Home რუბრიკები პოლიტიკა თურქეთმა და ირანმა დოლარსა და ევროზე უარი განაცხადეს

თურქეთმა და ირანმა დოლარსა და ევროზე უარი განაცხადეს

492

თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ჰასან როუჰანი შეთანხმდნენ, რომ მათ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ეროვნულ ვალუტებში განხორციელდება.

ამით ამ ქვეყნებმა უარი თქვეს დოლარსა და ევროზე, როგორც სარეზერვო ვალუტებზე. ორი ქვეყნის ლიდერმა შეთანხმებას ხელი თეირანში მოაწერეს. ერდოღანის თქმით, ირანსა და თურქეთს შორის წლიური სავაჭრო ბრუნვა 14 მილიარდი დოლარიდან 30 მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, აშშ-ის სახელმწიფო ვალუტის ეკვივალენტი კი ეროვნული ვალუტები უნდა გახდეს. გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტი ირანის ბუნებრივი აირის შემცირებული ფასით შესყიდვასაც ცდილობს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here