Home რუბრიკები პოლიტიკა მოვითხოვთ ქალს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად საქართველოში!

მოვითხოვთ ქალს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად საქართველოში!

645

ფემინიზმის, უფრო ზუსტად კი, ამ მოვლენის თუ მოძრაობის ჩვენთვის დამახინჯებული ფორმით მოწოდების შესახებ კიდევ ერთხელ დაწერის სურვილი ნამდვილად აღარ მქონდა, რომ არა…

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში! დიახ, დიახ, დღევანდელი ჩემიმუზასწორედ რიჩარდ ნორლანდია; დავაზუსტებ _ პატივცემული ელჩის მიერ ერთერთ ქართულ გამოცემაში დაბეჭდილი სტატია, რომელშიც იგი პირველივე ფრაზით, არც მეტი, არც ნაკლები, ქართველ ქალებს მიმართავს!

მე ამ სტატიას ყველა იმ ქართველ ქალს ვუძღვნი, რომლებიც წარმატებული არიან სამსახურსა და სახლში, ასევე იმათ, ვინც ამის მიღწევას ცდილობენ”, _ ამ ფრაზით იწყებს ბატონი ნორლანდი (ბრჭყალებში მოტანილია ციტატა და, შესაბისად, სტილიც დაცულია. იქ დაშვებული გრამატიკული შეცდომა, ბატონი ელჩის მიერ ქართულის გაუმართავად ფლობას დაბრალდება თუ მისი პუბლიკაციის დამბეჭდავი მედიასაშუალების მესვეურთა ქართული გრამატიკის არასრულყოფილად ცოდნას, მკითხველმა გადაწყვიტოს). შემდეგ დაწვრილებით გვაცნობს მის მიერ გაკაფულ ბილიკებს იმ ჩვენთვის ჯერაც “გაუკვალავ და უღრან” ტყეში, რომელსაც ცოლ-ქმარს შორის ჯანსაღი ურთიერთობა ჰქვია.

ბატონი ნორლანდი ფრიად შთამბეჭდავად მოგვითხრობს, როგორ აიღო მან აშშის საგარეო სამსახურში შვიდთვიანი შვებულება ანაზღაურების გარეშე, რათა მის ცოლს იურისტის კარიერის გაკეთებაში ხელი არ შეშლოდა. ამას მოსდევს, ასე ვთქვათ, “იდეალური ქმრისა და მამის” როლში საკუთარი თავის წარმოსაჩენად მოყოლილი ათასგვარი ტყუილ-მართალი და ყოველივე ეს მხოლოდ ბატონი ელჩის მიმართ სიმპათიის გამოწვევას რომ ისახავდეს მიზნად, კიდევ არაფერს ვიტყოდით…

ბოლოს და ბოლოს, თავისი საქმისა ყველამ თვითონ იცის _ კაცმაც და ქალმაც. თუ სურს, შვიდთვიან შვებულებას აიღებს ცოლის ხათრით და თუ სურს, საერთოდაც წამოწვება შინ, ტახტზე იგორავებს და თავს ცოლს არჩენინებს მთელი ცხოვრება. ვისი რა საქმეა?!

მაგრამ, რა ვუყოთ ბატონი ელჩის ისეთ ციტატებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბრალდებების წაყენებას საქართველოს, როგორც “ქალთა მჩაგვრელი” ქვეყნის, მიმართ?

აი, მაგალითად:

საქართველოში ქალებს ხშირად სოციალური ნორმები ზღუდავს, რომელთა გამოც კარიერულ წინსვლას ოჯახური მოვალეობების შესრულებას ამჯობინებენ”.

ან კიდევ:

საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლებს შორის ყოველდღიურად ბევრ ნიჭიერ და ჭკვიან ქალს ვხვდები. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე შეუსაბამოდ მცირე რაოდენობის ქალი მუშაობს”.

ამ ყველაფერს მოსდევს პროცენტებში მოყვანილი მაგალითები, თუ როგორ იჩაგრება ქალი საქართველოში, რა დასანანია, რომ საქართველოში ქალებს ოჯახისთვის მსხვერპლად შეწირვა უწევთდა სხვ.

მოკლედ, ეს საქართველოში,” “საქართველოში,” “საქართველოში,” “საქართველოში იმდენჯერ არის ხაზგასმული, რომ, ვიდრე სტატიის შუამდე მიაღწევდეს, ნებისმიერი მკითხველი ქართველი ქალი საკმაოდ დაიბოღმება თავის “ჩაგრულ” მდგომარეობაზე მსოფლიოს სხვა ქვეყნების ქალებთან შედარებით და ოთახში შემოსულ ქმარს, რომელსაც ამ დროს სულაც არ აქვს მის მიმართ “მჩაგვრელური” ზრახვები, შეიძლება, ეს გაზეთი სახეშიც კი სთხლიშოს!

პუბლიკაციის შუაწელში კი აი, რა ხდება:

აქვთ თუ არა თანაბარი შესაძლებლობები ქართველ ქალებს? საქართველოში ამ კუთხით ჩატარებული კვლევების შედეგები მსოფლიოს ბევრ სხვა სახელმწიფოში მიღებული შედეგების მსგავსია, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით”.

აი, თურმე რა ყოფილა!

ბატონ ელჩს, ასე თუ ისე, მაინც ეშინია, ემანდ, არავინ გამომიჭიროს აშკარა ტყუილშიო და, როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ჩატარებულ კვლევებსა და სტატისტიკაზე საუბრობს, ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ქალების ასეთი “განუკითხავი ჩაგვრა” სულაც არ ყოფილა “წმინდა ქართული ფენომენი” _ მის მშობლიურ და მსოფლიოში ყველაზე “თავისუფალ” ქვეყნად აღიარებულ ამერიკაშიც კი ეს “პრობლემა” თითქმის ზუსტად იმავე დოზით მდგარა, რა დოზითაც _ “ჩამორჩენილ” საქართველოში!

მაშ, რა საჭიროა, ვიდრე პუბლიკაციის შუაწელამდე ჩავიდოდეს მკითხველი, მისი ასე გაღიზიანება და ასე და ამდენგზის ხაზგასმა სიტყვისა “საქართველოში”?

ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ უკვე ყველასათვის ნათელია, _ რატომ, ვისი დაკვეთითა და, ალბათ, დაფინანსებითაც გადაურბინა ამას წინათ საქართველოს უაღრესად ტუტუცური აქციების ტალღამ მთავარი ლოზუნგითმეტი ქალი პარლამენტში!”

თუმცა მაინც საინტერესოა, საიდან აკეთებენ ეს კრებითი “ნორლანდები” დასკვნას, რომ “ბევრი ქართველი ქალი მსხვეპრალდ სწირავს საკუთარ კარიერას ოჯახის გამო…”

თურმე, ნუ იტყვით და, ბატონ ელჩს ასეთი დასკვნები თვითონ ქალების გამოკითხვის საფუძველზე გაუკეთებია!

წეღან ქალების ჩაგვრაზე საუბრისას სიტყვა “პრობლემა” ბრჭყალებში ჩავსვი და, რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ყოფილა შემთხვევითი.

არის თუ არა რეალურადპრობლემაის, რომ თურმე ქალების დიდი ნაწილიმსხვერპლადწირავს თავს ოჯახს და ამიტომ ვერ აღწევს წარმატებას კარიერაში?

აბა, ჰკითხეთ იმ მამაკაცებს, რომლებსაც ცხოვრებაში რაღაცის მიღწევა სურდათ და ვერ მიაღწიეს, რისი და ვისი ბრალია ეს? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მათი მხოლოდ 10-15 პროცენტი თუ დაადანაშაულებს საკუთარ თავს და მიაწერს წარუმატებლობას არასაკმარის გონებრივ განვითარებს, არაშესაბამის უნარებს, ხასიათსა და სხვა მსგავს ფაქტორებს. არა! მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაასახელებს რაიმე, თუნდაც ყველაზე წარმოუდგენელ გარეშე “ხელისშემშლელ” ფაქტორს, იმ რაიმე მიზნის მიუღწევლობა საკუთარ თავს რომ არ დააბრალოს!

ეს ზოგადი ადამიანური თვისებაა!

ჰოდა, აბა, გამოიცანით, კარიერაში წარუმატებელი ქალებისთვის ყველაზე იოლიხელშესახოციმიზეზი თავისიწარუმატებლობისთვისრა არის? რა თქმა უნდა, “გათხოვება”!

მე მსხვერპლად შევეწირე ოჯახს, თორემ ამას მივაღწევდი, იმას ვიზამდი და ამას გავაკეთებდი” _ ეს რეალობაა თუ ასეთი ქალების ყველაზე საყვარელი პოზა?

აი ამ კითხვის დაუსმელად, ასე უაპელაციოდ ცდილობს ბატონი ელჩი, კარიერაუწყობელი ქალების აბსოლუტურად სუბიექტური ჩვენება ობიექტურ რეალობად წარმოაჩინოს.

სინამდვლეში, შემიძლია, პირდაპირ გითხრათ _ ჩემი ნაცნობი 100 ქალიდან, რომლებიც მსგავს “არგუმენტს” იშველიებენ თავიანთი კარიერული წარუმატებლობის ასახსნელად, სულ ცოტა, 80-ს არანაირად არ აქვს ინტელექტუალური რესურსი და სხვა უნარები იმისათვის, რომ კარიერაში რაიმე ტიპის წინსვლა ჰქონოდა.

რატომ არავის მოსდის აზრად, რომ ბატონი ელჩის მიერ ხსენებულ გამოკითხვებში ასეთი ჩვენებების მიმცემი ქალბატონების რეალური ინტელექტის დონე, მათი უნარჩვევები და სხვა პიროვნული მახასიათებლები შეამოწმოს და მხოლოდ შემდეგ დაასკვნას, მათი ეს მოდური წუწუნი რეალობასთანა ახლოს დგას თუ არა?

მეტიც, ბევრი ქალი, როდესაც მსგავს საუბარში შეჰყვები, საბოლოოდ მიდის იქამდე, რომ მას არათუ შინაგანი რესურსი, არამედ სურვილიც კი არ ჰქონია, კარიერა აეწყო და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსულიყო! თქმა იმისა, რომ ისმსხვერპლიკი არ არის, არამედ ქალების უმრავლესობის ბუნებაა ასეთი, რომ მათ ყოველგვარ კარიერას შვილებთან კონტაქტი და შინ ტრიალი ურჩევნიათ, რატომღაცდამამცირებლადითვლება და ისინი ასეთიმოდისგამო ამბობენ ფრაზას: “კარიერის აწყობა მინდოდა, მაგრამ ოჯახს მსხვერპლად შევეწირე”.

მათ ჰგონიათ, რომ, თუკი სიმართლე თქვეს და აღიარეს, რომ არანაირი კარიერა არ სურდათ და ერჩივნათ, მშვიდად გაძღოლოდნენ საოჯახო საქმეებს, მათ სხვა “პრადვინუტი” ქალები და კიდევ ვინმე “ნორლანდები” უწოდებენ “ჩამორჩენილებს”, “ბნელებს”, “სულელებს” და ასე შემდეგ. ამიტომ ამბობენ ელემენტარულ მოდურ ტყუილს და მეტს არაფერს!

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მგონი, უკვე ყველასათვის გასაგებია, რასაც ემსახურება ბატონი ელჩის ასეთი გამოხდომა ქართული პრესის ფურცლებზე. თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ყველაზე სხარტად, სარკასტულად და დამსახურებულად გამოეხმაურა ბატონ ელჩს ერთი ქართველი ინტერნეტმომხმარებელი “დიღმელის” ფსევდონიმით, რომლის კომენტარს, ბატონი ნორლანდის სტატიაზე უცვლელად გთავზობთ:

ეს კომენტარი ეძღვნება ამრიკელ ქალებს! დროა, დასრულდეს უსამართლობა და ამერიკის ელჩებად სხვადასხვა ქვეყანაში დაინიშნონ ქალები! დროა, ამერიკელებმა შეიგნონ, რომ აუცილებელია ქალი პრეზიდენტი! სირცხვილია ბოლოს და ბოლოს, ბატონო ნორლანდ! ამხელა დემოკრატიული ქვეყანა ხართ, მთელი მსოფლიო თქვენ შემოგყურებთ და ქალი პრეზიდენტი ჯერ არ გყოლიათ! ამ დროს აგერ, ჩამორჩენილ აზიურ პაკისტანს წლების განმავლობაში მართავდა ბენაზირ ბჰუტო! რა დააშავა ამერიკელმა ქალმა? მარტო სრიპტიზბარებში ჯოხზე ტიტველა ტრიალი ხომ არ არის ამერიკელი ქალის საქმე, ბატონო რიჩარდ?”

მგონი, სავსებით გასაგები ირონიაა და, როდესაც ეს კომენტარი ჩემს “ფეისბუქკედელზე” გავაზიარე, ერთმა მეგობარმა “აზიელი დაჩაგრული ქალების” ისეთი სია გადმომიგზავნა, ვეღარაფერს დავამატებ. აი, ბატონი ნორლანდის ადგილას რომ ვიყო, ამის წაკითხვის შემდეგ ნებაყოფლობით გავიკეთებდი ენის ამპუტაციას:

“ნიტოკრისი, ნეფრუსებეკი, იახოტეპი _ ეგვიპტის ქალი-ფარაონები; კლეოპატრა _ ელინისტური ეგვიპტის დედოფალი; შამმურამატი (სემირამიდა) _ ასირიისა და ბაბილონის დედოფალი; დიდონა _ კართაგენის დამაარსებელი; ნისა _ კაპადოკიის დედოფალი; გოფოლია და სალომეა ალექსანდრა _ იუდეის სამეფოს დედოფლები; თამარი და რუსუდანი _ საქართველოს დედოფლები; ქუ-ბაბა _ შუმის სამეფოს (მესოპოტამიის (ერაყის) ტერიტორიაზე) დედოფალი; ლაოდიკა _ პონტოს სამეფოს დედოფალი; თეოდორა _ ბიზანტიის დედოფალი; დოუ მიაო, ვან ჩენ ძიუინი, ვან იუანძი, ლიუი ჰოუ, ვანჯუნი, ლიუნიუი, ცი სი და ჰუ _ ჩინეთის იმპერატრიცები; გო-საკურამატი, ძიტო, გემეი, კოკენი, მეისიო, სუიკო, მიტიკო _ იაპონიის იმპერატრიცები; აზერმედოხტი და ბორანდოხტი _ სპარსეთის დედოფლები; სიუიუმბიკე _ ყაზანის სახანოს დედოფალი; ზინგა ნგოლა _ ანგოლის დედოფალი; სუნ ცინლინი _ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე; თანსუ ჩილერი _ თურქეთის პრემიერმინისტრი; ინდირა განდი _ ინდოეთის პრემიერმინისტრი; სირიმავო ბანდანარაიკე _ შრი ლანკის პრემიერმინისტრი; ბენაზირ ბჰუტო _ პაკისტანის პრემიერმინისტრი; მეგავატი სუკარნოპუტრი _ ინდონეზიის პრეზიდენტი; ჩან სანი _ სამხრეთ კორეის პრემიერმინისტრი; ლუიზა დმოგუ _ მოზამბიკის პრემიერმინისტრი; კორასონ აკინო _ ფილიპინების პრეზიდენტი; ხალედა ზია _ ბანგლადეშის პრემიერმინისტრი; პრატიბჰა პატილი _ ინდოეთის პრეზიდენტი; როზა ოტუნბაევა _ ყირგიზეთის პრეზიდენტი”.

მოდი და, ამ სიის შემდეგ თქვი, _ აზიელ (მათ შორის, ქართველ) ქალებს ვინმე რამეს უკრძლავს, ხელს უშლის და “მსხვერპლად” შეწირვას სთხოვს, როდესაც მათ, მართლა სურთ კარიერაში წინსვლა ან რამეს მიღწევა!

მოკლედ, გამგები ყველაფერს გაიგებს…

თუმცა ერთი რამ მაინც ვერ გავიგე _ სად არის და რას საქმიანობს ამასობაში ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყების წარმატებული მოხელის, საქართველოში აშშის ელჩის ცოლი, რომლის კარიერული წინსვლის გამო მისმაძალიან პრადვინუტმაქმარმა თურმე თავის დროზე კარიერაგაწირადა შვიდთვიანი უფასო შვებულება აიღო?

ბაკურ სვანიძე

P.S. ესჩაგრული და სამზარეულოში გამომწყვდეულიქართველი ქალები, ორიოდე დღის წინათ, მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ჭადრაკში.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here