Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-მა მაკედონიაში “მაიდანი” აამუშავა

აშშ-მა მაკედონიაში “მაიდანი” აამუშავა

492

17 მაისს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის, რამდენიმე ასეულმა კი მთავრობის შენობასთან კარვები გაშალა.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მაკედონიისა და ალბანეთის დროშებს აფრიალებდნენ, მთავრობა კორუფციულ გარიგებებში, პრესაზე ზემოქმედებასა და სატელეფონო საუბრების მოსმენაში დაადანაშაულეს და პრემიერმინისტრ ნიკოლა გრუევსკის გადადგომა მოითხოვეს (გასულ კვირას პოსტიდან გადადგა ორი მინისტრი, აგრეთვე, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი).

მთავრობა უარყოფს ბრალდებებს და ოპოზიციას ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

ექსპერტთა აზრით, ნათელია, რაც ყოფილი იუგოსლავიის ერთ-ერთ რესპუბლიკაში ხდება: მაკედონია რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას შეეწინააღმდეგა და მხარი ე.წ. თურქული ნაკადის პროექტს დაუჭირა, შედეგად პრობლემები მიიღო.

გეოპოლიტიკის ამერიკელ რეჟისორებს ხელთ უპყრიათ ქმედუნარიანი ინსტრუმენტი _ აშშის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), რომელსაც საქართველოშიც კარგად იცნობენ, ეს ორგანიზაცია ბევრ ქვეყანაში მოწყობილ რევოლუციებში მონაწილეობდა. მას აქვს ფუნქცია, ცალკეულ ტერიტორიაზე შექმნას მართვადი ქაოსი იმ შემთხვევაში, როცა ეს ტერიტორია რაღაცას არასწორად აკეთებს აშშის გეოპოლიტიკური ინტერესების მიმართ.

მაკედონია მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ წერტილად რომ არ იქცეს, სკოპიეს მაიდნის პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით უნდა გადაწყდეს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here