Home რუბრიკები საზოგადოება პაპი ფრანცისკი _ ცხვრის ქურქში გახვეული მგელი თუ გულკეთილი სკლეროტიკი?

პაპი ფრანცისკი _ ცხვრის ქურქში გახვეული მგელი თუ გულკეთილი სკლეროტიკი?

735

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს _ 12 აპრილს, რომში, წმიდა პეტრეს ტაძარში ჩატარდა სომეხთა გენოციდის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტურგია. XX საუკუნის დასაწყისის მოვლენებზე რომის პაპმა _ ფრანცისკმა გამოიყენა მის ლექსიკონში ადრე არარსებული სიტყვა _ გენოციდი.

კერძოდ, მან თქვა: “განვლილ საუკუნეში მოხდა სამი მასშტაბური, უპრეცედენტო ტრაგედია და მათგან პირველი იყო XX საუკუნის პირველი გენოციდი, რომელიც თავს დაატყდა სომეხ ხალხს”. პონტიფიკოსმა, აგრეთვე, ბრძანა, რომ მომდევნოუპრეცედენტო გენოციდებშიდამნაშავე არის ნაციზმი და სტალინიზმი. პაპს არ გამორჩენია ადამიანთა მასობრივი მკვლელობები კამპუჩიაში, რუანდაში, ბურუნდისა და ბოსნიაში. ფრანცისკმა აღნიშნა: ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ კაცობრიობას, ეტყობა, არ ძალუძს უდანაშაულო ადამიანების სისხლისღვრის აღკვეთა; ბოროტების დაფარვა ან უარყოფა წააგავს სისხლიან ჭრილობას, რომელიც არ ხორცდებაო.

ნიშანდობლივია, რომ 12 აპრილის ქადაგების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში პაპი ფრანცისკის პოპულარულობამ ლამის გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო მომატება. მართალია, ამ ღირსშესანიშნავ მოვლენაზე გვაუწყებენ საზოგადოებრივი გამოკითხვის სააგენტოები, მაგრამ NDI-ს და IRI-ს შემხედვარეებმა ვიცით, _ მათი “გამოკითხვების” ფასი მხოლოდ ფურთხია! უნდა ვივარაუდოთ, რომ ფრანცისკის “პოპულარობა” აშშ-ში პირდაპირ უკავშირდება მის “ამნეზიას” _ მეხსიერების დაკარგვას. დიახ, დიახ… 12 აპრილს წარმოთქმულ სიტყვაში პონტიფიკოსს “გამორჩა” ამერიკელების მიერ ორი ატომური ბომბით “დადუღებული” იაპონური ქალაქები _ ჰიროსიმა და ნაგასაკი ასიათასობით მსხვერპლით. მან “დაივიწყა” ამერიკელების მიერ მილიონობით დახოცილი ვიეტნამელი, ნაპალმით გადაბუგული სოფლები… დაბოლოს, პაპის “სკლეროზის” მწვავე გამოვლინება _ ფრანცისკს სიტყვაც არ დასცდენია ახლახან მომხდარ ტრაგედიაზე _ ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების ხოცვაჟლეტაზე, რომელიც განახორციელა აშშის პირმშომ, .. ისლამურმა სახელმწიფომ.

როდესაც პაპმა ფრანცისკმა ახსენა სომეხთა გენოციდი ოსმალეთში, უნებლიეთ გამახსენდა აფხაზეთის ომი. საქართველოს ამ კუთხეში გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო სომეხთა მასობრივი ჩასახლება. სტუმართმოყვარე ქართველებმა სომხები კარგად მიიღეს. ისინი აფხაზეთში გალაღდნენ _ მრავლდებოდნენ და ქართველ მოხელეთა მოქრთამვით მიწის ახალ-ახალ ნაკვეთს ეპატრონებოდნენ. სომეხთამადლიერება” 1992-93 წლებში ყველაზე უკეთ გამოხატა ბაგრამიანის სახელობის ბატალიონმა, რომელიც ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობისადმი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. არ მესმის, რატომ არ უნდა ირწმუნოს ბაგრამიანელებისგან სასწაულით გადარჩენილმა ქართველმა აზერბაიჯანული მხარის მტკიცებები, რომ 1918-20 წლებში სამხრეთ აზერბაიჯანში, კერძოდ, ქალაქ ურმში და მის შემოგარენში, სომეხთა შეიარაღებულმა რაზმებმა 150 ათასამდე მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მოკლეს?!

ახლა შევეხოთ პაპის მიერ ნაციზმისა და სტალინიზმის გაიგივების საკითხს. რა კრიტერიუმით გვთავაზობს პონტიფიკოსი 30-40-იანი წლების საბჭოთა კავშირისა და გერმანიის შედარებას? რა, ეს ორი სახელმწიფო ერთი და იმავე იდეოლოგიის მიმდევრები იყვნენ? არა! კომუნისტური იდეოლოგია ინტერნაციონალიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებდა, ხოლო ნაცისტური _ რასიზმის უკიდურეს გამოვლინებას _ ფაშიზმს; ამ ქვეყნებში გარეგნული გამოვლინებები არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან? მაგრამ სად არის მტკიცებულებები, რომ საბჭოთა კავშირში ე.წ. მოიერიშეები არბევდნენ ადამიანებს ეროვნული ნიშნით, როგორც ეს ხდებოდა გერმანიაში? მეტყვიან, საბჭოთა კავშირსა და გერმანიაში იყო ტოტალიტარული რეჟიმებიო. თუ გულმოდგინეთ გადავათვალიერებთ ენციკლოპედიებს ან ლექსიკონებს, დავრწმუნდებით, რომ არ არსებობს სიტყვა “ტოტალიტარიზმის” ერთმნიშვნელოვანი განმარტება, რადგან თითოეული ავტორი ან ავტორთა ჯგუფი ამ საქმეში თავისებურად “უბერავს”. მათ განმარტებებში იმდენი წინააღმდეგობაა, რომ სურვილისამებრ შეგვიძლია, ნებისმიერი სახელმწიფოებრივი წყობა დავადანაშაულოთ ტოტალიტარიზმში. კრიტერიუმია “ხელისუფლების შეუცვლელობა”? მაშინ ვინ იყვნენ: პოლონეთში _ მარშალი პილსუდსკი, ფინეთში _ სვინჰუდი, ლიტვაში _ სმეტონა, ლატვიაში _ ულმანისი ან ესტონეთში _ პიატსი? დიქტატორები! ან რა ვუწოდოთ ფრანკლინ რუზველტს, რომელიც ოთხჯერ (!) აირჩიეს აშშის პრეზიდენტად და მხოლოდ გარდაცვალებამ შეუშალა ხელი, მეხუთედ ჩადგომოდა სათავეში ამერიკას?! თუ საქმე ეხება ხელისუფლების ისეთ უფლებამოსილებას, რომელიც არ არის შეზღუდული კანონით, კონსტიტუციური ნორმებით? მაგრამ ასეთი სახელმწიფო ხომ თვითონ ვატიკანია, სადაც პაპი განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონეა! თუ საქმე ეხება საზოგადოებას, რომელშიც სახელმწიფო იდეოლოგია ზეგავლენას ახდენს მოქალაქეებზე? მაგრამ ამერიკული დემოკრატიაც ხომ იდეოლოგიაა, რომელიც ახდენს ზეგავლენას არა მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებზე, არამედ ამ “დემოკრატიულ” პოსტულატებს უხეშად ახვევს თავს კაცობრიობას! თუტოტალიტარიზმიარის სრული კონტროლი საზოგადოებაზე, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე? მაშინ გავიხსენოთ, რომ ვცხოვრობთ XXI საუკუნეში, სადაც ბატონობს ინტერნეტი, სოციალური ქსელები. ბოლოს და ბოლოს, ყოველ კუთხეკუნჭულშია მიმაგრებული სათვალთვალო კამერები! ასეთი საყოველთაო კონტროლი მოქალაქეებზე ვერ დაესიზმრებოდა გასული საუკუნის ვერც ერთ დიქტატორს! არადა, დღეს ეს აღიქმება, როგორც ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი რამ! ვერც საბჭოთა რეპრესიულ მანქანას შევადარებთ გერმანულს და, წარმოიდგინეთ, ამერიკულსაც! 1921 წლიდან 1954 წლის 1 თებერვლამდე, ანუ 33 წლის განმავლობაში სსრკში სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს 642 980 ადამიანს; მათგან ნახევარზე მეტს სიკვდილით დასჯა შეუცვალეს პატიმრობის სხვადასხვა ვადით. დროის ამ მონაკვეთში ყბადაღებულგულაგშითავი ამოჰყო ხუთ მილიონამდე ადამიანმა.

შედარებისთვის, მხოლოდ საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმში _ ამმკვლელობის ფაბრიკაშისიცოცხლეს გამოასალმეს (არასრული სამი წლის განმავლობაში) ოთხი მილიონი ადამიანი, მათ შორის, მილიონამდე ებრაელი საინტერესოა, რომ 1921 წლიდან 1953 წლის ჩათვლით, “ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში” _ აშშ-ში, სატუსაღოებში “გამოსწორების გზა” გაიარა შვიდ მილიონზე მეტმა ადამიანმა, ხოლო სიკვდილით დასჯილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა! ასე რომ, ნაციზმი და სტალინიზმი არათუ დიამეტრულად საწინააღმდეგო იდეოლოგიებია, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობაც!

როდესაც პაპმა ფრანცისკმა ნაციზმი ახსენა, უთუოდ ფაშისტური გერმანია იგულისხმა, თუმცა აქ, ჩვეულებისამებრ, პაპს “სკლეროზი” კვლავ გაუმწვავდა და აი, რა “გამორჩა” _ 1929 წელს რომის პაპმა _ პიუს XI ხელი მოაწერა ე.წ. ლატერანულ შეთანხმებას დიქტატორ მუსოლინის ფაშისტურ მთავრობასთან. ამით “წმინდა ტახტმა” მისცა ფაშისტებს პოლიტიკური მხარდაჭერა და გავლენა, რაც აუცილებელი იყო იტალიის ფაშისტური მომავლისთვის. თავის მხრივ, მუსოლინიმ და მისმა ხროვამ გადასცეს ეკლესიას 90 მილიონი აშშ დოლარი ნაღდი ფულით, შექმნეს რომში, ვატიკანის ბორცვზე, დაუბეგრავი პაპური სახელმწიფო და იტალიელ მღვდლებს დაუნიშნეს სახელმწიფო ხელფასი.

ჰიტლერიც ოცნებობდა ვატიკანის მხარდაჭერაზე და მიიღო კიდეც. უნდა ითქვას, რომ გერმანელი კათოლიკეები “ნაგიჟარი ადოლფის” სასტიკი მოწინააღმდეგენი იყვნენ; ჰიტლერს კი კათოლიკეების ხმების გარეშე რაიხსტაგში მოკალათების არავითარი შესაძლებლობა არ ჰქონდა! მაგრამ ვატიკანი ჰიტლერში ხედავდა უძვირფასეს მოკავშირეს და, რასაკვირველია, მოუწოდა თავის სამწყსოს, გერმანიაში ხმა მიეცა ჰიტლერისთვის. ასე გახდა ავსტრიელი შიკლგრუბერი გერმანელი ხალხის ფიურერი. ჰიტლერი მადლიერი ადამიანი აღმოჩნდა. 1933 წელს მან ვატიკანთან ხელი მოაწერა .. კონკორდატს, რომელიც ვატიკანს ათავისუფლებდა რამდენიმეუხერხულიკანონისგან, აძლევდა სახელმწიფო საფინანსო მხარდაჭერას და უზრუნველყოფდა მილიარდობით დოლარის გაცემას ჰიტლერის მმართველობისას. 1933 წლის 22 ივლისს ჰიტლერი წერდა: “ის ფაქტი, რომ ვატიკანმა დადო ხელშეკრულება ახალ გერმანიასთან, ადასტურებს კათოლიკური ეკლესიის მიერ ჩვენი ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფოს აღიარებას. ხელმოწერილი შეთანხმებები მსოფლიოს ნათლად და არაორაზროვნად უჩვენებს, რომ მტკიცება, ვითომდა ნაციონალ-სოციალიზმი მტრობს რელიგიას, სიცრუეა”.

ამ სტრიქონების წერისას მესმის ანგლოსაქსი ნეოფაშისტების გრანტებით “გაჭყეპილი” ქართველი “ისტორიკოსის” აღშფოთება-შეშფოთება: სიცრუე! დეზინფორმაცია! ცილისწამება! სასიკვდილო სარეცელზე მყოფი პაპი ეხვეწებოდა ექიმებს, რომ ეჩუქებინათ მისთვის კიდევ ორი დღე, რათა, ბოლოს და ბოლოს, გამოსულიყო ჰიტლერისა და მუსოლინის წინააღმდეგ და ამით კაცობრიობისთვის აეცილებინა მსოფლიო ომიო! პაპი პიუს XI გარდაიცვალა 1939 წელს, ანუ კონკორდატის ხელმოწერიდან თითქმის 6 წლის შემდეგ. უცნაურია, პაპი სიცოცხლის ორ დღეს ნატრობდა, როცა მანამდე უამრავი დრო ჰქონდა ფაშიზმის სამხილებლად! რატომ “ჩაიგუბა პირში წყალი” 1938 წელს, როდესაც ჰიტლერმა “გადასანსლა” ავსტრია, ხოლო შემდგომ _ ჩეხოსლოვაკია?! უპრიანი იქნება, ვივარაუდოთ, რომ პიუს XI თვალი აეხილა ჩადენილ დანაშაულზე მაშინ, როცა სიკვდილის სარეცელზე მწოლიარეს, სააქაოსა და საიქიოს გამყოფი კედელი დაუთხელდა, გახდა გამჭვირვალე და იხილა, რა ენით აღუწერელი საშინელი არსება ელოდებოდა საიქიოში… 1939 წლის 2 მარტს კი კარდინალი ეუჯენიო პაჩელი _ ჰიტლერთან შეთანხმების ტექსტის ავტორი, გახდა მომდევნო პაპი _ პიუს XII. ფაშისტური გერმანიის განადგურების შემდეგ ეს პაპი აქტიურად მფარველობდა სამხედრო ბოროტმოქმედებს და, მათთვის გასამართლება რომ აეცილებინა, კათოლიკე მღვდლებად გზავნიდა სამხრეთ ამერიკაში, ძირითადად, არგენტინაში _ ამჟამინდელი პაპის სამშობლოში. მოკლედ, ვატიკანი დაუფარავად უჭერდა მხარს ფაშიზმს და, რომ არა ეს მხარდაჭერა, ვერც მუსოლინი და ვერც ჰიტლერი ხელისუფლების სათავეში ვერ მოვიდოდნენ.

სამწუხაროდ, ამა წლის 12 აპრილს სომეხთა გენოციდის ასი წლისთავისთვის მიძღვნილი ლიტურგიის შემდეგ წარმოთქმულ ქადაგებაში პაპ ფრანცისკსდაავიწყდავატიკანისა და ნაციზმის ურთიერთმომგებიანი, ძმური თანამშრომლობის ამბავი.

ინტერნეტში ბევრს ვეძებდი პაპი ფრანცისკის, ასე ვთქვათ, ღირსეულ დახასიათებას, რომელიც გააშიშვლებდა ამ პიროვნების არსს. ჩემი ძებნა, ვფიქრობ, წარმატებით დასრულდა, როცა წავაწყდი ინფორმაციას ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის პროფესორის _ ლუკრეცია რეგო-დე-პლანას შესახებ. ეს ქალბატონი დიდხანს მუშაობდა ხორხე ბერგოლიოსთან (პაპი ფრანცისკი) და, შესაბამისად, კარგად იცნობს პაპს. აი, რას წერს ეს ცნობილი კათოლიკე ინტელექტუალი: ბერგოლიოს სურს, რომ ის ყველას უყვარდეს; უნდა, რომ ყველას ასიამოვნოს. აქედან გამომდინარე, ერთ მშვენიერ დღეს ის გამოვა ტელევიზიით აბორტების საწინააღმდეგოდ, მეორე დღეს კი დალოცავს პლასადემაიოზე შეკრებილ აბორტების ლეგალიზაციის მომხრეებს. მას შეუძლია, წარმოთქვას დიდი სიტყვა მასონების წინააღმდეგ და ერთი საათის შემდეგ მასონებთან ერთად ჭამოს და სვას როტარიკლუბში…”.

ამ სიტყვების შემდეგ შეგვიძლია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ მალე ვიხილავთ პაპ ფრანცისკს თურქეთში, სადაც რომელიმე მეჩეთში უხვად დაღვრის წინასწარ მომარაგებულ “ნიანგის ცრემლს” აღმოსავლეთ ანატოლიაში სომხების მიერ დახოცილ 200 ათასი მშვიდობიანი მუსლიმანის მოხსენიებისას…

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here