Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან მამალაძე: ამერიკიდან უკრაინაში იარაღის შეტანას სააკაშვილი ლობირებს!

ლევან მამალაძე: ამერიკიდან უკრაინაში იარაღის შეტანას სააკაშვილი ლობირებს!

767

2013 წლის 13 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ის პატიმარები გათავისუფლდნენ, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა 5 დეკემბერს მიღებული დადგენილების საფუძველზე პოლიტიკურ პატიმრებად აღიარა _ სულ 190 პირი.

ეს თემა დავისა და კამათის საგნად იქცა, რადგან პოლიტმატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში ბევრი ვერ მოხვდა ან სულაც ამოიღეს იქიდან. რამდენიმე დღის წინათ კი უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტპატიმარი და პოლიტდევნილი სიიდან ამერიკის ელჩმა ამოიღო. ნანა კაკაბაძის განცხადებას, რომ პოლიტიკური პატიმრების სიის შედგენის პროცესში აშშის ელჩი ერეოდა, ბრალდების ადრესატი რიჩარდ ნორლანდი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რაზე საუბრობს ნანა კაკაბაძეერთერთი პოლიტდევნილი, რომელიც სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძეა, რომელსაც რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

_ რამდენიმე დღის წინათ ნანა კაკაბაძემ განაცხადა, პოლიტპატიმრების სიიდან ზოგიერთი გვარის ამოღება ამერიკის ელჩის დავალებით მოხდაოხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ შემთხვევაშიც ამერიკის ელჩი იყო ჩარეული?

_ ნანა კაკაბაძე პოლიტპატიმართა სიის დამდგენი კომისიის სიბინძურეებს შეეწინააღმდეგა, რადგანაც თინა ხიდაშელმა და კომისიაში შეგზავნილმა არასამთავრობოებმა, პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების განთავისუფლების ნაცვლად, გარედან შეკვეთილი ბრძანებები შეასრულეს და კომისიაში თავიანთი ხმები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს. აშშის ელჩის _ რიჩარდ ნორლანდის დაჟინებული მოთხოვნით შეიყვანეს კომისიაში ხიდაშელუსუფაშვილისახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, სწორედ ისინი წყვეტდნენ ადამიანების ბედს. მათ რეალობა არ აინტერესებდათ, ვინც ხელს არ აძლევდათ, ციხეში დატოვეს, პოლიტდევნილები კი საქართველოში არ ჩამოუშვეს. მიშა სააკაშვილის პირადი მძევალი იყო ქალბატონი ნორა კვიციანი, მას პოლიტპატიმრის სტატუსი დღემდე არ მიანიჭეს, ემზარ კვიციანი კი სიიდან ამოიღეს. ასეთი ფაქტები ბევრია. კომისიამ თავიდანვე ხელი შეუშალა სამართლიანობის აღდგენის პროცესს.

_ თქვენ თინა ხიდაშელს ადანაშაულებთ, მაგრამ იქნებ ხიდაშელმა ამერიკის საელჩოს მოთხოვნა შეასრულა, ამაზე არ გიფიქრიათ?

_ არაფერს გამოვრიცხავ. ამერიკის წინა ელჩთან, რიჩარდ მაილსთან, კარგი ურთიერთობა მქონდა, ამჟამინდელს არ ვიცნობ. ეს პრობლემები უფრო ღრმაა, ვიდრე ზოგს ჰგონია. აშშ მსოფლიოში წამყვანი ზესახელმწიფოა და ლეგიტიმაციის ბერკეტები ხელთ უპყრია. სააკაშვილის ჩაჩოჩება და “ოცნების” გამარჯვებაც მათი ტექნოლოგიებით იყო კორექტირებული. კოაბიტაცია მაგათი პროექტია და თვითონვე აკონტროლებდნენ. სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა სიის შედგენაში ამერიკის ელჩის ჩარევა, ვფიქრობ, ჩვეულებრივი მოვლენაა დღევანდელი საქართველოსთვის. თინა ხიდაშელი კი იმთავითვე უცხოთა ინტერესებს ემსახურებოდაგადახედეთ მის პოლიტიკურ საქმიანობას და დარწმუნდებით. ამას წინათ კომიტეტის თავმჯდომარეობაც კი უბოძეს.

ასე რომ, არაფერია გამორიცხული, თინამ სიიდან ყველა ის ადამიანი ამოიღო, რომელთა რეაბილიტაციაც ხელს არ აძლევდა.

_ აპირებთ თუ არა, პასუხი მოსთხოვოთ პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლეს იმის გამო, რომ, როგორც ამბობთ, თქვენი გვარი პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღო?

_ თინა ხიდაშელს პასუხი ისედაც მოეთხოვება სააკაშვილის რეჟიმისგაპრავებისთვის”. ხიდაშელმა პარლამენტისა და მთავრობის დარბევა, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და უზენაესი სასამართლოს დატერორება, “ხალხის კანონიერ ამბოხადგამოაცხადა. 26 მაისის მომიტინგეთა დარბევის მისეული შეფასებაც გემახსოვრებათ ვაპირებდი, მეპატიებინა, მაგრამ დააკვირდით მის ტონს, როგორ “ბობოქრობს”. ყველგან, სადაც სამართლიანობის აღდგენის საკითხი ოფიციალურად დგება და სააკაშვილის პასუხისმგებლობა იკვეთება, ხიდაშელი და უსუფაშვილი ხელს უშლიან და პროცესს აჩერებენ. საერთაშორისი დონეზე სისხლიანი რეჟიმის მხილებასაც თინამ შეუშალა ხელი.

ამა წლის 21 მარტს მიშას 50 ათასი კაცი რომ გამოეყვანა, დაინახავდით, ვისთან გადასკუპდებოდა ხიდაშელი. სააკაშვილს ამჟამინდელ ხელისუფლებაში თინათინ ხიდაშელის სახით ერთგული დამცველი ჰყავს. რატომ არის მიშას დამცველი “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ამერიკის საელჩოს უფრო ეცოდინება.

ამიტომ ამომიღო სიიდან და ამიტომ გაურბის ხიდაშელი ჩემთან პირდაპირ ეთერს.

_ ბატონო ლევან, ბოლო ხანს სოციალურ ქსელებში გავრცელდა თქვენი ერთერთი გამოსვლის ვიდეო, სადაც სააკაშვილს ამხელთ. იმხანად არ დაგიჯერეს და ახლააღმოაჩინეს”, რომ მართალი ყოფილხართ. სააკაშვილის მამხილებელი ფაქტები საიდან და როგორ მოიძიეთ და შევარდნაძემ რატომ არ მიიღო შესაბამისი ზომები?

_ 2003 წელს მთავრობის გაფართოებული სხდომის ტრიბუნიდან რაც ვთქვი, ყველაფერი ასრულდა. სააკაშვილი ჯერ კიდევ “მოქალაქეთა კავშირის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეობისას გაურიგდა ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურებს და საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გეგმა შეიმუშავა. მიშა სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებაში ვამხილე. შევარდნაძემ კი სააკაშვილს ჯერ იუსტიციის მინისტრობა, შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა უბოძა. სააკაშვილმა ყველგან კორუფციული სქემები შექმნა, მილიონობით საბიუჯეტო თანხა ჩამოწერა, შეიარაღებული დაჯგუფებები ჩამოაყალიბა. ეს მასალები კონტროლის პალატამ ოფიციალურად წარმოადგინა, მაგრამ ედუარდ შევარნაძე მიშას ხელს აფარებდა, ეგონა, მას არავინ შეეხებოდა. სააკაშვილმა დიდძალი თანხა დახარჯა იმისთვის, რომ პრესისა და ტელევიზიების საშუალებით ჩემთვის სამაგიერო გადაეხადა. რა ჭორი არ მომიგონა, თავიდან რომ მოვეშორებინე. როგორც კი ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ჩემი და ჩემი ოჯახის რეპრესიები დაიწყო, ამას შეეწირა მამაჩემისა და ბიძაჩემის სიცოცხლე.

_ დღეს თითქოს დეჟავიუ გვაქვს ქართველებს _ სააკაშვილის გუნდი ხელისუფლებაში დაბრუნებას იმავე მეთოდებით ცდილობს, რომლებიც 2003 წელს გამოიყენა. რაიონებში ისევ ისეთი დაპირისპირებები დაიწყეს, როგორიც იმხანადკარგად გვახსოვს ბოლნისში ზურაბ ჯაფარიძისა და სააკაშვილის ჩხუბი. როგორ ფიქრობთ, შეძლებსნაცმოძრაობახელისუფლებაში დაბრუნებას?

_ სააკაშვილმა კიევს შეაფარა თავი და იქიდან გეგმავს რევანშით დაბრუნებას. უკრაინაში მიშას მერკანტილური ინტერესები ამოძრავებს, ამერიკიდან იარაღის შემოტანას ლობირებს, დასაჭერთა სიაში ადამიანები შეჰყავს და თანხის გადახის შემდეგ უგვარებს საკითხებს, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობასაც სააკაშვილს უკავშირებენ.

21 მარტს თბილისში ხალხი რომ ვერ შეაგროვეს, რაიონებში გადაინაცვლეს. ახლა იქ აწყობენ პროვოკაციებს, როგორც 2003 წელს. მაშინ ბოლნისში ჩხუბი იმიტომ მოაწყვეს, რომ წინა დღით პასპორტებით სავსე მანქანა დავაკავეთ _ მიშამ ბოლნისელები მოატყუა, შაქარს დაგირიგებთო და პასპორტები გამოართვეს, რაც არჩევნებში “კარუსელების” მოსაწყობად სჭირდებოდათ. ეს თემა ტელევიზიით რომ გადაეფარათ, ბოლნისში პროვოკაცია მოაწყვეს. იმედისეთერში მიშას ვუთხარი, _ გაგვეცი პასუხი, მოსახლეობას რატომ მოპარე პასპორტებიმეთქი. მან ცოფები ყარა და გაიქცა პირდაპირი ეთერიდან. სწორედ მაშინ ვთქვი, _ ვისაც პარლამენტარობა უნდა, ფსიქიატრიული ტესტი გაიაროს, წამო, მიშა, ასათიანზე ერთად წავიდეთ, არ შეშინდემეთქი. ვიდრე ჰალსტუხის ჭამა არ დაიწყო, მიშას სიგიჟე არავინ დაიჯერა.

სააკაშვილს დაბრუნება გაუჭირდება, ისე გააწამა ხალხი და დახლიჩა ქვეყანა, მის ნათქვამ სიმართლესაც აღარ მოისმენს საზოგადოება. “ნაციონალურ მოძრაობას” კი, თუ სააკაშვილის პორტრეტის ჩამოშორება მოახერხა, შესაძლოა, პერსპექტივა გაუჩნდეს.

_ ზოგიერთი თვლის, რომ ახალი ხელისუფლება უუნაროა და ისინი წინა ხელისუფლებასთან რაღაც ფორმით გარიგებულები არიან

_ ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმისგან გაათავისუფლა საზოგადოება, მაგრამ საკადრო შეცდომებმა ყველაფერი გადაფარა. მარგველაშვილი პრეზიდენტად დანიშნეს და უღალატა, კბილაშვილმა დაპირებული სამართლიანობის აღდგენა არ დაიწყო, რამდენი მინისტრი გაიქცა უკვე ოპოზიციაში? სამწუხაროდ, ხელისუფლება ეკლექტური რჩება, იქ ბევრია სააკაშვილის მხარდამჭერი. ამის გამო ვერ ხერხდება სამართლიანობის აღდგენა და რეფორმების გატარება. ირაკლი ღარიბაშვილს მეტი თანადგომა სჭირდება, რათა აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები გაატაროს. განწყობა, რომ მიშას პარტია არავის უნდა, ალტერნატივა არ გვყავს და ხალხი ისევ ჩვენ აგვირჩევს, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს მმართველი ძალისთვის.

_ გაქვთ იმედი, რომ სამართლიანობა აღდგება და თქვენ საქართველოში ისე ჩამოხვალთ, რომ დროებით საპყრობილეში ყოფნა არ მოგიწევთ ისე, როგორც ეს ემზარ კვიციანის შემთხვევაში მოხდა?

_ ემზარ კვიციანი მოატყუეს. კაცი, რომელიც კოდორს ინარჩუნებდა, სამართლიანობისთვის დაბრუნდა სამშობლოში და ციხეში ჩასვეს. 13 წელი მიუსაჯეს და, ხალხი ქუჩაში რომ გამოვიდა, ეს ვადა 11 თვით შეცვალეს. ემზარი გამოუშვეს, მაგრამ სამართლიანობა არ აღდგენილა. იური ვაზაგაშვილმა და ბესიკ ხარძიანმა, როცა კბილაშვილის პროკურატურის იმედი დაკარგეს, თავიანთი საქმეები თვითონ გამოიძიეს, მკვლელებისა და მოძალადეების სახელები დაადგინეს და პროკურატურას გადასცეს, რის გამოც ამ ყველაფერს შეეწირნენ კიდეც.

ჩემი საქმეც ჩვენი ძალებით გამოვიძიეთ, გამოიკვეთა კონკრეტული პროკურორების გვარები, რომლებმაც ძალადობით, ფალსიფიკაციით, ცემა-მუქარითა და ზეწოლით შეკერეს საქმე, რათა ჩემთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ. ყველაფერი გადაქექეს, მიშას მიერ მოგონილი “ოქროს ზოდები” და “ნიანგები” რომ ვერ იპოვეს, ჩემი დეკლარაცია უკანონოდ გამოაცხადეს. მანქანის შეძენასა და სამი წლის განმავლობაში ბარათზე 18 ათასი ლარის ბრუნვაში მედავებიან. გამოძიებაში მონაწილე პროკურორებს საქმის შედგენისას სისხლის სამართლის კოდექსის 16 მუხლით აქვთ დანაშაული ჩადენილი. სააკაშვილს კი, როგორც პოლიტიკური რეპრესიების შემკვეთს, რასაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ მე-11 მუხლით ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი. ახლა გამოჩნდება, რამდენად თავისუფალია პროკურატურა და არის თუ არა მზად, მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები დააკავოს. ჩემი ჩამოსვლა და სააკაშვილის გასამართლება ერთი იქნება, ღია სასამართლოს იხილავს ქართველი საზოგადოება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here