Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ვეკითხები ბატონ კახა კალაძეს და, საერთოდ, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს...

მამა გიორგი (რაზმაძე): ვეკითხები ბატონ კახა კალაძეს და, საერთოდ, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს _ ღმერთის უფრო გეშინიათ თუ ევროკავშირის?

898

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე). 

_ ბოლო ხანს არასამთავრობო ორგანიზაცია “17 მაისმა” და ამავე სახელწოდების ჟურნალმა, რომელიც ე.წ. სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერ პროპაგანდას ეწევა, კარდაკარ დაუარა თითქმის ყველა სამთავრობო უწყებას და მინისტრებს ერთადერთი შეკითხვა დაუსვა: არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა? მინისტრებმაც ერთმნიშვნელოვნად უპასუხეს, რომ ჰომოსექსუალობა არც ავადმყოფობაა და არც ცოდვა. ამას წინათ ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ზუსტად იგივე გაიმეორა. მეტიც, მან 2013 წლის 17 მაისის მოვლენებიც გაიხსენა და განაცხადა, თუკი მსგავსი რამ მომავალშიც განმეორდება, შესაბამისი სტრუქტურები ძალადობას თავშივე აღკვეთენო. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე? 17 მაისამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა…

_ პირველ რიგში, ვეკითხები ბატონ კახა კალაძეს, საპარლამენტო უმრავლესობას და, საერთოდ, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს _ ღმერთის უფრო გეშინიათ თუ ევროკავშირის? თუ ვაჟკაცობა გეყოფათ, გამეცით პასუხი მედიით ან შემხვდით და პირადად.

რაც შეეხება გამოცემა “17 მაისს”, ეს იგივეა, რაც ტელევიზია ტაბულა”, ორგანიზაცია იდენტობა” და სხვა მსგავსი უცხოური გრანტით ნაკვები მეხუთე კოლონა. მათ ფულს უხდიან იმაში, რომ 24 საათი აკრიტიკონ და ლანძღონ ეკლესია, სამღვდელოება, რომ დასცინონ და აქილიკონ ყველაფერი ქართული; ლოგიკურია ის, რასაც მსგავსი ორგანიზაციები აკეთებენ, უბრალოდ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ძალები დგას მათ უკან. მთავარია, საზოგადოებას გავაგებინოთ, ვინ არიან მათი მფარველები და რა უნდათ იმ დასავლურ ე.წ. ნეოლიბერალურ ძალებს, რომლებიც ვითომდა სიყვარულს, შემწყნარებლობას და ტოლერანტობას ქადაგებენ. ეს ძალები არიან კაცობრიობის მტრები და მათი უპირველესი ამოცანაა ადამიანის სულიერი გახრწნა, ზნეობრივი დაცემა. მათი უმთავრესი მიზანია, ადამიანებს გამოაცალონ სულიერი საყრდენი და დაამსგავსონ მხეცს, ცხოველს, რომელსაც არანაირი მორალური პრინციპები არ ექნება. აი, ამისთვის იბრძვის ის ხალხი, რომელიც კარდაკარ დარბის სამინისტროებში და ცდილობს, სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებს ათქმევინოს, რომ ჰომოსექსუალობა თურმე ცოდვა არ არის.

ამით ისინი ცდილობენ, საფუძველი შეუმზადონ ისეთ დიდ უბედურებებს, რომლებიც ევროპის რიგ ქვეყნებში, უკვე დიდი ხანია, ხდება. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ საყოველთაო გარყვნილებისა და სულიერი მოსპობისკენ…

_ რას გულისხმობთ?

_ ვროპაშიც ზუსტად ასე დაიწყო მზადება ერთსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად, იქაც ასე ნელ-ნელა აჩვევდნენ ხალხს აზრს, რომ თურმე მამათმავლობა ცოდვა არ არის. ჩვენთანაც, ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მიიღეს, ბევრი, მათ შორის პარლამენტში მსხდომი ვითომ პატრიოტებიც, ამბობდნენ, ამით არაფერი მზაკვრობა არ მზადდება და ეს კანონი არანაირი გარყვნილების ხელშემწყობი არ იქნებაო, მაგრამ ეს არის ზუსტად იმ მზაკვრობის ნაწილი. სწორედ მსგავსი კანონებით ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ საზოგადოების მიყვანა აღვირახსნილობამდე და, როდესაც ამბობენ, ევროპული ოჯახი ჩვენი ისტორიული არჩევანიაო, ეს სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ აქაც ისეთი აღლუმები უნდა ტარდებოდეს და ისეთი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ სოდომური ცოდვით შეპყრობილ ადამიანებს, როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ასეთი ევროპა, არათუ ჩვენი ისტორიული არჩევანი არ არის, თვით ევროპელებისთვისაც მიუღებელია. საფრანგეთში მილიონობით ადამიანი აღუდგა წინ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და გახსოვთ, რა ამბები იყო… ანუ თვითონ ევროპელებიც მხსვერპლნი არიან ამ გარყვნილების პროპაგანდისა და ამის ფონზე ჩვენ არ უნდა დავიჯეროთ ის აბსურდი, რომ ეს ევროპა თურმე ჩვენი ისტორიული არჩევანია. პირიქით _ ასეთ ევროპაში შესვლა ისტორიული ფესვებიდან მოწყვეტაა და, თუ ეს მოხდება, საქართველო ვერ გადარჩება…

_ და მაინც, თუკი 17 მაისს ე.წ. უმცირესობები მსვლელობას ან რამე აქციას ჩაატარებენ, რა შეიძლება ამას მოჰყვეს?

_ სამშაბათს, 12 მაისს, დაიწყო აწყურის ღვთისმშობლის ხატის მომლოცველთა მსვლელობა და 16 მაისს ეს მსვლელობა ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე გაივლის. მეორე დღეს, თუ ესენი გამოვლენ, არ შერცხვებათ ან სინდისი არ შეაწუხებთ, ღვთისმშობლის ნაკვალევზე აღლუმს რომ ჩაატარებენ?! ეს ერთი და მეორე _ ხალხს არ ეკითხებიან, უნდათ თუ არა თავიანთ ქვეყანაში ასეთი უმსგავსობის ხილვა?!

რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა მამათმავლობა ავადმყოფობა, თუკი ადამიანი, რომელიც ამბობს, მაგალითად, უცხოპლანეტელი ვარ ან ფრინველი, ან თევზიო, ითვლება არანორმალურად და მიჰყავთ საავადმყოფოში; კაცი, რომელიც ამბობს, ქალი ვარო და ქალი, რომელიც ამბობს კაცი ვარო, შეიძლება ნორმალური იყოს?! სხვა საკითხია, რომ უღმერთო ევროპა ამას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა მივბაძოთ?!

_ გვეუბნებიან, რომ სხვანაირად ევროკავშირში არ მიგვიღებენ.

_ საერთოდ არ გვჭირდება ეს ევროკავშირი, აქეთ შეგვეხვეწონ ბევრ რამეზე. რას გვაძლევს ჩვენ იქ შესვლა ან ეკონომიკურად, ან პოლიტიკურად, ვინმეს შეუძლია ამიხსნას? ნახეთ, რა დაემართა აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებს მას შემდეგ, რაც ამ კავშირის წევრები გახდნენ, _ ეკონომიკა თავზე დაემხოთ. და ჩვენ რას ველოდებით, აგვაყვავებენ?! ხუთასმილიონიანი ბაზარი გვექნებაო, რომ იძახიან, ქართული წარმოება, ფაქტობრივად, არ არსებობს და რა შეგაქვს იმ ბაზარში, რა გაქვს?

_ წარმოება არ გვაქვს, სამაგიეროდ, საქართველოს მოქალაქეები ივლიან ევროპის ქვეყნებში მარტივად. ეს ხომ ეკონომიკაზეც აისახება?

_ კი, ახლა თუ მილიონ 700 ათასამდე ქართველია საზღვარგარეთ გადახვეწილი და შავ მუშად გადაქცეული, ეს რიცხვი გასამმაგდება. კაციშვილი აღარ დარჩება ამ ქვეყანაში და, ამას თუ ჩავთვლით ეკონომიკურ აღორძინებად, მაშინ ყველაფერი კარგადაა. არადა, რა გვაქვს სასიხარულო, მალე ქართველი სანთლით საძებარი იქნება…

_ ბოლო ხანს მედიასაშუალებებს ხშირად გამოჰყავთ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და აქტუალურ საკითხებზე ალაპარაკებენ. მაგალითად, ამას წინათ ერთ-ერთ ჟურნალში იყო ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის _ ჯუზეპე პაზოტოს ინტერვიუ. იგი ტოლერანტობაზე საუბრობდა და აცხადებდა, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლებაო. როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანებიც ანტიმართლმადიდებლური კამპანიის ნაწილი ხომ არ არიან?

_ ცხადია, ისინი მონაწილეობენ იმ ბინძურ პროპაგანდაში, რომელიც 24- საათიან რეჟიმში მოედინება “რუსთავი 2”-დან, ჩერგოლეიშვილის “ტაბულადან” და სხვა მსგავსი ე. წ. მედიასაშუალებიდან.

რაც შეეხება იმ კონკრეტულ ინტერვიუს, შემიძლია, გითხრათ, რომ სისულელეების ბჟუტურია. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ამ ადამიანის, პაზოტოს ადგილზე რომ ვიყო, ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი. ჯერ მხოლოდ ინკვიზიციის პერიოდში რამდენი ადამიანი წამებით მოკლეს ამ გარეწრებმა და ახლა ეს კაცისმკვლელები ჩვენ გვასწავლიან ადამიანის სიყვარულს. ამათ რა უფლება აქვთ, შემწყნარებლობაზე გველაპარაკონ, თავიანთი ისტორია გაიხსენონ! ან რომელ უმცირესობებზე და მათ უფლებებზე გველაპარაკებიან, სოდომი და გომორი ნახონ, დღემდე ცეცხლი უკიდია იმ მიწას…

_ ირაკლი ალასანიამ ამას წინათ განაცხადა, ჩემთვის ეკლესია ძალაუფლების ინსტიტუტი არ არის და ის სახელმწიფოს საქმეებში არ უნდა ერეოდესო. როგორ ფიქრობთ, სად გადის ზღვარი სახელმწიფოსა და ეკლესიის იდეოლოგიურ გავლენას შორის?

_ საქმე რა არის, იცით, ამათ უნდათ, სასულიერო პირი ეკლესიის გარეთ არ დაინახონ. ანუ, ვთქვათ, როდესაც პოლიტიკოსი მიიღებს კანონს, რომლის თანახმადაც, მამაკაცს შეეძლება მამაკაცზე დაქორწინება ან ქალს _ ქალზე, ეკლესია უნდა გაჩუმდეს, რადგან ეს უკვე სახელმწიფოს საქმეებში ჩარევა იქნება. კიდევ ვომეორებ: ესენი არიან ბოროტების მსახურები და ყველაფერი, რასაც ცდილობენ საქმით თუ განცხადებებით, არის მიზანმიმართული პოლიტიკა. ეს ეხება ყველას, ვინც მონაწილეობს იმ აღვირახსნილ პროპაგანდაში, რომ თურმე განსხვავებულს პატივი უნდა ვცეთ. ცხადია, განხვავებულს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ მამათმავლობა განსხვავებულობა არ არის, ეს არის ადამიანის სულიერი სნეულება, მომაკვდინებელი ცოდვა და ამ ცოდვის მიმართ შემწყნარებლობა არც მეტი, არც ნაკლები, ღვთის გმობა, უფლის უარყოფაა.

_ ასე თუ ისე, ხელისუფლებისთვის პოლიტიკური დღეგრძელობის გარანტი მაინც ის რიტორიკაა, რომლითაც დღეს საუბრობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ დასავლეთის მხარდაჭერას… რამ შეიძლება თუნდაც ნაწილობრივ შეცვალოს ეს მოცემულობა, რა გზით შეიძლება მივიდეს ქვეყანა იქამდე, რომ პოლიტელიტას დასავლეთი არ გვინიშნავდეს?

_ მე პოლიტოლოგი არ ვარ და პოლიტიკურ ანალიზს, ბუნებრივია, ვერ გავაკეთებ, მაგრამ ერთი რამ ძალიან მარტივია, _ თვითონ პოლიტიკაში მყოფმა ადამიანებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, რას ემსახურონ _ გარე ძალას, რომელიც უმეტესად შენივე ქვეყნის საზიანოდ გმართავს თუ სამშობლოს. აი, ეს არჩევანია გასაკეთებელი. ხალხზეც, რა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული, რაღაც პოლიტიკური მზაკვრობით თავბრუ არ უნდა დაგახვიონ და მერე ისე არ უნდა გაგიხდეს საქმე, რომ თავში ხელს იცემდე. სიფხიზლე და წინდახედულობაა საჭირო. ნათქვამია, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, თორემ მოღალატეს და დამაქცევარს რა გამოლევს?!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ღმერტო გვიმრავლე მამა გიორგის მსგავსად მოაზროვნე ეკლესიის მსახურნი. ასევე გამოაპხიზლე კარტველი ერი რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდეს კვეყანას რომ შველა და გადარჩენა, საკუტარ გენს რომ გადარჩენა სჭირდება!!!

  2. ღმერთო გვიშველე და ახალი ბაბილონის კოშკის მშერნებლობაში ნუ ჩაგვრთავ

  3. კარგი იქნება ამ სტატიას ცოტა უფრო მეტი ადამიანი რომ გაეცნოს..
    ღმერთმა გაგაძლიეროთ მამაო თქვენ და სრულიად საქართველო

  4. ღმერთო გადაგვირჩინე ჩვენი ერი და რა თქმა უნდა ჩვენი სამშობლო-ჩვენი საქართველო

  5. მივესალმები მამაო ტქვენს მოცოდებას,საქარტველოსი არ უნდა დავუსვატ ასეტი აგლუმები,მტელი საქარტველო პეხზე უნდა დადგეს მატ ცინააგმდეგ, რასი გვცირდება ევროპა ტუ ეკლესიამდე არ მიგვიკვანს

  6. Romeli ministric jer araa gaxrwnili,igic,ver ambobs ro es sworia,tu martlmadidebeli xar,mashin ar vici,ra vtqva,vxedav kaci eklesiashic dadis ojaxshic,xan kactan xan kide qalis iq…aba ravici ra vtqva mamao.rac sheexeba kaladzes ar meshinia d aa vitkvi,magenistvis migebilia aqtiuroba iqac aqac da vin icis kidev sait..

  7. დღევანდელ დროს უფრო შწირდება ადამიანს გამოფხიზლება, ისეთი რამეები ხდება რომ არ ვიცი. მე პირადა მეინია, მაგრამ ღმერთი იმედი მაქვს და ვიცი რომ ჩვენიო ეკლესია ბოლომდე იბრძოლებს ამის წინააღმდეგ. ღმერთმა გადაგვარჩინოს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here