Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას

ღია წერილი ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას

1035

1952 წლის 14 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის დასკვნით სხდომაზე, პრეზიდიუმის ბოლო რიგიდან ცენტრალური ტრიბუნისკენ კაცი გაემართა. ათასობით თვალი აკვირდებოდა მის გამოჩენას ტრიბუნაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა კრემლის ბინადარი, რომელსაც, ეს-ეს არის, საუბარი უნდა დაეწყო.

მცირეოდენი პაუზის შემდეგ “ძე კაცისამ” თვალი მოავლო თავის “მრევლს” და დარბაზიც გამოერკვა. სუნთქვაშეკრულმა ხალხმა იხუვლა აღტაცებული შეძახილებით. ტაში და ოვაციები, იატაკზე ფეხების ბრაგუნი არ წყდებოდა. აღტაცებულთა ხმის ტალღა ისეთი ძლიერი იყო, რომ შენობის კონსტრუქციულ ნაწილს საფრთხე შეექმნა. დამანგრეველი ტალღა, არათუ მცირდებოდა, თანდათან ძლიერდებოდა. ბელადის ხელის მოძრაობა ვერ აკავებდა ხალხის ემოციებს. ხალხის ექსტაზი ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სტალინმა მიკროფონი გაისწორა და დარბაზიც გაირინდა, თითქოს მკვდრების ქალაქად გადაიქცა. დინჯი, დაგუდული ხმით გაისმა წარმოთქმული მრავალგზის მოსმენილი სიტყვა: “ამხანაგებო!”.

თორმეტი წუთის განმავლობაში იღვრებოდა ყრილობათა სასახლეში სიბრძნე და სიყვარული, ცხადდებოდა დედამიწაზე მცხოვრები ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიადი პროგრამა. სტალინმა დაანახვა და აუხსნა ხალხებს, როგორ უნდა აიღონ ბურჟუაზიის მიერ ტალახში გადაგდებული ეროვნული დამოუკიდებლობის დროშა და როგორ გაუძღვნენ მასებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე.

“თორმეტი წუთის განმავლობაში ყრილობის დელეგატებმა თერთმეტჯერ შეაწყვეტინეს თავიანთ ბელადს სიტყვა ტაშითა და ოვაციებით” (ყრილობის მონაწილის _ მიხეილ ციხისთავის მონათხრობიდან. _ გრ. ონიანი).

ბარაკ ობამას კი თავისი სულელური გამოსვლისას სენატში ჯანმრთელობის კანონპროექტზე, რომელიც არც განხორციელებულა, 86-ჯერ გაუმართეს ოვაცია (კომენტარი თქვენთვის მომინდვია _ გრ. ონიანი).

ბატონო ალექსანდრე, ინტერნეტში ვნახე თქვენი გამოსვლის ვიდეოჩანაწერი “პაკლონნაია გორაზე” გამართულ ფორუმზე. პირველი შთაბეჭდილება ისეთი დიდი იყო, რომ აზროვნების უნარი დავკარგე _ მისტიკურ სამყაროში აღმოვჩნდი. თითქოს 67 წლის წინათ ნათქვამი სიტყვები გალაქტიკიდან უკან მოაბრუნეს და ახლა ყურში ჩამესმის _ შინაარსით, ხმით, დიქციით, სუნთქვითა და სიდინჯით. უკან ვაბრუნებ კადრებს და დაჟინებით ვუყურებ და ვუსმენ. ეს ის არის… არა, ეს ის არ არის. არის თუ არ არის?! ვარ თუ არა საღი და ვაზროვნებ თუ არა სწორად _ აი, ამას ვარკვევდი და თვალი ვიდეოკლიპის ბოლოს არსებულ ჩანაწერზე გამექცა. ორი საათის წინათ დადებულ მასალას უკვე 600-ზე მეტი პოზიტიური კომენტარი ჰქონდა. ვკითხულობდი და ცრემლს ვერ ვიმაგრებდი. ნუთუ კიდევ გაჩნდა ქვეყანაზე კაცი, რომელსაც ხალხი სტალინს ადარებს?! 600 – ზე მეტი ადამიანიდან, რომლებმაც აღტაცებული კომენტარი დატოვეს, 47- უშუალოდ სტალინს აგონებს თქვენი გამოსვლა და ამით ბედნიერია. 115 რესპონდენტზე მეტს ასეთი შეფასება აქვს: “მოლოდეც, გრუზინ!

ბატონო ალექსანდრე, ვამაყობ თქვენი ქართველობით, თქვენი ცოდნითა და გამბედაობით, რომლითაც მიუახლოვდით მსოფლიო პოლიტიკის აბსოლუტურ ჩემპიონს, საერთაშორისო ორთაბრძოლების დამსახურებულ ოსტატს _ გორელ იოსებ ჯუღაშვილს. თქვენ უკვე ვალდებული ხართ, აიღოთ ხელში ჯვარი და ხმალი _ იბრძოლოთ ღმერთისა და ხალხის სახელით “საშინელი სამსჯავროდან” ქვეყნის დასახსნელად. თქვენ არწივის კვერცხიდან გამოჩეკილი ხართ, მყინვარწვერზე კი ყვავ-ყორანი დაბუდებულა.

თქვენი გამოსვლით ქართულმა “ჯუღამ” კვლავ გაკვესა ნაპერწკალი, მგონი, კვლავ იჭედება და ილესება ქართული ფოლადი, ნუთუ დადგება დრო შეძახილისა: “ქართველო, ხელი ხმალს იკარ”.

ნურც გვენახოს,

მყინვარწვერს

მტრის მახვილი წვდებოდეს

და არწივთა ნაბუდარს

ყვავყორანი ჯიჯგნიდეს”.

მივმართავ ქართულ დიასპორას: თუ არ გინდათ, იქცეთ საქართველოს დამაქცევარი მენშევიკური მთავრობის ადგილმონაცვლედ, გაერთიანდით ალექსანდრე ჭაჭიას გარშემო და შექმენით საქართველოს ამერიკისგან ხსნის ერთობლივი კომიტეტი. თქვენ გაქვთ საკმარისზე მეტი ინტელექტი და ფინანსები, რომლითაც შესაძლებელია, შექმნათ რეალური შანსი საქართველოს დამოუკიდებლობისა, რომელიც დაკავშირებული იქნება ქრისტიანულ სამყაროსთან და უფრორე _ ერთმორწმუნე რუს ხალხთან, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება გვაკავშირებს.

ჩვენ, ქართველები, ყოველთვის ვიყავით რუსული პოლიტიკის მწვერვალებთან ჩვენს წიაღში აღზრდილი გამოჩენილი ადამიანებით: სტალინით, ივანოვით, ლავროვით, შევარდნაძით, პრიმაკოვით, ლავრენტი ბერიათი და სხვა მრავალით.

ჩვენ, ქართველ ხალხსა და პოლიტიკოსებს, რომლებსაც ცხოვრება პატარა ქვეყანაში გვიხდება, შემოჭერილი გვაქვს უცხოური დაზვერვისა და აგენტურის მარწუხები, არ გვაქვს თავდაცვისა და წინააღმდეგობის გაწევის არავითარი საშუალება. ამიტომ იმედის თვალი თქვენკენ გვაქვს მოპყრობილი და, თუ თქვენ არ ხართ თავკერძა და ვიწრო პირადულ ინტერესებში ჩაკეტილი, კიდევ ერთხელ გთხოვთ: დაგვიბრუნეთ კავკასიონის ქედიდან გატაცებული ამირანი, შეაჩერეთ საზღვარგარეთ ქართველი ბიჭების გათხოვება, აღადგინეთ მორალური კოდექსი ქართულ ოჯახში!

მართალია, მე თქვენ ვერ გხედავთ, მაგრამ “მე ვხედავ მზეს”.

პატივისცემით,

გრიგოლ ონიანი

 

1 COMMENT

  1. ჩვენ რომ ვიყოთ ჭკვიანები, ალექსანდრე ჭაჭიას ჩამოვიყვანდით და პრეზიდენტად დავისვამდით.თანაც დიდი,გაფართოუბული უფლებებით.ის კი ნამდვილად დაგვიტოვებდა ისეთ კანონებს,რომ საქართველო ბოლოსდაბოლოს დამდგარიყო განვითარების გზაზე

  2. ნამდვილად კარგად და გასაგებად დაწერილი სტატიაა!!! ყოჩაღ ბატონ გრიშას, ასეთი ლამაზი წერილისთვის!! რაც შეეხება ადრესატს, ბატონი ალექსანდრეს მსგავსად, მეც აფხაზეთიდან გახლავართ და დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის საკითხის მოგვარება რუსეთის გარეშე შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება კი, მხოლოდ ბატონ ალექსანდრეს მსგავს ადამიანს თუ შეუძლია.

  3. ალექსანდრე ჭაჭია, მართლაც რომ ძალიან განათლებული და ჭკვიანი პოლიტილოგი და საზოგადო მოღვაწეა.

  4. საქართველო-რუსეთს შორის არსებული კარასინ-აბაშიძის ფორმატი, უნდა შეიცვალოს და გარდაიქმნას ჭაჭია-კარასინის ფორმატით. ისე ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, თუ ჭაჭია ჩაერთვებოდა ქართულ პოლიტიკაში, გამოაცოცხლებდა ამერიკის მარიონეტების მიერ ჩაკლულ პოლიტიკურ პროცესს.

  5. "მივმართავ ქართულ დიასპორას: თუ არ გინდათ, იქცეთ საქართველოს დამაქცევარი მენშევიკური მთავრობის ადგილმონაცვლედ, გაერთიანდით ალექსანდრე ჭაჭიას გარშემო და შექმენით საქართველოს ამერიკისგან ხსნის ერთობლივი კომიტეტი. თქვენ გაქვთ საკმარისზე მეტი ინტელექტი და ფინანსები, რომლითაც შესაძლებელია, შექმნათ რეალური შანსი საქართველოს დამოუკიდებლობისა, რომელიც დაკავშირებული იქნება ქრისტიანულ სამყაროსთან და უფრორე _ ერთმორწმუნე რუს ხალხთან, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება გვაკავშირებს."
    სხვათა შორის კარგი აზრია კარგი აზრია ბატონო გრიშა, მაგრამ ქართველების ბუნებიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია.

  6. საქართველოს ამერიკისგან ხსნის ერთობლივი კომიტეტი.

    მართლაც კარგი აზრია, დღეს საქართველოს როგორც არასდროს სჭირდება ეროვნული ხსნის კომიტეტი!!!!!!!!!!!

  7. ალექსანდრე ჭაჭიასთვის, თავის დროზე ჩვენს პოლიტიკოსებს ყური რომ ეგდოთ დღეს საქრთველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნებ მოგვარებულიც კი ყოფილიყო.

  8. მე თუ მკითხავთ, ჭაჭია იქ კი არ უნდა ჩაუდგეს დიასპორას, არამედ უნდა ჩამოვიდეს და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს საქართველოში.

  9. დღეს ვნახე ეს წერილი და ძალიან კარგი წერილია, მართლაც ადრესატიც კარგად არის შერჩეული. რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორება აუცილებელია და ამის გაკეთება მხოლოდ ალექსანდრე ჭაჭიას ძალუძს!!!

  10. 20-25 წლის წინ რომ გეთქვა ქართველისთვის,შენი მეუღლე ან ქალიშვილი საზღვარგარეთ მომვლელად ან დამლაგებლად სამუშაოდ გაუშვიო,რა პასუხსაც მიიღებდით, ადვილად წარმოსადგენია.დღეს "ბედნიერად"ითვლება ის, ვისაც ასეთი "ბედი"ერგო.დღეს ჩვენ ვიქეცით ამერიკელების მიერ შემოგდებული ე.წ თავისუფლების ლოზუნგის მსხვერპლი.და ვართ კიდეც "თავისუფალი"მონები.აქ დარჩენილები კი ვამპირების(ბანკირების)და ჩვენს მიერ "არჩეული"მთავრობების მონა-მორჩილები.დღეს (და ალბათ ხვალაც,თუ მონობას შევინარჩუნებთ) საქართველოს მოსახლეობას აძლევენ, მხოლოდ იმის "უფლებას იზრუნოს"თავის გადარჩენაზე და არამც და არამც მომავალზე ფიქრით.(ხედავთ?ფიქრის უფლებასაც წაგვერთვა)ამის ყველაზე კარგი საშუალება ტელევიზიებია,რომელიც "გვართობს სერიალებით,სხვის ბედნიერებას ვუყურებთ,ხოლო გასართობი "შოუებით"ერთმანეთის ჭამის დანერგვას.რაც კარგად გამოსდით.ყველაზე მთავარი კი ის არის,რომ ამას წარმატებით აკეთებენ ჩვენს მიერ არჩეული პოლიტიკოსების ხელით,რომელიც დაქირავებული ყავთ ამერიკა-ევროპას.

  11. დაკვირვებული ვარ, განათლებული და ანალიტიკური აზროვნების ადამიანები ყველგან და ყველაფერში უგულველყოფილები არიან. მხოლოდ მომხვეჭელები, უცოდინარი, დაუღვინებელი ბატის ჭუჭულები მართავენ სახელმწიფოს. რამდენი ხანია ყველას ვეუბნები, რატომ არ მოუხმობენ ამ ჭაჭიას საქართველოში, რატომ არ მისცემენ მას ქვეყნის სათავეში ადგილს, რომ ქვეყანას საშველი დაადგეს. სულ შიშსა და უბედურებაში უნდა ვიცხოვროთ. ახლა რუსეთი რომ დაგვესხას თავს ვინ დაგვეხნარება მაინტერესებს. ალბათ არავინ. რა არის ეს, რატომ მივიყვანეთ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. რა ხდება?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here