Home რუბრიკები საზოგადოება ალექსანდრე ნოსოვიჩი: ევროპის მივარდნილი გარეუბანი

ალექსანდრე ნოსოვიჩი: ევროპის მივარდნილი გარეუბანი

720

ამ წიგნის ანოტაციაში წერია, რომ რეგიონი, რომელიც საბჭოთა კავშირში ყველაზე უფრო წარმატებულად იყო მიჩნეული, ევროკავშირში გაერთიანების შემდეგ ორმაგ პერიფერიად იქცა, მივარდნილ გარეუბნად ევროპისა.

ახლა ეს ქვეყნები, რომელთაც უნდაშეესრულებინათ გეოპოლიტიკურიბუფერის როლი ვლადივოსტოკსა დალისაბონს შორის, ერთგვარ ხიდადგადებულიყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, აღარავის აინტერესებს.ინტერესის დაკარგვას კი შედეგად მოჰყვა ადგილობრივი ეკონომიკისდეგრადაცია და სოციალური დონის მკვეთრი დაქვეითება. მიგრაციის ტალღა ისეგაძლიერდა, რომ ბალტიისპირეთი დღეს სწრაფად ცარიელდება. აღნიშნულიწიგნის გადმოქართულებული ვარიანტი არამც და არამც არ არის (მიახლოებითაცკი) ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საშინაო საქმეებში რაიმე ფორმით ჩარევისმცდელობა. მკითხველებს ამ ნაშრომს ვთავაზობთ ერთადერთი მიზნით _გასაანალიზებლად და გასათვალისწინებლად იმ პერსპექტივისა, რომელიცშეიძლება დადგეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, თუ ბალტიის სახელმწიფოების გზასავირჩევთ. შეცდომები ისედაც საკმარისად დავუშვით…

ემიგრანტების ისტორიები

2012 წელს ბრიტანულმა The Guardian-მა მკითხველებს მოუთხრო ერთი ბანდის შესახებ, რომელიც ინგლისელ ფერმერებს ლიტველი მონებით ამარაგებდა.

ბანდის წევრები ლიტვაში ქირაობდნენ ქალებსა და კაცებს ინგლისში მომგებიან სამუშაოზე მოწყობის დაპირებით; ჰპირდებოდნენ ხელფასებს თვეში 350 ფუნტი სტერლინგის ოდენობით იოლი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის.

ინგლისში ჩასვლის შემდეგ ლიტველები დამქირავებლებზე სრულად დამოკიდებული ხდებოდნენ, რადგან სანარდო სამუშაოზე მათი მოწყობა მხოლოდ ბანდის წევრების ხელში იყო. ისინიც “უსრულებდნენ” დაპირებას: დღე-ღამეში 17 საათს ამუშავებდნენ, უხდიდნენ მიზერულ თანხას, ზოგჯერ, საერთოდ, უფულოდ ტოვებდნენ. ადგილიდან ადგილზე გადაჰყავდათ, აცხოვრებდნენ ბარაკებში, ეძინათ ბაღლინჯოებითა და ტარაკნებით სავსე ლეიბებზე. “დაცვა” სცემდა მუშებს და ფულს სძალავდა. გატეხილი ნეკნები, ჩალურჯებული თვალები, სხვა ტრავმები, ნორმა იყო,_ ყვებიან ხანდაზმული ლიტველები, რომლებმაც მოახერხეს და თავი დააღწიეს თავიანთ “პატრონებს”.

“ჩვენ მრავალთაგან ერთ-ერთი კომპანია ვიყავით, რომელიც ლიტველ მუშებს იყენებდა. ამჟამად ჩვენ გავწყვიტეთ კავშირი ორგანიზაციასთან, რომელიც მათ ქირაობდა. არ ვაპირებთ რაიმეს კომენტირებას, სანამ გამოძიება არ დამთავრდება”, _ ასე გამოეხმაურნენ ატეხილ სკანდალს კომპანია Nobla Food-ის წარმომადგენლები, რომელიც ბალტიისპირელი გასტერბაიტერების შრომას იყენებდა. ლიტველებს მონებივით ამუშავებდნენ ფერმებში, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას Tesco-სუპერმარკეტებისა და “მაკდონალდსის” რესტორნებისთვის, რომელთა წარმომადგენლებმაც არ მოისურვეს აღნიშნული ფაქტების კომენტირება. იმდროინდელი ინგლისური კარიკატურა: შიშველი კაცუნები, ათ-ათად დაფასოებული, წარწერით “10 ლიტველი ერთის ფასად”.

ეს, თუნდაც, გამონაკლისი შემთხვევა, წარმოდგენას გვიქმნის არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც დამკვიდრებულია “ძველი ევროპის” მძიმე ფიზიკური შრომის ბაზარზე ბალტიისპირელი მიგრანტების მიმართ.

ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა 2013 წელს ლატვიაში დაბრუნებული ემიგრანტის _ ალექსეი ლუკიანენკოს მონათხრობს, რომლითაც იტალიური ნეორეალიზმისთვის დამახასიათებელი პირდაპირობითა და პატიოსნებით წარმოგვიდგინა ლატვიელი გასტერბაიტერების ჩვულებრივი “შრომითი გზა” დიდ ბრიტანეთში. 2008 წლის კრიზისის დროს გაკოტრებული ლუკიანენკო შოტლანდიაში გაემგზავრა და მუშაობა თევზის დამმუშავებელ ქარხანაში დაიწყო.

სახელფასო განაკვეთი კონტრაქტის გარეშე _ 6,05 გირვანქა სტერლინგი საათში, კონტრაქტით _ 6,55. ეს ქარხანაში ყველაზე უფრო მძიმე სამუშაოა. მზა პროდუქციის დატვირთვა და გაგზავნა. აქ მუშაობენ ჩვენები, რომლებსაც სხვა გზა არ აქვთ”.

“თუ ავად გახდი ან დაშავდი, ეს შენი თავსატეხია. ერთმა ლიტველმა წელი დაიზიანა და ექიმმა უთხრა, რომ ორი კვირა შინ უნდა იწვეს. როცა ამის შესახებ მან სამუშაო ადგილზე განაცხადა, იგი დაითხოვეს, რათა არ აენაზღაურებინათ საავადმყოფო ფურცელი. სამუშაოზე მხოლოდ მაშინ აღადგინეს, როცა მორჩა. შეწყვეტილი სტაჟის გამო მან დაკარგა ყველა წლიური დანამატი.

…სხვა რეგიონებთან შედარებით, ბალტიისპირელები აქ ძალიან ცოტანი არიან. ძირითადად პოლონელები არიან ჩამოსულები და ცოტანიც სხვები. ბოსტონში კი მან ნახა ლიტველთა დიდი დასახლება. პირველი, რამაც გააკვირვა, კუნთმაგარი, თავგადაპარსული ახალგაზრდების რაოდენობა იყო, რომლებიც სპორტულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი, კისერზე ოქროს ჯაჭვები ეკიდათ და ბე-ემ-ვე-ებით დასეირნობდნენ. მისი სიტყვებით, ისეთი განცდა გაუჩნდა, თითქოს მშობლიურ ლიტვაში დაბრუნდა, სადაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ წაგართვან ფული და მობილური ტელეფონი.”

ბალტიისპირელი ემიგრანტების ცხოვრება საშინელებათა ფილმი არ არის. მათ ფენებში დამკვიდრებულია “რკინისებრი” წესი, რომლის მიხედვით, დამცირების, აუტანელი საცხოვრებელი პირობებისა და ჯოჯოხეთური შრომის პირველი წლების შემდეგ, დგება სოციალიზაციის, კარგი სამუშაოსა და მატერიალური უზრუნველყოფის პერიოდი.

ბალტიის საერთაშორისო აკადემიის (რიგა) პროფესორი, The Baltic course საქმიანი ჟურნალის მთავარი რედაქტორი და გამომცმელი ოლგა პავუკი წერს: “რიგის აეროპორტში თვითმფრინავში ჩასხდომის მოლოდინში გავესაუბრე თანამგზავრს, რომელმაც მოკლედ მომიყვა თავისი ისტორია. სამი წლის წინათ 25 წლის ახალგაზრდა რიგიდან ინგლისში საშოვარზე გაემგზავრა. ურჩიეს მეგობრებმა, რომლებიც უკვე მუშაობდნენ ქათმის ხორცის დამფასოებელ ფაბრიკაში. რიგაში იგი თავისი სიმამრის ლითონის დამამუშავებელ მცირე საწარმოში მუშაობდა. კრიზისის დროს ეს კაცი გაკოტრდა და იძულებული გახდა, რუსეთში პარტნიორებს დაქირავებულ მუშად მიკედლებოდა. ინგლისში ეს ახალგაზრა მარტო ჩავიდა, მაგრამ სამი თვის შემდეგ ცოლმა პატარა გოგონასთან ერთად ჩააკითხა. თავიდან ისინი ერთად მუშაობდნენ ქათმის ხორცის ფაბრიკაში. ამ სამუშაომ ორივენი დაზაფრა, განსაკუთრებით ცოლი. ახალგაზრდებმა არ იცოდნენ, რას წარმოადგენდა საწარმო, მით უფრო, ხორცის გადამამუშავებელი, რომელშიც დადგენილი იყო მუშაობის მკაცრი განრიგი. მაგრამ ორი წლის თავზე ქმარი ბრიგადის ხელმძღვანელი გახდა, ცოლმა კი მეორე ბავშვი შვა… და მცირე შემოსავლის მიუხედავად ოჯახი ლატვიაში დაბრუნებას არ აპირებდა”.

ასეთია ბალტიისპირელი ემიგრანტების ერთსულოვანი პოზიცია. მიუხედავად უმძიმესი პირობებისა, ისინი მზად არიან აიტანონ ყველაფერი, იბრძოლონ ბოლომდე და არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდნენ სამშობლოში. მოსახლეობის რეემიგრაციის ყველა პროგრამა მხოლოდ თავის მოტყუებაა.

6. რეემიგრაცია: შეძლებენ კი ბალტიის ქვეყნები თავიანთი მოქალაქეების დაბრუნებას?

მას შემდეგ, რაც 2009-2011 წლებში ემიგრაციის მასშტაბმა ეროვნული უბედურების ხასიათი მიიღო, ბალტიის რესპუბლიკების მთავრობებს აღარ შეეძლოთ ამ პრობლემის იგნორირება. ადგილობრივ პოლიტიკაში ჩამოყალიბდა ორი მანტრა, რომლებსაც ბალტიისპირელი მოღვაწეები დღემდე იმეორებენ.

პირველი: “ჩვენი ადამიანები უცხოეთშიც რჩებიან ლიტველებად, ლატვიელებად, ესტონელებად, და სათუთად ინარჩუნებენ თავიანთ ეროვნულ ფესვებს.

მეორე (და მთავარი): როცა მძიმე დრო სამშობლოში დამთავრდება, ყველა ეს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდება.

პირველ მანტრას დეტალურად განვიხილავთ მე-10 თავში: “გადაშენების პირას მდგარი სახეობანი”.

მეორე მანტრის უარყოფა კი იოლად არის შესაძლებელი როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მეთოდებით.

ჯერ ერთი, საკმარისია მოვიშველიოთ სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურების მონაცემები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ლიტვიდან და ლატვიიდან დასავლეთში საცხოვრებლად წელიწადში ათობით ათასი მოქალაქე გადის, ხოლო დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან ბალტიისპირეთში მუდმივად საცხოვრებლად ერთეულები ბრუნდებიან.

დაფიქსირებულია ტენდენცია, რომ ემიგრანტები არა მხოლოდ არ ბრუნდებიან, არამედ მას შემდეგ, რაც უცხოეთში ცხოვრების პირობებს მოიწყობენ, ოჯახებიც იქ გადაჰყავთ, ბოლო წლებში თავიანთი მშობლებიც კი. ევროპულ საემიგრაციო სამსახურებს აღრიცხული აქვთ მეორადი ემიგარციის პრაქტიკაც, როცა ბალტიისპირელი, რომელმაც ვერ მოახერხა მოწყობა, ვთქვათ, გერმანიაში, გადადის კიდევ ერთი სამშობლოს დასაპყრობად ნორვეგიაში, ირლანდიაში და ა.შ. თუმცა ასეთი პრაქტიკა უფრო ხშირია, ვიდრე სამშობლოში _ ლატვიაში ან ლიტვაში დაბრუნება.

ლიტვის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 2011 წელს საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა ლიტველ ემიგრანტთა შორის. შეკითხვას, აპირებენ თუ არა ისინი ლიტვაში დაბრუნებას, ემიგრანტთა 31-მა პროცენტმა გაურკვევლად უპასუხა, რომ “შეიძლება დავბრუნდე, მაგრამ არ ვიცი, როდის”. 16-მა პროცენტმა უფრო კატეგორიულად განაცხადა: “უფრო სარწმუნოა, რომ არ დავბრუნდები”. გამოკითხულთა 11 პროცენტი მხოლოდ მაშინ აპირებდა დაბრუნებას, როცა “კარიერას გაიკეთებენ”, ან “იშოვნიან საკმაო რაოდენობით ფულს შემდგომი ცხოვრების მოსაწყობად”. 3 პროცენტი აპირებს ლიტვაში დაბრუნებას “მას შემდეგ, როცა პენსიას მიიღებენ”. ემიგრანტების ერთი პროცენტი დარწმუნებულია, რომ სამშობლოში არასოდეს დაბრუნდება.

ამრიგად, ლიტველი ემიგრანტების დაახლოებით 60 პროცენტი არ აპირებს დაბრუნდეს შინ, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში.

ამასთანავე, რესპონდენტთა 6 პროცენტი დაბრუნებას მხოლოდ 5-10 წლის შემდეგ აპირებს, 4 პროცენტი _ 3-4 წლის შემდეგ და 8 პროცენტი _ ორი-სამი წლის შემდეგ.

ანალოგიური გამოკითხვა ლატვიის კულტურის სამინისტრომ 2012 წელს ლატვიელ ემიგრანტთა შორის ჩაატარა. გაირკვა, რომ დაბრუნებას გამოკითხულთა მხოლოდ 35 პროცენტი აპირებს.

“ყველას, ვინც ლაპარაკობს მავანთა საიდანღაც დაბრუნების შესაძლებლობაზე, მინდა ვუთხრა: “დაივიწყეთ!” რეემიგრაცია არ იქნება. იგი არცაა საჭირო, რადგან ლიტვა, ალბათ, არასოდეს იქნება ისეთი მდიდარი და კეთილგანწყობილი, როგორიც დიდი ბრიტანეთია”, წერს ლიტველი ჟურნალისტი არტურ რაჩასი.

“აქ უფრო რბილი ჩვეულებები აქვთ, ადამიანები გაცილებით ზრდილობიანები არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს სამშობლოში კი ცხოვრების მძიმე პირობების გამო თავხედობა ყოველდღიურ მოცემულობად იქცა. ერთი შეხედვით, თითქოს წვრილმანია, სინამდვილეში _ მნიშვნელოვანი… ბალტიისპირეთში პოლიტიკური მოვლენების შესახებ საუბარი, როგორც წესი, ნეგატიურად წარიმართება. ხოლო როცა იგებ, რას აკეთებენ იქ პოლიტიკანები, თმები ყალყზე დაგიდგება! ზოგი დიდ ბედნიერებად აღიქვამს თვით ფაქტს, რომ შეძლეს თავი დაეღწიათ იმ ვაიმმართველებისთვის, რომლებმაც თავიანთი სახელმწიფოები სრულ გაღატაკებამდე მიიყვანეს, ხალხი კი აიძულეს მასობრივად გადასულიყო საზღვარს მიღმა. ეს ეხება არა მხოლოდ რუსულენოვანებს, არამედ ლატვიელებსაც და ლიტველებსაც _ ადამიანებს არ სურთ უცხოეთში თავიანთი ამჟამინდელი კეთილმოწყობილი მდგომარეობა შეცვალონ კეთილმოუწყობელზე”, _ წერს ამჟამად ირლანდიაში მყოფი ყოფილი ლატვიელი ჟურნალისტი კარინა კოშელევა.

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ 2014 წლის აპრილში ლიტველ გასტერბაიტერებს მიმართა, შინ დაბრუნებულიყვნენ. მოუწოდა ჩაბმულიყვნენ ლიტვის რესპუბლიკის სახალხო დიპლომატიაში თავიანთი ქვეყნის იმიჯის ასამაღლებლად, ნაცვლად მისი დისკრედიტაციისა, რომელსაც ეწევიან, როცა ინგლისელებს მოუთხრობდნენ მათ სამშობლოში არსებული შემაძრწუნებელი მდგომარეობის შესახებ.

სავსებით ლოგიკურია ბალტიისპირეთის მიწების გაუკაცრიელება და ასობით ათასი მოქალაქის უარი დაბრუნდეს საკუთარ სამშობლოში.

ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა თავიანთ მოქალაქეებს შეუქმნეს ცხოვრების აუტანელი პირობები, შემდეგ კი მოსახლეობის გადინება ყველა სოციალურ-ეკონომიკური გართულების დაძლევის პანაცეად გამოცხადდეს. რა უფლება აქვთ ხელისუფალთ, მოსთხოვონ ემიგრანტებს შინ დაბრუნება, როცა თავიანთი პოლიტიკით იძულებული გახადეს ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ?!

სურთ კი ადგილობრივ პოლიტიკოსებს ნამდვილად განხორციელდეს რეემიგრაცია? 2013 წელს ლატვიის მთავრობამ მოიწონა 2013-2014 წლების რეემიგრაციის პროგრამა. თანამემამულეთა დასაბრუნებლად პრემიერ დომბროვსკის მთავრობამ გამოჰყო 2,4 მილიონი ლატი (3 მილიონამდე ევრო). ეს თანხა უნდა დახარჯულიყო საზღვარგარეთ მყოფი ლატვიელებისთვის ქვეყანაში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად, ასევე, კვალიფიციური პერსონალის მისაზიდად ლატვიის საწარმოებში, დიასპორებთან მუშაობის გასაფართოებლად და ემიგრანტების შვილებისა და მეუღლეებისთვის ლატვიური ენის შესასწავლად. ეროვნული ემიგრაციის ფონზე ასეთმა “გრანდიოზულმა” გეგმამ, რომელსაც ავტორთა ჩანაფიქრით უნდა აღედგინა მოსახლეობის რაოდენობა, ლატვიური საზოგადოების მხოლოდ დაცინვა დაიმსახურა.

საჭიროა კი, რომ ბალტიის ქვეყნების მთავრობებმა რეალურად იზრუნონ ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე? რა უნდა გააკეთონ? სად უნდა იმუშაონ, როცა საწარმოები მთლიანად განადგურებულია და სწორედ ამის გამო გაედინება მუშახელი ქვეყნიდან? ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა თავი დააღწიეს უმუშევრობის სამხრეთ ევროპულ პროცენტებს იმით, რომ თავიანთ უმუშევარი მოქალაქეები ახალ სამუშაო ძალაში დაინტერესებულ დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და სკანდინავიაში განდევნეს. ამ მოსახლეობის არყოფნის პერიოდში ვერ ვიტყვით, რომ ბალტიისპირეთში სამუშაო ადგილები შეიქმნა, ამიტომაა, რომ წასულების დაბრუნება უაზრობაა. თანაც, ისინი არც აპირებენ ამის გაკეთებას.

თავი II

ბალტიის ვეფხვები”: როგორ გავანადგუროთ წარმოება და შევქმნათ “საპნის ბუშტების” ეკონომიკა

ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორია კრილოვის იგავის ჭრიჭინობელას თავს გადამხდარ ამბავსა ჰგავს. მომღერალი რევოლუციებით” დაიწყო მათი გზა ახალი ცხოვრებისკენ, 1991 წლის შემდეგ კი ბალტიისპირელებმა პოსტინდუსტრიული პერიოდისკენ გაუტიეს, ფეხებზე დაიკიდეს სოფლის მეურნეობა, შეგნებულად დაანგრიეს მრეწველობა და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს “დაწყევლილ” ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან აღმოსავლეთით ნათელ დასავლეთში სრულად ინტეგრაციის მიზნით.

XX საუკუნეში ბალტიისპირეთი მწარმოებელი რეგიონი იყო, XXI საუკუნეში მომხმარებელ რეგიონად იქცა. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ჟამს აშკარა გახდა, რომ ამ გზით სიარული “ბალტიის ვეფხვებს” სიკვდილამდე მიიყვანდა. ეკონომიკური ზრდის პოტენციალი, რომელიც 90-იანი წლების რადიკალურმა საბაზრო რეფორმებმა შექმნა, თითქმის ამოიწურა. 90-იანივე წლებიდან მოყოლებული რეალური სექტორი თანდათან ინგრეოდა, მისი აღდგენა შეუძლებელი ხდება, რადგან ევროკავშირში გაერთიანებული ბალტიისპირეთი საქონლის გასაღებისა და სამუშაო ძალის ბაზრად იქცა. პოსტინდუსტრიული ეკონომიკის შენობის აგება იქ შეუძლებელია, რადგან ამშენებლები, ანუ მოსახლეობა, მასობრივად გადის საზღვარგარეთ და რესპუბლიკებში სიკვდილიანობა სტაბილურად აჭარბებს შობადობას.

1. ბალტიისპირეთის დინოზავრები: ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის სამრეწველო საწარმოების ჩონჩხები

ბალტიის სახელმწიფოების ტერიტორიაზე რომ მგზავრობ, დრო და დრო ამ ჩონჩხებს ხვდები. ბეტონის დიდი კოლოფები, ნახევრად დანგრეული შენობები აჭედილი ფანჯრებით, დაჟანგული არმატურა _ სხვა ეპოქის არტეფაქტები, ბაქტიისპირეთი ინდუსტრიულად განვითარებული რეგიონი რომ იყო, იმდროინდელი. “იმ დროში” კი მაინცდამაინც საბჭოთა პერიოდი არ იგულისხმება, რომელზეც, როგორც წესი, მიგვანიშნებენ ადგილობრივი პოლიტიკოსები, რომელთაც მოსპეს მრეწველობა და თავს იმით იმართლებენ, რომ მათ ქვეყნებს იგი არ სჭირდებოდა, რადგან არარენტაბელური იყო “ოკუპაციის მემკვიდრეობა”. არსებობა შეწყვიტა ფაბრიკებმა და ქარხნებმა, რომლებიც პირველი რესპუბლიკების დროს ამუშავდა და რომლებსაც თანამედროვე ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ეტალონად მიიჩნევენ. დაიხურა საწარმოები, რომლებიც დაარსებული იყო რუსეთის იმპერიაში კაპიტალისტური ბუმის დროს (XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში).

ბალტიის ქვეყნებში რეალურად დადგა პოსტინდუსტრიული ერა მაშინვე, როგორც კი ტექნოაპოკალიფსისის ფორმით გამჟღავნდა, როცა დაიხურა სამრეწველო საწარმოების უმრავლესობა და ახალი სამუშაო ადგილები პრაქტიკულად გაქრა. შედეგად, მოსახლეობა ან დროებით სამუშაოზე მოწყობით ირჩენს თავს და ლოთობს, ან ემიგრირებს.

იმ საწარმოების შესახებ, რომლებიც ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში განადგურდა, ცალკე წიგნის დაწერა შეიძლება. ასეთი საწარმო ასობითაა: საბჭოთა და ადრინდელი პერიოდის მძიმე და მსუბუქი, კვების მრეწველობის, ენერგეტიკის და ა.შ. საწარმოები. მათ შორის იყო მცირე, ლოკალური ხასიათის საწარმოები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, მაგალითად, შაქრის ქარხანა ეკაპბლისში (ლატვია), ან ხის სახერხი საამქრო პანევეჟისის მახლობლად (ლიტვა). იყო საშუალო საწარმოები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას აგზავნიდნენ სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში: გემთმშენებელი ქარხანა ლიეპაეში (ლატვია), მანქანათმშენებელი ქარხანა პიარუმააში (ესტონეთი). იყო საკავშირო ბრენდებიც და ბიუჯეტის შემავსებელი გიგანტებიც.

მეჟეიკიაის ნავთობის გადამამუშავებელი ერთადერთი ქარხანა ბალტიისპირეთში და ლიტვის უმსხვილესი სამრეწველო საწარმო, საბჭოთა მთავრობამ ააგო როგორც ციმბირის ნავთობის გადამუშავებისა და ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი ობიექტი. ეს ქარხანა დამოუკიდებლობის წლებში ხან ამერიკელებს მიჰყიდეს, ხან _ პოლონელებს და ყოველთვის ნახევრად გაკოტრების მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამჟამადაც დგას მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი _ იგი კვლავ გაკოტრების პირზეა.

ცნობილი რაფი _ რიგის ავტობუსების ფაბრიკა, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირს პოპულარული “რაფებით” ამარაგებდა.

ნახევარგამტარების ქარხანა ალფა”, რომლის მრავალკილომეტრიანი ტერიტორია რიგის ცენტრში სარეველა მცენარეებითაა დაფარული, შენობების ფანჯრები კი ბრმა კაცის თვალებივითაა ჩაშავებული.

ელექტროტექნიკის ქარხანა ელმა” და მიკროსქემების მწარმოებელი “ვენტა” ვილნიუსში, ტალინის მოტორი” _ ესტონეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო, რომელიც ჯერ კიდევ ნიკოლოზ II-ის დროს აშენდა და ამუშავდა.

მთელმა ამ ინდუსტრიულმა მემკვიდრეობამ, რომელიც ბალტიის ქვეყნებს 90-იან წლებში ერგო, ერთი გზა გაიარა _ პრივატიზება-დანაწევრება-გაკოტრება. ეს საწარმოები საშუალებას აძლევდა ასობით ათას ადამიანს _ მუშებს, მოსამსახურეებს და მათ ოჯახებს _ ნორმალურად ეცხოვრათ. დღეს ისინი უმეტესად სტოკჰოლმის, ბირმინჰემის ან გლაზგოს ანალოგიურ საწარმოებში შრომობენ.

(გაგრძელება იქნება)

 

P.S. “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებს არ გაუჭირდებათ გაავლონ პარალელები ქუთაისის ავტოქარხნის, რუსთავის მეტალურგიული კომბინატის, ბათუმის კატარღების მშენებელ, თბილისის მმსუბუქი მრეწველობის, რაიონებში წიაღისეულის მომპოვებელ და ა.შ. საწარმოებთან.

არის კიდევ ერთი ტრაგიკული დამთხვევა: ჩვენი ფაბრიკა-ქარხნების უნიკალური აღჭურვილობა ჯართად გაიყიდა მეზობელ ქვეყნებში ისევე, როგორც ბალტიის ქვეყნების საწარმოების დაზგები ფაქტობრივად კაპიკებზე გაასაღეს. გაქნილმა ბიჭებმა ამ “ბიზნესით” დიდი ფული იშოვეს და ამჟამად, პატივცემულ გვამებად აღზევებულები, განაგრძობენ გამდიდრებას.

ამ თემაზე მომდევნო ნომერში ვისაუბრებთ.

P.P.S. ბალტიისპირელთა საპროტესტო განწყობილების ერთგვარ გამოხატვად იქცა 9 მაისის დღესასწაულის აღნიშვნა რიგაში. საინფორმაციო სააგენტო “ნოვოსტის” კორესპონდენტის ცნობით, “ათასობით ადამიანმა მიიტანა ყვავილები გამათავისუფლებელთა ძეგლთან რიგაში. მონუმენტი ყვავილებით შეამკო რიგის მერმა ნილ უშაკოვმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ცალკულმა პოლიტიკოსებმა”.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წლეულს მონუმენტთან გაცილებით მეტი მოქალაქეები მივიდნენ, ვიდრე წინა წლებში.

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here