Home რუბრიკები საზოგადოება ამერიკელები ქართველებს საცდელ ვირთხებად იყენებენ

ამერიკელები ქართველებს საცდელ ვირთხებად იყენებენ

539

ექსპერტი ჰენრი კამენსი წერს, რომ ბევრი საექსპერიმენტო წამალი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ამიტომ მათ ჯერ ვირთხებზე ცდიან, მაგრამ ამჟამად ამერიკელმა ფარმაცევტულმა ფირმებმა ექსპერიმენტების ჩატარება ადამიანებზე დაიწყეს. მათი ცდების პოლიგონი კი, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოა _ მისი მოსახლეობა. გთავაზობთ ჰენრი კამენსის სტატიას “ვაშინგტონმა გადაწყვიტა, ქართველები სახიფათო ცდების ჩასატარებლად გამოიყენოს”, რომელიც ინტერნეტგამოცემა New Eastern Outlook-მა გამოაქვეყნა.

ცოტა ხნის წინათ წამლების ამერიკულმა მწარმოებლებმა მოიპოვეს უფლება და შესაძლებლობა, ადამიანები საცდელ ვირთხებად გამოიყენონ და ახალი წამლების მოქმედება მათზე გამოსცადონ. ამ მხრივ საქართველო ფართო საცდელი ველია ფარმაცევტული კომპანიებისთვის, რადგან მსოფლიოს არც ერთი სხვა სახელმწიფო ასე უპატივცემულოდ არ ეპყრობა საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ საქართველოში შეუძლიათ, ისე შექმნან ბიოლოგიური იარაღის ახალი სახეობები, რომ მთავრობისგან არ შეხვდებათ წინააღმდეგობა და არც მშვიდობიანი მოსახლეობა გააპროტესტებს, ისეთი “წვრილმანები”, როგორიცაა თანხმობის მიუღებლად ადამიანებზე საექსპერიმენტო წამლების გამოცდა, “ბავშვურ ცელქობად” შეიძლება ჩაეთვალოთ.

მაგალითად, ახლო წარსულში, საქართველოში წითელას ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ქვეყანაში 75 ათასი საექსპერიმენტო საშუალება შეიტანა, რომლებიც შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობაზე გამოსცადეს ადამიანებისგან თანხმობის მიუღებლად. ახლა კი კომპანია Gilead-საქართველოში ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ახალი პრეპერატის გამოსაცდელად ემზადება მოსახლეობის 7%-ზე _ სწორედ ამდენი ადამიანია დაავადებული ჰეპატიტით საქართველოში.

ის, რომ საქართველოში ჰეპატიტით დაავადების მაღალი დონეა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, არ იძლევა საბაბს, ამ ქვეყნის მოსახლეობა საცდელ ვირთხებად გადააქციონ. ბევრ ქვეყანაში ჰეპატიტით დაავადების შემთხვევების მატების პრობლემა მოსახლეობის გათვითცნობიერების, მედიცინის მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამედიცინო ინსტრუმენტების კონტროლის დაწესებით გადაჭრეს. საინტერესოა, რატომ არ სურთ ამერიკელ “მეგობრებს”, ამ მიმართულებით დაეხმარონ საქართველოს, იმის ნაცვლად, რომ ისედაც დაავადებული ქართველების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ.

საქართველომ კი ქვეყანაში მოკვდავობის სარეკორდო დონის გამო “მადლობა უნდა გადაუხადოს” სწორედ ვაშინგტონს ქვეყნის მოსახლეობა ხომ 2002-2014 წლებში 4,3 მლნ-დან 3,7 მლნ-მდე შემცირდა, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ია.

ჰენრი კამენსი
New Eastern Outlook

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here