Home რუბრიკები პოლიტიკა აბა, ვინმე ნატოელი “აპატურაი” ჩამოხეტებულიყო?!

აბა, ვინმე ნატოელი “აპატურაი” ჩამოხეტებულიყო?!

573

პრეზიდენტ ლუკაშენკოს პირველი ვიზიტი საქართველოში ისე დაიწყო, ვიფიქრე, ბელარუსების “ბატკა” ტრაპიდან ფეხსაც არ ჩამოდგამდა და მინსკში გაბრუნდებოდა, რადგან მაღალი სტუმრის დახვედრის დონე აშკარად დაბალი იყო, ვიდრე ეს “ევროპის უკანასკნელ დიქტატორს” შეეფერებოდა!

რამდენი ისეთი ევროპელი თუ ამერიკელი მეათეხარისხოვანი ჩინოსნის ვიზიტები გვახსოვს, როდესაც მთელი მინისტრთა კაბინეტი, “პო სტოიკე _ სმირნადახვედრიან? ბატკას კი საგარეო მინისტრი ბერუჩაშვილი, რომლის მუდამ პირქუში გამომეტყველება უნებურად გძაბავს, დალამბერსექსუალიენერგეტიკის მინისტრი დაახვედრეს

ჯერ კიდევ სააკაშვილისდროინდელი პროტოკოლით უცხო ქვეყნის პრეზიდენტები მიჰყავდათ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც სამხედრო ყარაულთან ერთად მათ პატივით ხვდებოდა პრეზიდენტი. ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო პროტოკოლის მხრივ ძალიან ცუდად მიიღეს, ჯარისკაცის საფლავის შემკობისას მარტო იყო. პროტოკოლს თავი რომ დავანებოთ, ეთიკის საკითხია, არსად წერია, რომ პრეზიდენტს ეკრძალება სტუმრის დახვედრა. პრეზიდენტებს არ ეკრძალებათ, პატივისცემა გამოხატონ სტუმრის მიმართ. ამ საქციელმა კიდევ ერთხელ დაანახვა ყველას, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ვითარება არ არის.

თქვე შობელბუნდღებო!

იმიტომ, რომ გვარიკო”-ზე მთავრდება, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოში ხომ არ აგერიათ, კახა კალაძეს რომ ჩაახუტეთ?

სხვა რაში უნდა გამოიყენოს ქვეყანამ გიორგი მარგველაშვილი თუ არა მსგავს ცერემონიებში?!

მაგრამ არა _ ამნასკის მქსოველპლასტელინს, რაც დრო გადის, თავი მართლა პრეზიდენტი ჰგონია და არა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაპრეზიდენტებულიფინია”, რომელიცსტოიკებსაქ, შინ უჭერს ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს დაპრინციპულადარ გამოდის სააკაშვილის სასახლიდან, თორემ ქვეყნის გარეთ მართლადვარნიაშკასავითიქცევა.

მაგის პრინციპულობა თუნდაც ევროპარლამენტში ვნახეთ, როდესაც ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისას დარბაზში სააკაშვილის გამოჩენა კი არა, საპატიოდ წამოსკუპება არათუ გააპროტესტა, ტაშიც კი შემოსცხო!

ლუკაშენკოს მიმართ არასათანადო დახვედრა, ცხადია, გზავნილი იყო ჩვენიდასავლელი მეგობრებისადანაცებქოცებისამერიკელი პატრონებისადმი _ ნუ გეშინიათ, ბელარუსის პრეზიდენტს არად ვაგდებთ, მისგან რუსეთის შესაძლო გზავნილებსაც არ შევისმენთ და, მოკლედ, თქვენს მონობას ამქვეყნად არაფერი გვირჩევნიაო!

ეს რომ ასეა, დასტურად იმის გახსენებაც კმარა, როგორ ასწრებდნენ ერთმანეთს “ნაცებ-ქოცები” ხელების სავსავს (ჩვენ არსად დაბრუნებას არ ვაპირებთ, ევროპა-ნატოში მივდივართო) ლუკაშენკოს მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ნათქვამის კომენტირებისას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ერთმორწმუნეობისა და “ძველებურად ერთ ოჯახში ცხოვრების” შესახებ…

ერთი მასტერკლასი მაინც ჩაგვიტარა ბატკამ _ 10 წლის შვილთან ერთად ვაკის პარკში გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რითაც პატივი მიაგო დიდ სამამულო ომში დაღუპულ ქართველ მეომრებს (და არა, მეორე მსოფლიო ომში, როგორც ცდილობენ საქართველოში (და არამხოლოდ) ადამიანებისთვის ტვინების გამორეცხვას დასავლეთის ნეოტროცკისტი ლიბერალები, რაც, რატომღაც დარწმუნებული ვარ, პროტოკოლს მიღმა, პირადად ლუკაშენკოს ინიციატივას უფრო ჰგავდა!

აქედან გამომდინარე, ჩემთვის საინტერესო არის ის, როგორ, როდის და რა ფორმით აღნიშნავს ჩვენი ხელისუფლება ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავს:

8 მაისს, როგორც მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხებას, რითაც ოკეანისგაღმელ თუ ევროპელ პატრონებს აამებენ და შესაბამისად, დაღუპული ქართველი მებრძოლების მოსკოვიდან ბერლინამდე განფენილ საფლავებში ჩააფურთხებენ, თუ ეყოფათ გამბედაობა და გვაზეიმებენ 9 მაისს, როგორც დიდ სამამულო ომში სტალინის მთავარსარდლობით გამარჯვებას

რა გზავნილი შეიძლებოდა ჩამოეტანა ბატკას და რა გაატანეს აქედან?

ამაზე ახლა დიდი მარჩიელობაა გამართული და მეც შევეცდები მკითხაობას…

დავიწყოთ იქიდან, რომ მხოლოდ ბრიყვი თუ დაიჯერებს იმას, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში თვითინიციატივა იყო და ბატკა მხოლოდ ტურისტად ჩამოფრინდა!

უკრაინაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, გლობალური პოლიტიკის კონტექსტში თუ განვიხილავთ ლუკაშენკოს ვიზიტს და იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ ბელარუსი ევრაზიული კავშირის რიგითი წევრი არ არის, ცხადია, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი არ იყო შემთხვევითი და მას რაღაც მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა ჩამოეტანა და წაეღო კიდეც!

საინტერესო და სიმბოლურია ის, რომ ლუკაშენკოს ვიზიტის პარალელურად, ვლადიმერ პუტინიც აქვე, ყურისძირში, ჩვენს მოძმე და ევრაზიული კავშირის წევრ სომხეთში იმყოფებოდა, სომხების გენოციდის 100 წლისთავის ღონისძიებაზე!

ეს ფაქტი, სიმბოლურობასთან ერთად, ისტორიულ პარალელებს მახსენებს:

2005 წლის 9 მაისს, როდესაც თბილისი პრეზიდენტ ბუშს ფეხქვეშ გაეგო, ვლადიმერ პუტინი სწორედ ერევანში და, უფრო მეტიც _ გიუმრიში არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე აღმოჩნდაშემთხვევით”, რაც სერიოზულმა ანალიტიკოსებმა, დამთხვევად კი არა, რუსეთის პირდაპირ გზავნილად აღიქვეს, რომ ისინი ამერიკელებისთვის სამხრეთ კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს დათმობას არ აპირებდნენ და აკი არც დაუთმეს 2008 წლის აგვისტოში.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მჯერა, რომ ყველა გზავნილის რეზიუმე, “კოტ ლეოპოლდის” ენით თუ ვიტყვით, იქნება:

Ребята, довайте жытъ дружно!”, ხოლო ქართულად “ნათარგმანები” ბოლო გაფრთხილებაა საქართველოსთვის, რადგან უკრაინაში, სადაც, “დემოკრატიული დასავლეთის” ჭინთვების მიუხედავად, არათუ რამე დააკლეს რუსეთს, არამედ პირიქით _ ყირიმი შეჰმატეს და უკრაინაში სიტუაციის რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტა, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმეა. მერე კი, თუ გონს არ მოვეგებით, საქართველოს ჯერიც დადგება!

ამის პასუხად კი, როგორც ჩანს, რეალურ პოლიტიკას აცდენილი ჩვენი იდიოტი პოლიტისტებლიშმენტისთვის ჩვეული გზავნილი გავატანეთ ლუკაშენკოს _ “ჯერ აფხაზეთი და ცხინვალი დაგვიბრუნეთ!”.

ყირიმი ვახსენეთ და აი, მივადექით კიდევ ერთ თემას: ნინო ბურჯანაძეს სადღაც უთქვამს, ყირიმი რუსეთის შემადგენელი ნაწილია დღესო!

ამისთვის “ნაცებ-ქოცების” ლიბერასტულმა ნაწილმა და, აგრეთვე, ე.წ. არასამთავრობოებმა _ “ნაცების” სატელიტებმა, ლამის ცოცხლად დამარხეს…

არა, ქალბატონო ნინო!

ყირიმი არათუ დღეს არის რუსეთის შემადგენელი ნაწილი, არამედ, თუ არ ჩავთვლით გასული საუკუნის 50-ან წლებში ტუტუცი ნიკიტა ხრუშჩოვის ავანტიურას, როდესაც საბჭოთა რუსეთის ყირიმი დიდსულოვნად აჩუქა ასევე საბჭოთა უკრაინას, ყირიმის ნახევარკუნძული, ეკატერინე დიდიდან მოყოლებული, ყოველთვის რუსეთის შემადგენელი ნაწილი იყო!

ყირიმიდანვე, სევასტოპოლიდან იწყება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო დიდება: მხოლოდ 1855 წელს, საფრანგეთბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო აგრესიისას, სევასტოპოლის დაცვას 200 ათასი (!) რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა!

ყირიმივე იქცა რუსეთის კიდევ ერთ კულტურულ ცენტრად! ასე რომ, შარშან ვლადიმერ პუტინის ძალისხმევის შედეგად, რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის დაბრუნებით ისტორიული სამართლიანობა აღდგა!

თუ ჩვენ ისტორიული მოტივით სოხუმცხინვალის დაბრუნებას ვითხოვთ რუსეთისაგან, კიევში ბოევიკებს კი არ უნდა ვგზავნიდეთ, არამედ რუსეთის მიერ ისტორიული სამართლიანობის აღდგენას პატივი უნდა ვცეთ და ვაღიაროთ!

ვერც იმაში დავეთანხმები ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, რომ ყირიმის უკრაინაში დაბრუნებას მხოლოდ გრძელვადიან რეალურ პოლიტიკაში აქვს პერსპექტივა, რადგან, პოლიტიკა გრძელი იქნება თუ მოკლე, ყირიმი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კიევის იურისდიქციაში:

თუ თანამედროვე რუსეთში დიდი ოქტომბრის რევოლუციის მსგავსი .. ფერადი რევოლუციის შედეგად რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკიტა ხრუშჩოვის კლონი გახდება.

ეს კი, თუ ცნობილ ქართულ მძაფრ გამოთქმას გამოვიყენებთ, მაშინ მოხდება, როცა ვირი ხეზე ავა!

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here