Home რუბრიკები საზოგადოება კახა კალაძე ელ-გე-ბე-ტეს კბილებით იცავს!

კახა კალაძე ელ-გე-ბე-ტეს კბილებით იცავს!

596

ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელწოდებით “17 მაისი” და ამავე სახელწოდების ჟურნალმა, რომელიც ელ-გე-ბე-ტე საზოგადოების წარმომადგენელი ვაჭარაძისა და მისი სულიერი დებისა თუ ძმების ინკუბატორია, ცოტა ხნის წინათ კარდაკარ დაუარა ყველა მინისტრს შეკითხვით _ “არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა?” 

მოგვიანებით მათ ანალოგიური შეკითხვა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც დაუსვეს და, ფაქტობრივად, ვერც ერთმამეოცნებემ”, მათ შორის, ვერც მათ, ჩოხაახალუხით რომ ცხადდებიან ხოლმე სხდომებზე, ვერ გაბედეს, პირდაპირ ეთქვათ, დიახ, მესაჯდომეობა ავადმყოფობაცაა და უმძიმესი ცოდვაცო.

მოკლედ, ვაჭარაძის კრიახმა მთავრობა და პარლამენტი დააფრთხო, ვაითუ “დემოკრატიულმა დასავლეთმა” ჰომოფობიაში დაგვადანაშაულოსო და “ქოცკოლონამ” სოდომისტებს ხოტბა შეასხა. მეტიც, ზოგიერთი მინისტრი იმის თქმასაც არ მოერიდა, რომ თურმე ქართველი საზოგადოების აზროვნება ძირფესვიანად შესაცვლელია. მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ზემოაღნიშნულ ჟურნალს (“17 მაისი”) ვრცელი ინტერვიუ მისცა და პირდაპირ განაცხადა, _ ერის ცნობიერებაში არის უამრავი სტერეოტიპი, რომლებიც უნდა დაიმსხვრესო.

…ღმერთი, რჯული, ამ კაცზე ცუდის თქმა არ მინდოდა, პირიქით, თუკი მთავრობაში ვინმეს მიმართ სიმპათია შემრჩა, სწორედ ეს ადამიანი იყო, მაგრამ, რაც მან იმ ინტერვიუში ილაპარაკა, მტრისას! ქათამ ვაჭარაძეს ხომ გული მოფხანა, სრულიად ერი ბნელ და მოძალადე მასად გამოაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვას _ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად? _ აი, როგორ პასუხს სცემს იგი: ვფიქრობ, რომ ცნობიერებაა სრულიად შესაცვლელი და არა მარტო მამაკაცებში, ზოგადად, საზოგადოებაში. ამ ძალადობის ტალღამ ისე შემძრა, რომ ყველა ინფორმაციას ვეცნობოდი და სამწუხარო რეალობა დავინახე _ ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა, გენდერისა და სოციალური კუთვნილების მიუხედავად, ოჯახში ძალადობას, ბავშვზე, ქალზე, ზედაპირულად უყურებს და ეს მხოლოდ მოძალადისა და მსხვერპლის პირადი საქმე ჰგონიათ. აი, აქ უნდა გავაქტიურდეთ ყველანი _ ცნობიერებაა შესაცვლელი”.

შემდეგი შეკითხვა ე.წ. სექსუალურ უმცირესობებს შეეხებოდა. ჟურნალისტმა 2013 წლის 17 მაისი გაიხსენა და ვიცეპრემიერს გულწრფელი შეფასება სთხოვა, იყო თუ არა სასულიერო პირების ქმედება სწორი: “წარსული შეცდომები გავაცნობიერეთ და მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ ყველამ, რათა ამჯერად არ იქნას გამეორებული. რაც შეეხება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ეს საკამათო ან სადისკუსიო თემაც კი არ უნდა იყოს. ეს არის კონსტიტუციური მოცემულობა, რომელსაც ამ ქვეყანაში ყველა უსიტყვოდ ემორჩილება, ხელისუფლებიდან დაწყებული, შეკრების მსურველი, თუნდაც რამდენიმეკაციანი ჯგუფით დამთავრებული”.

მიაქციეთ ყურადღება სიტყვებს: წარსული შეცდომები გავაცნობიერეთ და მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ ყველამ, რომ ამჯერად არ იქნას გამეორებული”, ამით ბატონი ვიცეპრემიერი გვაფრთხილებს, რომ წელს, 17 მაისს, თუ ვინმე გაბედავს, მესაჯდომეებს მსვლელობაში ხელი შეუშალოს, იმას, ოჯახის სიწმინდის კი არა, წმინდა მარტინის დღე გაუთენდება. როგორც ჩანს, ხელისუფლება ძალოვანებს სერიოზულად ამზადებს დაისტორიული არჩევანისკენკიდევ ერთ გიგანტურ ნახტომს გავაკეთებთ.

რაც შეეხება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ბატონო კახა, მესმის, რომ თქვენი პოლიტიკური დღეგრძელობა დიდწილადაა დამოკიდებულილიბერასტებისშეშფოთების კოეფიციენტზე, მაგრამ წამით დაივიწყეთ თანამდებობა და დაფიქრდით: რომელ გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობთ, როცა ორი ვაჟი გეზრდებათ?! 17 მაისს ვაჭარაძე და მისი ქათმები კურტუმოების თამაშით რომ ჩაივლიან თქვენს სახლთან და თქვენი შვილები ამას აივნიდან დაინახავენ, რას ეტყვით, ვინ არიანო _ სოდომური ცოდვით შეპყრობილი ავხორცები თუ ნორმალური, ჯანმრთელი, უცოდველი ადამიანებიო?! თუკი გულის სიღრმეში მართლა ისე ფიქრობთ, როგორც მსჯელობთ, დაღუპულხართ თქვენც და თქვენი ოჯახიც, ხოლო, თუ სხვაგვარად ფიქრობთ და თვალსაზრისის საჯაროდ გამოთქმას ვერ ბედავთ, უკაცრავად, მაგრამ ტიპური ლაჩარი ხართ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენსა და მესაჯდომე ვაჭარაძეს შორის დიდი განსხვავება არ არის, ერთი იდეოლოგიის მოდგმისანი ხართ და, ჩემდა თავად, თამამად ჩაგწერდით ამ სოდომისტთა სულიერი დებისა თუ ძმების ნუსხაში.

იმავე ინტერვიუში ჟურნალისტი ბოლოს ასეთ შეკითხვას სვამს: “თუ 2016 წლის შემდეგ პოლიტიკაში დარჩებოდით, დააყენებთ თუ არა ლგბტ უფლებებს ეთნიკური, რელიგიური და სხვა სოციალური ჯგუფების პრობლემების გვერდით?”

ვიცეპრემიერი მოკლედ უპასუხებს: “ქვეყანაში როცა არის სტერეოტიპები და წლობით ნაგროვები ტაბუდადებული საკითხები თუ პრობლემები, ეს ყველაფერი ახლა, ახალ რეალობაში, ცხადია, იდეალური და უპრობლემო ვერ იქნება…”

თურმე სტერეოტიპი ყოფილაბიბლიადა, საზოგადოდ, ქრისტიანული სწავლება, რომელიც ხაზგასმით გვეუბნება, რომ სოდომია მომაკვდინებელი ცოდვაა. თურმე სტერეოტიპი ყოფილა ქართული სული, ხასიათი და მენტალობა, რომელმაც, მიუხედავად ისტორიული ძნელბედობებისა, დღემდე მოგვიყვანა. ვიცი, “ქოცებისთვის” ამის შეხსენება იგივეა, მგლის თავზე სახარება წაიკითხო, მაგრამ მთავარი ეს არ არის, უბედურება ისაა, რომ ეს სულით მესაჯდომეები ხელისუფლების სათავეში სხედან და ამ, ისედაც დაღუპვის პირამდე მისულ საზოგადოებას დასავლეთიდან თავსმოხვეული სიბინძურეებით წამლავს. პრინციპში, როგორიცაა ტყე, ისეთივეა ნადირი, _ რა ძალაც ავირჩიეთ, ისე აგვისრულდა ოცნება

ამაზეა ნათქვამი, ვაის გავეყარე, უის შევეყარეო. საუბედუროდ, ეს ვაი-ვიში კიდევ დიდხანს არ დასრულდება.

ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ტრაგედიაა, როდესაც ასეთი მენტალობის არსებები არიან ქვეყნის სათავეში!

  2. ასეთი დამოკიდებულება გადაიყოლებს ამ მთავრობასაც სანაგვეში!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here