Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: “ისლამური სახელმწიფოს” სახელით სირიაში მებრძოლი უკანონო შეიარაღებული ფორმირებები უკრაინაში გადაჰყავთ

ჰამლეტ ჭიპაშვილი: “ისლამური სახელმწიფოს” სახელით სირიაში მებრძოლი უკანონო შეიარაღებული ფორმირებები უკრაინაში გადაჰყავთ

569

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის შს მინისტრის მოადგილე სერგეი ჩებოტარი ფინეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს. ჩებოტარი სხვა სახელითა და გვარით, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის პასპორტით ავსტრიის დედაქალაქ ვენიდან ტრანზიტული რეისით ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მიემგზავრებოდა. საქართველოსა და უკრაინას შორის პარალელს ხშირად ავლებენ და აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ნოემბერში ანალოგიური რამ საქართველოს ექსპრემიერმა და ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმაც ჩაიდინა. ის ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დაიკითხა კიდეც. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა საქართველოში “ნაციონალების” ცხრაწლიანი მმართველობა უკვე ბევრს გაახსენა…  “საქართველო და მსოფლიოს” პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრება.

_ სპეცსამსახურების თანამშრომლები ხშირად ატარებენ რამდენიმე პასპორტს. ეს გასაკვირი არ არის, თუმცა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს შესაბამისი ინფორმაცია აქვთ ხოლმე და კოლეგას საზღვარზე ყოველგვარი ექსცესისა და დაკავების გარეშე უშვებენ, მაგრამ, როდესაც ეს შეუთანხმებლად ხდება, გართულებებს იწვევს. უნდა ითქვას ისიც, რომ ერთია, როდესაც რამდენიმე პასპორტი სპეცსამსახურის თანამშრომელს აქვს, და სულ სხვაა, როდესაც მინისტრი ან მისი მოადგილე ატარებს რამდენიმე პასპორტს; რადგან მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, სასურველია, მსგავს შემთხვევებს თავი აარიდოს. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ეს არ არის დიდი დანაშაული, დანაშაული არის ის, რასაც უკრაინის მთავრობა აკეთებს. კერძოდ კი, დასავლეთ უკრაინაში უკრაინელ ჯარისკაცებს ინტენსიურად წვრთნიან, ვინაიდან აშშ მოწადინებულია, მაქსიმალურად აუაროს გვერდი მინსკის შეთანხმებას და უკრაინა ისედაქოქოს”, რომ რუსეთს უკრაინის მხრიდან მუდმივი პრობლემები ჰქონდეს. მართალია, სიტყვიერად მხარი დაუჭირეს, მაგრამ სინამდვილეში ამერიკელებს სულაც არ აძლევთ ხელს მინსკის შეთანხმება და ამას ასობით ამერიკელი ექსპერტისა და სამხედრო სპეციალისტის უკრაინაში ჩასვლაც ადასტურებს.

როდესაც საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და ორ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი მომენტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რატომღაც ყურადღებას არ აქცევს. დღეს უკრაინის რადას წევრია ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯამილოვი. ის დიდი გავლენით სარგებლობს. ყირიმელი თათრები, რომლებიც საკმაოდ ექსტრემისტულად არიან განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ, “ისლამური სახელმწიფოსშეიარაღებულ ძალებში ირიცხებიან და, სხვათა შორის, სირიაში მთავრობის წინააღმდეგაც იბრძვიან. სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” სახელით მებრძოლი უკანონო შეიარაღებული ფორმირებები უკრაინაში ეტაპობრივად გადაჰყავთ.

_ ცნობილია, რომისლამური სახელმწიფოსმებრძოლები ყველა ქრისტიანულ ქვეყანას ემუქრებიან. უკრაინას, როგორც ქრისტიანულ სახელმწიფოს, რისთვის სჭირდება ეს ყველაფერი?

_ უკრაინაში ახლა ამას ყურადღებას არ აქცევენ. ამჟამად უკრაინაშიისლამური სახელმწიფოსსახელით სირიაში მებრძოლი უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და უკრაინელი ფაშისტების კონსოლიდაცია მიმდინარეობს. ისეთმა ფაშისტურმა დაჯგუფებებმა, როგორებიცაა “აიდარი” და “აზოვი”, საერთო ენა გამონახეს “ისლამური სახელმწიფოს” მეომრებთან. უკრაინაში ეს კავშირები ჯამილოვის ხელშეწყობით უკვე არსებობს. “ისლამური სახელმწიფოც” აშშ-ის შექმნილია და ამის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს.

_ უკრაინას, როგორც ქრისტიანულ სახელმწიფოს, მომავალში ეს ცუდად არ დაუბრუნდება?

_ ჯერჯერობით ამაზე უკრაინაში არავინ ფიქრობს, ახლა მათი პირველი მტერი რუსეთია. ამას წინათ უკრაინის რადამ მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სტალინიზმი და ფაშიზმი ერთმანეთს გაუთანაბრა და ეს ყველაფერი იმ უკრაინელების შვილებისა და შვილიშვილების ხელშეწყობით მოხდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში ფაშისტების მხარეს იბრძოდნენ. ისინი ანტისაბჭოური, ანტირუსული განწყობით იზრდებოდნენ. მაგალითად, როგორც ჩემთვის ცნობილია, ფაშისტების მხარდამხარ მებრძოლი რომან შუხევიჩის შვილიშვილი რადას წევრია და სწორედ მისი იდეა იყო ბანდერელთა გმირობის დაფასება და ფაშიზმისა და სტალინიზმის გათანაბრება.

ბანდერასა და შუხევიჩის რაზმები, რომლებიც ფაშისტების მხარეს იბრძოდნენ, უკრაინაში გმირებად გამოაცხადეს, ხოლო უკრაინელების განცხადება, ბანდერა ფაშიზმსაც ებრძოდაო, სიცრუეა. სტეპან ბანდერა თავიდანვე მხარს უჭერდა ფაშისტურ იდეოლოგიას, უბრალოდ, მას ისე გაუტკბა ძალაუფლება, რომ ჰიტლერის მისამართით პრეტენზიები გამოთქვა და განაცხადა, როდესაც ჰიტლერი გაიმარჯვებს, მზად ვარ, ჩავიბარო არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მოლდოვისა და მთელი კავკასიის მმართველობაო, რაც ბუნებრივია, ჰიტლერის გეგმებში არ შედიოდა. სწორედ ამიტომ ბანდერა ცოტა ხნით დააპატიმრეს.

საქართველოს ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. შეცდომაა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ფაშისტურ და დამნაშავე ხელისუფლებას ეახლება მაშინ, როცა უკრაინის ხელისუფლებანაციონალებსნიშნავს თანამდებობებზე და საქართველოს ხელისუფლების თხოვნას ანგარიშს არ უწევს. როდესაც აქედან ჩასულ პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტი არ ხვდება, ეს ნიშნავს, რომ მათ ჩვენთან ურთიერთობა არ სურთ. არ ვამბობ, რომ დიპლომატიური კავშირი გავწყვიტოთ, მაგრამ არ უნდა მიეძალო და ასეთი საჯარო განცხადებებისგანაც თავი უნდა შეიკავო. არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტი არ შეხვედროდა. დავით უსუფაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ არ მიიღო.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით უსუფაშვილი უკრაინაში სააკაშვილს შეხვდა

_ დიახ, ასეთი ინფორმაცია გავრცელდა. არ არის გამორიცხული, უსუფაშვილი სააკაშვილს მართლაც შეხვედროდა, რადგან გვახსოვს, უსუფაშვილმა სააკაშვილს ახალი წელიც მიულოცა. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, გამოდის, რომ “ნაციონალებსა” და რესპუბლიკელებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ.

_ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მონაწილეებმა ცოცხები მიიტანეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელი საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებაში ქართველების მასობრივი დანიშვნებით უკვე უკმაყოფილოა.

_ ბუნებრივია, უკრაინაში ქართველების დანიშვნა გულზე არ ეხატებათ. ამხელა უკრაინაში, სამმილიონიან საქართველოში გამოჩეკილი “ნაციონალების” გარდა, უკეთესი კადრი როგორ ვერ მოიძებნა?! მაგრამ საქმე ის არის, რომ ნაციონალებსთანამდებობებზე უკრაინელები კი არ ნიშნავენ, არამედ ამერიკელები თავს ახვევენნაციონალებსუკრაინელებს. “ნაციონალები” უკრაინაში სამუდამოდ არ დარჩებიან და მათ ან ისევ საქართველოში დააბრუნებენ, ან სხვა რომელიმე ყოფილ საბჭოთა სივრცეში გადაისვრიან, სადაც მორიგი “ყვავილოვანი რევოლუცია” მოხდება. ესენი არ არიან ქართული კადრები, ესენი არიან საქართველოდან წასული ამერიკული კადრები. აქედან გამომდინარე, უკრაინელებს შეუძლიათ, რამდენიც უნდათ, იმდენი ცოცხი მიიტანონ, მაგრამ ამით უკრაინის ხელისუფლებას ვერაფერს დააკლებენ, რადგან მას ამერიკა და ევროკავშირი მფარველობს.

_ უკრაინაში წარმატებული ონკოლოგი იგორ შეპოტინი ოპერაციის მსვლელობისას დააკავეს. ბევრს ამან საქართველოს ყოფილი ხელისუფლების საჩვენებელი ტელედაჭერები გაახსენა. შეიძლება ითქვას, რომნაციონალებისდასჯის მეთოდები უკრაინაშიც მეორდება?

_ დიახ, ეს ზუსტად იმავე დასჯის მეთოდებია, რომლებსაც “ნაციონალები” საქართველოში იყენებდნენ. აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა _ ექიმი ოპერაციის მიმდინარეობისას დაიჭირეს, ხოლო ერთერთ თანამდებობის პირს პირდაპირ მთავრობის სხდომაზე დაადეს ბორკილები. მართალია, ეს კაცი მალე გაათავისუფლეს, რადგან მისი დაპატიმრების არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ, მაგრამ, რაც მთავარია, საჩვენებლი დაჭერა შედგა.

გახშირდა მკვლელობის ფაქტებიც. უკრაინაში, ფაქტობრივად, ყოველდღე ვიღაცას კლავენ. ცოტა ხნის წინათ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსი ოლეგ კალაშნიკოვი და ჟურნალისტი ოლეს ბუზინა მოკლეს, რომლებიც დაუფარავად აკრიტიკებდნენ უკრაინის ახალ ხელისუფლებას. ისინი მოკლეს დანარჩენების დასაშინებლად. მაგრამ მხოლოდ ეს ორი შემთხვევა არ არის, უკრაინაში გაცილებით მეტი მკვლელობა ხდება, მაგრამ არ ხმაურდება

გვახსოვს, არასასურველ ადამიანებს საქართველოშიც ასე იშორებდნენ.

_ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის პრეზიდენტი იმყოფებოდა. ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველობელარუსისა და რუსეთის მეგობრობაზე ისაუბრა და ერთი დიდ ოჯახში დაბრუნებაც ახსენა. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ლუკაშენკოს ვიზიტის ნამდვილი მიზანი თბილისსა და მოსკოვს შორის შუამავლის როლის შესრულება იყო

_ თუ საქართველოს ხელისუფლებას ჭკუა შერჩა, ამ ვიზიტს უნდა ჩაებღაუჭოს, რადგან სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვაქვს. ევროკავშირში არასდროს მიგვიღებენ და თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შემთხვევაში ქართული პროდუქცია ავტომატურად გაძვირდება. თუ არ აღვადგინეთ მჭიდრო ეკონომიკური კონტაქტები რუსეთთან, ჩვენი საქმე წასულია.

რთულია პირდაპირ თქმა, ლუკაშენკო რამდენად ასრულებდა პუტინის დავალებას, ვინაიდან თვითონ ლუკაშენკო ლამის ყოველდღიურად ვაჭრობს პუტინთან. სამაგიეროდ, ბელარუსმა იმდენი მოახერხა, რომ რუსულ გაზს ნახევარ ფასში იღებს. ლუკაშენკომ აღადგინა კრემლთან ურთიერთობა, ამიტომ ლუკაშენკოს ნათქვამი, რომ შეეცდება ქვეყნებს შორის ხიდების აღდგენას, ლიტონი სიტყვები არ არის. მან თქვა, დავიწყოთ ურთიერთობა და ვნახოთ, რა იქნება, მომავალი დაგვანახვებს, როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობაო. თუმცა საკითხავია, მოგვცემს თუ არა ამის უფლებას აშშ და ევროკავშირი.

პირდაპირი დიალოგი რუსებთან აუცილებელია და მე ვერ გავიზიარებ ფანჯიკიძისა და ზოგიერთიქოცისანნაცისმოსაზრებას, რომ რუსეთთან პირდაპირი ლაპარაკი დასავლეთის ჩარევის გარეშე არ შეიძლება. აგრეთვე, განცხადება იმისა, რომ, თუ რუსეთი არ უარყოფს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მასთან სალაპარაკოდ არ დავსხდებითო, განწირულის პოზიციაა. რუსეთთან დიალოგი საქართველომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დაიწყოს და ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ერთი და ორი შეხვედრით აფხაზეთსა და ოსეთს არ დაგვიბრუნებენ. ეს საკითხები ხანგრძლივი დიალოგისა და მსჯელობის საგანია.

_ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გაჩნდა, რატომ არ დახვდა ლუკაშენკოს საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერი?

_ პროტოკოლის მიხედვით, პრეზიდენტისა და პრემიერის აეროპორტში დახვედრა აუცილებელი არ არის, თუმცა ღონისძიებები იმართება პრეზიდენტის სასახლეში. ლუკაშენკოს ვიზიტისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის სასახლეს. წლების განმავლობაში რესპუბლიკის პროტოკოლის ხელმძღვანელი ვიყავი და მინდა, ვთქვა, რომ ყველა ხელისუფლების დროს სტუმრების მიღება და გამასპინძლება დიდი პრობლემა იყო. როგორ შეიძლება სტუმრების მიღების ცერემონია პარლამენტის შენობის ეზოში, ხოლო პრეზიდენტის სახელით დაგეგმილი წვეულების სასტუმროში გამართვა?!

ეს დაუშვებელია.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here