იქნებ იკითხონ, ხალხს რა სურს და პატივი სცენ მის აზრს.

გაიხსენეთ, რა მოხდა 9 მაისს, გამარჯვების დღეს, გამარჯვების, რომელსაც 300 ათასზე მეტი ქართველი შეეწირა. ჩვენმა მთავრობამ როგორ აღნიშნა ეს დღე. არადა, ამ დღის ავტორი ქართველი გახლდათ. 1945 წელს გამარჯვების აღლუმზე ქართველები უდიდეს პატივში იყვნენ, 70- წლისთავზე კი საქართველო ზეიმში არ მონაწილეობდა; შესაბამისად მოიქცნენ რუსებიც _ არც სტალინი ახსენეს და არც ის ქართველები, რომლებიც სტალინს გვერდით ედგნენ.

ჩვენ იმდენი ადამიანი შევწირეთ დიდ სამამულო ომს, სტალინის ფაქტორიც რომც არ იყოს, ისედაც უნდა ვამაყობდეთ ქართველობით, მაგრამ ასე არ ხდება. ჩვენ თუ არ დავაფასებთ ჩვენსას, სხვა არ დაგვაფასებს. რუსეთში არიან ძალები, რომლებსაც ქართველების კარგად ყოფნა სულაც არ უხარიათ. ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. თუ პროცესები იმავე მიმართულებით წავიდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვერ მოვახერხებთ. დამისახელონ, რომელი ქვეყანა გვპირდება ტერიტორიის აღდგენას.

_ ამერიკული ინსტიტუტების მიერ ჩატარებულ კვლევებში დაკარგული ტერიტორიების პრობლემა რატომ აღარ ჩანს? მიზანმიმართულად ცდილობენ, დაგვავიწყონ?

_ რასაკვირველია, სწორედ ეს მიზანი აქვთ. თაობები იზრდებიან, რომლებსაც აფხაზეთი არ უნახავთ და ჩვენ არც ვასწავლით ამ კუთხის ფასსა და მნიშვნელობას.

ტერიტორიული მთლიანობა რუსეთთან ურთიერთობის გარეშე არ აღდგება, მაგრამ პირდაპირი კონტაქტი აფხაზებსა და ოსებთან აუცილებელია. ამას სულ ვამბობ და გამეორება არასოდეს მომბეზრდება.

დღეს ვინც იტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო, მტრად მიიჩნევენ. ომი სააკაშვილმა დაიწყო, იმ სისტემამ დაიწყო, რომელსაც სააკაშვილი ემორჩილებოდა. მას ზურგი რომ არ ჰქონოდა, ომს ვერ დაიწყებდა. ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ამ საკითხზე საჯაროდ საუბრობდნენ, დაივიწყეს, იმიტომ, რომ არავის სურს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და რუსეთთან ურთიერთობები დათბეს.

_ ჩვენი პოლიტიკოსები გაბედავენ, აფხაზეთსა და ოსეთზე უარი თქვან ევროკავშირის წევრობის საფასურად?

_ ღმერთმა ნუ ქნას! ის, ვინც აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმას გაბედავს, ქვეყნის მტერი იქნება, მაგრამ, ამ მიმართულებით რომ არაფერი კეთდება, უკვე ნიშნავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმას. უცხოელები თავისი კვლევებით ნიადაგს სინჯავენ…

ჩვენ, ქართველებს, მხოლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა არ გვაქვს, უამრავი ტერიტორიაა ისეთი, რომლებსაც, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ნახეთ, რა ხდება აჭარაში.

_ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობაზე რომ საუბრობენ, რა გვაქვს ევროპაში გასატანი და რით შეიძლება, უცხოელები მოვიზიდოთ?

_ პირველი მიზეზი იმისა, რომ გასატანი არაფერი გვაქვს, სიზარმაცეა. შრომა არ გვინდა, მაგრამ რომც ვიშრომოთ, ევროპა საქართველოსთვის ბაზარი ვერ გახდება. რა მოიგო ბალტიისპირეთმა? _ არაფერი. ბალტიისპირეთი რძის პროდუქტებით იყო განთქმული, მაგრამ ევროპაში ვერ გააქვთ, ის ნიშა დაკავებული დახვდათ და აქამდე არაფერი იცვლება. არადა, ბალტიისპირეთი თავის დროზე რძის პროდუქტებით საბჭოთა კავშირს ამარაგებდა.

საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა ჯერ ის უნდა შექმნას, რაც თვითონ სჭირდება. ძალიან მწყდება გული, რომ საქართველომ ვერ გამონახა გზა, რომლითაც უნდა იაროს.

 _ თვლით თუ არა, ბატონო ჯუმბერ, რომ სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს ჩვენი პოლიტიკური კურსი?

_ აუცილებლად და თანაც _ სასწრაფოდ. თუ ხალხის აზრის გაგება სურთ და კვლევებს ეყრდნობიან, ჩავიდნენ სამხრეთ საქართველოში, შიდა ქართლში, აჭარაში, სვანეთში და გაიგებენ, რეალურად რას ფიქრობს საქართველო. რატომღაც ეშინიათ ევრაზიული კავშირის ხსენება. თუ ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ევრაზიული კავშირი აღადგენს, მე მინდა ევრაზიულ კავშირში შესვლა.

უვიზო რეჟიმს ვითხოვთ, რად გვინდა ევროპაში უვიზო რეჟიმი? ქვეყნა სულ არ დაგვეცლება?

რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია. დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღდგეს. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დგამს ნაბიჯებს, ჩვენ კი ინტერესები არ გაგვაჩნია. ამერიკელებიც კი მიხვდნენ, რომ მათ მიერ ჩატარებულმა ოპერაციებმა კრახი განიცადა და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვეს.

რა ხდებოდა რამდენიმე დღის წინათ ჩვენს დედაქალაქში ლგბტ-ების გამოსვლასთან დაკავშირებით, ეს ხომ ევრაზიულ კავშირში არ მოხდება?! ეროვნებას არავინ წაგვართმევს, ევროპა კი საკუთარ თავს უკვე აღარ ჰგავს.

რატომ არ აღიარებენ ქართველი პოლიტიკოსები, რომ ამერიკა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ იყენებს და სხვა ინტერესი არ აქვს.

ერთადერთი კაცი, რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს აქაც და რუსეთშიც, არის ალექსანდრე ჭაჭია. მოსკოვში საუკეთესო გამოსვლა ჰქონდა, დაბეჭდეთ იმ გამოსვლის ტექსტი. ის უჭკვიანესი ადამიანია. ერთ-ერთ გადაცემაში რუსეთის წამყვანი პოლიტიკოსები გააჩუმა. დიდ სამამულო ომზე იყო საუბარი. მან პირდაპირ განაცხადა, თავი გაგვანებეთ, ბოდიშს ნუ გვახდევინებთო. მერე წერდნენ, ჭაჭია აფხაზეთიდან არისო და ამაში რაღაც ცუდის დანახვა უნდოდათ. დიახ, ალექსანდრე ჭაჭია აფხაზეთიდან არის და უნიკალური წარსული აქვს, საუკეთესო, ნამდვილი, ტრადიციული ოჯახის წარმომადგენელია. გადახედეთ მის პოლიტიკურ პროგნოზებს, ყველა ახდა, ყველა გამართლდა.

მსოფლიოში რამდენიმე მართლმადიდებელი ერია. უნდა ვეცადოთ, ერთმორწმუნე ერებთან ვიმეგობროთ. ისტორიკოსებს, მინდა, ვკითხო: როგორ ხსნიან თამარ მეფის რუსზე გათხოვებას? იმხანად რუსეთი, როგორც სახელმწიფო, არ არსებობდა, ჩვენ კი ოქროს ხანის ულამაზესი ქალბატონი რუსს მივათხოვეთ. არ ფიქრობენ, რომ ჩვენმა წინაპრებმა ამით პოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს?

ევროპაში სიარული კარგია, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ თვითონ ევროპელები დიდი სიამოვნებით მიდიან ევრაზიულ კავშირში.

მინდა, ყველას ვთხოვო, ერთმანეთს ნუ შეურაცხვყოფთ იმის გამო, რომ ვიღაცას ევრაზიულ კავშირში უნდა და ვიღაცას _ ევროკავშირში. ჩვენმა ქვეყანამ იმდენი რამ გადაიტანა, ამაზე ჩხუბის და ამის გამო სიძულვილის დრო აღარ არის.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

3 COMMENTS

  1. ვეთანხმები ჯუმბერ პატიაშვილს, ქართველი ერის სალოცავ ხატს.

    • ილია მეორემ თუ აკურთხა ეს “სალოცავი ხატი”? რას არ მოისმენს კაცი…

  2. ბატონი ჯუმბერი დიდი პიროვნება და ღირსეული ადამიანია, სამწუხაროა, რომ ქვეყანა არ იყენებს მის უნიკალურ ცოდნას და გამოცდილებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here