Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ვერ ბედავს ხელისუფლება შვეიცარიის ელჩისთვის საკადრისი პასუხის გაცემას?

რატომ ვერ ბედავს ხელისუფლება შვეიცარიის ელჩისთვის საკადრისი პასუხის გაცემას?

519

შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა გამოცემა “ფაინენშელთან” ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ქართულ სამართალწარმოებაში კორუფციული გარიგებები ხდება და უცხოელ ინვესტორებს უსამართლო გადასახადები უწესდებათ: “უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ მათ აიძულებენ, გადაიხადონ გადასახადები ან ჯარიმები, რომლებიც გაუმართლებელია ან დაკავშირებულია წინა ხელისუფლების გაურკვეველ საგადასახადო დავებთან… უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ სასამართლოში საქმეს აგებენ ძალიან უცნაური გარემოებებით”.


იმავე ინტერვიუში დიპლომატმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეისწავლოს და სწრაფი რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული გარემოება ხელს შეუშლის ხელისუფლების მცდელობას, მიიწვიოს მეტი ინვესტორი და მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია.

მიმდინარე პოლიტიკური ბაკქანალიისა დანაცებისმხრიდან გამუდმებული კიჟინის ფონზე, რომ ხელისუფლება უნიათოა, შვეიცარიის ელჩის ეს განცხადებაქოცებისთვისნამდვილი ელდა აღმოჩნდა. მთავრობა უმალ დაფაცურდა _ მმართველ გუნდში ატყდა ქოთქოთი და ალიაქოთი, არიქა, ევროკავშირმა შარი არ მოგვდოსო. მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს საგულდაგულოდ დაავალა, იმავე დღეს შეხვედროდა ბატონ ბეხლერს. მეტიც, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში ჩართვისკენ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსაც მოუწოდა და თავადაც გამოთქვა ელჩთან შეხვედრის სურვილი: “ბოლო ორი წლის განმავლობაში მოვიპოვეთ აღიარება, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ნაკლებად კორუმპირებული მთავრობა, ზოგადად, ხელისუფლება, ქვეყანა. ასე რომ, ჩემთვის თითოეული კითხვის ნიშანი არის მნიშვნელოვანი…”

პრემიერის ამ განცხადების შემდეგ უკმაყოფილო ელჩს არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინათინ ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი ეახლნენ. უცნობია, კონკრეტულად რა საკითხზე ისაუბრეს და რაზე გაამახვილეს ყურადღებაქოცებმაამ შეხვედრაზე, მაგრამ შეხვედრიდან გამოსული შვეიცარიის ელჩი აშკარად მოჯადოებული ჩანდა. მოკლედ, რესპების მიგზავნით ხელისუფლებამ იმის დემონსტრირება სცადა, რომ მისი პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნადლიბერალურია”, “მეოცნებეებისკურსი _ პროდასავლური და მზად არიან, მათი ნებისმიერი დირექტივა უსიტყვოდ შეასრულონ.

რაც შეეხება ბეხლერის ბრალდებებს, უკმაყოფილო და “უსამართლო” გადასახადებით დატანჯულ ინვესტორებში მან ის ფულიანი უცხოელები იგულისხმა, რომლებსაც თავის დროზე სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა დისკომფორტი შეუქმნათ. მოგეხსენებათ, ეს ცვლილება უცხოელებისთვის ნაკვეთების მიყიდვაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდა, რომლებიც ქართულ მიწას მეტნაკლებად იცავდა გადამთიელთა ეკონომიკური ექსპანსიისგან. ალბათ, ისიც გახსოვთ, რა ამბავი ატეხეს მაშინ ამაზე რესპუბლიკელებმა, კერძოდ, ვახტანგ ხმალაძემ და გიგლა აგულაშვილმა. სწორედ აგულაშვილი იყო იმ დრაკონული კანონპროექტის ავტორი, რომელიც ზემოაღნიშნული ცვლილებების გაუქმებას და უცხოელი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნასა ითვალისწინებდა. აი, სად მარხია ძაღლის თავი _ ღარიბაშვილის მხრიდან შვეიცარიის ელჩთან აგულაშვილის წარგზავნა იმას ნიშნავდა, რომ მთავრობის მეთაური დასავლელ ემისარს ყველა დირექტივის ზედმიწევნით განხორციელებას ჰპირდება. სინამდვილეში უცხოელ ინვესტორებს არანაირი უკანონო გადასახადების გადახდა არ უწევთ და, რაც უწევთ, სწორედაც კანონიერია. თვითონ ბეხლერის სამშობლო შვეიცარიაშიც ანალოგიური შეზღუდვები აქვს გარედან შემოსულ ინვესტიციებს და ბატონმა ელჩმა ძალიან კარგად იცის, რომ ყველა ნორმალურ, სუვერენულ სახელმწიფოში მსგავსი რეგულაციები ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა ეს არ არის მთავარი, უბედურება არის ის, რომ ამ ხელისუფლებას ტვინი არ აქვს და ხან ნორლანდის ჭკუით დადის, ხანაც ვიღაც ბეხლერის. თანაც ნახეთ, როგორ რეაგირებენ მის განცხადებაზე, _ კაცს სულის მოთქმა არ აცალეს, შეხვედრებს შეხვედრებზე უწყობენ. აბა, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რომ ღარიბაშვილი ანალოგიურად დაფაცურდეს? ათი და ოცი ათასი საკმარისი რომ არ არის, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართული აქციების მაგალითზე ვნახეთ. მაშ, რა გამოდის, მისთვის ათიათასობით ქართველის მოთხოვნაზე მნიშვნელოვანი ერთი უცხოელი დიპლომატის დირექტივაა?! როგორც ჩანს, ასეა _ ხელისუფლებას არ აინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი “ნაცკრიმინალების” დაუსჯელობაზე, გახმაურებული საქმეების გამოუძიებლობაზე, წართმეული ქონების დაუბრუნებლობასა და, საზოგადოდ, დაპირებების შეუსრულებლობაზე. სამაგიეროდ, საკმარისია, ვიღაც ბახალა ბეხლერმა სადმე ინტერვიუში ორი სიტყვით გააკრიტიკოს “ქოცები”, მეორე დღესვე მის ოფისთან მთავრობის წარმომადგენელთა რიგი დგება…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ კოალიციაქართული ოცნებამართლა უნიათოებისა და უგერგილოების ჯოგია. მათ ისიც არ შეუძლიათ, რომ გამოვიდნენ და საკადრისი პასუხი გასცენ ინტრიგან დიპლომატს. არადა, მართლა რა მწარე პასუხი შეიძლება, გაეცეს ამ კაცს; თუნდაც იმის შეხსენება რად ღირს, ცხრა წლის განმავლობაშინაცრეჟიმიტყავს რომ აძრობდა ბიზნესმენებს, ელჩებს კი პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული. მკვლელობები, წამებებიეს ყველაფერი ხომ სწორედ მაშინ ხდებოდა, დასავლეთმა დემოკრატიის შუქურა რომ უწოდა სააკაშვილს?! სად ბრძანდებოდა იმ პერიოდში ბატონი ბეხლერი ან მისი წინამორბედი, რატომ მაშინ არ საუბრობდნენ უსამართლობაზე?!

ცხადია, ბეხლერისთვის ამის შემხსენებელი არავინაა _ არც პრემიერი, არც პარლამენტის თავმჯდომარე და, მით უფრო, არც რომელიმე მინისტრი. ასეთი პასუხის გაცემას ერთი ადგილი სჭირდება…

რაც შეეხება პრეზიდენტს, მისთვის უმაღლესი მთავარსარდლის სკიპტრა მხოლოდ და მხოლოდ გასართობია. სავარძელი, კაბინეტი, რეზიდენცია… ეტყობა, მას ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებია, ეს ყველაფერი რას ნიშნავს. ასე რომ არ იყოს, გამოვიდოდა და კომენტარს გააკეთებდა, განცხადებას მაინც გამოაქვეყნებდა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და ხალხს აუხსნიდა, რასთან გვაქვს საქმე, მართლა კორუფციაში ვართ ჩაძირული თუ ცრუ ბრალდებები მოვისმინეთ. ყოველ შემთხვევაში, ასე უფრო დაამტკიცებდა და გაუსვამდა ხაზს თავის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ვიდრე ოლიგარქთან კინკლაობით. ნათქვამია, საქმემან შენმა გამოგაჩინოსო! საქმით კი ეს კაცი ჯერჯერობით მათრახს ნამდვილად იმსახურებს…

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here