Home რუბრიკები პოლიტიკა რისთვის შემოიტანეს ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში?!

რისთვის შემოიტანეს ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში?!

593

5 მაისს ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებისთვის განკუთვნილი სამხედრო ტექნიკა ბათუმის პორტში შემოხრიგინდა. 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა “ბრედლი”, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სხვადასხვა სახის აღჭურვილობა პროგრამა “მაღალი დონის პარტნიორობის” ფარგლებში შემოიტანეს. მეორე დღეს აღნიშნული ტექნიკა სპეციალური ეშელონებით ვაზიანში გადაიყვანეს და ხუთი დღის შემდეგს, 11 მაისს, სწავლება ოფიციალურად დაიწყო. მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან I ქვეითთა ბრიგადის მე-12 ბატალიონის “ალფა” ასეული, მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მონაწილეობს, ამერიკელების მხრიდან კი _ ზემონახსენები ჯავშანტრანსპორტიორები “ბრედლი” და მედესანტეების რამდენიმე ათეული.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ამ პროცესის მიმართ ინტერესი დიდია. როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრში განმარტავენ, იგი ქართული ასეულების ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას ისახავს მიზნად და ბლოკის მომავალ ოპერაციებსა თუ წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ემსახურება. 

მარტივად რომ ვთქვათ, “სტრატეგიულმა მეგობარმა” ამ ძნელბედობის ჟამს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა და ძალუმი ხელი გვაგრძნობინა. ვაშინგტონმა ჩვენსმტრებსთითი დაუქნია და უთხრა, რომ ჩვენი შემწუხებელი, მისი შემწუხებელია. ამით აღფრთოვანებულიქოცხროვაცდანაცხროვაც”, ეს დღეებია, სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავენ. რა განცხადებებს არ მოისმენს კაცი, _ თურმე იმ ჟანგიანმა ამერიკულმა ტექნიკამ, რომელსაც, ალბათ, უკან არც წაიყვანენ, რადგან, დიდი ალბათობით, ჩამოწერილია და ჯართის გროვაა, რუსეთს მოსვენება დააკარგვინა; თურმე ეს ისეთი დონის სამხედრო მოწყობილობებია, რომელთა დარიც რეგიონში არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს (თუ არ ჩავთვლით ისევ ნატოს წევრ თურქეთს).

ცხადია, ეს რიტორიკა იაფფასიანი დემაგოგიაა და სერიოზულად არავინ აღიქვამს, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამეა. უბედურება არის ის, რომ ამ ბინძური პროპაგანდის უწყვეტ ნიაღვარს მართლა შეუძლია რუსულქართული ურთიერთობების დათბობის შეფერხება, უარეს შემთხვევაში კი დაძაბვა და კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეყვანა. ამას, ალბათ, ხელისუფლებაში მყოფი ცხელი თავებიც  ხვდებიან, მაგრამ მათი ყოველი განცხადების უკან მსუყე პოლიტიკური დივიდენდები დგას, ანუ მათ იციან, რომ რაც მეტ ხოტბას შეასხამენ ამერიკელპარტნიორებსდა დაუკრავენ ტაშს ამერიკელი სამხედროების საქართველოში შემოხრიგინებას, მით მეტ მხარდაჭერას მიიღებენ. ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, პოლიტიკური დღეგრძელობის საწინდარია.

რაც შეეხება რუსეთის დამოკიდებულებას და მოსალოდნელ რეაქციას ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანა და, შესაბამისად, რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის ისტორიული სივრცე, მოსკოვისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, კრემლის მესვეურმა თავი შეიკავა და მკვეთრი განცხადებები არ გააკეთა. ამას, შესაძლოა, ორი მიზეზი ჰქონდეს: პირველი _ ამ წვრთნებს რუსები საფრთხედ არ აღიქვამენ და მეორე _ მიზეზთა გამო სიტუაციის გამწვავება საჭიროდ არ ჩათვალეს. ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია ის, რომ მეზობელი სახელმწიფო, რაღაც ჟანგიანი ტექნიკის გამო, ურთიერთობას არ გიძაბავს, მაგრამ ჩვენმა “ბედოვლათმა” ხელისუფლებამ ეს სულ სხვაგვარად გაიგო _ ზოგიერთმა “ქოცნებისტმა” ჩათვალა, რომ კრემლი სათანადო პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს და მისი მხრიდან გამოთქმულ შეშფოთებას ეფექტი მაინც არ ექნებოდა. მაგალითად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, გვაქვს მოლოდინი, რომ კრემლის მხრიდან .. შეშფოთება გამოიხატება, მაგრამ ამას მხოლოდ სტანდარტული ფორმა ექნებაო, ანუ ეს ნიშნავს: “ქოცი”,  ფაქტობრივად, გვეუბნება, _ კი, შეიძლება რუსეთი გაგიჟდეს, გაცოფდეს და შფოთისგან ყველაფერი დაიბრდღვნას, მაგრამ ფეხებს ვერ მოგვჭამს, რადგამ ძია სემი ჩვენთან არისო კომენტარი აქ, ალბათ, ზედმეტია იმიტომ, რომ მსგავსი რიტორიკა ბაგა-ბაღის დონეა, მაგრამ მთავარი ეს არ არის, სესიაშვილმა, რომელსაც ელემენტარული სამხედრო სავალდებულო სამსახურიც არ აქვს გავლილი და რუსეთი, შესაძლოა, რუკაზეც ვერ მოძებნოს, ალბათ, არ იცის, რას ნიშნავს კრემლის შეშფოთება და ჩრდილოეთის დათვის გავეშება დასავლელილიბერასტებისშეშფოთებაში ეშლება. სწორედ ამიტომ ამბობს ის ასე თავდაჯერებულად, კრემლის შეშფოთებას მხოლოდ სტანდარტული ფორმა ექნებაო. ზუსტად ასე ეგონა თავის დროზე “ვარდოსნების გურუსაც”, როცა მძინარე ცხინვალს დასცხო და, თავის ჭკუით, ბლიცკრიგი მოუწყო სამაჩაბლოს.

იმის თქმა მინდა, რომ ღმერთმა ნუ ქნას, კრემლმა ჩვენგან საფრთხე დაინახოს და საომარი მოქმედებების დაწყება აუცილებლად ჩათვალოს, თორემ რუსულ სამხედრო მანქანას ჟანგიანი ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორები ნამდვილად ვერ შეაჩერებს; სესიაშვილი კი, ალბათ, თავის ჩრდილს გამოასწრებს პარლამენტიდან და სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში გორში დამყარებულ ხოხვის რეკორდს მოხსნის. “სტრატეგიული პარტნიორების” მხარდაჭერას რაც შეეხება, წყალი და პამპერსი თავზე საყრელად რომ გვექნება, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ომს ხომ ამით ვერ იგებენ. შეშფოთებაზე თუა, რუსულისგან განსხვავებით, ევროატლანტიკური შეშფოთება პოლიტიკურ იმპოტენციას ნიშნავს და რა გამოდის: ამ იმპოტენტების წაქეზებით უნდა შევასკდეთ ჩრდილოელ მეზობელს?! როგორც ჩანს, ვიღაცას სურს, ისტორია განმეორდეს და, ალბათ, ასე გაგრძელდება უსასრულოდ, ვიდრე ქვეყნის სათავეში საღი ძალა არ მოვა. მართალია, ის ძალა მყისვე დაკარგავს ვაშინგტონის “მხარდაჭერას” და შესაბამისად, პოლიტიკურ დივიდენდებსაც, სამაგიეროდ, ექნება შანსი, სახელმწიფო ეროვნული ინტერესებით მართოს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ძალა დასავლელი ემისრების ნაჩურჩულევზე არ იქნება დამოკიდებული და თვალში ნაცარს არ შეგვაყრის, _ ევროატლანტიკური სივრცე ჩვენი ისტორიული არჩევანიაო. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ოცნებაა და მსგავსი ძალა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რეალურად არ არსებობს, მსგავს ძალებს დღეს ჩანასახშივე სპობენ და ამარგინალებენ, რადგან მედასავლეთე პოლიტიკანებს ასპარეზი მთლიანდ აქვთ დაპყრობილი…

ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ხალხი (ძირითადი მასა მაინც) ყურებიდან ბამბას თუ გამოიღებს, კიდევ შეიძლება გვეშველოს რამე…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here